1977 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკელთა შემოჭრა განხორციელდა. ეს შემოჭრა CIA-მ (რომელსაც იმ დროს ყველა ცეერუს ეძახდა) ერთი შეხედვით უწყინარი გამოფენის “Фотография в США” (“ფოტოგრაფია აშშ-ში”) საფარქვეშ განახორციელა. გამოფენამ სსრკ-ს რამდენიმე ქალაქში იმოგზაურა (მათ შორის აღმოჩნდა თბილისიც), გამოფენის მიმდინარეობისას საბჭოთა მოქალაქეებმა პირველად ნახეს ასე ახლოდან ცოცხალი ამერიკელები, გაეცნენ ამერიკული ტექნოლოგიის იმდროინდელ მიღწევებს, იხილეს ამერიკულ ქუჩებში, შარა-გზებსა თუ მინდორ-ველზე გადაღებული უამრავი ძველი თუ ახალი ფოტო, სახტად დარჩნენ ამერიკული ღიმილის შემყურენი და პირველად შეეპარათ ეჭვი, რომ ეს ამერიკა სულაც არაა ისეთი საშიში და საშინელი, როგორც გაზეთი “პრავდა” წერს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია აშშ-ში არის ერთ-ერთი საბჭოთა კავშირის მნგრეველთა იმ გრძელ სიაში დისიდენტების, “ბიტლების”, რადიო თავისუფლების, რონალდ რეიგანის, კოკა-კოლას, “ლივაისის” ჯინსების, იოანე პავლე მეორის, სიგარეტ “მარლბოროსა” და უილის ქანოვერის გვერდით – ყოველ შემთხვევაში, ასე იგონებენ იმ გამოფენის დამთვარიებლები თავიანთ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს.
სხვათა შორის, იქ იხილა ბევრმა პირველად Polaroid-ის ფოტოაპარატები და ფოტოებიც გადაიღო. მაგრამ ახლა მე Kodak-ზე მინდა, დავწერო. კომპანიაზე, რომლის გარეშე ფოტოგრაფიაც არ იქნებოდა. საგანგებოდ გამოფენისთვის ამერიკელებმა გამოსცეს ჟურნალი “Фотография в США”, სადაც, რა თქმა უნდა, ერთი სტატია ჯორჯ ისთმენსაც (George Eastman) ეძღვნებოდა.
ჯორჯ ისთმენი ფოტოგრაფიის სთივ ჯობსია. თუ ჯობსმა პერსონალური კომპიუტერი შექმნა, ისთმენმა გამოიგონა პერსონალური ფოტოაპარატი.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ ადამიანს სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული – ვინაიდან მამა ადრე გარდაეცვალა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიჭი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო და სკოლაში სწავლისთვის დრო აღარ რჩებოდა… თუმცა, ბევრს კითხულობდა და არაჩვეულებრივი მეხსიერების, შრომისმოყვარეობისა და ცოდნის მიღების სურვილის წყალობით, თავის თანატოლებზე ნაკლებად განათლებული არ იყო და მშვენივრად იცოდა, ვინ დაწერა “პოემა ჩემს შესახებ” (Song of Myself), არადა სკოლის დახასიათებაში ასე ჩაუწერეს – ნიჭიერებით ვერ დაიკვეხნისო.
1874 წელს იმხანად უკვე ბანკის 24 წლის კლერკმა ჯორჯ ისთმენმა დასასვენებლად სანთო დომინგოში გამგზავრება გადაწყვიტა. სურდა, მოგზაურობა ფოტოზე აღებეჭდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად – იმდროინდელი ფოტოაპარატი მთელი აღჭურვილობით იმ ზომა-წონისა და ისე ძნელად მოსახმარი იყო, რომ ისთმენმა განზრახვაზე ხელი აიღო, აღარც სანთო დომინგოს ეწვია და მთელი შვებულება ფოტოგრაფიის შესახებ გამოცემული ჟურნალებისა და წიგნების კითხვას მოახმარა. ამის შემდეგ კიდევ სამი წელი მუშაობდა ახალი ფოტოემულსიისა და ფოტოფურცლების დამზადებაზე და 1880 წლიდან ამ პროდუქციის მასობრივი წარმოების დაწყება და მშობლიური ქალაქის, როჩესთერის რამდენიმე ფოტოლაბორატორიისა და ფოტოსტუდიის მომარაგებაც შეძლო. მაგრამ ექსპერიმენტები გრძელდებოდა და 1885 წელს მან ფოტოფურცელი ელასტიური ქაღალდის ფოტოფირით (ლენტით) ჩაანაცვლა, რაც ბევრად მოსახერხებელი იყო, თუმცა ეს ლენტი იოლად ზიანდებოდა და ხორკლიანი ზედაპირი ჰქონდა, რაც ფოტოს ხარისხზეც აისახებოდა. ისთმენი თავისი გამოგონების გაუმჯობესებას აგრძელებდა და 80-იანების ბოლოს (ქიმიკოს ჰენრი რაიქენბაქის (Henry H. Reichenbach) დახმარებით) საგანგებო ფენით დაფარული, გამძლე და პრიალა ზედაპირის მქონე ფოტოფირი შექმნა, იმის მსგავსი, რომელიც, ალბათ, ბევრს გვინახავს და გვახსოვს. მასთან ერთად ჯორჯ ისთმენმა ბაზარს Kodak-ის პირველი 25 დოლარად შეფასებული ფოტოაპარატიც წარუდგინა, რომელშიც კოჭი (“კატუშკა”-ს რომ ვეძახდით ხოლმე) იდგმებოდა 100-კადრიანი ფოტოლენტით – ეს 1888 წელს მოხდა, როდესაც ბიზნესმენმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისთმენმა სავაჭრო ნიშანი Kodak დაარეგისტრირა, მომდევნო წელს კი Eastman Company-ც (1892 წლიდან მოყოლებული Eastman Kodak Company) დააფუძნა.
- მიუხედავად იმისა, რომ დასახელება Kodak-ის შესახებ რამდენიმე ურბანული ლეგენდა არსებობს, ყველაზე სარწმუნოდ ჩანს ვერსია, რომ ის თავად ისთმენმა მოიგონა. რატომ მაინცადამაინც Kodak? ამ სიტყვას განმარტებით ლექსიკონში ვერ იპოვნით. ისთმენის აზრით, დასახელება უნდა ყოფილიყო მოკლე, იოლად დასამახსოვრებელი და მის გაგონებაზე არაფერი სხვა უნდა გახსენებოდათ, თუ არა Eastman Company-ს პროდუქცია. გრაფიკულად და ჟღერადობით მისთვის ყველაზე მოსაწონი ლათინური ასო K აიღო (მისი დედის გვარი Kilbourn იყო) და, სხვადასხვა ბგერათშეწყობის შემდეგ, საბოლოო არჩევანი Kodak-ზე შეაჩერა.
უნდა ითქვას, რომ ფოტოგრაფები გამოგონებას ეჭვის თვალით შეხვდნენ. ასე ამბობდნენ – ჩემს მამასა და პაპას და კიდევ იმის პაპას თუ ფოტოფირი არ ჰქონდათ, რა სურათებს ვერ იღებდნენო? თუ კაი ჭამა-სმა არ იცოდნენო? ეგ კოდაკია თუ რაღაცა ჯანდაბაა, მხოლოდ მოდაა, მალე გადაივლის და აღარვის ემახსოვრება, როგორც შარშანდელი თოვლიო.
სკეპტიკოსთა დასარწმუნებლად ჯორჯ ისთმენმა გენიალური გადაწყვეტილება მიიღო და ხალხში გავიდა – პროფესიონალების ნაცვლად უბრალო ფოტომოყვარულთა დაინტერესება სცადა სარეკლამო კამპანიით, რომლის მიზანიც ახალი ფოტოაპარატით გადაღების სიიოლის ჩვენება იყო. მან მოიფიქრა სლოგანი: “You press the button, we do the rest“. (“თქვენ აჭერთ ღილაკს, ჩვენ ვზრუნავთ დანარჩენზე”). Eastman Kodak Company მონაწილეობდა გამოფენებში, იყენებდა ქუჩის სტენდებს, ავრცელებდა იმ სახის ნაბეჭდ სარეკლამო პროდუქციას, დღეს რომ ფლაიერებს ვუწოდებთ… ამან ყველაფერმა გაჭრა და ისთმენმა ყველა ჩვენგანი ფოტოგრაფებად აქცია.
ჯორჯ ისთმენმა თავის საწარმოში დანეგრა კონვეიერული წარმოება და საბოლოო ჯამში მიაღწია იმას, რომ 1900 წლის ფოტოაპარატი Brownie მხოლოდ 1 დოლარად იყიდებოდა (არადა პირველი მოდელი, ზემოთაც დავწერე, 25 დოლარი ღირდა).
Eastman Kodak Company მსოფლიო სადისტრიბუციო ერთიან ქსელს ფლობდა. 1900 წლისთვის კომპანიის წარმომადგენლობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებობდა, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ჩათვლით. მოგვიანებით ამას დაემატა გაყიდვების ოფისი იაპონიაში და შვილობილი წარმოება კანადაში. შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯ ისთმენმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა გლობალური (მულტინაციონალური) კომპანია იმ გაგებით, როგორც ეს ტერმინი დღეს გვესმის.
ჯორჯ ისთმენის სახელს უკავშირდება ასევე კომპანიის თანამშრომელთა დაქირავება “სიცოცხლის ბოლომდე” – ის, რაც 70-იანების ბოლოსა და 80-იანებში მართვის ხელოვნების ბევრმა მკვლევარმა იაპონური მენეჯმენტის მიგნებად მიიჩნია, ისთმენმა მის საწარმოებში საუკუნის წინ დანერგა. Eastman Kodak Company-ის თანამშრომლებს ჰქონდათ დაზღვევა და საპენსიო უზრუნველყოფა. მოგებიდან ბონუსებიც ასევე ყველა თანამშრომელზე ნაწილდებოდა. კომპანიის აქციების 1/3 ასევე თანამშრომელთა ხელში იყო.
ჯორჯ ისთმენის ფინანსური დახმარების წყალობით გაკოტრებას გადაურჩა როჩესთერის მექანიკის ინსტიტუტი (დღეს – როჩესთერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი/Rochester Institute of Technology).
რამდენადაც Eastman Kodak Company-ს არაერთი საუკეთესო თანამშრომელი მასაჩუსეცის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology) კურსდამთავრებული იყო, ისთმენმა, მადლიერების ნიშნად, ამ სასწავლებელს 20 მილიონ დოლარამდე შესწირა.
ჯორჯ ისთმენი ეხმარებოდა სამედიცინო დაწესებულებებს, თეატრებს, დააფუძნა მუსიკალური სასწავლებელი… კომპანიის მუზეუმში დაცულია ჩეკის ასლი 30 მილიონ დოლარზე, რომელიც 1924 წლის ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესმენმა რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას შორის გაანაწილა. მთლიანობაში საქველმოქმედო მიზნებისთვის მან 100 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო.
კომპანია დღესაც აგრძელებს დამფუძნებლის გზას – აფინანსებს სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, Kodak-ის სახსრებითაა აგებული ლოს ანჯელესის თეატრი (Kodak Theatre), სადაც ოსკარით დაჯილდოების ცერემონია იმართება.
1949 წელს როჩესთერში ფოტოგრაფიისა და ფილმის საერთაშორისო მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ჯორჯ ისთმენის სახელობისაა (George Eastman House International Museum of Photography and Film).
მისი ქანდაკება როჩესთერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეზოს ამშვენებს, ხოლო აშშ-ს საფოსტო ოფისმა (United States Post Office) 1954 წელს ჯორჯ ისთმენის გამოსახულებიანი მარკა დაბეჭდა.
დღეს Eastman Kodak Company ერთადერთი არაიაპონური კომპანიაა (ან ერთი იშვიათთაგან – გერმანულ ლეიკასთან ერთად), რომელიც ფოტოაპარატების ბაზარზე პოზიციებს ინარჩუნებს. თუმცა, იაპონლების ლიდერობა გასაკვირი არაა – იაპონლები ხომ მსოფლიოში ყველაზე მანიაკი ფოტომოყვარულები არიან. 🙂 მოთხოვნა კი ყოველთვის შობს მიწოდებას.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
UPDTED:
Kodak EasyShare Z915
არა რატომ, ჩემი აზრითაც კოდაკია მოსახერხებელი.
თანაც ქენონი არასდროს მქონია. :დ
LikeLike
მაგდენი რამ არ ვიცოდი ჯორჯ ისტმენზე. საინტერესო იყო. თუმცა ერთი რაღაც ფაქტია – კოდაკი მაგარი კომპანია იყო მაგრამ ისტმენის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ინოვაციების კუთხით ჩამორჩა.
დღეს ნიკონი და ქენონი ნამდვილად ჯობნიან.
LikeLike
შენ ფოტოკლუბ ბოკეს წევრი ხომ არ ხარ? 🙂
ვერ დაგეტანხმები.
ჯერ ერთი ეგრე თქმა აი ეს იმას ჯობია ყველა ინოვაციაში, როცა დაახლოებით თანაბარ კომპანიებზეა ლაპარაკი – არასწორია.
არის სეგმენტები, რომელიც ქოდაქისთვის მნიშვნელოვანია და ცდილობს 3-ულში იყოს, სადღაც 5-ეულში და სადღაციდან საერთოდ გავიდა.
იმ ტიპის კამერებში რომელიც მე ვიყიდე – ზუსტადაც რომ ერთ-ერთი ლიდერია და მოდის კანონმდებელი. ამჟამად საუკეთესო კამერა მაგ სეგმენტში სწორედ – ქოდაქია… თუმცა, მე ფლაგმანი მოდელი არ შემიკვეთია – უფრო დაბალი კლასის ვიყიდე მაგრამ იმავე სეგმენტში და მაინც ისიც მთელი რიგი პარამეტრებით საუკეთესოა. სადღაც სხვა ჯობნის. ეგრეა ცხოვრება 🙂
LikeLike
არა რა ბოკე უბრალოდ მიყვარს ფოტოგრაფირება.
საქართველოში საერთოდ არ ვარ. 🙂
ქენონის შემოსავალი 3,5 მეტია კოდაკზე. შეგიძლია, თავად ნახო:
http://en.wikipedia.org/wiki/Canon_%28company%29
http://en.wikipedia.org/wiki/Eastman_Kodak
ამიტომ ვამბობ, რომ კოდაკი აშკარად ჩამორჩა და აღარაა ბაზრის ლიდერი. ფაქტია.
ხომ მეთანხმები? 🙂
LikeLike
ვიკიპედია მეც მაქვს 🙂
ჯერ ერთი, მანდ განსხვავებული წლის მონაცემებია.
2009-ის ბოლოს და 2010-ში კოდაკს ყველაზე მაღალი ზრდა ქონდა. შეგიძლია კომპანიის საიტზე ნახო ფინანსური მონაცემები. და წინა წლებში კომპანიამ ექსპანსია მოახდინა ამიტომ ხარჯები გაეზარდა, მერე იყო კრიზისი, შემცირებები, შემდეგ ახალი საბაზრო სტრატეგია და შედეგები კარგია.
გარდა მაგისა. GAP ბრუნვით ჯობნის Brooks Brothers-ს, რაც სულაც არ ნიშნავს რომ უკეთესი პროდუქცია აქვს. 🙂
ქოდაქმა დაიწყო ყველაზე მასობრივი სეგმენტიდან უფრო მაღალი კლასის აპარატებზე გადართვა. ამის გამო საერთო გაყიდვები შეუმცირდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ის სეგმენტი მცირდება განვითარებულ ქვეყნებში და უკვე მომხმარებელიც გადადის უფრო მაღალი კლასის აპარატებზე.
მოკლედ, ახლა მეორე პოსტი გამომივა 🙂
რომ ჩამომივა კამერა, მერე დეტალურად შევაფასებ კონკრეტულ მოდელს.
თუ არ მომეწონა – მაგასაც დავწერ.
თუმცა, ვფიქრობ იმედები არ გამოცრუვდება. 🙂
LikeLike
საქართველოში რომ იყო მარტივია.
შენ შენი ქენონით (ან ნიკონით) მე ქოდაქით და დავტესტავდით და შევადარებით.
და ვინ არის ტექნოლოგიური ლიდერი – გამოჩნდებოდა 🙂
LikeLike
მე ეს მაქვს http://usa.canon.com/cusa/consumer/products/cameras/digital_cameras/powershot_sd980_is
LikeLike
კარგი კამერაა.
მაგრამ რაღაც მონაცემებით ჩემი (მომავალი) კამერა ჯობია. რაღაცით – შენი.
მაგრამ ჩემი საგრძნობლად უფრო იაფია. 🙂
მაგ ფასად აი ესაა http://store.kodak.com/store/ekconsus/en_US/pd/Z950_Digital_Camera/productID.156586400
და ნახე – უფრო კარგი ზუმი აქვს, ISO ბევრად მაღალი აქვს, “სპუსკი” უფრო სწრაფი აქვს ბევრად… მოკლედ უკეთესი მონაცემებია მაგავე ფასად.
მაგას ვამბობდი – კოდაკი მაღალ სეგმენტში შევიდა ფასების გამით და არჩევანი გაქვს – რა მონაცემები გჭირდება მართლა და რამდენი გიღირს.
LikeLike
me makvs Kodak Easyshare M380 da zalian kmakopili var.
5X zumi aqvs da 10.2 megapixelia da shesanishnavi xarisxis suratebs igebs. shuki koreqcias aketebs zalian xarisxianad.
zalian kargi kameraa da sando.
aranairi problema ar mqonia jer. 40 gradusian sicheshic da 15 gradusian kinvashic ertnairad upretenziod mushaobs.
LikeLike
ახლა სწორედ Kodak-ის ციფრული კამერის ჩამოსვლის მოლოდინში ვარ, რომელიც უკვე შეკვეთილი მაქვს (და არ დამიწყოთ ახლა, Canon ჯობიაო 🙂 ).
მე არ დაგიწყებ
მე მიყვარს ჩემი ფოქეთ–კამერა
ძალიან მოსახერხებელია
ჩემს მინიატურულ ჩანთაშიც კი ეტევა 🙂
LikeLike
ლორდ, ეს 1977 წლის გამოფენის ფოტოები შეიძლება სადმე ვნახო? დავინტრიგდი და გუგლი არ მეხმარება
პ.ს. გათვითცნობიერებული ხალხი ხართ და იქნებ მითხრათ, რას ჯობია ყიდვისას უპირატესობა მიანიჭო, პიქსელების მაღალ მაჩვენებელს თუ ზუმის?
LikeLike
რასაც გუგლი ვერ პოულობს – ის არ არსებობს. :):)
როგორც იმ ფილმშია – გააჩნია რა შემთხვევაში. 😉
მე მეგა-ზუმიანი აპარატი მჭირდებოდა, მაგრამ ზოგადად ეგ ნაკლებადაა საჭირო. როგორც წესი 3-5 ოპტიკური ზუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში სავსებით საკმარისია.
ასე რომ, ეკონომია ისევ ზუმის ხარჯზე სჯობს ზოგადად. 🙂
თუმცა, ერთნაერი მაჩვენებლების დროს Kodak 20-30% იაფია Canon-Kikon-Lumix-ებზე, ასე რომ ეგეც არის დაზოგვის გზა.
აჰა – გადახედე http://bit.ly/cpWg7c (PDF ფაილია)
LikeLike
და კიდევ მატრიცასთან ISO არ დაგავიწყდეს ანუ მგრძნობელობა შუქის მიმართ. ეგეც მნიშვნელოვანია.
LikeLike
ძალიან დიდი მადლობა 🙂
სონის აპარატი ჩემი დისაა, ჩემთვის ეხლა ვაპირებ ყიდვას )
LikeLike
ჰოო…
ნუ მაშინ გულწრფელად რომ გითხრა ის სონი უფრო ჯიბის სათამაშოა 🙂 უფრო სერიოზული აპარატებიც არსებობს არცთუ ძვირად.
LikeLike
Sorry, can’t red your post, but I do love George Eastman 🙂
LikeLike
ჩემ მშობლებს ქონდათ ეგ ჟურნალი. 🙂
მახსოვს ბევრი ჟურნალები იყო მამაჩემის კაბინეტში მაგიდის უჯრაში და მაგათ შორის იყო “Фотография в США”. რაღაც მწერის ძალიან გადიდებული ფოტო იყო შიგ და მაგისი მეშინოდა რომ ვათვალიერებდი 🙂
LikeLike
მეც მახსოვს ეგ ფოტო 🙂 ჭიანჭველა იყო. ანფასში. :))
LikeLike