ნიკო ფიროსმანი, როგორც "რეკლამშიკი"

სწორედ ის ფიროსმანი. ფიროსმანაშვილი. ჩვენი ნიკალა. ერთ დღესაც მთელი თავისი ავლა-დიდება რომ გაყიდა, ზღვა ყვავილები შეიძინა და აქტრისა მარგარიტას უძღვნა (ლეგენდას თუკი დავუჯერებთ). ჩვენ მას გენიალურ მხატვრად ვიცნობთ, მაგრამ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი “რეკლამშიკიც” იყო – მრავალი სარეკლამო აბრის ავტორი.

Niko PirosmaniNiko Pirosmani

ვაჭრობის განვითარებამ და გაზრდილმა კონკურენციამ მე-19 საუკუნის ევროპელი კომერსანტები აიძულა სახელგანთქმული მხატვრები აბრების, პლაკატების, აფიშების, ილუსტრაციების შესაქმნელად მიეწვიათ.

ასე მოვიდნენ რეკლამაში ანრი დე ტულუზ ლოტრეკი (Henri de Toulouse-Lautrec), ალფონს მუხა (Alphonse Mucha), ჟიულ შარე (Jules Chéret), ეჟენ გრასე (Eugène Grasset) თუ ობრი ბერდსლი (Aubrey Vincent Beardsley).

Henri Toulouse-LautrecHenri Toulouse-Lautrec

Alphonse MuchaAlphonse Mucha

Jules ChéretJules Chéret

Eugène GrassetEugène Grasset

Aubrey BeardsleyAubrey Beardsley

  • ტულუზ-ლოტრეკს წარდგენა, ვფიქრობ, არ სჭირდება. ჟიულ შარე თვითნასწავლი ფრანგი გრაფიკოსია. მოდერნიზმის ერთ-ერთ წინამორბედად ითვლება. გარდა პლაკატებისა და აფიშებისა მას ეკუთვნის სუნამოს ფლაკონის რამდენიმე დიზაინიც. ფრანგული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენითაა დაჯილდოებული. ეჟენ გრასე შვეიცარიაში დაბადებული ფრანგი სკულპტორია, მოდერნისტი. განათლებით არქიტექტორი იყო. ის რამდენიმე შენობის ფასადის ავტორია, ქმნიდა აფიშებს, პლაკატებს, საიუველირო ნაკეთობათა და ავეჯის მაკეტებს, ილუსტრაციებს. შარეს მსგავსად, გრასეც საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერია. ალფონს მუხა წარმოშობით ჩეხია. მხატვრობა პარიზში შეისწავლა და წლების განმავლობაში იქვე მოღვაწეობდა. ფრანგული “ახალი ხელოვნების” (Art Nouveau) შესანიშნავ წარმომადგენლად ითვლება, ისევე როგორც ინგლისელი ობრი ბერდსლიც, ოსქარ უაილდის მეგობარი. მან განსაკუთრებით გაითქვა თავი შავი მელნით შესრულებული ნამუშევრებით, მრავალი წიგნის ილუსტრაციის ავტორია.

საბჭოთა რეკლამის სათავეებთან ვლადიმირ მაიაკოვსკი (Владимир Маяковский) (ჩვენი თანამემამულე, სხვათა შორის) და მხატვარი და ფოტოგრაფი ალექსანდრ როდჩენკო (Александр Родченко) იდგნენ.

Aeksandr RodchenkoAeksandr Rodchenko

მრავალი სარეკლამო პლაკატის ავტორია ამერიკული ფინ-აფის ერთ-ერთი უშესანიშნავესი წარმომადგენელი გილ ელვგრენი (Gil Elvgren).

Gil ElvgrenGil Elvgren

ელვგრენზე და ფინ-აფზე ადრე უფრო ვრცლადაც დავწერე (მოდი, აიწიე კაბა).

გერმანული წარმოშობის ამერიკელი მხატვარ-ილუსტრატორი ჯოზეფ ლეიენდექერი (Joseph Christian Leyendecker) სარეკლამო პლაკატის კლასიკოსად ითვლება. სწორედ ლეიენდექერმა მოიფიქრა ახალი წლის პატარა ბავშვად გამოსახვა. მისი “ჩვილი ახალი წელი” 1999 წელს აშშ საფოსტო სამსახურმა ათასწლეულის მარკადაც გამოსცა. (ხშირად ამბობენ, რომ ლეიენდექერმა მოიგონა სანთა ქლაუსიც, რაც არასწორია. სანთა ქლაუსის ავტორი მხატვარი თომას ნასთია. ამაზე ადრეც დავწერე სანთა ლაფლანდიიდან). ჯოზეფ ლეიენდექერი წიგნების გაფორმებითაც იყო დაკავებული – მათ შორის ყველაზე ცნობილი ბიბლიის ილუსტრაციებია.

Joseph LeyendeckerJoseph Leyendecker

სალვადორ დალი (Salvador Dalí) რამდენიმე სარეკლამო კლიპშია გადაღებული, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, რომ ის ჩუპა-ჩუპსის ლოგოს ავტორიცაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დალის ნახატებმა უამრავი დიზაინერისა და მხატვრის მიერ შექმნილ მოდელებსა თუ სარეკლამო პოსტერებში ჰპოვა ასახვა.

Chupa-Chups

რაღა თქმა უნდა, იმ მხატვრების ჩამონათვალი, რეკლამის განვითარებაში რომ შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი, არასრული იქნებოდა ენდი უორჰოლის (Andy Warhol) გარეშე. მისმა იდეებმა და მიგნებებმა უმარავი დიზაინერი შთააგონა. უორჰოლის მარტო შემოქმედება კი არა, მთელი ცხოვრება ერთი დიდი სარეკლამო კლიპია… (თუმცა, დალიზეც შეიძლებოდა იგივეს თქმა).

Andy WarholAndy Warhol

***

ორიოდ სიტყვით პოლიტიკურ სააგიტაციო ნახატზეც დავწერ, მით უფრო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პლაკატის “დედასამშობლო გიხმობს!” ავტორი ქართველი ირაკლი თოიძეა.

Irakli Toidze

ფრონტის მეორე მხარეს მოღვაწეობდა ლუდვიგ ჰოლვაინი (Ludwig Hohlwein). ის ევროპული სარეკლამო პლაკატის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ყველასაგან გამორჩეული ხელწერით, მაგრამ ნაცისტებთან თანამშრომლობამ მისი (ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი ხელოვანის) რეპუტაცია საგრძნობლად დააზარალა, იმდენად, რომ წლების განმავლობაში მისი სახელი ტაბუირებულიც კი იყო.

Ludwig HohlweinLudwig Hohlwein

(ჰოლვაინის პოლიტიკური პლაკატები შეგიძლიათ აქ იხილოთ: 1 და 2.)

დაბოლოს ირლანდიელი ჯიმ ფიცფათრიქი (Jim Fitzpatrick), რომელმაც აი ეს პორტრეტი შექმნა.

Jim Fitzpatrick's Cheბევრი მას მაისურზე ატარებს, ისე, რომ ხეირიანად არც იცის, ვინაა ზედ გამოსახული და, მით უმეტეს, ვინ დახატა.

ფიცფათრიქი კელტური მითოლოგიითაა გატაცებული და მისი ნამუშევრებიც ამ თემაზეა, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაინც მისი ეს პოლიტიკური ნახატია.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

13 thoughts on “ნიკო ფიროსმანი, როგორც "რეკლამშიკი"

  1. დიდად საინტერესო პოსტია,
    სხვათაშორის, ზოგიერთი ავტორის წარგენას თავს რომ არიდებ, დარწმუნებული ვარ ბევრს ჩემსავით საერთოდ არც სმენია.
    პ.ს. არა, ეს ბლოგი მე ♥

    Like

  2. თოიძის ნახატი ახლაც საკმაოდ პოპულარულია, ათასგვარ მოწოდებას აწერენ ახლა : ) : ) აი, ქართველი რომ იყო მისი ავტორი ეგ არ ვიცოდი. დიდი საბჭოური სულისკვეთება გამოსჭვივის 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s