ამერიკული მოდის ინდუსტრიის ორი ლეგენდა – Levi’s და Brooks Brothers ერთიანდებიან, რათა ბაზარს წარუდგინონ ჯინსების ექსკლუზიური კოლექცია:
501, 505 და 514 სპეციალურად შექმნილი Brooks Brothers-ისთვის.
ეს მოდელები გარეგნულად არაფრით განსხვავდება Levi’s-ის ტრადიციული პროდუქციისგან, მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსით – ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია შეკერილი. კოლექცია Brooks Brothers-ის მაღაზიებში იყიდება და ფასიც შესაბამისია – რამდენჯერმე ძვირი, ვიდრე Levi’s-ის მაღაზიებში წარმოდგენილი ჯინსის შარვლები.
თუმცა, Levi’s for Brooks Brothers არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. ესაა ამერიკული ლეგენდა. თანაც, ორმაგი.
P.S.
Levi’s, მგონი, წარდგენა არ სჭირდება.
Brooks Brothers რაც შეეხება, მასზეც არაერთხელ დავწერე ჩემს ბლოგზე, მაგრამ, ვისაც გამორჩა, მოკლედ შევახსენებ – ის 1818 წლიდან არსებობს (მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ყველაზე ძველი კომპანიაა შეერთებულ შტატებში) და უკვე ორი საუკუნეა “ძმები ბრუქსები” აცმევენ ამერიკელ პრეზიდენტებს (ლინქოლნს, გრანთს, თედი რუზველთს, ქენედის, ფორდს, ბუშ უმცროსს, ქლინთონს), მწერლებს, ბიზნესმენებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, მსახიობებს (ქურთ უონეგუთს, ენდი უორჰოლს, სონი როლინსს, უინთონ მარსალისს, ფოლ მაქართნის, დაგლას ფერბენქსს, ქეთრინ ჰეფბერნს, ქლაქ გეიბლს, ფრედ ასთერს, ჯონ ვოითს, ჯეიმს გენდოლფინის…). სწორედ აქ მუშაობდა რალფ ლორენი, სანამ საკუთარ მოდის სახლს დააფუძნებდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
___
ასევე:
501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს
ძმები ბრუქსები: როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორც პრეზიდენტი
კაი ძვირია!
LikeLike
ჰო 😦
დაელოდე სეილს 🙂
LikeLike
ძალიან კარგი ბლოგი გაქვს. ძალიან საინტერესო პოსტებია!!!
LikeLike
მადლობა.
მეც ასე ვფიქრობ 😉
LikeLike
მიყვარს ჯინსები
LikeLike
კარგია, თუ ეს ორმხრივი სიყვარულია 🙂
LikeLike
აუ რა სიამოვნებით შევიძენდი რამდენიმე ცალს თანაც 🙂
LikeLike
ლევისის ფირმისას, ორიგინალს, მეც სიამოვნებით შევიძენდი: )
მიყვარს კარგი ჯინსი
და დიახ, დიახ, ჯინსაც ვუყვარვარ მე, ორმხრივია ეს გრძნობა, თან მე ისეთი ერთგული ვარ, მთელი წელი ერთი და იგივე ჯინსი მაცვია გაუხდელად :დ :დ
LikeLike
ნუ როგორც ლივაისის ფირმაში ამბობენ, კარგ ჯინსს კარგი გამხდელიც უნდაო. 🙂
LikeLike
ლოოლ, უფრო კონკრეტულად? :დ
იხტიბარს არ გავიტეხ და ვიტყვი: ვინც თავისით იცმევს, ის თავისითაც მშვენივრად [გა]იხდის :დ
LikeLike
ნუ ესე იგი კომენტარებია, ნუ იტყვი.
მეც ძალიან მიყვარს ლევისი.
LikeLike
რა პოსტიცაა ის კომენტარებია 🙂
LikeLike