ამბოხის თეორია
პორნოგრაფიაცა და ეროტიკაც შეიძლება ლიტერატურის ნიმუში იყოს.
მელისა პი
დოჩანაშვილისეულ ფოტოგრაფ კეჟერაძეს ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, მწერალ მელისა პანარელოს / მელისა პი-ს (Melissa Panarello / Melissa P.) კი ძლიერ უყვარს თავისი ვაგინა, იმდენად, რომ პირველი რომანი “ჯაგრისის 100 გადასმა ძილის წინ” (100 colpi di spazzola prima di andare a dormire) მას მიუძღვნა. ეს არის დღიური, სადაც ღიად და თამამადაა აღწერილი თხუთმეტი წლის გოგონას სექსუალური ცხოვრება და ფანტაზიები. არა მგონია, იოლი იყოს იტალიელთა გაკვირვება ეროტიკული ნაწარმოებით, მით უმეტეს კი – შოკირება. ბოლოს და ბოლოს სწორედ აქ, რამდენიმე საუკუნის წინ შეიქმნა “დეკამერონი”, მაგრამ “ჯაგრისის 100 გადასმის” ავტორი მხოლოდ 17 წლისა იყო, მთავარი გმირი კი, როგორც ვთქვი – სულ რაღაც თხუთმეტის. ამასთან, მელისა პანარელო სიცილიელია, კატანიას პროვინციის პატარა ქალაქ აჩი კასტელოდან, სიცილია კი დღემდე რჩება პატრიარქარულ ტერიტორიად ევროპაში.
სიცილია უკიდურესობათა მხარეა. აქ არ არსებობს მეორეხარისხოვანი. სიციალია ბევრს გასცემს, მაგრამ უკან ყოველთვის ორმაგს ითხოვს და გართმევთ კიდეც ორჯერ მეტს იმისა, რაც გიბოძათ.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
(ამ სიტყვებიდან, შემთხვევით, რაღაც ხომ არ გეცნოთ?)
ასე იყო თუ ისე, მელისა პანარელოს რომანი იტალიაში მილიონ ეკზემპლიარზე მეტი გაიყიდა (რითიც მხოლოდ 1958 წელს გამოცემულ ჯუზეპე დი ლამპედუზას “ლეოპარდს” ჩამორჩა) და მალევე ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. 2005 წელს კი რეჟისორმა ლუკა გუადანინიომ ფილმადაც გადაიღო. ფილმს Melissa P. ჰქვია და ქართულ ინტერნეტ სივრცესა შიგან სძევს… თუმცა, მისი მიხედვით რომანზე მჯელობა არასწორია – მეტისმეტად თავისუფალი ინტერპრეტაციაა და ცოტა რამ აქვთ საერთო.
ნაწარმოებში მელისა პანარელო აღწერს საკუთარი სხეულისა და ეროტიკული შეგრძნებების შეცნობის პროცესს. ის ხან უცოდველი სკოლის მოწაფეა, ხან – საბედისწერო ქალი, ხან მორჩილი და მიმნდობია, ხანაც – მკაცრი დომინა. ყველა თავის სექსუალურ ფანტაზიას აღისრულებს, ჯგუფურ სექსშიც მონაწილეობს კატანიას მთავარი ტაძრისა და ეპისკოპოსიის რეზიდენციის მახლობლად და ერთ-ერთ მამაკაცს ფალოიმიტატორით უკანალშიც ხმარობს… მაგრამ, ავტორის თქმით, სექსი მხოლოდ ხერხია და არა საგანი. ნაწარმოების მთავარი თემა კი “იტალიურ საზოგადოებაში გამეფებული ფარისევლობა და პირმოთნეობაა”.
ბევრმა ჩემს წიგნს მხოლოდ ზერელედ გადაავლო თვალი და სიღრმეებში ჩახედვა არ ისურვა, რაც სრულიადაც არ მახარებს. კრიტიკოსები და ჟურნალისტები იოლ გზას გაჰყვნენ – საუბრობენ სექსზე, სკანდალზე, თითქოს ეს ერთადერთია, რაც წიგნში ყურადღებას იმსახურებს.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
წიგნი, ალბათ, მოეწონებათ ფემინისტებს. იქ ბევრი საუბარია იმაზე, რომ მამაკაცები ვერ უგებენ ქალებს და არც ცდილობენ დიდად. ქალების მგრძნობელობა მათთვის უცხოა. მამაკაცებს უჭირთ შეყვარება, მხოლოდ სექსზე ფიქრობენ და ძალიან იოლად აყენებენ ტკივილს ქალებს, ისე, რომ თავად ვერც კი გრძნობენ ამას. ხშირად არიან უხეშები, როდესაც ლამობენ, ითამაშონ “მაჩო”… თუმცა, თავად მელისა ამბობს, რომ ის ფემინისტი არ არის – “ფემინისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალი მსხვერპლია, ეს კი სისულელეა”. ის არ წუწუნებს. თავის ბედს თავად განკარგავს და ამასვე ურჩევს სხვებს. მისი წიგნი არის საკუთარი თავის შეცნობაზე, ძიებასა და არჩევანზე და ნაწარმოების ბოლოს ის მართლაც პოულობს თავის მამაკაცს… მე პირადად სარა გამახსენდა – ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი.
“ჯაგრისის 100 გადასმას” ბევრი ადარებს ფრანგი მწერლის, კატრინ მილეს წიგნს “კატრინ ემ-ის სექსუალური ცხოვრება”, რომელიც ავტორის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აჯამებს მასტურბაციიდან სვინგერობამდე, მაგრამ თავად მელისა ამგვარი შედარების წინააღმდეგია.
წავიკითხე და არ მომეწონა. სულაც არ ვფიქრობ, რომ სექსი ინტელექტუალურია ან ფილოსოფიური. სექსი ესაა სხეული და სისხლი. ჩვენს ნაწარმოებებს შორის მსგავსება ყურით მოთრეულია – სხვა თუ არაფერი, მე 19 წლისა ვარ და მილე კი – ორმოცდაათის. ჩვენ სხვადასხვა სამყაროდან ვართ. განხვავებულად ვაზროვნებთ… ბოლოს და ბოლოს, თავის ქედმაღლობაში ის ჩემზე ბევრად უგვანოა.
მელისა პი. ინტერვიუ ინტერნეტ-გამოცემას Three Monkeys Online
ამასთან, თუ გავლენაზეა საუბარი, მელისა პი უკეთეს მდგომარეობაშია – მისი წიგნი მილეს წიგნზე 2 წლით ადრე გამოიცა.
თავად მელისა ესპანელ მწერლებს ანაიზ ნინსა (“ვენერას დელტას” ავტორი) და ალმუდენა გრანდესს (ავტორი წიგნისა “ლულუს წლები”) გამოარჩევს.
2005 წელს მელისა პანარელომ გამოსცა მეორე რომანი “შენი სუნთქვის არომატი” (L’odore del tuo respiro), რომელსაც დედისადმი მიწერილი წერილის სახე აქვს. მთავარი მოქმედი გმირი იტალიელი მწერალი ქალია, რომელიც რომში გადადის საცხოვრებლად თავის მეგობარ მამაკაცთან (რაც ზუსტად იმეორებს ავტორის ცხოვრებას), მაგრამ სულ მალე ჩნდება მესამე – მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებული, რომლის მიმართაც მელისა ერთდროულად განიცდის ეჭვიანობასა და სიძულვილს, ლტოლვასა და სიყვარულს… აი, ასეთი ménage à trois გვაქვს.
მე მხოლოდ იმაზე ვწერ, რაც სინამდვილეში ხდება.
მელისა პი. ინტერვიუ გაზეთს Guardian
2006 წელს კი გამოიცა მელისა პის მესამე ნაწარმოები “სიყვარულის სახელით” (In nome dell’amore). მასაც წერილის ფორმა აქვს – ამჯერად უკვე კონსერვატორ კარდინალ კამილო რუინისადმი და ეკლესიის მიერ საჯარო სივრცის შეზღუდვის, კერძო ცხოვრებაში ჩარევის მცდელობებს, პოლიტიკურ ამბიციებს კიცხავს და სეკულარიზმის აუცილებლობაზე საუბრობს. კარდინალი რუინი ამ წიგნს არ გამოხმაურებია, თუმცა მელისას ეს არ გაჰკვირვებია. მსგავსი კრიტიკით ეკლესიის მიმართ ხშირად გამოდის ლიბერალურად განწყობილი კარდინალი კარლო მარტინი და თუკი ეკლესია თავს არიდებს უპასუხოს მისსავე იერარქს, “პორნოგრაფისტ” მწერალ გოგოს არ აქვს იმედი, რომ მას მოუსმენენ…
(და აქაც ბევრი რამ მეცნო).
