ყველაზე შეიარაღებული ნაშები

Happiness Is a Warm Gun
John Lennon

1. ანჯელინა ჯოლი – ფოქსი (“ყველაზე საშიში”, 2008) და ჯეინ სმითი (“ბატონი და ქალბატონი სმითი”, 2005) ; ერთადერთი და განუმეორებელი. რაც წინა პოსტში დავწერე მასზე, რაღა დავამატო.

Angelina Jolie Wanted Angelina Jolie Smith

2. უმა თურმანი – პატარძალი, შავი მამბა (“მოკალი ბილი” დილოგია, 2003-2004); ვინმე ხალხს თავებს აჭრიდეს და მუცლებს უფატრავდეს და ამას ასე მომხიბლველად აკეთებდეს, ძნელი წარმოსადგენია… მაგრამ უმამ ეს მოახერხა. პატარძალი, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი. 🙂

Uma Thurman kill bill2 Uma Thurman Kill Bill

3. შერონ სთოუნი – ქეთრინ თრამელი (“ძირითადი ინსტიქტი”, 1992); ამ ქალმა ყველას აჩვენა, თუ როგორ სექსუალურად შეიძლება ყინულის Sharon Basic Instict დაქუცმაცება… 🙂 ისე, სანამ რეჟისორ პაულ ვერჰუვენს გადაეყრებოდა, შერონ სთოუნი ბევრს შრომობდა, წვალობდა, ფილმებში და დადგმებში მონაწილეობდა, იქეთური-აქეთური, მარა რად გინდა – კაციშვილი არ იცნობდა… “ძირითადმა ინსტიქტმა” კი ის წამში აქცია მეგა-ვარსკვლავად… აბა, კიდევ იტყვის ვინმე, რომ ფეხი ფეხგადადებული წარმატებას ვერ მიაღწევო??? თუმცა, ფეხებსაც გააჩნია. 🙂 Vodpod videos no longer available.

4. ქეთრინ ზითა-ჯონსი – ელენა მონტერო (“ზოროს ნიღაბი”, 1998, “ზოროს ლეგენდა”, 2005); ზიტა და გიტა გაგიგონიათ? ჰოდა ქეთრინიც ზითა-ჯონსია და არა ზეთა-ჯონსი. ასე გამოითქმის… ეს ისე, ლინგვისტური გადახვევა. ზითაა, ზეთაა, ზიტაა თუ გიტაა მთავარია, რომ ქალია – ოცნება. მაიქლ დაგლასის ახდენილი ოცნება.

Catherine Zeta-Jones zorro catherine zeta jones legend of zorro

5. ფეი დანაუეი – ბონი ფარქერი (“ბონი და ქლაიდი”, 1967); ართურ ფენის გნიალური ფილმი შესანიშნავი მსახიობებით – განგსტერული დრამის კლასიკა და სტანდარტი (შეადარეთ, თუნდაც, ახლახანს გადაღებულ მოსაწყენ და მდორე “ჯონი დი”-ს). ბონი ფარქერი ფეი დანაუეის შესრულებით არაერთ გამოკითხვაში დასახელდა “ყველაზე მომხიბლავ ბოროტმოქმედად”, მის პარტნიორ, მსახიობ უორენ ბეითისთან ერთად კი – “ჰოლივუდის ყველაზე ელეგანტურ ბოროტმოქმედთა წყვილად”… ამისთვის ართურ ფენს, სხვათა შორის, ბრალიც არაერთხელ დადეს განგსტერების იდეალიზაციასა და პოპულარიზაციაში და, ალბათ, ამ მიზეზითაა, რომ კინოაკადემიებმა ფილმი და მსახიობები, პრაქტიკულად, ჯილდოების გარეშე დატოვეს. bonnie and clyde
ფეი დანაუეი არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ელეგანტური. ისე, როგორც სურათებიდან ჩანს, არც ნამდვილი ბონი ქართერი ყოფილა ულამაზო.

Faye Dunaway Bonnie Parker

6. დეირალ ჰანნა – ქალიფორნიული მთის გველი (“მოკალი ბილი” დილოგია, 2003-2004); “მოკალი ბილი” უმას ბენეფისია. ძალიან ძნელია მას კონკურენცია გაუწიო, მაგრამ დეირალ ჰანნა თითქმის ახეხრებს.

Daryl Hannah kill bill Daryl Hannah kill_bill 2

ორი უმაგრესი ქერა, ცისფერთვალება, გრძელფეხება ნაშის ხმლებით ორთაბრძოლის სცენისთვის ქვენთინ თარანთინოს განსაკუთრებული მადლობა. 🙂

7. ოლგა კურილენკო – კამილ მონტესი (“მოწყალების კვანტი”, 2008); ბონდის გოგო ბერდიანსკიდან. 🙂 იდეალური სხეული აქვს – ყველაფერი თავის ადგილზეა. მომავლის ჭვრეტის უნარი სულაც არ სჭირდება იმის მტკიცებას, რომ ოლგას სულ მეტი და მეტი როლები ექნება და ჰოლივუდში დიდი მომავალი ეჭყანება.

Olga Kurylenko Quantum of Solace Olga Kurylenko Quantum of Solace2

ისე, ბონდიანას რუსი კომუნისტები ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურნენ – “საბჭოთა ხელისუფლებამ ბედნიერი ბავშვობა გაჩუქა და უფასო განათლება მოქცა, შენ კი ოლგა, ჩვენს მტერს – ბრიტანეთის აგენტს ლოგინში ჩაუგორდიო… შე მოღალატე ბოზო შენო.” არ ვხუმრობ, მართლა ასეთი განცხადება გააკეთეს (Soviet diehards see red over ‘betrayal’ by 007 girl Olga Kurylenko).

8. რენე რუსსო – ლორნა ქოული (“სასიკვდილო იარაღი 3 და 4”, 1992, 1994), ქეთრინ ბენინგი (“თომას ქრაუნის აფერა”, 1999) და ლილი რაიენსი (“ცეცხლის ხაზზე”, 1993); rene russo “სასიკვდილო იარაღი” ერთ-ერთი იშვიათ ფილმთაგანია, რომლის გაგრძელებებიც ასევე ძალიან კარგია. ეს შესანიშნავი რეჟისორის, რიჩარდ დონერის ნიჭის დამსახურებაა. ყოველ მომდევნო ნაწილში ის რაღაც ახალს უმატებდა, რომ უბრალოდ ძველის გადამღერება არ გამოსვლოდა. ასე შემოიყვანა მან მესამე ფილმში ქალი-პოლიციელი, რომელსაც რენე რუსსო თამაშობს. ეს ქალი ძალიან მომწონს. განსაკუთრებული ხიბლი აქვს და განსხვავდება სტანდარტული “ბარბი-გოგონებისგან”.

კიდევ რამდენიმე სხვა თრილერშიც თამაშობს, მაგალითად რონ ჰოუარდის “გამოსასყიდში” – ძალინ კარგი ფილმია… კიდევ კომედიაა ეგეთი – “ბატონი ბედი” (Mr. Destiny) ჯეიმს ბელუში და მაიქლ ქეინი თამაშობენ. თრილერი არაა – კომედიაა, მაგრამ რენე იქ ძალიან მაგარია… მოკლედ, ამ მსახიობზე, ალბათ, ცალკე პოსტის დაწერა მომიწევს. 🙂

9. ფამკე იანსენი – კსენია ონატოპი (“ოქროს თვალი”, 1995); ბონდიანაში ბევრი ლამაზი ქალი თამაშობს. ზოგი აგენტ 007-ის მხარესაა, ზოგი კი – მოწინააღმდეგე. ბონდის მოწინააღმდეგე ქალებში საუკეთესო ფამკე იანსენის კსენია ონატოპია… და თავად “ოქროს თვალიც”, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა საგაში.

Famke Janssen Bond famke janssen Bond1

10. ურსულა ანდრესი – ჰანი რაიდერი (“დოქტორი ნო”, 1962) და ვესფერ ლინდი (“კაზინო როიალი”, 1967); ურსულა ანდრესი წლებია უკვე ყველა დროის ყველაზე მომხიბლველ ბონდის ქალებს შორის ლიდერობს, ხოლო სცენა, როდესაც ის ოკეანედან გამოდის Ursula Andress Bond (აფროდიტასავით) ყველზე ლამაზ კადრად სახელდება ფილმის მაყურებლეთა გამოკითხვით (მოგვიანებით ეპიზოდი გაიმეორეს 2002 წლის სერიაში უკვე ჰელი ბერის მონაწილეობით). ამავე დროს, ეს ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კადრიცაა (მერილინ მონროს აფრიალებულ კაბასთან ერთად, ფილმიდან “შვიდწლიანი ვნება”). ჰანი რაიდერის განსახიერებისთვის ურსულა ანდრესმა ოქროს გლობუსიც მიიღო. ის ასევე თამაშობს ვესფერ ლინდს და, რა თქმა უნდა, ამ როლში ბევრად სჯობს ევა გრინს. (თუმცა, ვიცი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველთა შორის, განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს.) 🙂

(ვიდეოს გეოგრაფიული შეზღუდვა აქვს. თუ პოსტში არ გახსნა, მაშინ დაკლიკეთ ზედ და კლიპის იუთუბის გვერდზე გადახვალთ)

11. ჰელი ბერი – ჯინქს ჯონსონი (“მოკვდი მეორე დღეს”, 2002) და ჯინჯერ ნოულსი (“ხმალთევზა”, 2001); მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ანდრესს ვერ ჯობნის, მაინც ძალიან კარგი ბონდის გოგოა და ბონდიანის გარეშეც ლამაზი ქალია.

halle berry bond halle berry swordfish

12. სოფი მარსო – ელექთრა ქინგი (“მთელი სამყაროც ცოტაა”, 1999) და ელოიზ დ’არტანიანი (“დ’არტანიანის ქალიშვილი”, 1994); უნიჭიერესი მსახიობი და მშვენიერი ქალი. ჩამცხეთ ეგ შპაგა, ქალბატონო მარგარიტა, ჩამცხეთ!

Sophie Marceau la-fille-de-d-artagnan Sophie Marceau Bond

მარსო პირველად ვნახე თბილისში ანჯეი ჟუვავსკის შესანიშნავ ფილმში “ჩემი ღამეები სჯობს შენს დღეებს”. OMG! OMG!!!

13. მონიკა ბელუჩი – ბარბარა/ლისა (“საიდუმლო აგენტები”, 2004) და სილვია (“მგლების საძმო”, 2002); მეორე “მატრიცაშიც” აჟღარუნებს იარაღს, თუმცა როლი პატარა აქვს… საერთოდ მაგ ფილმის ორივე გაგრძელება ძალიან უხეირო გამოვიდა.

Monica Belucci monica bellucci brotherhood-of-the-wolf1

ბელუჩი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია – მამაკაცები ექვსსავე კონტინენტზე ამ საკითხში უკვე მოვრიგდით – თეთრი დათვები და პინგვინებიც გვეთანხმებიან.

