ნახვამდის, პარნასო;
ნახვამდის, ბიბლუსო;
ნახვამდის ლიტერატურულო (მაგრამ, არა-ნახვამდის კაფევ).
მინდოდა “ქინდლის” შეფასებითი პოსტი დამეწერა, მაგრამ, მგონი, აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, ნეტში საკმაოდ დეტალური ვიდეო-მიმოხილვებია (ერთხელ ნანახი კი, ამბობენ, ასჯერ გაგონილს სჯობსო), მეორეც, უკვე იმდენი პოსტი დავწერე ამ თემაზე, რომ ბევრს ვერაფერს დავამატებ.
რამდენიმე სიტყვით რომ ვთქვა – თუ გიყვართ კითხვა, ან არ გიყვართ, მაგრამ, მიზეზთა და მიზეზთა გამო – გიწევთ, ელექტრონული წამკითხველი (რიდერი) ნამდვილად გაგიადვილებთ ცხოვრებას, რიდერთა შორის კი დღეს საუკეთესო ამაზონის “ქინდლია”. იმჰო.
რატომ “ქინდლი”?
დღეისთვის მხოლოდ სამი რიდერია არჭურვილი ბოლო თაობის E-Link Pearl დისფლეით. – Amazon Kinlde 3, SONY PRS 350 და SONY PRS 650. “ქინდლისა” და 650-ის ეკრანი 6’, 350-ისა უფრო პატარაა – 5’. “ქინდლს” აკუმულატორი ერთი თვე ყოფნის, 650-ს – მხოლოდ 2 კვირა. “ქინდლს” არაჩვეულებრივად კომფორტული კლავიატურა აქვს, რაც ტექსტის აკრეფას და ინტერნეტში მუშაობას ძალიან აიდვილებს, 650-ს კი – თაჩსქრინი (ჩემთვის ეს ნაკლებად მოსახერხებელია, თუმცა, ალბათ, ბევრი არ დამეთანხმება. მეც მეგონა, რომ თაჩსქრინი ჯობდა, მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ასე არ არის). “ქინდლი” თითქმის 100 დოლარით უფრო იაფია, ვიდრე 650. “ქინდლი” ინტეგრირდება “ამაზონის” მაღაზიასთან, რაც იქედან წიგნების შეძენას აიოლებს და პლუს პატარ-პატარა სასიამოვნო ბონუსებს გპირდებათ.
ჯეფ ბეზოსმა სწორად განსაზღვრა, რომ “ამაზონის” მთავარი შემოსავალი ელექტრონული წიგნებით ვაჭრობიდან იქნება და არა რიდერებიდან, ამიტომ წამკითხველები გააიაფა. ბაზრის მკვლევრები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ამაზონს” რიდერის გაყიდვიდან 1 ცენტიც არ დარჩება, პერსპექტივაში ის მაინც მოგებულია ელექტრონული წიგნების გაყიდვების ზრდის გამო, მაშინ როდესაც Hi-Tech კომპანიებს (იგივე “სონის”) ეს ფუფუნება არ აქვთ.
ესეც “ქინდლის” ვიდეო-მიმოხილვა:
***
გამოკვლევები ადასტურებს: “ქინდლი” და სხვა რიდერები ზოგადად მკითხველთა და გაყიდული წიგნების (არა მხოლოდ ელექტრონულის, არამედ – ბეჭდურის) რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.
“ამაზონის” მაღაზიაში წელს შეძენილი ელექტრონული წიგნების რაოდენობამ გადაასწრო გაყიდული ნაბეჭდი პროდუქციის რაოდენობას შეფარდებით 180/100-ზე.
მიუხედავად იმისა, რომ “ამერიკელ გამომცემელთა ასოციაციის” მონაცემებით, 2010 წელს გაყიდული ელექტრონული წიგნების რაოდენობა მთლიანად გაყიდული წიგნების რაოდენობის მხოლოდ 5%-ია, ზრდა ციფრულ სეგმენტში მრავლისმეტყველია – 200% (ნაბეჭდი პროდუქციის 40%-იან ზრდასთან შედარებით). სხვაობა განსაკუთრებით თვალნათელია ახალ გამოცემათა შორის, მაგრამ კლასიკურ გამოცემებს რაც შეეხება, ბიბლიოთეკებში მათ ქონას მკითხველები ნაბეჭდი სახით ამჯობინებენ (აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ლიტერატურის უდიდესი ნაწილი ელექტრონულ ფორმატში ვრცელდება უფასოდ, ამდენად, მათ გაყიდული ციფრული წიგნების რაოდენობაში არ აღრიცხავენ).
Forrester Research-ის პროგნოზით, 2011 წელს 6,6 მილიონი რიდერი გაიყიდება, Informa Telecoms & Media კი (iPad-ისა და მსგავსი მოწყობილობების ჩათვლით) 12,2 მილიონს ვარაუდობს და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2009 წლის პროგნოზები რეალურ ციფრებთან შედარებით დაახლოებით 25%-ით პესიმისტური აღმოჩნდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – ფასი. პროგნოზების დიდი ნაწილი კეთდებოდა 150-დოლარიან ფასზე გათვლით (სწორედ ამ ფასს უწოდებდა Yankee Group წლის დასაწყისში “ოპტიმალურს”), თუმცა Amazon და Barnes & Noble თავიანთ მოწყობილობებს უკვე 150-დოლარზე იაფად ყიდიან.
საბავშვო წიგნების გამომცემლის, Scholastic-ის კველევის თანახმად კი, 9-17 წლამდე მკითხველთა 60% აცხადებს, რომ მათ ელექტრონული წამკითხველით კითხვა უფრო ეხალისებათ, ვიდრე ნაბეჭდი გამოცემიდან, მაშინ როდესაც მათი მშობლების მხოლოდ 6% ამჯობინებს ციფრულ ფორმატს. მეტიც, 10-დან მხოლოდ 2 მშობელია მზად, შვილს ასეთი მოწყობილობა უყიდოს – “თაობათა ბრძოლა” სახეზეა, რაც, გამომცემლობის აზრით, მომავალი თაობის წიგნების სიყვარულზე უარყოფითად აისახება – სჯობს, მშობლებს უკეთესად ესმოდეთ შვილების და წაახალისონ მათში კითხვის სურვილი.
სახელმძღვანელოები ციფრულ ფორმატში უკვე გამოჩნდნენ ამერიკულ სკოლებსა და სასწავლებლებში – ეს ამ დაწესებულებებს ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს, ამის გარდა, განათლების მიღების პროცესსაც აადვილებს, რამდენადაც “ქინდლი” სტუდენტს სახელმძღვანელოში სასურველი ადგილის სწრაფად და მარტივად მოძებნისა და შენიშნვების დამატების საშუალებას აძლევს, ისე, რომ წიგნი არ შეილახოს (როგორც ეს ნაბეჭდი პროდუქციის შემთხვევაში მოხდებოდა), “ქინდლში” ინსტალირებული განმარტებითი ლექსიკონი კი ხელს უწყობს ტექსტის უკეთ გაგებასა და აღქმას.
რუსეთის განათლების სამინისტრომ ექსპერიმენტის სახით რიდერები რამდენიმე მოსკოვურ სკოლაში დაუშვა.
დაბოლოს, ელექტრონული წიგნის გამოსაცემად ხის მერქანი საჭირო არაა, ასე რომ, შეიძინეთ “ქინდლი” და შეუნახეთ ტყე შვილებს. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
ამაზონი, ეფლი, ქინდლი და სოციალური მედია
მაგარია, მშვიდობაში ლორდ. თან ამდენ რესურსებს თუ ზოგავდა ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ. სადმე რომ მიდიხარ, რამდენი წიგნის წაღება შეგიძლია ბარგის აკიდების გარეშე ))
თუმცა მე ისეთი მანიაკი ვარ ფურცლების შრიალის და წიგნის სუნის, ალბათ სანამ კანონი არ მაიძულებს ამის ყიდვას, მანამ თავს არ შევიწუხებ 😀
რა მაინტერესებს, თვალებს არ ღლის?
LikeLike
ელექტრონული ქაღალდი, ელექტრონული მელანი…
რა დღლის თვალს?
შენ ჩემს სხვა ქინდლისტურ პოსტებშიც დაგინახე, ასე რომ იცი ეგ უკვე. 🙂 თუ არ გჯერა? 🙂
იგივეს გეტყვი, რაც ერთ ფეისბუქელს ფრენდს ვურჩიე:
კითხულობ “ქინდლში”, გვერდით კი რამე წიგნი გიდევს და პერიოდულად აშრიალებ ლომკის მოსახსნელად. 🙂
LikeLike
ეე ეგ ხო აფიორაა 😀
LikeLike
მე თერაპიას დავარქმევდი. 🙂
აი ნიკოტინისგან დამოკიდებულებას დაახლოებით ეგრე ხსნიან.
LikeLike
не соблазняй. 🙂
სხვა პოსტები არ იქნება? 🙂
მაგალითად, გაგვანდე, რას კითხულობ. :love: შენი ლიტერატურული პოსტები.
LikeLike
იქნება.
ქინდლზე ამით დავამთავრე. ჯეr-ჯერობით მაინც.
სტიგ ლარსონს.
http://www.stieglarsson.com
LikeLike
მე მომწონს თაჩსქრინი. აიპოდზე ძალიან მივეჩვიე…
აი, ეფლმა რომ გამოუშვას რიდერი კარგი იქნებოდა. რაც მეტი წავიკითხე რიდერებზე, მათ შორის შენ ბლოგზე რა თქმა უნდა, მით უფრო დავრწმუნდი, რომ აიპადი რიდერს ვერ ცვლის, ისევე როგორც რიდერი აიპადს.
ამაზონის მაღაზია კარგია, მაგრამ ჩემი ინგლისურით ვერ გავქაჩავ ისევ რუსულად უნდა წავიკითხო და fb2 ფორმატი მჭირდება…
შეიძლება ეს ვიყიდო http://www.pocketbookreader.com/PocketBook_301.html 170 დოლარი ღირს ამაზონი განბაჟებით უფრო ძვირი დამიჯდება.
LikeLike
ჩემს მეგობარს აქვს PB 301+ და ძალიან კმაყოფილია, თუმცა, რა გითხრა აბა… მაინც უკრაინული კომპანიაა. 🙂 უკრაინული მე ვიცი სალა და უკრაინული Hi-Tech მე არ გამიგია.
ეს ხუმრობით. მაგრამ ინტერნეტ-კავშირი არ აქვს და გიღირს?
“ქინდლით” საკმაოდ კომფორტულია ინტერნეტში ძრომიალი. ი-მეილი შევამოწმე დღეს მაგალითად. ნიუსებს გადავხედე… ამაზონი შეიძლება არ გჭირდება, მაგრამ ჩვეულებრივი ბრაუზერი აქვს – მარტო ამაზონზე ხომ არ შედის.
გარდა მაგისა – დარწმუნებული ვარ ამაზონზე გაჩნდება არა-ინგლისურენოვანი წიგნებიც. ბეზოსს რომ ვუყურებ მე აუცილებლად შეეცდება მაგ მიმართულებით სვლას იმიტომ რომ სწრაფი ტემპებით მატულობს აშშ-ს გარეთ გაყიდული “ქინდლები”.
მოკლედ, ახლა კიდევ ერთი პოსტი გამომივა. 🙂
მაგ მეილზე ჩემთან რითაც აკომენტებ ჩემი სკაიპის ID გამოგიგზავნე. დამირექვესთე და თუ გაინტერესებს შეგვიძლია იქ გავაგრძელოთ.
LikeLike
P.S. და ეკრანი!
http://www.eink.com/products/High_Res_Pearl.html
ეს დღესდღეობით ყველაზე კარგი ეკრანია. ფოქეთბუქს წინა თაობის ეკრანი აქვს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
იუთუბზე არის შედარებითი ვიდეოები სხვადასხვა მოდელების – Pearl ბევრად უფრო კარგი კონტრასტი აქვს – თეთრი ფონი შავი შრიფტი. სხვები ნაცრისფერი ჩანს ამის ფონზე.
როგორც უფრო იაფფასიან ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნი.
პლუს გვერდების სწრაფი “გადაფურცვლა”.
პლუს დაბალი ენერგომოხმარება – 1 თვე ყოფნის დატენვა.
LikeLike
როცა უკვე გადავწყვიტე ყიდვა ყველაფერი ამირიე 🙂
მადლობა.
მაინც ამაზონს მირჩევ ხომ?
სკაიპში დაგამატე. დავილაპარაკოთ მერე ამაზეც და საერთოდ.
LikeLike
მშვიდობაში. ეს ერთი და სხვა მრავალი კარგი შენაძენი!!!
“ნახვამდის, პარნასო;
ნახვამდის, ბიბლუსო;
ნახვამდის ლიტერატურულო ”
ოოო, ახლა აჭარბებ, არ არის ეგრე.
წიგნს რომ აქვს ხიბლი, ისეთი ქინდლის 100 წელი ვერ ექნება.
LikeLike
ჯერ იყო ერმონია, მერე ნინა ახლა შენ – ნარკომანები ჩემს გვერდით. 🙂
შენ კაი რამის წაკითხვა გეკაიფება თუ წიგნის შრიალი და ოფსეტური შრიფტი? 🙂
თუ კითხვა – დამიჯერე არანაირი სხვაობა არაა… მეტსაც გეტყვი – ბევრად კომფორტულია “ქინდლში” კითხვა. ბევრი მიზეზის გამო…
თუმცა ეგ უკვე ჩემი “ნარკოტიკია” – ზოგადად ძალიან მიყვარს ყველანაირი სიახლე. 🙂
LikeLike
ნუ მახარბებ უხ :(((((
მეც მინდა ქინდლი.
LikeLike
მინდა მინდა – მერამდენედ ვამბობ უკვე! ;დდდ
მოკლედ, ყიდვას რომ დავაპირებ, შენ წაგიყოლებ აუცილებლად !რამე არ მომატყუონ ან მირჩევ კარგსბ და ა. შ. ;დდ
LikeLike
ჯანმრთელობას აფუჭებს ეგ – როცა რაღაც გინდა და ითმენ. 🙂
LikeLike
ქინდლი ფორევა :დ :დ :დ
რა კარგი სახელი აქვს :დ
პირველკურსელებს ქინდლი აჩუქოს სააკაშვილმა, არ უნდა? :დ :დ :დ
LikeLike
ძალიან დავინტერესდი, მითუმეტეს რომ ისედაც უმრავ რამეს ვკითხულობ ეკრანზე და წარმომიდგენია ეს როგორი მოსახერხებელი იქნება, მითუმეტეს თუ ბრაუზერი აქვს რა ენაზეც გინდა იმ ენაზე იკითხე 🙂
უფ მინდა 🙂
LikeLike
წასაკითხად მართლა ძალიან მაგარი რამეა. როგორც ბრაუზერი – გამოდგება გაჭირვებაში. მე FB-ზედ დავპოსტე და მეილებიც ვნახე, მაგრამ ეს მაინც დამატებითი ფუნქციაა. აი, ინტერნეტში გათავსებულ ტექსტებს წაიკითხავ კომფორტულად. იგივე ონლაინ გაზეთს ან რამეს ონლაინ ბიბლიოთეკიდან.
LikeLike