ერთხელ უკვე დავწერე მსოფლიოს საქორწინო ტრადიციებზე, ისიც არ დამიმალავს, რომ მე პირადად ამ ცერემონიისადმი მეტად სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, თუმცა, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩემი ახლობლის ქორწილი დაემთხვა ჰელოუინს… ისიც კი ვიფიქრე, Scream-ის ნიღბით ხომ არ მივიდე-მეთქი… მაგრამ ჯანმრთელობას გავუფრთხილდი.
(არადა, მაგარი იქნებოდა).
ჰოდა, კარგი იდეა მომივიდა – თუ ერთხელაც იქნა და ჯვარი ვიფსკვენი, ეს აუცილებლად ჰელოუინზე მოხდება და შესაბამისი დრეს-კოდით!
სამწუხაროდ, პირველი არ ვარ, ვისაც ეს გენიალური იდეა თავში მოუვიდა. 😦 მსოფლიოში (პირველ რიგში – აშშ-ში) ასეთი ჰელოუინური ქორწილები მეტად პოპულარული ყოფილა.
აი, ასე ხდება:
ქორწილების ორგანიზატორი წამყვანი კომპანიები შეკვეთებს ვერ აუდიან ჰელოუნზე. 🙂 ცნობილი დიზაინერები სიამოვნებით სთავაზობენ პოტენციურ მექორწილეებს საჰელოუნო კოსტიუმებს.
თუ ფიქრობთ რომ, აქაოდა, ჰელოუინია, სუფრაზე მხოლოდ დამხრჩვალი კატები და შემწვარი ვირთხები იქნება და მშივრები დავრჩებითო, ცდებით. აი, რა გემრიელობებია:
ეს ყველაფერი ჩვენთანაც მოგვარებადია… მაგრამ აი, გოთიკური ტაძრები არ გვაქვს. ჰელოუინურ ჯვრისწერას კი გოთიკა უფრო ალამაზებს.
ეს კი ჯვრიწერის სცენა თიმ ბართონის შესანიშნავი და არაჩვეულებრივად მხიარული ფილმიდან “Beetlejuice”.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
erTaderti shesaferisi tazari katolikuri iyo batumshi da isic martmadideblebs misces tu mat shturmit aiges ar vici 🙂
LikeLike
გადასცეს კაი ხნის წინ ჯერ კიდევ…
ჰო ეგ მართლა ძალიან ლამაზი ტაძარია. გამოდგებოდა. მარა ვინ შეგიშვებს 🙂 დაპუტავენ ჩემს საწყალ საპატარძლოს 🙂
LikeLike
კოცონზე დაგწვავენ ლორდ 🙂
LikeLike
ის არ დაგთანხმდება ეგეთ ქორწილზე 🙂
LikeLike
ჩემი ლამაზი გოგო, რა კეთილი ხარ
🙂
LikeLike
რა მოსაწყენია ზოგადად ეგ ცერემონია, ან ჰელოუინმა როგორ უნდა გაახალისოს
მე თუ ვიფსკვენი ჯვარი როდესმე, სდოხნუ ნა მესტე ოტ სკუკი 
LikeLike
როგორ ვერ გახალისებს.
ჯერ ერთი ჯვრის დასაწერად რომ მიხვალ ეგეთ ფორმაში იქ ეკლესიის მრევლი გაგახალისებს.
LikeLike
ისა, მღვდელიც გაგახალისებს, რადგან უბრალოდ ჯვარს არ დაგწერს :)))) მე მეჯვარე რომ ვიყავი, ან მკერდს დაიფარავ ან დატოვებ ღვთის სახლსო :დ ჩვეულებრივი კოქტეილის კაბა მეცვა და ჰელოუინის კოსტიუმით რომ მივიდე.. 🙂 ისე არც მივიდოდი, ასეთ კოსტიუმში ხელი შეიძლება მოაწერო, ეკლესიაში რა გინდა)
LikeLike
მერე ვერ უთხარი, შენ ვინ დაგაყენა დეკოლტეს სიღრმის მზომავად-თქო?
თუ ღვთის სახლია, ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს. :0
LikeLike
აუუ მომეწონა :)))) ჰელოუინის დღეს ქორწილი, შესაბამისი დრეს კოდით :))))
LikeLike
მაგარიაა 😉 ნუ ამას დავიმახსოვრებ მე და აი რაღაცა რა ;დდ
კაია ახალი დიზაინი ვადერ 😉
LikeLike
მე ძაან შორს ვარ ეგეთი აზრებისგან და მგონია რომ პატარძალი წითელს აგინთებს, ბოლო-ბოლო ყველა პატარძალს უნდა რომ ქორწილის დღეს ძალიან ლამაზი იყოს და არა ბაბა იაგა. თანაც, ყველა ქართული ქორწილი ბოლოში ჰელოუინი არაა?..
LikeLike
აი, ბევრი ქართველი პატარძლების იდეაფიქსიც ეგაა, რომ ქორწილის დღეს უნდა ძალიან ლამაზი იყოს და მერე კიდევ – ბაბა იაგა. :):)
ნუ კაი… თაფლობის თვეს კიდე გაქაჩავენ ხოლმე მაქსიმუმ 🙂
LikeLike
არა :))) ახლანდელმა თაობამ ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის ის, რომ თუ კარგად არ მოიქცევი და ბოლომდე ძალიან ლამაზი და რაც მთავარია – მოვლილი არ იქნები, მოვა ბოროტი უკრაინელი ან რუსი დეიდა და ქმარს წაგართმევს 🙂
LikeLike
რუსი და უკრაინელი დეიდების შემოსევა ადრე უფრო იყო.
ახლა იქეთ უნდა ეახლო 🙂
LikeLike
რა დროს არ მყავს საქმრო xD 😦
LikeLike
http://wp.me/pBTza-1m4
🙂
LikeLike
მაგაზე ისედაც ვიცი პასუხი — მე არავინ მჭირდება!
LikeLike
ბოლო-ბოლო საკუთარ თავს ხომ არ გამოწოვ სისხლს 🙂
LikeLike
სისხლის შოვნა არ არის პრობლემა, „ვეგეტარიანელი“ ვარ და ფრინველებით ვიკვებები. 😀
LikeLike
ვამპირ, ნუ იტყუები 🙂 ყველას ჭირდება ვიღაც. ანუ კაცს ქალი და ქალს კაცი. ეგრეა, და შენ გინდა ქმარი დარქვი გინდა იხვი, სახელს არ აქვს მნიშვნელობა.
LikeLike
ნუ, მარტო ყოფნა არ მომწონს, მაგრამ არც არავის გამო ვიჭრი ვენებს, თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. ალბათ ის, რომ მომავალში 80 წლის ქალწული არ მერქვას და შვილიშვილები მყავდეს. 😀
LikeLike
რამდენი წლის ხარ, თუ საიდუმლო არ არის? ნუ ვაპირებს კი არ გაქვთ ასაკი მარა მაინც 🙂
LikeLike
20 =)
LikeLike