ჩამიპაჭუნე აბა თვალი, თუ შეგიძლია.
ნოდარ დუმბაძე. “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”
ბევრი-ბევრი წლის წინ ავტობუსში ვიდექი უკანა ფანჯარასთან, ხელში სასკოლო ჩანთა მეჭირა, ერთ ჯიბეში “პრაეზდნოი” მედო, მეორეში – საკორჟიკე 40 კაპიკი და სუფთა სინდისით, წრფელი გულითა და მახვილი მზერით გავცქეროდი მანქანებს ქუჩაში… უცებ მივხვდი, რომ ნომრებს ვერ ვხედავ… აი, იმწამს მშვენივრად ვარჩევდი და ამწამს უკვე ვეღარ ვარჩევ, ორიანია… ხუთიანია… სამიანია, თუ რა ჯანდაბაა… ასე დამეცა, მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ, მიოპია და მდაბიურ ენაზე რომ ვთქვათ – ახლომხედველობა (მოგვიანებით ექიმი დაჟინებით მიმტკიცებდა – ეგრე არა ხდება, ალბათ ნელ-ნელა გაგიუარესდა და ვერ შენიშნეო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ზუსტად ისე, ერთბაშად მოხდა, როგორც ახლა მოვყევი).
ბებიაჩემმა თქვა, რატომ არ დამეფსა თვალები, სადილობის დროს რომ კითხულობ აი, სულ მაგის ბრალიაო (მაგის ბრალი ის იქნებოდა, კუჭი რომ ამშლოდა, თვალი რა შუაშია?), არადა, შესაცხადებელი რა ჰქონდა – რაც თავი მახოვს, სწორედ მის სახლში, მის საწერ მაგიდაზე ვათვალიერებდი ატელიეში გადაღებულ ერთ ძველ ფოტოს. ფოტოზე კოხტად, ევროპულ მოდაზე გამოწყობილი წყვილი იყო – ჩემი დიდი ბებია და ბაბუა – მამაკაცი კოსტიუმში, ბაფთითა და პენსნეთი.
ჰოდა, გენების დამსახურებაა, ბებო… კითხვა, სადილობა და ხონდრო-რიცი იქეთ იყოს.
- ისე, ახლომხედველობას თავისი პლიუსები აქვს. მაგალითად, თუ ვინმესთან დალაპარაკება არ გსურს, ვერ შეამჩნევ და ვერც ვერვინ გისაყვედურებს, რა “ნივუჟუებს” მირტყამო, იმიტომ რომ ალიბი გაქვს – მიოპი ხარ. 🙂
ამ გენების :წყალობით: უკვე მრავალი ლინზა გამოვიცვალე. ერთი რომ, ბავშვობის მერე ნომერი შემეცვალა და მეორე რომ, სათვალის შუშები (შუშას ვამბობ მიჩვეულზე, თორემ პლასტიკს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) რბილია და იჩხაპნება იოლად, თან ძველი ჩარჩოც მბეზრდება ხოლმე და ვცვლი…
შარშან აგვისტოში შევუკვეთე Lacoste-დან სათვალის ახალი ჩარჩო და Roniko-ს მივადექი მინებისთვის. Zeiss მინდოდა – ამ ფირმის ლინზები ადრეც მქონია და დავრწმუნდი, რომ საუკეთესო ხარისხისაა. კონსულტანტმა გოგონამ დარეკა (საწყობში ალბათ ან სათაოში – გაყიდვების მენეჯერთან), მაგრამ არ ჰქონდათ. იტალიური ულტრა-თხელი მინები მირჩია – “იდეალურად მოუხდება თქვენს ჩარჩოსო”, მაგრამ შორს დავიჭირე – იტალიურები ადრე მქონდა ორჯერ და ვიცი, იჩხაპნება 3 თვეში. 😦 მაშინ ფრანგული Essilor Crizal Forte შემომთავაზა – სულ რამდენიმე თვეა, რაც მივიღეთო, Essilor-ის უახლესი პროდუქციააო (მოგვიანებით ვნახე – მართლაც, იმ წლის გაზაფხულზე წარუდგენიათ ბაზრისთვის), Forte კი იმას ნიშნავს, რომ საგანგებო დაფარვა აქვს, რომ არ დაიკაწროსო… დავთანხმდი, ჩარჩო დავუტოვე და დროებით დავემშვიდობე. მეორე დღეს მივედი, ჩავიბარე და ნამდვილად არ შევმცდარვარ არჩევანში (Roniko-ს კონსულტანტებსაც კიდევ ერთხელ მადლობა დახმარებისთვის).
ოფიციალური დოსიე: Essilor ფრანგული კომპანიაა და 1972 წელს ორი კომპანიის, 1849 წელს დაარსებული Essel-ისა და 1931 წელს დაარსებული Silor-ის გაერთიანების შედეგად დაიბადა. დღეს Essilor ოფთალმოლოგიური ლინზებისა და დანადგარების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ ევროს აჭარბებს.
სათვალის ლინზების ბაზარზე Essilor წარმოდგენილია ორი ბრენდით Crizal და Varilux.
Crizal Forte კომპანიამ 2009 წლის აპრილში წარადგინა. საგანგებო დაფარვა იცავს ლინზას ნაკაწრებისგან, ჭუჭყისგან, ამცირებს არეკვლადობას და, ამგვარად, აუმჯობესებს ფოკუსს, მზის შუქის ზემოქმედებასაც კი ამცირებს თვალზე.
ჩემი შთაბეჭდილება: Essilor Crizal Forte ერთ-ერთი საუკეთესო სათვალის მინაა, რაც მქონია. უკვე წელიწადზე მეტია, მიკეთია და – არანაირი ნაკაწრი! იოლად იწმინდება. თავად ჩვეულებრივად თეთრი, გამჭვირვალეა, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, შუქი მასში (მზისა თუ ნათურის) მკრთალ მომწვანო ფრად ირეკლება – All the world is green, როგორც თომ უეითსი იტყოდა, ამიტომ სამყაროც იქედან ეკოლოგიურად უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე არის. 🙂

___
თემის ირგვლივ:
ალან მიკლის „სათვალელანდია“ (მაკა ასათიანი)
ასევე:
ჩემი მეორე სათვალიანი პოსტი
მადლობა განათლებისათვის
ვფიქრობ ვიყიდო დამცავი სათვალე
LikeLike
მეც მიოპი ვარ :))) ოღონდ წამებში არ გავმხდარვარ, ბავშვობაში „სადილობისას“ ვკითხულობდი ხოლმე და მაგის ბრალია
სანამ გავაცნობიერე, უამრავი ადამიანი გავანაწყენე ამ უნებლიე ნევიჟუების გამო))))
ისე, ზოგადად, მე კონტაქტური ლინზები მირჩევნია. არ იორთქლება, წვიმაში არ სველდება, არ იხაზება 😀 მთავარია, გულჩვილი არ იყო და ხშირად არ ტიროდე 😀
LikeLike
მაგაში მართალი ხარ, მაგრამ მაგისთვის არსებობს სათვალის “დვორნიკები”. ქალებისთვის საგანგებოდ სვაროვსკი კრისტალებით გაწყობილი მოდელიც კი ვნახე ერთხელ.
ოჯახში ძველი ფოტოალბომი გექნება და გადაათვალიერე.
შენც გეყოლება პენსნეიანი ბაბუა. ან ბებია. 🙂
LikeLike
საწყალ ბაბუას თუ არ დავაბრალე :)) არა მე მართლა საშინლად ბევრს ვკითხულობდი:))
LikeLike
ლაკოტას სათვალეს რომ ლინზებიც ფრანგული მოუხდება, ეგ რონიკოს თანამშრომელმა უნდა გასწავლოს?
მომჭერი თავი. 🙂
LikeLike
სწავლა სიბერემდეო ჩემო კარგო. 🙂
LikeLike
ხო მეც ახლომხედველი ვარ.
ხოდა მეც ადრე სათვალე მეკეთა, მაგრამ მერე ნერვები დამაწყდა გაიკეთე-მოიხსენით და აგერ უკვე 6 წელია ლინზები მიკეთია.
LikeLike
სკოლის ბუფეტის კორჟიკი რა გემრიელი იყო 🙂
LikeLike
მე იაზიჩოკი უფრო მიყვარდა :):)
LikeLike
იაზიჩოკი 10 კაპიკი ღირდა. 🙂
LikeLike
ეგ საბჭოთა იაზიჩოკი ღირდა 10 კაპიკი, ფრანგული კი – 40 :):)
LikeLike
მოგართმევენ ფრანგულ იაზიჩოკს 40 კაპიკად, კეე… :ენის გამოყოფა:
LikeLike
რავიცი, ერთი წელია ვატარებ ჩვეულებრივ სათვალეს მინუსიანებისთვის და შუშები არ გაჩხაპნილა, ერთადერთი ჩარჩს ვუჩივი, მძვრება :ლოლ: გაიწელა თუ რა დაემართა, 😐
ხო, ლინზები კატეგორიულად არ მინდა, ვერ ვიგუებ ვიცი.
რონიკო ჩარჩოსთან დაკავშირებით მირჩევს რამეს თუ მარტო მინებისთვის უნდა მივაკითხო?
LikeLike
ჩარჩოები ბევრგანაა და ლინზებიც იქვე.
რონიკო, საფილო, რელდი, კენარი… მე ესენი ვიცი და კიდევაა შეიძლება.
რონიკოში იმიტომ მივედი რომ გზად იყო. 🙂
LikeLike
madloba am postistvis.
es dachhapna sashinelebaa. 1 welic araa rac chavasmevine linzebi da daichapna ukve. 😦 gamosacvleli maqvs.
ahla essilor chavasmevineb. marto ronikpshia tu Kenarshic aqvt neta?
Ronico mgoni ufro zviria.
LikeLike
დღეს კიდევ გავიდა დრო და იგივე შემიძლია დავწერო – არც ერთი ნაჩხაპნი. 🙂 არაჩვეულებრივი შუშაა მართლა.
თუმცა, ახლა კიდევ ერთი სათვალე ვიყიდე და გერმანული როდენშტოკი ჩავსვი. ვნახოთ. ჯერ ერთი საფილოში ესილორი არ აქვთ და მეორეც ძალიან დამირეკლამეს – ყველანაირი დაცვა აქვსო და რამე. თან კაი 60 ლარით იაფია ესილორზე. ვნახოთ რა გამოვა. ეს ახალი მაინც დამატებითი სათვალე მაქვს და უფრო იშვიათად ვატარებ. ლაკოსტს ვერ შეველევი ასე მარტივად. 🙂
ასე რომ თუ სათვალეს ხშირად იყენებ – ესილორს გირჩევ. ქრიზალ ფორტეს. შეიძლაბა ამასობაში რამე უფრო ახალი მოდელიც კი გამოვიდა.
LikeLike
მეც სათვალის 15 წლიანი სტაჯი მაქვს მარაა ესილორს დამიჯერეთ როდენშტოკი ჯობია… ეგეც ექსკლუზიურად შემოაქვს საფილოს… ორივე გამომიცდიააა მარააა როდენშტოკის უპირატესობაში დარწმუნებული ვარ!!! ჩემთვის ეგ ყველაზე მთავარი პრობლემა იყო,რადგან მინის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადგებას ვაქცევ, ასე რო ეგ პრობლემა გადავჭერი:)
LikeLike
ვფიქრობ ესილორს, როდენშტოკს, ჰოიას, ცეისს შორის საგრძნობი სხვაობა არაა.
ისე, როდენშტოკიანი სათვალეც მაქვს. 🙂
თუმცა, როგორც დავრწმუნდი, საფილოსაც და რონიკოსაც კენარი სჯობს.
ამ გამოცდილებაზე სწორედ ახლა ვაპირებ დაპოსტვას. 🙂
LikeLike
https://polldaddy.com/js/rating/rating.jsრონიკო Hoya-ს დისტრიბუტორი გახდა. ესილორს მირჩევ თუ ჰოიას?
LikeLike
მე ესილორს წუნი ვერ ვუნახე. ამდენი წელია. არც იჩხაპნება და არც არაფერი. ძალიან ხარისხიანია.
ჰოიას ეგრე არ ვიცნობ. მაგრამ ბრენდი პრემიუმ კლასისაა და კარგი უნდა იყოს ეგეც.
LikeLike