14. იზაბელ აჯანი – ანა/ელენა (“შეპყრობილი”, 1981), შირა ასელი (“იშთარი”, 1987), კატრინ ლეირი (“სასიკვდილო გასეირნება”, 1983), სონია ბერგერაკი (“კაბის დღე”, 2009); თანამედროვე ფრანგული კინოს უდიდესი და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ვარსკვლავი. ისე, ბელუჩი, სოფი მარსო და იზაბელ აჯანი ძალიან გვანან ერთმანეთს. რაღაც ერთი ტიპის გარეგნობა აქვთ. კარგი გარეგნობა. 🙂

isabelle adjani possession isabelle adjani jupe

“შეპყრობილი” ჟუვავსკის გადაღებულია, მოგვიანებით, ზემოთაც ვახსენე, მან გადაიღო ფილმი “ჩემი ღამეები სჯობს შენს დღეებს”, სადაც მარსო თამაშობს – ამდენად ჟუვავსკის ფრანგული კინოს ორივე ულამაზესი ვარსკვლავი ყავს გადაღებული. მარსო ცოლადაც მოიყვანა.

15. ეშლი ჯადი – ჯოანა ერისი (“თვითმხილველის თვალი”, 1999) და ჯესიქა შეფარდი (“მოტყუებული”, 2004); “თვითმხილველის თვალი” ფრანგული “სასიკვდილო გასეირნების” რიმეიქია და ჯადი იქ სერიული მკვლელის როლშია, რომელიც ორიგინალურ ვერსიაში იზაბელ აჯანიმ შეასრულა. “მოტყუებულში” კი უკვე პოლიციელს თამაშობს. ფილმი ჩავარდა, მიუხედავად სემიუელ ელ ჯექსონისა და ჩვენი ძმა ენდი გარსიასი, მაგრამ ეშლი ჯადის მომხიბლველობას ამით არაფერი აკლდება… ისევე როგორც იმით, რომ მას ცოტათი უფრო დიდი ყურები აქვს, ვიდრე საჭიროა. 🙂 მაინც ლამაზი ქალია.

Ashley Judd Eye of the Beholder Ashley Judd Twisted

16. ემა ჰიუბერ-ვიქლუნდი – ფეთრა (“ტაქსი”, 1,2,3,4, 1998, 2000, 2003, 2007); ტიერი მიუგლერისა და კრისტიან ლაკრუას მოდელი, რომელიც ფეხებს, ხელებს, პისტოლეტსა და ყუმბარმტყორცნს ერთნაირი მომხიბლველობით ხმარობს. ჩვენთან მას სიობერგს უძახიან, თუმცა მის სამშობლოში ეს გვარი ჰიუბერთან მიახლოებულად გამოითქმის. ემა სკანდინავიელია – შვედი. სხვა არაფრის დამატება საჭირო აღარაა. 🙂

Emma Sjoberg Taxi 2 Emma Sjoberg Taxi

17. ფრანჩესკა ნერი – სელენა ფერინი (“ზარალის ანაზღაურება”, 2002); იტალიელი მსახიობი, რომელსაც სულ რამდენიმე ჰოლივუდური ფილმი აქვს, მაგრამ რაც აქვს, საკმარისია იმისთვის, რომ ლამაზი და შეიარაღებული ქალების სიაში მოხვდეს…

francesca neri francesca neri collateral damage

18. ვანესა უილიამსი – ქარმენ ვასქესი (“შაფთი”, 2000); ყოფილი მის ამერიკა, მომღერალი, მოდელი და მსახიობი. ცოტა სიმაღლე აკლია, მაგრამ მუქი (ანუ – როგორც დიდი მექალთანე სილვიო იტყოდა – კარგად გარუჯული) კანი და ღია ფერის თვალები – ძაან ეფექტური შეხამებაა!

Vanessa Williams Shaft Vanessa Williams

19. ქემერონ დიასი – ნათალი ქუქი (“ჩარლის ანგელოზები”, 2000, “ჩარლის ანგელოზები: ქარივით რბოლა”, 2003); დრიუ ძალიან პუტკუნაა, ლიუ კი – ძალიან წვრილთვალება და თან დაღუნული ფეხები აქვს. 🙂 ამიტომ, ჩემი ფავორიტი ანგელოზი – დიასია.

Cameron Diaz Angel Cameron Diaz Angels Full Throttle

20. დემი მური – მედისონ ლი (“ჩარლის ანგელოზები: ქარივით რბოლა”, 2003), თრეისი ეთვუდი (“ბატონი ბრუქსი”, 2007) და ლეიტენანტი ჯორდან ო’ნილი (“ჯარისკაცი ჯეინი”, 1997); კერკეტი კაკლის გადამრევი, დაცემული ანგელოზი და შვილისტოლა ბიჭების მოყვარული დემი მური. შეარაღებული და საშიში.

Demi Moore Mr. Brooks Demi Moore Charlies Angels 2

21. ენჯი ევერჰართი – ქელი (“მებაღე”aka “ბოროტების ბაღი”, 1998); ჟღალთმიანი Elle, Sports Illustrated, Playboy-ის მოდელი, რომელმაც ეკრანებზე გაიელვა 90-იანებში, რამდენიმე დიდი-ვერაფერი-ფილმში მიიღო მონაწილეობა და მალევე ყველას გადაავიწყდა… თუმცა, ამ სიაში მოხვედრის უფლება მაინც მოიპოვა. ხომ გაგიგონიათ, ქალზე იტყვიან ხოლმე – ყვავილივით ლამაზიაო… თუ ყვავილზე იტყვიან – ქალივით ლამაზიო… მოკლედ, როგორც არის. ამაზეა სწორედ ფილმი “მებაღე”, სადაც სერიული მკვლელი (მას მალქომ მაქდაუელი თამაშობს) ყვავილების მიწას ლამაზი ქალების სხეულით აპოხიერებს, ევერჰართი კი პოლიციელს ასახიერებს და ყვავილები უყვარს ძალიან. 🙂

Angie Everhardt Gardener2 Angie Everhardt Gardener

22. ჯენიფერ ლოფესი – ქარენ სისქო (“თავლთახედვის მიღმა”, 1998), გრეის სანთიაგო (“ფულით დატვირთული მატარებელი”, 1995) და თერი ფლორესი (“ანაკონდა”, 1997); ჯეი ლოს რამდენიმე კინოპრემია აქვს მიღებული და კიდევ მეტჯერ – ნომინირებული იყო. მარტო ლამაზი თვალებისთვის… კი არადა ტრაკებისთვის კინოპრემიებს არ არიგებენ. თუმცა, არც ლამაზი ტრაკია ფილმში ზედმეტი.

jennifer lopez out of sight jennifer lopez anaconda

23. სანდრა ბულექი (და არა ბალოქი) – ქესი მეიუეზერი (“მკვლელობათა ათვლა”, 2002) და გრეისი ჰართი (“მის კონგენიალობა”, 1 და 2, 2000, 2005); პირველ ფილმში მისი მთავარი იარაღი არა პისტოლეტი, არამედ მაგარი ნერვებია, რათა ორი ახალგაზრდა მკვლელი ფსიქოლოგიურ პაექრობაში დაამარცხოს. “კონგენიალურობა” კი ყველას გინახავთ, ალბათ. ძაან მაგარ ტან-ფეხზეა… 🙂

Sandra Bullock Murder sandra bullock miss congeniality

24. ამანდა ფითი – ჯეინ სენ ქლერი (“მთელი ცხრა იარდი”, 2000, “მთელი ათი იარდი”, 2004); დაქირავებული მკვლელი, რომელსაც კლიენტების “გასაღების” ძალიან ოსტატური მეთოდი აქვს ნაპოვნი. 🙂 მხიარული გოგოა. ფილმიც სახალისოა.

Amanda Peet Yards 2 Amanda Peet

25. ფეთა უილსონი – ნიკიტა (“ქალი, სახელად ნიკიტა”, ტვ სერიალი, 1997-2001). სატელევიზიო სერიალები არ მიყვარს და არც ვუყურებ. არც “ნიკიტა” მინახავს, მაგრამ მის გარეშე ფიშთოიანი ნაშების სიის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგებოდა, უეჭველი. 🙂

Peta Wilson Nikita2 Peta Wilson Nikita

P.S.

