ჩემს საქმიანობაში ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ შემიძლია, ის საქმე ვაკეთო, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს – ვიმუშაო ცხოველებთან. დეივ სალმონი, Monsters and Critics, აგვისტო 2009
ვინმე თუკი მკითხავს, ვინ მინდა ვიყო, ვეტყოდი – მე მინდა ვიყო დეივ სალმონი. ვინც Discovery-სა და Animal Planet-ს უყურებთ, გეცოდინებათ, ვინ არის დეივ სალმონი (Dave Salmoni) – კანადელი ზოოლოგი, მომთვინიერებელი, კინოდოკუმენტალისტი და ტელეპროდიუსერი, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა ლომებს შორის აფრიკაში. ერთი კამერითა და დიდი ხელჯოხით. პირველად ამ, ერთი შეხედვით, თვითმკვლელობაზე, სალმონი 2005 წელს დათანხმდა, როდესაც Discovery-ს დაკვეთით გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ნაკრძალ Thornybush Game Reserve-ში სამი თვე ლომების პრაიდთან დაბანაკდა. ჯერ – შორიახლოს. შემდეგ – ახლოს. ბოლოს კი სულ მთლად პრაიდშიც გაერია და ვეება ხვად ლომსა და მის ჯალაბობას შორის ისე ჩაიარ-ჩამოიარა, რომ მათ ყურიც არ გაუბარტყუნებიათ. 4 წლის შემდეგ მან კიდევ 6 თვე დაჰყო ლომებთან, ამჯერად უკვე ნამიბიის ნაკრძალ Erindi Private Game Reserve-ში. მისი ცხოვრება ლომებს შორის ასახულია ორ დოკუმენტურ ფილმში “ლომების ბუნაგში” (Into the Lion’s Den, 2005) და “პრაიდში” (Into the Pride, 2009). დეივ სალმონის, პირველ ყოვლისა, უნდა მოეხერხებინა ლომების დარწმუნება იმაში, რომ მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა… ჰო, ზუსტად ასე – ადამიანს უნდა დაემტკიცებინა ლომებისთვის, სამტროდ არ ვარ მოსულიო. ამისთვის უარი თქვა იარაღზე, ცდილობდა, არ დამალულიყო და ზურგიდან არასდროს მიახლოებოდა პრაიდს, მოძრაობდა მშვიდად და აუღელვებლად (თუმცა, თავად სალმონის აღიარებით, მისი გული ამ დროს ისე ფეთქავდა, მგონი, ლომებსაც ესმოდათო)… ამგვარმა ტაქტიკამ გაჭრა – მხეცებმა ადამიანი მეზობლად მიიღეს.
მსურდა მეჩვენებინა, თუ რამდენად უფრო კეთილგანწყობილნი არიან ლომები ადამიანების მიმართ, ვიდრე ადამიანები ლომების მიმართ. როგორც კი მათი ნდობა დავიმსახურე, თანაც ისე, რომ დავარწმუნე – მოვლენებს კვლავ ისინი მართავდნენ, პრაიდს შორის თავისუფლად სეირნობის ნებაც დამრთეს. მე მივირთმევდი ჩემს სენდვიჩს, როდესაც ისინი ნანადირევ კამეჩს შეექცეოდნენ. მდინარეში ვჭყუმპალაობდი, სანამ ისინი წყურვილს იკლავდნენ. დეივ სალმონი, XPlore N2, 2005
დეივის დაკვირვებით, ადამიანებსა და ლომებს შორის ბევრი რამ არის საერთო. მაგალითად, ხვადი ლომები ბევრად მშვიდობიანნი არიან, თუკი მათ მდედრები არ აქეზებენ. ნამიბიურ პრაიდში (რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და აგრესიული იყო ნაკრძალში – ასეთი საგანგებოდ შეირჩა) სწორედ ძუ ლომი სახელად კლიო იყო ის, ვინც მუდამ ცდილობდა სალმონის გაგდებას. პრაიდის ბელადი ხვადი ლომი ბრუტუსი კი აუღელვებლად ადევნებდა თვალს დეივს და პრაიდთან მიახლოების ნებასაც რთავდა, მაგრამ სად იყო და სად არა, გამოჩნდებოდა კლიო და საბრალო ბრუტუსს უღრენდა: “ტრაკი აწი და ეგ ვიგინდარა აქედან მომაცილეო!”… იმასაც, სხვა რა გზა ჰქონდა, იძულებული იყო, სალმონი გაეძევებინა, თან ჩუმად თვალს უპაჭუნებდა – “რა ვქნა ძმაო, ხომ ხედავ ამ ქალს რა დღეში ვყავარო”.
ბრუტუსი ძალიან დიდი ლომი იყო, უამრავი ნაჭრილობევით, საკუთარ თავში დარწმუნებული. ჩვეულებრივ, მშვიდად იყო, თუკი გვერდით მხედავდა და პრობლემა არასდროს შეუქმნია, მაგრამ ის ოჯახის დამცველი იყო და უსიამოვნებები იწყებოდა, თუკი ქალები აქეზებდნენ – მიდი ეგ კაცი გააგდეო… კლიო, პრაიდის მთავარი ძუ ლომი, 13 წელია იცავდა ოჯახს. სძულდა ადამიანები და ასე ფიქრობდა: ტურისტები ავტომობილებში – კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ეს დეივი ნამდვილი ძაღლიშვილიაო… დეივ სალმონი, Discovery, The Mole, 08/2009
ლომი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გულადი მტაცებელია – ნადირობს ყველაფერზე, რასაც მოიხელთებს თაგვებიდან დაწყებული, ბეჰემოთებით, მარტორქებითა და სპილოებით დამთავრებული… თუმცა, მისი საყვარელი საკვები ანტილოპა, იმპალა, ზებრა, ტახი და კამეჩია. ერთადერთი არსება, რომელსაც ლომი უფრთხის – ადამიანია. რა თქმა უნდა, ლომი ადამიანებსაც ესხმის ხოლმე თავს, თუმცა თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ თავდასხმათა 100% ლომების სრული პოპულაციის 1%-ზე მოდის. გემახსოვრებათ, ალბათ, ფილმი “მოჩვენება და სიბნელე” (The Ghost and the Darkness), რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში კენიის ცავოს პროვინციაში ადამიანების მკვლელ ლომებსა და რკინიგზის მშენებლებს შორის გამართულ ნამდვილ ორთაბრძოლას ეხება. ფილმს საფუძვლად ჯონ ფათერსონის წიგნი უდევს, რომელიც თავად მონაწილეობდა კაციჭამია ლომებზე ნადირობაში. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს – დღეს მკვლევარნი ციფრზე 35 შეთანხმდნენ (თუმცა, ფათერსონი 135 დაღუპულ ადამიანს ასახელებს), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი სულ ორი ლომის ნამოქმედარი იყო. სხვათა შორის, ცავოს პროვინციის ლომები გარეგნობითაც გამორჩეულნი არიან – მათ ფაფარი არ აქვთ. ადამიანის მკვლელი ლომები, ძირითადად, აღმოსავლეთ აფრიკაში გვხვდება. ამგვარი ქცევა უფრო ანომალიაა, ვიდრე ნორმა, ვინაიდან ლომები, რომლებიც ცხოვრობენ პრაიდში, ჩვეულებრივ, ადამიანებზე არ ნადირობენ. ადამიანებზე მონადირენი კი, როგორც წესი, მარტოხელა, ავადმყოფი ან მობერებული მხეცები არიან. ლომი საზოგადოებრივი ცხოველია და განმარტოებით ყოფნა და ნადირობა უჭირს. ამ შემთხვევაში შინაური პირუტყვი და ადამიანი მისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთ საკვებად რჩება. კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, მდინარეთა დაშრობა (რაც, ხშირად, სწორედ ადამიანის მოღვაწეობის შედეგია) ლომების სანადირო არეალსა და საკვებს დღითიდღე ამცირებს და მათ არაორდინალური ქმედებისკენ უბიძგებს. ეს შემთხვევა ყველაზე საშიშია, ვინაიდან ამგვარმა ვითარებამ, შეიძლება, მთელს პრაიდს უბიძგოს, ადამიანებზე გადაერთონ. “თუკი მტაცებელი ნადავლს ვერ პოულობს, რაოდენობის თუ არეალის შემცირების გამო, არ უნდა ველოდოთ, რომ კლანჭებსა და ეშვებს მოიცვეთს და იშიმშილებს,” – ამბობს ცხოველთა ქცევის მკვლევარი მინესოთის უნივერსიტეტის პროფესორი ქრეიგ ფექერი. ამისგან განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ლომი ადამიანს საფრთხედ აღიქვამს და თავს იცავს. ადამიანზე თავდასხმების 50%-ზე მეტი სწორედ ადამიანის უცოდინრობით, გაუფრთხილებელი ქცევითა და დაუფიქრებელი მოქმედებითაა გამოწვეული… მაგალითად, ალკოჰოლის მიღება, ხმაური და გადამეტებული მხიარულება არაა ლომებთან დამეგობრების საუკეთესო გზა. თუმცა, ველური კატების ლოგიკის გაგება ყოველთვის იოლი არაა, მაგალითად, უგანდის ეროვნული ნაკრძალის (Queen Elizabeth National Park) მახლობლად გზა გადიოდა, სადაც ველოსიპედისტებს საგანგებო მისაბმელით ტვირთი გადაჰქონდათ. ამ უცნაურმა ტრანსპორტმა ლომების ყურადღება მიიპყრო – ისინი ველოსიპედისტებს თავს ესხმოდნენ, ამასთან, ეს არ იყო ნადირობა საკვების მოპოვების მიზნით, არამედ – საფრთხის არიდებისთვის. ხშირად ადამიანებს არც კი ჭამდნენ, მხოლოდ კლავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლომების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა – ერთი საუკუნის წინ მათი რაოდენობა აფრიკაში 100’000 აჭარბებდა, ამჟამად კი 25’000-საც ვერ აღწევს – ადამიანზე თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ბიოლოგი და ანთროპოლოგი, ამერიკული The Field Museum-ის ძუძუმწუვართა განყოფილების პროგრამების კურატორი, პროფესორი ქერბის ფეთერჰანსი მიიჩნევს, რომ “ადამიანის მიერ შეცვლილი გარემო, რომლისადმი შეგუებაც ლომების შესაძლებლობას აღემატება, მათ ადამიანების მკვლელებად სულ უფრო ხშირად აქცევს”. დეივ სალმონისა და სხვა ზოოლოგთა და ეკოლოგთა მიზანი, სწორედ აფრიკის ბუნებრივი ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაა. თუკი ლომებს ექნებათ თავიანთი ტერიტორია, მდინარეებითა და ბალახით, რომელიც ჩლიქოსან პირუტყვს მიიზიდავს, აფრიკა საკმარისად დიდია, რათა ამ ველურმა კატებმა და ადამიანებმა გვერდიგვერდ იცხოვრონ მშვიდად – დარწმუნებულია დეივი და მან ეს საკუთარი გამოცდილებით სხვებსაც დაუმტკიცა.
***
Bonus ავეჯით მოვაჭრე ორმა მეგობარმა ჩელსიდან ენთონი ბარქმა (Anthony Bourke) და ჯონ რენდალმა (John Rendall) ლომის ბოკვერი შეიძინა, ქრისთიანი (Christian the lion) დაარქვა, გაზარდა და 5 თვის შემდეგ, როდესაც ლომი უკვე იმხელა გახდა, რომ მყიდველების კი ვეღარ იზიდავდა მაღაზიაში, არამედ – აფრთხობდა, კენიაში გაამგზავრეს და იქ ნაკრძალში გაუშვეს. ერთი წლის შემდეგ ბარქმა და რენდალმა ქრისთიანის მონახულება განზრახეს. ლომმა, რომელსაც უკვე თავისი პრაიდი ყავდა, ძველი მეგობრები იცნო, სიხარულით ლამის ჭკუიდან გადავიდა და ბოლოს თავისი ძუ ლომიც კი გააცნო.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License. ___
“რა ვქნა ძმაო, ხომ ხედავ ამ ქალს რა დღეში ვყავარო”.
😀 😀 😀 😀 😀 😀
LikeLike
დეივი რა სიმპატიურია :წუბ:
საღოლ. ლომები რომ მიგიღებენ თავიანთ წრეშე, ესე იგი მაგარი ხარ :დ
LikeLike
ეგაც მეორე მიზეზი, რატო მინდა ვიყო დეივ სალმონი 🙂
LikeLike
მაგ სურათებზე გარეული ლომებია?
LikeLike
შინაური ლომიც არსებობს? :):):)
LikeLike
ველური უნდა დამეწერა 🙂 არა-მოთვინიერებული ლომები.
LikeLike
ალბათ მოთვინიერებული ლომია, უბრალოდ პრომოა ფილმისთვის – და ისევე აცვია დეივს, როგორც პრაიდში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფილმში მთლად ეგრე ახლოს ლომთან ნაღდად არ მისულა. 🙂 პატარებს თუ არ ჩავთვლით.
LikeLike
კი ვიცი ეს კაცი. გმირია! ძალიან საინტერესო იყო.
ოო ის ფილმი კაციჭამია ლომებზე როგორ არ მიყვარდა! საშინელება იყო 😦
უი მე ლომი ვარ ზოდიაქოთი კსტაწი :)))
LikeLike
მეც კსტაწი 😀
LikeLike
დეივი რა კარგია 🙂
ხო არ იცი, ვეფხვებთანაც ხო არ მეგობრობს?
LikeLike
ლომი მაგარი ცხოველია, მაგრამ სპილოზე როგორ ნადირობს? რაღაც მეეჭვება…
LikeLike
Animal Planet-ზე მაქვს ნანახი სიუჟეტი.
პატარა სპილოებზე ნადირობენ. დიდებს ვერ ერევიან. 🙂
LikeLike
lomtan megobroba ki ara im dges mastifi gamomekida, patronma zlivs gaachera 🙂
LikeLike
დეივი არ ვიცი მაგრამ ლომი მევასა 🙂 🙂 🙂
ლომი საზოგადოებრივი ცხოველია – ეს მაგარი იყო
ის ფილმიც ძალიან მიყვარს დუგლასი და ქილმერი მონაწილეობენ
LikeLike
როგორ გიყვარს შენ ლომები 🙂
LikeLike
Lord Vader, on September 15, 2010 at 1:02 pm Said:
შინაური ლომიც არსებობს? 🙂 :):)
კი არსებობს 🙂
ბერბეროვების ოჯახს ყავდა შინაური ლომი. იცი შენ ეგ ისტორია.
LikeLike
ეგ ამბავი ცუდად დამთავრდა. ლომისთვისაც და ბერბეროვებისთვისაც. 🙂
LikeLike
მსიამოვნებს ამ თემაში შემოსვლა :უსერ:
რა სიმპოა, რა მზერა :დ
:პიკასოსბიჭი:
LikeLike
მმმმმ საყვარლები:* ზოდიაქოთი ლომი ვარ და ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს ლომები. აფრიკაში სიამოვნებით ვნახავდი მათ, ოღონდ მხოლოდ შორიდან:D
LikeLike
ნუ გეშინია – თუ ლომი ხარ მითუმეტეს არაფერს დაგიშავებს 🙂
LikeLike
რეავიცი:) ლომს კი არა ადამიანს აღარ ენდობა კაცი:)
LikeLike
სადღაც წაკითხული მაქვს, რომ ადამიანის დნმ-ი ყველაზე ძალიან ღორისას გავს 🙂
LikeLike
rakargi da informatiuli posti iyo 🙂
ise miyvars cxovelebi, mec shevnatre salmons 🙂
LikeLike