ქართული კინოს აღორძინების რეცეპტი, რომელიც თვით გოგი გვახარიამაც არ იცის (და თუკი იცის, არ ამხელს) :)

fuck-ornament ამერიკული კინო ბევრს უყვარს, ბევრს არ უყვარს, კიდევ უფრო მეტს ვითომ არ უყვარს, მაგრამ ფილმს არ ტოვებს, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ბიზნესის თვალით თუ შევხედავთ, ჰოლივუდი და კო. მსოფლიოში ყველაზე წარმატებულია. არც ერთი რეჟისორი, პროდიუსერი თუ კინოსტუდია არ იტყოდა უარს ამგვარ შემოსავლებზე…

სადაა ჰოლივუდის საიდუმლო დამარხული? ყველაფერი ძალზედ მარტივი აღმოჩნდა – უბრალოდ, ჰოლივუდში იციან ჯადოსნური სიტყვა და ეს სიტყვაა FUCK!

ჯადოსნური სიტყვის პირველმიმგნები ბრაიან დე ფალმაა, რომლის ფილმში “ნაიარევი სახე” (Scarface) ჯადოსნური სიტყვა FUCK! საშუალოდ ყოველ 1,2 წუთში ერთხელ ისმის და აი, შედეგიც: ფილმის შემოსავალმა თითქმის 66 მილიონი აშშ დოლარი შაედგინა დახარჯული 25-ის სანაცვლოდ. “ნაიარევი სახე” 3 ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი და IMDb რეიტინგში 8 ქულა აქვს 10-დან.

როგორც ცნობილია, ქვენთინ თარანთინომ თავისი “მაკულატურის” (Pulp Fiction) გადასაღებად ბევრი ფული ვერ მოაქუჩა, სულ რაღაც 8 მილიონი, რაზეც სულ არ უღელვია, ვინაიდან ჯადოსნური სიტყვა მანაც იცოდა. “მაკულატურაში” FUCK! ჟღერს ყოველ 1,7 წუთში ერთხელ. ფილმის შემოსავალმა 200 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დაიმსახურა კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო, ოსკარი სცენარისთვის, ოქროს გლობუსი რეჟისურისთვის… ნომინაციებს აღარ ჩამოვთვლი. IMDb რეიტინგში “მაკულატურას” 9 ქულა აქვს 10-დან.

ან, ავიღოთ მართინ სქორსეზეს ფილმი “კარგი ბიჭები” (Goodfellas) – შემოსავალი 47 მილიონი აშშ დოლარი (ბიუჯეტი: 25 მილიონი), 6 ნომინაცია ოსკარზე, 5 ნომინაცია ოქროს გლობუსზე, ნომინაცია ფრანგულ სეზარზე, მოგებული ოსკარი (ჯო ფეში), BAFTA (მართინ სქორსეზე). 9 ქულა 10-დან IMDb რეიტინგში. ფილმში ჯადოსნური სიტყვა FUCK! ჟღერს ყოველ 2 წუთში ერთხელ.

იმავე რეჟისორის “კაზინო” (Casino) – 116 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი (ფილმის გადაღებისთვის 50 დაიხარჯა), ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო რეჟისურისთვის, ოსკარზე ნომინაცია საუკეთესო ქალი მსახიობისთვის, ოქროს გლობუსი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის, 8 ქულა 10-დან IMDb რეიტინგში. ფილმში ჯადოსნური სიტყვა FUCK! ჟღერს ყოველ 2,3 წუთში ერთხელ.

გახარებულმა სქორსეზემ, არიქა ეს რა საიდუმლოს მივაგენიო, ჯადოსნური სიტყვის გამოყენების ინტერვალი კიდევ უფრო შეამცირა – ფილმში “განდგომილები“ ( The Departed ), სადაც FUCK! უკვე  ყოველ 1,8 წუთში ერთხელ ჟღერს – შედეგად,  შემოსავალმა 290 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (დახარჯული 83 მილიონის ნაცვლად), პლუს 4 ოსკარი (მათ შორის რეჟისორსა და სცენარისტს), უამრავი სხვა პრიზი და ნომინაცია. IMDb რეიტინგში – 8,5 ქულა 10-დან.

ძმებმა ქოენებმა “დიდი ლებოვსკი”-ს (The Big Lebowski)  გადასაღებად 15 მილიონი დახარჯეს, შემოსავალმა კი 46,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბერლინისა და რამდენიმე სხვა კინოფესტივალის ნომინაცია, 8 ქულა 10-დან IMDb რეიტინგში. ფილმში ჯადოსნური სიტყვა FUCK! ჟღერს ყოველ 2,2 წუთში ერთხელ.

ფითერ ო’ფალონის “თვითმკვლელობის მეფენი” (Suicide Kings) – ფილმში ჯადოსნური სიტყვა FUCK! ჟღერს ყოველ 2 წუთში ერთხელ. მართალია, ჯილდოები მან ვერ მოიპოვა, სამაგიეროდ დახარჯული 5 მილიონის სანაცვლოდ 17 მილიონი აშშ დოლარი მოიტანა და 7 ქულა დაიმსახურა 10-დან IMDb რეიტინგში.

ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება: თარანთინოს “ჯექი ბრაუნი” (Jackie Brown), ნეილ ბლომქამფის ფილოსოფიური კინოფანტასტიკა “მე-9 რაიონი” (District 9), ანთუან ფუქუას “სავარჯიშო დღე” (Training Day), ფითერ ბერგის შავი კომედია “საშინელი ამბები” (Very Bad Things), აბელ ფერარას “სახიფათო თამაში” (Dangerous Game), ქევინ სმითის “დოგმა” (Dogma)…

მაგრამ ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია – კინკილა ლამბორჯინითა და შორენა ბეგაშვილის ძუძუებით ქართული კინო ფონს ვერ გავა.

ამიტომ, გაიღიმე და თქვი: ფაქ!

ოღონდ – გამოთქმით.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
P.S.

ამ დღეებში სრულიად ქართული ბლოგოსფეროს ყურადღება კინოსა და ბათუმის კინოფესტივალისკენაა, ჰოდა მეთქი არც მე ჩამოვრჩე, რაღა…
რა სარგებლობა მოაქვს კინოს?
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს ჯენა ჯემისონი დაამშვენებს!

Advertisements

14 thoughts on “ქართული კინოს აღორძინების რეცეპტი, რომელიც თვით გოგი გვახარიამაც არ იცის (და თუკი იცის, არ ამხელს) :)

  1. ქართულად ფაქ არ გამოვა.

    ეროვნულ ფილმში აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული და ნაცნობი: დედის მუ#$%&*ის და ასევე დედის ტრ#$%&ის გინება.

    აი მერე ალბათ რამე გამოვა.

    გუშინ შემთხვევით შევავლე თვალი ქართულ სერიალს სახელად ”ქაღალდის ტყვია” და ისე მაგრად შეიგინა ტიპმა, თავი პლეხანოვის ბირჟაზე მეგონა.
    ალბათ სწავლობენ ჩვენები ნელ-ნელა არა?

    BTW კარგი პოსტია 🙂

    Like

    • ჰოდა შევუფარდოთ ქართული იდიომები 🙂
      აი, ქაღალდის ტყვია – ყველაზე წარმატებული ქართული სერიალიაო ასე გამოგონია. ჰოდა – დასტურდება რეცეპტი.

      Like

  2. ქაღალდსი ტყვია რამდენად წარმატებულია ვერაფერს ვიტყვი

    თუმცა ჯერ მთლად მამაპაპურ გინებაზე ვერ გადაბვლთ

    უპირველეს ყოვლისა ამოსაძირკვია ისეთი სიტყვები როგორიცაა ნაძირალა და დედა ვატირე

    სა~ნაცვლოდ უნდა დაინერგოს პიდარასტი (იმედია არავინ გვიჩივლებს) ნაბოზარი( ეს საერთოდ კლასიკაა და უამისოდ არ შეიძლება)

    დედის გინებაც მოსულა თუმცა ამ ეტაპზე მთლად ტყ–ზე ვერ გადავლთ შე***ცით უნდა დავკმაყოფილდეთ

    Like

    • “შე ლიბერასტო!”-ც შეიძლება.
      თან ეს პატრიოტულად განწყობილ მაყურებელს მოიზიდავს კინოთეატრში.

      ისე ამ ამერიკელებს ერთი სიტყვაც ყოფნით და ჩვენ რამდენი გვჭირდება.
      ძნელი ტვირთია ქართველობა!

      Like

  3. არა და არა

    ლიბერასტო ცუდო და არაკაცოც კი (ამას არაფერს ვერჩი მაგრამ გააფუჭეს) და მსგავსი მაიმუნობები ამოსაძირკვია

    პიდარასტი სულ სხვაა

    ის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია

    Like

    • Мужик пришел к доктору.
      – Доктор, похоже я гей.
      – Почему вы так решили?
      – Ну у меня интерес только к мужчинам!
      – А вы кто, дизайнер?
      – Нет
      – Тогда, наверное, стилист?
      – Нет
      – Актер?
      – Да нет, доктор я слесарь…
      – Ну какой же вы тогда гей? Вы просто пидор!

      Like

  4. ქართულ გინება საერთოდ ამოსაღებია ყველას ტვინიდან, დასაწვავია და გასანადგურებელი და ამაზრზენი.

    მე ვემხრუობი ”ფაქ იუს!” უფრო ლაითად ჟღერს. ფაქ!

    Like

  5. :დ 90-იანებში სულ რამდენი კინო გადაიღეს და რაც გადაიღეს,იქ ფაქ კი არა,ისეთები ისმიიის…სადაა მერე წარმატება?

    განსაკუთრებით მახალისებს “ფაქის” ქართული თარგმანები,ტელევიზიაში რომ ახმოვანებენ ფილმებს. რა მორიდებულად თარგმნიან :))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s