ფისი-ფისი ბიჭების შადრევანმა პრაღის სხვა ცნობილი სკულპტურა გამახსენა – მას „ბიწიერების მერხი“ ეწოდება და ვისოჩანი რაიონის ჟიჟკოვის ქუჩაზე, ცნობილი ჩეხური კომპანიის Sazka-ს (პრაღის მთავარი სპორტული და საკონცერტო O2/Sazka არენის მფლობელი კომპანია) ოფისის წინ მდებარეობს. თუმცა, თავდაპირველად, მისი დადგმა დვორჟაკის რაიონში იგეგმებოდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებთა პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა – დვორჟაკელებს ქანდაკების სკანდალურობა არ მოეწონათ.
არადა, დიდად სკანდალური აქ არც არაფერია: კომპოზიცია წარმოადგენს მამაკაცს, რომელიც მერხზე ზის ნეტარი სახით, გვერდით ფულის დასტა დევს, მის წინ კი გოგონაა მუხლებზე დამხობილი და მამაკაცს ეხუტება… მართალია, გოგონას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი (ანუ მადაბიური ენით რომ ვთქვათ ნიფხავი) არ აცვია… და რა მერე? შენ თავად თუ კულტურული ადამიანი ხარ, თანაც დიდი კომპოზიტორის ქუჩაზე ცხოვრობ, მამაძაღლი – რა მაინცადამაინც „იქ“ უნდა მიაჩერდე?
„ბიწიერების მერხის“ ავტორი ცნობილი მოქანდაკე ლეა ვივოტია (Lea Vivot). კომპოზიცია აგრძელებს ადამიანთა გრძნობებისადმი მიძღვნილ სერიას – როგორიცაა „ცნობადის მერხი“, „შეყვარებულთა მერხი“ – ეს სკულპტურები მსოფლიოს არაერთ ქალაქს ამშვენებს – ოთთავას, მონრეალს, ნიუ იორქს, ფლორიდას და კვლავ პრაღას (ისე, თბილისსაც არ აწყენდა ერთი. ყოველ შემთხვევაში, წერეთლის რომელიმე გიგანტური ქმნილების ცხრაათასშვიდასმერამდენიღაცა ასლს ნამდვილად აჯობებს).
პრაღისადმი მოქანდაკის ინტერესი გასაგებია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის კანადაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ლეა ვივოტი წარმოშობით ჩეხია, ქალაქ სუმპერკში დაიბადა და მისი ნამდვილი სახელი და გვარი დრაჰომირა ლეა ჰეკელოვაა (Drahomíra Lea Hekelová). როგორც კანადის სავაჭრო პალატის წლიური გამოცემა მიუთითებს, 2003 წელს ლეა ვივოტი დასახელებული იყო მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჩეხ ქალად.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ლეას მერხები და სხვა ნამუშევრები.
***
პოსტი 2008 წელს დაიწერა პრაღის ბლოგისთვის.
კარგი ჩეხური გვარი ჰქონია ლეას, მაგრა ჟღერს 🙂
LikeLike
პრაღის ბლოგი კი არა, მერამდენედ აქვეყნებ უკვე ამ სტატიას? 🙂
რამდენი ბლოგიც გაქვს – იმდენჯერ. 🙂
LikeLike
მერე შენ რა გინდა?
ჩემი ბლოგებია და ვაქვეყნებ. 🙂
თუ გინდა შენი რეკლამა გამოვაქვეყნო აქ – http://bit.ly/b2XyYf ?
LikeLike
eg kandakeba rom dadga tbilishi mmkelebi daamtvreven mainc da ra azri aqvs
LikeLike
ცირკთად დაიდგას!
LikeLike
ცირკთან დგანან ისედაც… ცოტა ზემოთ აიწიეს ახლა.
არაფერი სჭირს მაგ სკულპტურას ცირკთან დასადგმელი.
ვაკის პარკს მოუხდებოდა. ან შარდენზე – აი თამადა როა ბამბის რიგში თუ რკინის რიგია ეგ – იმის ბოლოს დავდგამდი.
ქუჩის დასაწყისში თამადა ღვინით – ქუჩის ბოლოს კი მერხი ბიწიერებით.
LikeLike
აუ ესეთი რამ საქართველოში რომ დადგან, წარმომიდგენია რეები მოხდება. 😀
LikeLike
როდენზე უფრო თამამები ჩემთვის ბიწიერებაა :დ
დავწერ ოდესმე როდენზეც :დ
LikeLike
თუ გინდა შენი რეკლამა გამოვაქვეყნო აქ
😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀
LikeLike
secret bench ❤
LikeLike
პირველ სურათზე უფრო საინტერესო ჩანდა ეგ სკულპტურა : |
LikeLike
მშვენიერი სკულპტურაა,რას ერჩიან?
LikeLike