უკანასკნელი სიტყვები

ბლოგერმა Dv0rsky-მ შემოგვინახა 40 ფრაზა, რომელიც მამაკაცმა უნდა თქვას თავისი ცხოვრების განმავლობაში, მკვლევარ-ისტორიკოსებმა კი მრავალი სახლგანთქმული ადამიანის უკანასკნელი სიტყვები შემოგვინახეს. მაგალითად, ნერონს გული დაწყდომია “რა დიდი მსახიობი ვკვდებიო”, გოეთეს “დარაბები გახსენით – მეტი სინათლეო!” მოუთხოვია, ოგიუსტ ლუმიერს შეუნიშნავს “აი, ჩემი კინოფირიც დამთავრდაო”, ალექსანდრ დიუმას უთქვამს “ასეც ვიცოდი, რომ ყველაფერი ამით დამთავრდებოდაო”…

მაგრამ ამათ გარდა უამრავი უკანასკნელი ფრაზაა წარმოთქმული, უბრალოდ, მათი ავტორებია უცნობი:

“რა საყვარელი ცუგაა.”

“ნუ ღელავ, დენი გამორთულია.”

“ყურადღება, ახლა, მსოფლიო რეკორდს დავამყარებ!”

“ჩემი ჟილეტი ტყვიაგაუმტარია.”

“ნეტა, ეს რა ღილაკია?”

“რა ბრძანეთ, კანიბალი ვარო?”

“თვალდახუჭულსაც შემიძლია, ვმართო.”

“ახლა ლურჯ სადენს გადავჭრი.”

“ნეტა, ვისი ბუნაგია?”

“რას უწუნებ, გემრიელი სოკოა.”

“ჩემი ცოლი შინ არ არის.”

“ეს რა სულელური პოსტია.” 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

11 thoughts on “უკანასკნელი სიტყვები”

  1. მათი ავტორები უცნობია, ანუ თავისუფლად შეიძლება ხალხის საკუთრებად გამოვაცხადოთ და ფოლკლორში შევიტანოთ :ლოლ:

    Like

  2. 😀 😀 😀 😀 😀 😀

    გოეთეს “დარაბები გახსენით – მეტი სინათლეო!”

    რა დასანანია გოეთეს დროს ახალი ნატება რომ არ არსებობდა
    დარაბები რაში დასჭირდებოდა, ერთ კლავიშს მიადებდა ხელს და ეგაა
    გადაკაშკაშდებოდა გარემო :დ :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: