როგორ მსაჯობენ ქალები

GYI0050742790.jpgქალების ფეხბურთით გატაცებას სკეპტიკურად შევყურებ, მაგრამ მსოფლიოს სტადიონებზე ქალი მსაჯების გამოჩენას კი მივესალმები. განა იმიტომ, რომ ქალები უფრო ობიექტურად მსაჯობენ, მოუსყიდავები არიან ან ნაკლები შეცდომები მოსდით – ვფიქრობ, ეს ყველაფერი სქესის მიხედვით არ ნაწილდება, მაგრამ ქალ მსაჯებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ – შოლტთან (ანუ წითელ-ყვითელ ბარათებთან) ერთად, მათ არსენალში თაფლაკვერიც მოიძებნება, სპორტსმენის წახალისება კი, ხშირად, დასჯაზე უმჯობესია.

აი, მაგალითად, ბერლინის “ჰერტას” ფეხბურთელმა, პეტერ ნიემაიერმა “ახენთან” თამაში კორექტულად ჩაატარა და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა ბიბიანა შტეინჰაუსმა (რომელიც, სხვათა შორის, ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლველ ქალ მსაჯადაა აღიარებული) Fair Play-სთვის მისი დაჯილდოება გადაწყვიტა, მაგრამ – როგორ? ტყუილ პენალტს ხომ არ დაარტყმევინებდა? არც ყვითლის საპირწონე მწვანე ბარათები შემოუღია ფიფას… მაგრამ ბიბიანამ ქალური ალღო და მიხვედრილობა გამოიჩინა და…

მას შემდეგ ბიბიანა შტეინჰაუსი რომ მსაჯობს, ის მატჩები უხეშობის გარეშე ტარდება და  ფეხბურთელები ტყავიდან ძვრებიან, ცდილობენ კორექტული თამაშით მაჯის კეთილგანწყობა დაიმსახურონ.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “როგორ მსაჯობენ ქალები”

  1. ჰაჰჰააააააა…
    მაგარი იყო.

    ვადერ, ახალი ქინდლი ჩამოგივიდა ფბ-ზე ვნახე სურათი და გვანახე აბა კარგად.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: