სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

WP0ფილმში “ერიდე ავტომობილს” დონატას ბანიონისის გმირი ამბობს: “ერთნი ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს, მეორენი ამბობენ, რომ არ არსებობს… ასეა თუ ისე ამის დამტკიცება შეუძლებელიაო.”

ერთნი ამბობენ, რომ საიქიო არსებობს. მეორენი ამბობენ, რომ – არ არსებობს. ასეა თუ ისე ინტერნეტ კავშირი იქ ნამდვილად არ გექნებათ… ჰოდა, ღმერთმა ჯანი მოგცეთ და გარდაცვალების შემდეგ რა მოსდის თქვენს ბლოგს? ფეისბუქის პროფილს? იუთუბის არხს? თვითებს? იაჰო თუ გუგლ მეილ-ბოქსებს? სკაიპის ანგარიშს? ფლიკრ თუ ვებშოთ ალბომებს? ონლაინ-სეიფებსა და საცავებს, სადაც სხვადასხვა ჯურის ფაილებს ინახავთ?

ჯერ ჯანმრთელობას არ ვუჩივი (კაკუნი ხეზე) და არც საიქიოს მიმეჩქარება და ასეთ ამბებზეც არ დავფიქრებულვარ, მაგრამ ამასწინებზე ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც მრავალი წელია უკვე მსოფლიო ინტერნეტ-ქსელის კუთხე-კუნჭულებს იკვლევს და ციფრული სამყაროსა და ონლაინ მარკეტინგის ჰორიზონტებს დაეძებს სწორედ ამგვარ დისკუსიასს შევესწარი.

ეს ამბავი ბევრად საჭირბოროტოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დაწყებული უბრალო უხერხულობიდან (როდესაც, ვთქვათ ფეისბუქი, გთხოვთ შეეხმიანოთ ადამიანს ვოლზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია) დამთავრებული იურიდიული, კონფიდენციალურობის დარღვევის საშიშროებისა და მრავალი სხვა მსგავსი ასპექტით.

ჯერ-ჯერობით ყველაზე ინტერნეტიზირებული ქვეყნების კანონმდებლობაც კი ამ კუთხით დაუხვეწავია, ამის გარდა, მთლად არც ისაა ნათელი, რა სამართლით უნდა განიკარგოს ადამიანის ვირტუალური ქონების ბედი, როდესაც სერვერი ერთ ქვეყანაშია განთავსებული, ონლაინ-კომპანია მეორე ქვეყანაშია რეგისტრირებული, იუზერი კი მესამე ქვეყნის მოქალაქეა… მით უფრო რომ, მთლად ვერც მემკვიდრეობითი სამართალი მოერგო ჯერ ახალ რეალიებს.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მთელ მის ქონებას ეუფლება, მათ შორის კერძო ჩანაწერებს, წერილებს, დღიურებს, საბანკო სეიფებსა და უჯრებს თუ რაც არის, მაგრამ ონლაინ კომპანიები, როგორც წესი, გარდაცვლილ იუზერთა ვირტუალური ქონების მემკვიდრეთათვის გადაცემაზე უარს აცხადებენ. კონვერტით მიღებული წერილებისგან განსხვავებით, თქვენი მემკვიდრე ვერ ჩაიხედება თქვენს ონლაინ საფოსტო ყუთში. განსხვავებით თქვენი მობილური ტელეფონისა, თქვენი ონლაინ-ტელეფონის ანგარიში თქვენს მემკვიდრეს არ გადაეცემა. განსხვავებით საბანკო სეიფისა, ონლაინ სეიფის გასაღებს ის ვერ მიიღებს. კერძო ცხოვრებისა და საიდუმლოების დაცვის ინტერესები აქ უმთავრესია, თუმცა თქვენს საბანკო სეიფშიც უამრავი კონფიდენციალური საბუთი შეიძლება, ინახებოდეს, ისევე როგორც, თქვენი სამუშაო მაგიდის უჯრაშიც… ეს წინააღმდეგობა სასამართლო დავებსაც კი იწვევს. რიგ შემთხვევაში, მოსამართლე ავალდებულებს ონლაინ-კომპანიას, მათთან დაცული საბუთები მემკვიდრეებს გადასცენ, სხვა შემთხვევაში, მოსამართლე ამგვარი დადგენილების გამოტანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. განსაკუთრებით ხშირად სასამართლო დავები Yahoo-სთან მიმდინარეობს, ვინაიდან მისი წესები ყველა სხვა იმეილ-კომპანიასთან შედარებით, განსაკუთრებით მკაცრი და კლიენტის კონფიდენციალურობის სადარაჯოზე მედგრად მდგომი ყოფილა (ამ კლიენტის გარდაცვალების შემდგომაც კი)… გუგლსა და ჰოთმეილს სასამართლომდე საქმე არ მიჰყავთ – სამკვიდროს ცნობას ითხოვენ, რის შემდეგაც გარდაცვლილის მთელს გაგზავნილ და მიღებულ წერილებს CD-ზე ჩამოყრიან და მემკვიდრეებს გადასცემენ… და ხელებიც დაუბანიათ.

ბაზარი, მოგეხსენებათ, ოხერი რამეა – მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებასაც და რამდენიმე იურიდიული ოფისი ონლაინ-მემკვიდრეობის საკითხებითაა დაკავებული. გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც პასვორდების დაცვა-შენახვის სერვისს გვთავაზობენ. კლიენტის გარდაცვალების შემდეგ ეს ონლაინ-გასაღებები მემკვიდრეებს გადაეცემათ.

დაბოლოს, რაც შეეხება ბლოგებს – ბლოგი გზაა თქვენი უკვდავებისკენ. ამისთვის არსებობს ისეთი ოფცია, როგორიცაა Schedule –  პოსტების გამოქვეყნების განრიგი. დააგროვეთ პოსტები, ჩააყენეთ მწკრივში, მიუთითეთ გამოქვეყნების სამომავლო თარიღები და, ჯვარი გწერიათ, თქვენი გარდაცვალების შემდეგაც კი თქვენს მკითხველებს ექნებათ საშუალება თქვენი ბლოგის კითხვით დატკბნენ და თქვან: “რა საოცრად წავიდა”…
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”

    1. მძიმე რატოა? ცხოვრებისეულია.

      შენგან სხვანაირ პოსტებს ვართ მიჩვეული.

      შენ თუ მიეჩვიე არ ვიცი და ბევრი პრეტენზიებს გამოთქვამს ეს რა მაიმუნური პოსტები გაქო. ქვეყანა ინგრევაო და შენ კი რეებზე წერო.
      სიკვდილზე, ღორის გრიპზე, ცუნამიზე, ომებზე და ტერაქტებზე წერე მეტიო… ეგრე მეუბნებიან. მკითხველი კი ყოველთვის მართალია. 🙂

      Like

  1. ჰაჰა :)) მძიმე არ არის, ვიცინე :))
    ის გაგიგია, apres moi le deluge :)) მიჩუქებია ყველა ჩემი ექაუნთი ოჯახის წევრებისთვის, სხვა განზომილებაში მაინც არ გამომადგება :დ
    ან თუ დასამალი გაქვს რამე, საიდუმლო ექაუნთის გაკეთებას რა უნდა. ამის შემდეგ მეცოდინება რომ იაჰუს უნდა ვენდო : )

    Like

  2. ძალიან საინტერსო იყო ვადერ, იცი ხო მეც დამებადაგუშინ ეს კითხვა. ჰოდა ეს ”შედულე” ნელ-ნელა უფრო მაინტრიგებს, ძალიან საინტერესოა. დაუშვათ დატოვე პოსტები და ასე რომ დაიწყებ ყველას:

    ”აგერ უკვე 6 თვეა გარდავიცვალე, ჩემი ბლოგი კი სიცოცხლეს განაგრძობს. დღეს მინდა ქალიშვილობის ინსტიტუზე გელაპარაკოთ” ;დდდ

    Like

    1. ისე, ღმერთმა ჯანი მოგცეს და შენ რომ გარდაიცვლები და კიდევ 6 თვე რომ გამოხდება, კიდე თუ ქალიშვილობის ინსტიტუტზე გვექნა ქართველებს სამსჯელო, მართლა არ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგაა. 🙂

      Like

      1. აუ მაგარი დარხეული გვექნება თუკიდე მაგაზე ვილაპარაკებთ ;დდდ ან საერთოდ აღარ ვიარსებებთ ;დ ან საერთოდ ქალიშვილები აღარ იარსებებნ დაბადნიდანვე ;დდდ

        Like

  3. რა საინტერესოა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე.
    გამოდის რომ საბანკო სეიფის გასაღებს მემკვიდრე უპრობლემოდ იღებს და პეიპალისას არა? რა საინტერესოა. და სხვა ანგარიშებს რა მოსდის? მე მაგალითად ბეტენდვინში მაქვს ანგარიში და იქ ზოგჯერ თანხის მეტობა მაქვს? ეგ სად მიდის?

    Like

    1. არსად არ მიდის. ზოგადად შიდა წესი აქვთ ეგეთ სამსახურებს და X დროის შემდეგ თუ ანგარიშზე არაფერი მოძრაობა აღარაა (2-3-5 წელი) ჩეკს გამოწერენ და აგზავნიან მფლობელის მისამართზე… თუ ამასობაში მისმა მემკვიდრემ ან ბინა შიაცვალა ან სულაც არ ცხოვრობდა იქ – ფულები ფაფუ.

      ჩვეულებრივი სამკვიდრო აქ არ მუშაობს. მაგრამ შესაძლებელია წინასწარ დაიდოს შეთანხმება კომპანიასთან (ფეიფალი, ბეთენდვინი თუ ვინც გინდა…) და იურიდიული კომპანიასთან პარალელურად და იურისტები მაშინ იღებენ უფლებამოსილებას კლიენტის სახელით იმოქმედოს მისი გარდაცვალების შემდეგ. თუ არადა სასამართლო.
      მაგრამ სასამართლო მარტივი არაა – გააჩნია სად ცხოვრობ, მოქალაქეობა, იურისდიქცია…

      ასე რომ, მართლაც არაა მარტივი და სახუმარო თემა.

      Like

  4. თუ სწორედ გავიგე, იურიდიულ კომპანიასთან იდება ხელშეკრულება და ისინი განკარგავენ ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ?

    Like

    1. რა იყო შე კაცო, რამეს ხომ არ აპირებ? 🙂

      ნიკა, მე იურიტი არ ვარ. ამ საკუთხთან შეხება როგორც პოსტშიც მიწერია იმის გამო მომიხდა, რომ ახლა ვთანამშრომლობ მარკეტინგულ კომპანიასთან, რომელიც ინტერნეტ და ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკიტხებს იკვლევს. ეს საკითხიც მაგ კუთხით წამიიჭრა – ონლაინ სფეროს გაფართოებამ წარმოშვა ნიშა ახალი მომსახურებისთვის, როგორიცაა, მაგალითად სპეციალიზირებული კომპანიები “My Webwill”, “Digital Beyond”, “Asset Lock” და სხვა მრავალი.
      პლუს, მეორეს მხრივ, წმინდა იურიდიული ოფისები, რომლებსაც საგანგებო სამსახურები ყავთ ონლაინ ანგარიშებთან, მეილებთან, ონლაინ-საცავებთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

      კონკრეტულად ფეიფალთან – იქ ფეიფალტან ხელშეკრულებაშივე უნდა განისაზღვროს ეს საკითხი. არის სტანდარტული ნორმა, მაგრამ შეიძლება ის დაზუსტდეს კლიენტისა და ფეიფალის შეტანხმებით. ამ შეთანხმებით განისაზღვრება ანგარიშზე ნაშთის ბედი კლიენტის გარდაცვალების შემდეგ. ეს ყველაფერი იურისტების მონაწილეობით. მეორეს მხრივ კლიენტსა და იურიდიულ ფირმას შორის ცალკე ხელშეკრულება იდება ინსტრუქციებით. ანდერძი პონტია – ინიშნება საგანგებო რწმუნებული და შემდეგ ის მიხედავს უკვე – მიიღებს თანხას ფეიფალიდან, დახურავს იქ ანგარიშს და თანხას განკარგავს ანდერძის თანახმად.

      Like

      1. მადლობა რომ არ დაგეზარა და მიპასუხე! საინტრესო ოყო.

        არა, მე არაფერს ვაპირებ ჯერ, მაგრამ აქ გარანტიებს ვინ მომცემს. 🙂

        ამას არ ეხება, მაგრამ ვიცი ფეხბურთი გიყვარს და ძაან ემოციებზე ვარ. კარგი შედეგია ფრე გასვლაზე….. ქეცბა მაგარი კაცია მაინც.

        Like

      2. რაის მადლობა. 🙂

        კი ეხება ამ თემას – ჩვენი ფეხბურთიც ხომ გარდაცვლილი იყო… ახლა რაღაც პაწა ნიშანი გამოჩნდა, რომ კლინიკური სიკვდილი ყოფილა და ეგებ პირი სააქაოსკენ მოაბრუნოს.

        ქეცბა მაგარი კაცია

        ნამდვილად! 🙂

        Like

  5. დაბოლოს, რაც შეეხება ბლოგებს – ბლოგი გზაა თქვენი უკვდავებისკენ. ამისთვის არსებობს ისეთი ოფცია, როგორიცაა Schedule – პოსტების გამოქვეყნების განრიგი. დააგროვეთ პოსტები, ჩააყენეთ მწკრივში, მიუთითეთ გამოქვეყნების სამომავლო თარიღები და, ჯვარი გწერიათ, თქვენი გარდაცვალების შემდეგაც კი თქვენს მკითხველებს ექნებათ საშუალება თქვენი ბლოგის კითხვით დატკბნენ და თქვან: “რა საოცრად წავიდა”…

    gmerto, ra daundoblobaa

    Like

    1. ჰა… თავიდან პოსტი მთავრდებოდა ერთი ოჯახის ტრაგი-ფარსით, რომელიც სასამართლო პროცესებშ აღმოჩნდა ჩართული მათი ახლაგაზრდა გარდაცვლილი ქალიშვილის ონლაინ მემკვიდრეობაზე უფლებების მოსაპოვებლად…

      მერე ვიფიქრე, რომ ძალიან დამძიმდა პოსტი და ლაითად დავამთავრე.

      შენ კი ამბობ – დაუნდობლობაო. 🙂

      Like

  6. აქამდე სულ ქალები, ტრაკები, ძუძუები ეხლა კიდე სიკვდილიო. 🙂
    მშვენიერი ამინდებია, ლუდის სეზონი გრძელდება. ცხოვრება მშვენიერია.
    მაგრამ ბრაზილიის გაფარჩაკება ვერ აიტანე შენ. 🙂 დეპრესნიკი გაქ.

    Like

      1. ბჯო, როცა გუშინ მალტა გიგებდა 2-0, უნდა გვიხაროდეს. თან ძალიან.
        და მთავარი სხვაა – ბრძოლის სურვილი ჩანდა. ჟინი ჩანდა. მცდელობა არ დაუკლიათ და *ლეზე არ ეკიდათ. რაღაც ორგანიზებული თამაში ჩანდა, მათ შორის დაცვაში. თამაშის ბოლომდე ცდილობდნენ შეტევას და იყო მომენტებიც.
        გუნდს დაემსგავსა მოკლედ. კონტურებში. 🙂

        ჰოდა, მორჩი ახლა ჩემი პოსტის გაოფტოპიკებას, თორე დაგიჭიპავ კომენტარს, ignoring all honors. 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: