ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის რედაქტორის მოადგილე კსენია სოკოლოვა ჩამობრძანდა საქართველოში კსენია სობჩაკთან ერთად, დაათვალიერა ბათუმი, იმგზავრა მანქანით თბილისამდე და ინტერვიუ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილთან.
აი, როგორ იყო ეს ყველაფერი:
შეიძლება, ეს ვიდეო ჩემს ბლოგზე ცოტა უცნაურადაც ჩანდეს, ვინაიდან აქ პოლიტიკაზე არ ვწერ, მაგრამ მასში საუბარი პოლიტიკაზე არც არის, თანაც, GQ (Gentlemen’s Quarterly) სწორედ ის ჟურნალია, რომლის თემატიკაა სტილი, გემოვნება, მოდა, ლიტერატურა, კინო, მუსიკა და ქალები – ყველაფერი ის, რაზეცაა (GQ-ს ვერ შევედრები, მაგრამ) ჩემი ბლოგი.
***
Зато я теперь прекрасно понимаю премьера Путина. Я бы на его месте тоже этого Саакашвили ненавидела. Он же для наших кто? Никто! Какой-то секретарь приморского обкома. Таких раньше одним телефонным звонком снимали. Поэтому они сидели ровно, исходили лестью и смотрели в рот. А этот мало того что рамсы путает и наглеет, так еще и ростом выше два раза! Налицо стилистическая разница такого масштаба, что они не то что на территории бывшей империи, на одной планете существовать не могут.
კსენია სოკოლოვა, ჟურნალი GQ, ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან
ინტერვიუდან თქვენ შეიტყობთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უყვარს ბარბერის საათი, არმანის ჰალსტუხი და მიუგლერის პარფიუმი, “ნიუ ბალანსის” ბოტასები, ვისკი კანადური ურჩევნია, უსმენს ნიქ ქეივს (ჩვენ რატომ გვასმენინებს კუტუნიოსა და დე ბურგს???), აღიარებს რომ ცუდი გემოვნება აქვს, 10 საათზე იღვიძებს (ჩემსავით), ფასადების დიზაინითაა გატაცებული, გასახდომად (ჟურნალისტისა და მთარგმნელის, გუსმანის რჩევით) მერანოში მიემგზავრება ხოლმე, სტუდენტობისას მაფიასთან მებრძოლ მართალ პოლიციელებზე იღებდა ფილმებს (à la დამიანო დამიანი), ოცნებობს დემოკრატიულ, ევროპულ, ქართულ სინგაპურზე.
აგრეთვე, ინტერვიუდან ირკვევა, რას ფიქრობს მიშა თინაზე, რას ურჩევს მედვედევს და რატომ ხდება, რომ ქართველებს ყველაფერი ყველაზე გრძელი და დიდი გვაქვს!
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მიშაზე რასაც ამბობს ეგ არაფერია, რასაც ბოლოს ამბობს პუტინზე. 🙂
Looool!
ისე, მეც 180 სანტიმეტრი ვარ (თითქმის) და მაღალ ქუსლებზე დავდივარ. 🙂
LikeLike
აწი, უფრო ყურადღებით მოგისმენ 🙂
LikeLike
ვუალა :დ
ჩვენ რა სვეცკი პრეზიდენტი გვყააააავს :დ :დ :დ :დ
ეს სოკოლოვა რას ჰგავს :დ რანაირად მეტყველებს. მე არ მომწონს :დ
LikeLike
ინტერვიუც წავიკითხე ახლა და მაგარი ინტერვიუა.
და ეგ სოკოლოვაც კაი ტიპშა ჩანს. მეტყველება არ ვიცი და კარგად წერს.
LikeLike
Gentlemen’s Quarterly – ლოლ – მიშა ყველაფერი შეიძლება იყოს, გარდა ჯენტლმენისა. O mein Gott!
LikeLike
GQ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარდა, მას მერე კი ყველაფერი შეიცვალა და, ეგებ, ჯენტლმენის გაგებაც 🙂
LikeLike
ბოლოს რაღაც საინტერესოს ამბობდა და გააწყვეტინეს 🙂
ისე რა არათავაზიანობაა პუტინის გამოსახულებით მაისურის ჩაცმა, პოლიტკორექტულობაზე აღარაფერს ვამბობ
LikeLike
Получается, что я в собственной стране нахожусь как беженка какая-то! Боюсь милиции, а так как она обязана меня защищать… Как жить? Самое главное, что я б и зарегистрировалась, но сначала нужно заработать, а заработать не могу, т. к. нет регистрации. Родственников богатых нет.
LikeLike