ცოლი ტესტს ავსებს და ქმარს ეკითხება:
– ქალის ორი ტიპი…
– ქერა და შავთმიანი, – პასუხობს ქმარი.
– ფეხბურთის ორი ესპანური გუნდი…
– რეალი და ბარსელონა…
– ორი მდინარე ისლანდიაში.
– არ ვიცი…
– რა თქმა უნდა, ქალებისა და ფეხბურთის მეტი არაფერი გაინტერესებს!!!

ეს ანეკდოტი გამახსენდა, “ფანტასტიკური ნაშების” პოსტში შემომსვლელთა სტატისტიკა რომ ვნახე.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე ფანტასტიკური ნაშები
ყველაზე პოლიტიკოსი ნაშები

P.P.S.
“ქინდლი” ბლოგერობას აშკარად ხელს უშლის. 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

21 thoughts on “ყველაზე შეიარაღებული ნაშები”

  1. “ქინდლი” ბლოგერობას აშკარად ხელს უშლის.

    უნდა დაგეთანხმო.
    ადრე უფრო ხშირად წერდი და უფრო საინტერესო თემებზე. 😦

    Like

  2. ანჯელინაზე “ლარა კროფთი: ტომბ რაიდერი” და “ტურისტი” გამოგრჩა.

    გვარები გაქვს საშინლად დამახინჯებული.

    კარგი პოსტი იყო, მომეწონა.

    Like

    1. რაიდერი წინა პოსტში იყო (ფანტასტიკებში).

      დამახინჯებული ჩვენს მედიას აქვს. 🙂
      მე სწორედ ვწერ… ნუ მაქსიმალურად იმასთან ახლოს, როგორც ეძახიან იქ, სადაც მოღვაწეობენ.

      Like

  3. ზუსტად იმ დღეს გადავაწყდი “შეიარაღებული” ქალების სურათებს და მერე ვფიქრობდი, რატომაა ასეთი სექსუალური–მეთქი და ამ პოსტმა მიმახვედრა.
    მიშელ როდრიგესი გამოგრჩა და როზარიო დოუსონი, ეს ქალები იარაღს როცა იღებენ ხელში და ოფლიანი მაისურები აცვიათ, ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი შეედრებათ.

    Like

  4. მე თუ მკითხავ, მხოლოდ 4–ეულს ავარჩევდი რომლებსაც საოცრად უხდებათ იარაღი:
    1.ანჯელინა ჯოლი
    2, უმა თურმანი
    3.დეირალ ჰანნა
    4. ფეთა უილსონი

    ახალი ჰედერი ძალიან მომწონს
    ამბიენტურია

    Like

  5. სოფის ბრავო მიშელ როდრიგესის გახსენებისთვის, ამას ვაპირებდი ზუსტად!
    პეტა რომ არ გამომიტოვე, კარგად მოიქეცი ფრიად. ვაღიაროთ რომ ერთი როლით ასე გაპოპულარებული მსახიობი ცოტაა;
    ისა და მილა რა იქნა? ახლა მეტყვი, სხვა პოსტშიაო, მაგრამ ზუსტად დღეს დილით გადიოდა ის იდიოტური ფილმი “ბოროტების სავანედ” რომ არის თარგმნილი რატომღაც და გამახსენდა. 🙂

    გვარ–სახელებს რაც შეეხება:
    მიახლოებულად კი წერ, მაგრამ მე დავიტანჯე, გულახდილად გითხრა.
    ატკინსონი უფრო ადვილი გამოსათქმელია, ვიდრე ათქინსონი;
    სილვესტერ სტალონეც, ვიდრე – სილვესთერ სთალონე;
    ან ეს ფაულ რაღა უბედურებაა?
    წლების სადღაც წავიკითხე, რომ ინგლისური გვარ–სახელების თარგმნისას რაღაც მიდგომა შეუმუშავებიათ (არ ვიცი, ვის და არ დამიწყოთ ახლა ჩაქოლვა, მე ნამდვილად არ ვიგონებ), რომლის თანახმადაც ინგლისური “t” ქართულში უმჯობესია გადმოვიტანოთ, როგორც “ტ”, ხოლო “th” – როგორც “თ”; “f”- როგორც “ფ”, ხოლო “p”- როგორც “პ” და ანალოგიურად სხვებიც…
    ესეც უაზრობა გამოდის, რადგან თამარა ვარ სწორედაც და არა ტამარა :).
    მოკლედ, მე მაინც ატკინსონს, სტალონეს, პეტას, პეტრას და პოლს ვიტყვი, თორემ შენი ვერსიების კითხვისას (არა მხოლოდ საუბრის დროს), ასე მგონია, პირში ცხელი პიურე ჩამატყეპეს და სულს ვუბერავ! 🙂
    კომპეტენტურო პირებო, დაგვეხმარეთ!!!:)

    Like

    1. კი მილაც “იმ” პოსტშია. 🙂
      ბოროტების სავანე ხომ ფანტასტიკაა – ამიტომ გავუშვი იქეთ…
      მილაზე ცალკე პოსტიც მექნება. დრაფტში მაქვს კაი ხანია.

      არ მომწონს მე მაგათი შემუშავებული მიდგომა. 🙂
      ლაიზა მინელიმ მთელი კონცერტი გამართა და შემდეგ ალბომიც ჩაწერა Liza With a “Z”. ასე მიმართავს ყველას – მე ლაიზა ვარო. არც ლისაო. არც ლიზაო. არც ლაისაო. ლაიზა დამარქვესო. რა ვქნა, დამნაშავე არ ვარ, მაგრამ გთხოვთ, ასე დამიძახეთო. 🙂

      Like

      1. არ მოგწონს??:)
        აბა, უცებ თქვი: Coca-cola!
        რა წარმოთქვი? ქოუქა–ქოლა, ქოქა–ქოულა თუ სხვა რამე კიდევ?? 🙂
        არა, მართლა არ/ვერ გედავები, იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, ერთი კონკრეტული მიდგომა არც არსებობს და ყველა თავისას ჭრის და კერავს… 🙂
        მაგრამ ეს “ფაულ”… რა ვიცი:)

        Like

    2. მიახლოებულად კი წერ, მაგრამ მე დავიტანჯე, გულახდილად გითხრა.

      შევდივარ შენს მდგომარეობაში. 🙂
      მაგრამ ეგეთი პოსტები ერთბაშად ბევრი გვარ-სახელით ცოტა მაქვს. ეს, მგონი, მესამეა. 🙂
      სხვა პოსტებში თითო სახელია თუა წამლად. 🙂 ასატანია. 🙂

      Like

  6. ნაშები ნაშები ნააშები. ანჯელინა მაინც ყველას მირჩევნია ❤

    უი დღეს "საქართველოზე" ტომბ რაიდერია 😛 უნდა ვუყურო

    Like

  7. სანდრას ფილმი არ მქონია ნანახი და დავინტერესდი…
    ერთი პერიოდი გული ამიცრუვდა სანდრაზე, რა ფილმიც არ უნდა მენახა ეგ და კიანუ რივზი იყვნენ სულ, რამდენი ფილმი ჰქონიათ ერთად ნათამაშები მაგ ოხრებს
    კაი ტან–ფეხი კი მართლა აქვს ჰოოო
    ისე ლივ ტაილერზე გამახსენდა, ძალიან ვამსგავსებ მაგას და ენ ჰეთვეის ერთმანეთს, არადა ძაანაც არ გვანან 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: