დღეს, 13 აგვისტოს სილვესთერ სთალონეს ახალი ფილმი The Expendables კინოეკრანებზე გამოდის. ჩვენს კინოგაქირავებაში ის სექტემბერში გამოჩნდება სახელწოდებით “გასაღებულნი” – ყოველ შემთხვევაში ასე გვამცნობს IMDb (თუმცა, “საზარბაზნე ხორცი” უკეთესი სათაური იქნებოდა. იმჰო).
გადაღებები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო და სლაიმ ჰოლივუდის ყველაზე მაგარ ბიჭებს მოუყარა თავი – ბრიუს უილისს, არნოლდ შვარცენეგერს, მიქი რურქს, ჯეთ ლის, ერიქ რობერთსსა და დოლფ ლუნდგრენს – როგორც ბექამ AKA harton-მა სამართლიანად შენიშნა ფეისბუქზე, 90-იანები ბრუნდება – თუმცა, ვეტერანების გვერდით ეკრანზე ვიხილავთ “ადრენალინის” ვარსკვლავს ჯეისონ სთეთჰემს, ისევე როგორც თერი ქრიუსს, სთივ ოსთინს, რენდი ქოუთურსა და გერი დენიელსს.
ფილმში ასევე მიწვეულნი იყვნენ ვან დამი და სიგალი, თუმცა მათ გადაღებებზე უარი თქვეს. ვან დამის პრეს-კონფერენციის ჩანაწერი იუთუბზეც დევს, სადაც “უნივერსალური ჯარისკაცი” ჩივის, სთალონემ ვერც სცენარი გამომიგზავნა და ვერც ჩემი გმირის ფსიქოლოგიური პორტრეტი დამიხატა და სულიერი წიაღსვლები განმიმარტაო, მე კიდე მაგ ამბების გარეშე თამაში არ შემიძლიაო. 🙂 (ამ კაცს, მგონი, პაროდისტის ნიჭი აქვს, ისე კარგად აჯავრებს სლაის. “საზარბაზნე ხორცისა” რა ვთქვა და “იუმორინას” კი დაამშვენებდა).
თუ ვინმე მართლა დააკლდა ფილმს – ეს, უდავოდ, გენიალური ფორესთ უაითექერია (თუ სიტყვა “გენიალური” ზედმეტი გეჩვენებათ, ესე იგი “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე” არ გინახავთ). მას, ვან დამისგან განსხვავებით, სულიერი წიაღსვლების ქექვა არ დაუწყია და სლაის თანხმობა განუცხადა, თუმცა, გადაღებების დაწყება რამდენჯერმე შეფერხდა და უაითექერს (რომელიც 2009 წელს ერთდროულად რამდენიმე ფილმში მონაწილეობდა) “საზარბაზნე ხორცში” გადასაღებად დრო არ ეყო. შესაძლოა, ის მომავალ სერიებში გამოჩნდეს (მოარულ ხმებს თუ ვენდობით, The Expendables ტრილოგია უნდა იყოს).
ძველ მეგობრებს – სთალონეს, უილისსა და შვარცენეგერს ფილმში ერთობლივი სცენა აქვთ. როგორც სილვესთერ სთალონემ გაამჟღავნა – The Expendables-ში მისი და “რკინის არნის” ოდინდელ კინო-პაექრობაზეცაა ირონიული მინიშნება.
- სხვათა შორის, შვარცენეგერი სლაის საყვარელი სახუმარო “პერსონაჟია”. ფანტასტიკურ ფილმში “გამანადგურებელი” (Demolition Man) სთალონეს გმირი, რომელიც მომავალში ხვდება, იგებს, რომ ამერიკელმა ხალხმა 61-ე შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში და არნოლდ შვარცენეგერი პრეზიდენტად აირჩია. ფილმში “პრეზიდენტ შვარცენეგერის ბიბლიოთეკაცაა” ნახსენები.
პრეზიდენტობა იქეთ იყოს და არნოლდ შვარცენეგერს, რომელიც ქალიფორნიის გუბერნატორია, ფილმში მონაწილეობისთვის ჰონორარი არ აუღია, ამასთან, გადაღების დროს ის კუთვნილ შვებულებაში იყო, ამდენად, კინოში დაბრუნებას მისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისთვის ზიანი არ მიუყენებია, რაც საგანგებოდაა აღნიშნული გუბერნატორის ოფისის განცხადებაში. ამერიკაში კანონი ჰოლივუდზე მაღლაც კი დგას. 🙂
“საზარბაზნე ხორცის” სიუჟეტი არახალია – დაქირავებულ ჯარისკაცებს ერთ-ერთი სამხრეთ ამერიკელი დიქტატორის ჩამოსაგდებად ამწესებენ, თუმცა, საგანგებო მისიის მონაწილენი სულ მალე ხვდებიან, რომ ისინი უბრალოდ სასაკლაოზე გააგზავნეს.
- ეს ყველაფერი 1978 წელს გადაღებულ “ველურ ბატებს” (The Wild Geese) ჰგავს. იქაც ჯარისკაცებს ქირაობენ და საიდუმლო სამხედრო მისიით აფრიკაში აგზავნიან. იქაც მათი მისია იმთავითვე განწირულია. იქაც ვეტერანი ვარსკვლავები – 53 წლის რიჩარდ ბართონი, 51 წლის როჯერ მური, 50 წლის ჰარდი ქრიუგერი, 64 წლის ჯექ უოთსონი და შედარებით ახალგაზრდა რიჩარდ ჰარისი თამაშობენ… თუმცა, “ბატების” მსახიობები მართლა მობერებულნი ჩანდნენ, “საზარბაზნე ხორცის” მსახიობებს კი ასაკი ნაკლებად ეტყობათ და სილვესთერ სთალონემ, როგორც ყოველთვის, ტრიუკები თავად, კასკადიორის გარეშე შეასრულა… მართალია, კინაღამ კისერი წაიტეხა და მხარიც ამოიგდო, მაგრამ, გადაღებები მაინც მშვიდობიანად დაასრულა. 🙂
ამბობენ, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მაგრამ სთალონემ ეს უკვე ორჯერ მოახერხა – მისმა “როკი ბალბოამ” (Rocky Balboa AKA Rocky VI) და “რემბომ” (Rambo AKA Rambo IV) 131 და 63 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოიტანა კინოგაქირავებიდან. ასე რომ, ეჭვიც არ მეპარება – მესამედაც მოახერხებს.
P.S.
სილვესთერ სთალონე ნიჭიერი ადამიანია და არცთუ ურიგო მსახიობი.
მე ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ასე, თურმე, სინემატოგრაფში ჩემზე ბევრად ავტორიტეტული ადამიანებიც ფიქრობდნენ.
მიქელანჯელო ანტონიონის აქვს ასეთი ჩანახატი “ოთხნი ზღვაში”, რომლის მიხედვითაც 80-იანებში ფილმ “ეკიპაჟის” (The Crew) გადაღებას ფიქრობდა. იქ სულ ოთხი მთავარი როლია და ერთ-ერთისთვის რეჟისორი მსახიობს ალ ფაჩინოს, ჯექ ნიქოლსონსა და სილვესთერ სთალონეს შორის არჩევდა. მგონი, მშვენიერი კამპანიაა – ვერც ერთი მსახიობი ვერ დაიწუნებდა.
ასე რომ: სილვესთერ სთალონე – ანტონიონისგან ნაკურთხია. 🙂
P.P.S.
ფილმში მონაწილე ვარსკვლავებმა ჰოლივუდიდან დაწყებული უკვე ნახევარი მსოფლიო შემოიარეს – პარიზი, ბერლინი, ლონდონი, კიევი.
ამაზე კაი პიარი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოქცევა სხვა რა გინდათ, თქვე დალოცვილო კულტურის სამინისტროს მესვეურებო – კაი ხანია საშვილიშვილოდ დავიწყებული და ნაფტალინში ჩადებული ესტრადის “ვარსკვლავების” ჩამოყვანას (თქვენს გარდა რომ აღარავის ახსოვს) – სთალონე ჩამოვიყვანოთ ფილმის პრემირაზე… ჯერ მარტო რაც მაგან კარიერის მანძილზე რუსები ბეთქა და ჟეჟა. 🙂 მაიმუნ ქრის დე ბურგს აღარა სჯობია?
P.P.P.S.
ამ პოსტით ბლოგზე კიდევ ერთ შესვენებას ვიღებ. როცა დავბრუნდები, ეგებ, The Expendables ჩვენს ეკრანებზეც დამხვდეს გამოსული და ფილმის შეფასების საშუალებაც მექნება… მე თუ კომპეტენცია და გემოვნება არ მეყო, ეგერ ფქსიქე მაინც შეაფასებს. 🙂
მანამდე თრეილერის ამარა გტოვებთ.

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
რომ გამოვა, წავიდეთ.
🙂
LikeLike
იეს. აუცილებლად.
მაგ ადამიანის ფილმებზე ვართ, ფაქტობრივად, გაზრდილი :):)
LikeLike
Stalones chamokvana martla kai ideaa ise. Kievshi tu chavida bolo-bolo.
Misha shehvdeba, hels chamoartmevs CNN gadaugebs…
kai ideaa martla 🙂
LikeLike
კაი საყურებელი ფილმი უნდა იყოს.
თავის ჟანრში სტალონე ნამდვილად კლასიკაა 🙂
ვნახოთ.
LikeLike
საინტერესო პოსტები გქონია.
+1
ასე გააგრძელე.
LikeLike
მადლობა.
გავაგრძელებ, სანამ ქაღალდი, კალამი და მოთმინება მეყოფა.:)
LikeLike
7-ში იყო პრემიერა კიევში 🙂
სტალონე, სტეტჰემი და ლუნდგრენი ჩამოვიდნენ.
თან მოსკოვში არ ჩავიდნენ და აქ ჩამოვიდნენ და რუსეთში მაგარი ამბავი ატყდა მაგაზე. 🙂 ისევ საბჭოთა კავშირი გონიათ იქ.
მართლაც კარგი იქნება თუ საქართველოშიც ჩამოიყვანენ. რატომ არ უნდა ჩამოიყვანონ?
მხარს გიჭერ. 🙂
მართლა, კოდაკი ჩამოგივიდა?
დადე ფოტოები როგორ იღებს.
LikeLike
ეგენი საბჭოთა კავშირში იცხოვრებენ კიდე კაი ხანი 😦
ანუ კიევში ხარ? 🙂
მერე რაო სთალონემ? დაბერებას არ ვაპირებო? 🙂
იქეთ კვირას უნდა ჩამოვიდეს წესით.
გამოგზავნილია უკვე ამერიკიდან.
LikeLike
მე მეგონა სტალონეზე ამბობდი :):)
LikeLike
:):)
LikeLike
Van Dami ver davinaxe siashi tu davbrmavdi?
banzi stafia da eget filmebs ver vitan egeni rom monacileoben ziritadad
stalones da sxva mochxubrebs vgulisxmob
chemi fexi ar iqneba am filmze 😀 😀 😀
LikeLike
ვან დამი ვერ ქაჩავს 🙂
არადა, მაგარი კინო იქნება.
Salt ნახე? 🙂
LikeLike
Kiii vnaxe
da meramdened vinane Jolie-d rom ar davibade
Mikvars eg qali da mag qalis egeti rolebi
viqnebodi spec agenti – kargad momzadebuli
if if ra ambebs davatrialebdi
LikeLike
ინტრიგა აკლდა. ეგრევე მივხვდი რომ ის მეორე იყო აგენტი. მით უმეტეს, რომ სულ ცუდ ტიპებს თააშობს.
LikeLike
მაც მომენატრა კაი მამაპაპური ბოევიკი.
ეს მელოდრამები და სულელური კომედიები ამოვიდა ყელში. 🙂
LikeLike