მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი

დესერტი ყველის გარეშე იგივეა, რაც სექსი ორგაზმის გარეშე.
ძველი ფრანგული ანდაზა

ერთდროულად იყოს მყრალი, მწარე, მლაშე და მაინც ძალიან გემრიელი – ეს ყველის პრივილეგიაა.

Roquefort ასეთია, მაგალითად, ცნობილი როკფორი (Roquefort), რომელსაც ცხვრის რძისგან  სამხრეთ საფრანგეთის ამავე დასახელების რეგიონში ამზადებენ.  პოპულარული ლეგენდის თანახმად, როკფორის მთიან საძოვრებზე ახალგაზრდა მწყემსი ფარას ედგა, როდესაც ლამაზი გოგო შენიშნა… ისეთი ლამაზი, რომ ცხვარი გადაავიწყდა და აედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ უკან მობრუნებულმა ცხვარს თავი მოუყარა და საგზალი, რომელსაც მღვიმის გრილობში ინახავდა, მოიკითხა – ყველი ამასობაში ობით დაფარულიყო, მაგრამ გაფუჭებულს არა ჰგავდა. მწყემსმა გასინჯა და მოეწონა (მამა უცხონდა, არ მოეწონებოდა) – ასე დაიბადა მსოფლიოში (ალბათ) ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი ყველი. ფრანგები წელიწადში 3-3,5 მილიონ თავ როკფორს ამზადებენ. როკფორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ყველია, მისი  ისტორია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან იწყება.

bleu-d-auvergne ბლუ დ’ოვერნ (Bleu d’Auvergne), ალბათ, ყველაზე მყრალი ყველია დედამიწაზე, მაგრამ არაჩვეულებრივად გემრიელი. ამზადებენ ძროხის რძიდან. სახელიც იმ პროვინციის მიხედვით ეწოდა, სადაც ამზადებენ. მის დაბადებას რამე საინტერესო ლეგენდა არ სდევს. ამ ყველს ავტორი ყავს – მეწარმე ანტუან რუსელი (Antoine Roussel), რომელმაც მე-19 საუკუნის შუაწელს პირველად დაამზადა ბლუ დ’ოვერნი.

Gorgonzola მიიჩნევენ, რომ დღეს არსებულთაგან ყველაზე ძველი ყველი იტალიური გორგონძოლაა (Gorgonzola) და ის ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში არსებობდა, თუმცა, მკვლევართა აზრით, ახლანდელი გორგონძოლა ის თამრო აღარაა 🙂 და მომწვანო-მოლურჯო ობით მხოლოდ მე-11 საუკუნეში დაფარეს. ეს ყველი ამავე სახელწოდების პატარა სოფლიდანაა, რომელიც მილანთან ახლოს მდებარეობს. ამბობენ, რომ იქ ლეონარდო და ვინჩიც არის ნამყოფი, ქალაქის განაშენიანების გეგმაც კი დაუხაზავს და ადგილობრივი ყველითაც ჩაუტკბარუნებია კიარადა ჩაუმწარუნებია პირი. გორგონძოლას ძროხის რძისგან ამზადებენ. მას რიზოტოშიც  ამატებენ (თუმცა, კლასიკური რიზოტო, მგონი, მაინც პარმიჯანოთია)… არ მიყვარს რიზოტო და, მაინცადამაინც, არც პასტაზე ვგიჟდები. არც გორგონძოლას გემო გამისინჯავს.

Stilton ბლუ დ’ოვერნის ღირსეულზე ღირსეული კონკურენტი სიმყრალით – ინგლისური სთილთონია (Stilton) (ასე რომ, ტრადიციული ფრანგულ-ინგლისური პაექრობა ყველის ფრონტზეც გრძელდება). ის შეიძლება დაფარული იყოს როგორც ლურჯი ასევე თეთრი ობით (ისე, ყველაზე ცნობილი თეთრობმოდებული ყველი მაინც ფრანგულია – კამამბერი). მზადდება ძროხის რძიდან მხოლოდ და მხოლოდ სამ საგრაფოში: დარბიშარი, ლესთეშიერი და ნოთინგამშიერი. პირველად სთილთონი სოფელ სთილთონში დაუმზადებია ვინმე ქუფერ თორნჰილს (Cooper Thornhill), თუმცა, უფრო სარწმუნო ცნობით, თორნჰილი არა ყველის დამამზადებელი, არამედ მისი გამყიდველი იყო. მე-18 საუკუნის დასაწყისში მას სთილთონი აღმოუჩენია ერთ-ერთ ფერმერთან და იმდენად მოსწონებია, რომ მის გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლებები უთხოვია. ფერმერი (რომლის სახელიც დღეს დანამდვილებით არვინ იცის) დათანხმებულა და აქედან დაიწყო სთილთონის დიდების ხანა (რაც, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროდუქტს, სინამდვილეში,  მარკეტოლოგები ქმნიან :)). ამ ყველის დამზადების სტანდარტი ვინმე ფრენსის ფაულეთს (Frances Pawlett) დაუდგენია (ზოგი წყაროს მიხედვით ის უსახელო ფერმერი სწორედ ფაულეთი იყო). სთილთონს უამრავი სახელგანთქმული თაყვანისმცემელი ყავდა და ყავს, მათ შორის დანიელ დეფო და ჩესთერთონი. პირადად მე არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი.

danablu ერთმა ჩემმა ნაცნობმა ასე თქვა – “სვანეთი მაგარია, მაგრამ მარწყვი არ მოდისო” :). დანიელი ჰანე ნილსენი (Hanne Nielsen) ფიქრობდა, “რა ლამაზია ჩემი ქვეყანა, მაგრამ როკფორი არა გვაქვსო”. ადგა და მე-19 საუკუნის შუაწელს შექმნა დანიური ლურჯი ყველი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მეორე დანიელმა მარიუს ბოელმა (Marius Boel) დაადგინა სტანდარტი და დაიწყო დანაბლუს (Danablu ანუ Danish Blue) წარმოება. სწორედ მისეული “ლურჯი დანიელი” არის დღეს საყოველთაოდ აღიარებული და ყველზე ცნობილი დანიური ყველი. მზადდება ძროხის რძისგან. Castello

კიდევ ერთი უგემრიელესი დანიური ლურჯი ყველი კასტელო (Castello) მე-20 საუკუნის შუაწელს დაიბადა Tholstrup Cheese Company-ში (დღეს შედის ჯგუფში Arla Foods). ისიც ძროხის რძიდან მზადდება. ცნობილი ფრანგული ბრის “გალურჯებული” დანიური ანალოგია. კასტელო ძალიან მიყვარს. მომწარო ლუდთან მიდის კარგად.

Guda და, რაღა თქმა უნდა, ჩვენებური თუშური გუდის ყველი. ის ორ საუკუნეზე მეტი ხნის მაინცაა. მზადდება თუშური ჯიშის ცხვრის რძისგან. სამწუხაროდ, ამ ჯიშის ცხვარს გასულ საუკუნეში “მიჩურინელ-ნატურალისტები” შეესივნენ, გადააგვარეს და თითქმის გადააშენეს. რაც შეეხება გუდას, ისიც საგანგებო წესით მზადდებოდა, დღეს კი გუდა პოლიეთილენის ტომრებით ჩაანაცვლეს… ჰოდა, ამგვარად გათახსირებული თუ კიდევ ასეთი გემრიელია, 100 წლის წინ რა იქნებოდა?

კიდევ არის დამბალ-ხაჭო. ფშავში ამზადებენ. სიმყრალით პირველია ნამდვილად, მაგრამ გემოთი არ მომეწონა მაინცადამაინც… და ყველიც არ ეთქმის, მგონი, თუმცა, ბევრი ყველს ეძახის.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

კიდევ წასაკითხად:
Katiée-ს საინტერესო პოსტი ქართული და ევროპული ყველის გაპაექრებისა წინანდალში.

Advertisements

27 thoughts on “მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი

  1. იტალიური ყველის ფანი ვარ
    ლავ
    ლავ
    ლავ

    ისე იმერულიც ძალიან მიყვარს 🙂
    და მართლა ყველაფერთან ერთად ვჭამმ

    რა ხშირად ცვლი ამ ბოლო დროს ბლოგის დიზაინს 🙂

    Like

  2. თრექბექს შემოვყევი და ძლიან საინტერესო პოსტიც აღმოვაჩინე 🙂
    ზემოთ ჩამოთვლილთაგან ჩემი ფავორიტი დანიშ ბლუა და როკფორიც, რა თქმა უნდა. დანარჩენი მგონი არც გამისინჯავს, ქართული გუდას ჩათვლით და ეს უკანასკნელი, არა მგონია ოდესმე გავსინჯო, პატრიოტიზმის ხათრითაც კი 😀

    არც დამბალ-ხაჭო მხიბლავს მაინცდამაინც.
    ისე, დამბალ-ხაჭოზე დვორსკის ეწერა: http://www.dgiuri.com/2010/01/blog-post_12.html

    Like

    • შენი პოსტი რომ ვნახე მაშინ გამახსენდა ჩემი დრაფტი როკფორზე. ჰოდა განვვარცე ცოტა და აი, ეს გამოვიდა. 🙂

      მე როკფორი მიყვარს დანბლუ და კასტელო. კასტელო იყიდება თბილისში. პოპულიში არის ხოლმე. სამკუთხა შეფუთვაშია. თუ მოკრავ თვალს მიეცი შანსი 🙂

      Like

    • ბევრი რა მეწერა, არ მიჭამია-მეთქი 🙂
      ეგ ოღონდ ადრე იყო, მერე (ანუ წელს) ვჭამე – თიანეთში ვიყავი მთელი აგვისტო.
      უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გემრიელია. ყველსა და ხაჭოს შორისაა, მყრალი არაა ძალიან. თუმცა მშრალია და ერბო ან კარაქი უნდა დააყოლო, ყელში რომ არ გაგეჩხიროს. და ძალიან მსუყეა – საგზლად იყენებდნენ მთებში (სამუშაოდ, სანადიროდ, შორ გზაზე თუ მიდიოდნენ).
      ვაბშე აქ რას ვწერ, წავალ, პოსტს დავააფდეიტებ 🙂

      პ.ს. მიყვარს ყველანაირი ობიანი და ლურჯი ყველი :)))

      Like

  3. ნუ გვატყუებ, ძველი ფრანგები ორგაზმს სხვა სიტყვით აღნიშნავდნენ 😀

    ვგიჟდები სპეციფიკური გემოს ყველზე, სულგუნს და იმერულ ყველს ამიტომ არ ვცემ პატივს. როგორც ფრანგები იტყოდნენ, ცოტა გემო აქვს )

    Like

  4. მეც მიყვარს პარმიჯანო 🙂
    როკფორი არ მიყვარს. ძალიან მწარეა.
    ეგ დანიური ყველი მინახავს აქ. ეგ მგონი ნაკლებად მწარეა როკფორზე. მაგრამ კასტელო და დანაბლუ ერთი და იგივე არაა?

    Like

    • კლასიფიკიაციით კი – ორივე Danish Blue Cheese არის და დღეს ორივეს ერთი და იგივე კომპანია აწარმოებს, მაგრამ სხვადასხვაა.
      Danablu როკფორს გავს Castello Blue კი ნაკლებად მწარეა და ბევრად ნაკლებად მძაფრი სუნი აქვს. განსხვავება კიდევ ისაა, დანაბლუს მარტო დანიაში აწარმოებენ და კასტელოს კი სხვაგანაც, თუმცა წარმოშობით ის დანიურია.
      მე ძალიან მიყვარს როკფორი. ასე მგონია, რომ ადამიანებს ფსიქოლოგიური “შეუთავსებლობა” აქვთ როკფორთან – სპეციფიკური სუნის გამო და იმის გამო, რომ დაობებულია. ეს რომ დაივიწყო – როგორ არ მოგეწონება? 🙂
      კარგი როკფორი დანაბლუს ჯობია, თუმცა როკფორი ბევრნაირია. იაფიან როკფორს დანაბლუ სჯობს.

      ისე მე ლოკოკინაც მიჭამია, ბაყაყიც და გველიც. :):)
      და უმი ხორციც. 🙂

      Like

      • ინტერნეტში ვნახე იმის მიხედვით რა ტექნოლოგიით ამზადებენ როკფორს განსხვავებული გამოდის. საინტერესოა, მე რომელი გავსინჯე. იქნება ყველაზე ცუდი იყო? ხომ არ მეცადა კიდევ? 🙂

        უმი ხორცი სად ჭამე? უკაცრიელ კუნძულზე იყავი? :):)

        Like

      • ჰო. კონიაკივით. ხელოვნურადაც აძველებენ კონიაკს. ასევე გააჩნია კასრის მწარმოებელს… ეგრეა როკფორიც. რა დროსაა დამზადებული მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს რძე სხვადასხვა გემოვნობით გამოირჩევა. და რა რეგიონიდანაა რძე… მოკლედ მთელი ფილოსოფიაა რა. ამიტომ ფასიც განსხვავებულია.
        უგემრიელესი ყველია მსოფლიოში, იმჰო.

        უმი ხორცი სად ჭამე? უკაცრიელ კუნძულზე იყავი? 🙂 🙂

        რესტორანში. 🙂 კერძია ეგეთი აფრიკული – უმი ძროხის ხორცი წვრილადაა დაჭრილი და საგანგებოდ ცხარე სპეციებით შეზავებული. ძალიან გემრიელი იყო, სხვათა შორის. 🙂 ამერიკაში ვჭამე – მაგათ საერთოდ არ უყვართ კარგად შემწვარი ხორცი.

        Like

  5. ყველი მიყვარს ყველანაირი ფორმით ზომით წონით სახელითა და ეროვნებით ♥♥
    უუმაგრესი გამოგონებაა!!! ფაქტიურად საფრენი აპარატის გამოგონებაზე ნაკლებ გენიალური არ მგონია მე : )

    Like

  6. თითქმის არცერთი არ მაქვს ნაჭამი, არაადამიანი ვარ 😦
    ნუ, თუშურის გარდა 🙂
    ძალიან, ძალიან საინტერესო პოსტი იყო ყველომანებისთვის 🙂

    Like

  7. ლორდ, თხის რძის ყველი ყველაზე ნაკლებად მომწონს სპეციფიკური სუნის გამო. ბავშვობაში შემზიზღდასავით თხის ხორციცა და რძეც. აი, ცხვრის, კამეჩისა და, რა თქმა უნდა, ძროხის რძეებისგან გაკეთებული კი მევასება. ყველანაირი ყველი მიყვარს. 🙂

    Like

  8. ეხლა დავფიქრდიდ ა ვერ გავიხსენე კასტელო ქვია იმ ყველს მე რომ ვწამ თუ დანაბლუ? :დ კაი კია და ალპენ ბლუც ვცადე და არ გაამართლა–ბევრად ჩამოუვარდება. გუდა არ მიჭამია დიდი ხანია :((( იშვიათია კაი გუდა. არადა თუ კაია—ძალიან მიყვარს

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s