მაგრამ მელისა პანარელო მაინც წერს. წერს იმაზე, რაც აწუხებს და რაზეც არ შეუძლია, არ წეროს.
ყველაფერი, რაზეც ვწერ, არის გზავნილი სამყაროს მიმართ. საშუალება, რათა გამოვხატო თავი, ჩემი წუხილი, ჩემი მოთხოვნილებები. ვწერ, როდესაც ის, რაც ჩემშია და მაწუხებს, გარეთ გამოღწევას ლამობს.
მელისა პი. ინტერვიუ ჟურნალისტ პატრიციო ლონგოს
ამჟამად მელისა პანარელო მეგობართან ერთად ცხოვრობს რომში, ჰონორარების სიმცირეს არ უჩივის და მშობლებზე ფინანსურად დამოკიდებული აღარაა. უყვარს ცხოველები, გუსტავ კლიმტი და სიგარები. ბევრი მას ახალგაზრდული სუბ-კულტურის კერპად მიიჩნევს იტალიაში, თუმცა მელისა (ის უკვე 25 წლისაა) თავს არც კერპად მიიჩნევს და არც ხატად, წვეულებებსა და ხალხმრავალ თავყრილობებს გაურბის და, როგორც აცხადებს, მარტოსულია. მისი თქმით, რომში ცხოვრება პროვინციულ კატანიასთან შედარებით უკეთესია შესაძლელობების თვალსაზრისით – აქ ბევრი საჭირო ადამიანი, კარგი მაღაზიები და უკეთესი კომფორტია, მაგრამ უარესია იმ მხრივ, რომ ადამიანი უზარმაზარ სივრცესა და მასაში იკარგება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
მელისა პი ბლოგერობს ხოლმე და, როგორც ეს გემოვნებიან ადამიანს შეეფერება, მისი ბლოგი ვორდპრესზეა. http://melissapanarello.wordpress.com
კარგი ქალია მელისა, მომეწონა, ბლოგი იტალიურად ჰქონია, ბევრს ვერაფერს ვიგებ მაგრამ მაინც სექსუალურად ჟღერს იტალიურიც 🙂 🙂 🙂
LikeLike
lamazi gogoa
LikeLike
ანინას აქაც დაასწრეს. რა სამწუხაროა …
LikeLike
🙂
ჰო, ყველაფერი დასწრებაზეა.
LikeLike
იტალიაში არ იციან რა არის მემეკა
LikeLike
vagina kartulad aris muteli.
ceret qartulad, grazie.
LikeLike
ვაააა :დ უყურე შენ მელისას :დ
ერთი ის გამიკვირდა უფრო: სიცილია საქართველოს ჰგავს ნამეტანი 😦 მე კიდე მეგონა საქართველო განსაკუთრებული იყო
LikeLike
საინტერესო გოგო ჩანს
ფემინისტი არ არის, ესე იგი ჭკვიანიცაა : ))
ეს წიგნები ჩვენთან იყიდება?
პ.ს. მალე უგემოვნობის კომპლექსი გამიჩნდება 😦 😀
LikeLike
მეეჭვება.
მე ინტერნეტში წავიკითხე.
ეგ რა პონტში? 😉
LikeLike
ვორდპრესზე რომ არ მაქვს ბლოგი იმ პონტში )))
LikeLike
გახსენი საცდელად წორდპრესზეც.
თუნდაც ამის გამო:
http://wp.me/pBTza-T3
http://wp.me/pBTza-XK
http://wp.me/pBTza-WM
LikeLike
ძალიან მომწონს, მაგრამ ძველი პოსტების გადმოტანა-წვალებას მირჩევნია კომპლექსებს ვებრძოლო :დ
LikeLike
ვაგინა ყველას უყვარს. :):)
ისე, მართლა ძალიან ლამაზი გოგოა.
LikeLike
ღირს ვითომ მაგ წიგნის წაკითხვა?
სკანდალი იოლი გზაა პოპულარობის მისაღწევად. იტალიაშიც მუშაობს. საქართველოშიც მუშაობს.
LikeLike
ნუ რა არის ახლა ეს??? 🙂
ადრეც დავწერე და გავიმეორებ – ნამდვილად გაქვს ნიჭი საინტერესოდ წერო ყველა თემაზე, მაგრამ ბოროტად იყენებ. 🙂
ნამდვილად უსინდისობაა, რომ მომაძებნინე და გადმომაქაჩინე ეგ სულელური ფილმი და მაყურებინე! 🙂
კარგი რა…
თუ მაინცადამაინც სკანდალური გინდა, ცოტაა მართლა ღირებული ეს Melissa P. რომ არ დგეპიარებინა?
უკანასკნელი ტანგო პარიზში…
LikeLike
მკითხველებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პრეტენზიები არ მიიღება. 🙂
ჯერ ერთი მე დავწერე წიგნზე და არა ფილმზე.
ფილმი ისე ვახსენე გაკვრით თან გაგაფრთხილეთ – არ ვარგა-მეთქი.
თუ ვინმეს წიგნის წაკითხვა ეზარება და ფილმის ნახვა ურჩევნია – მისი პრობლემაა. 🙂
თან ეგერ kevana-მ შენიშნა სწორედ – ძალიან ბევრი საერთო ყოფილა ქართულ და სიცილიურ საზოგადოებას შორის.
მეც ამან დამაინტერესა პირველ რიგში. ამიტომაც დავწერე მელისაზე.
წიგნს რუსულ თარგმანში ქვია “100 прикосновении”. ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში დევს. წაიკითხე და მერე განვიხილოთ. 🙂
P.S.
ბერტოლუჩის რაღა დაპიარება ჭირდება, თან არც მიყვარს დიდად.
სხვებისთვის დამითმია. 🙂
LikeLike
რაღაცნაირი გოგოა 🙂 გასხვავებული ხოო??? ყველა ამას ვერ დაწერა.. (არ ვგულისხმობ უჭკუობის გამო “ვერდაწერას”) : ) საკმაო გამბედაობა უნდა.. უბრალოდ ის გააკეთა, რაც “გაუსწორდა” და აქედან საკმაოდ დიდი სკადალიც და შესაბამისად ჰონორარიც მიიღო 🙂
LikeLike
რატომღაც არა მგონია მომეწონოს.
მაგრამ თუ წავიკითხე, აუცილებლად დავწერ შთაბეჭდილებებს. 🙂
LikeLike
რაცხანაირად შუმერ ქურუმ ქალებს მაგონებს ეროსის მისებური გაგებით
LikeLike
siciliuri mafia ar apatiebs amas
LikeLike
ლამპედუზაც არ მაქვს წაკითხული და ახლა მელისა პის წაკითხვას ნუ მომთხოვ 🙂
ისე, ჰიუ მასაკელა ჩამოდის ბათუმში 🙂 ხომ მივდივართ?
LikeLike
მასაქელას კი წაკითხული აქვს.
თან ორჯერ. 🙂
LikeLike
ფილმში ეგენი არაა.
LikeLike
ფილმში ბევრი რამე არაა და ბევრი რამეა ისეთი, რაც წიგნში არაა. 🙂
LikeLike
ფილმი ადრე ვნახე და მართლა საკმაოდ უგემოვნოა. წიგნი გადმოვწერე და უახლოეს მომავალში წავიკითხავ,რა ლამაზი მელისა ყოფილა ავტორი 🙂
LikeLike
შენ უკეთესი გემოვნება გაქვს ვიდრე ეგ ნაწარმოებია 🙂 თუნდაც ვიანიდან გამოდინარე და არ მგონია აღფრთოვანდე.
ნამდვილად 🙂
LikeLike
სვინგერობამდე
am sityvis mnishvneloba ar vici 😀
LikeLike
მუსიკალური მიმდინარეობაა ეგეთი – SWING
LikeLike
gushin vuyure
davigruze, sakmaod mzime filmia
LikeLike
ლაითია 🙂
ძაან დიდი ხვაობაა ნაწარმოებთან. იქ არც ბებიაა, მამაც ფიგურირებს და ზოგადადაც ბევრი რამეა სხვანაირად გადაღებული.
LikeLike
მართლა რა ლამაზი გოგოა..
შემიყვარდა ლამის. 🙂
LikeLike
ვუყურე ფილმს, ნუ ჰო არაა ძალიან მძიმე, თუმცა უხარისხოს არ დავუძახებდი 🙂 წიგნი ნამდვილად აჯობებს, რაც წავიკითხე იქიდან გამომდინარე შემიძლია ამის თქმა, საბოლოო ჯამში ასეთი რაღაც (ალბათ ბეეევრად უფრო მსუბუქ ფორმებში) ბევრის ცხოვრებაში ხდება 🙂
LikeLike
სხვა წიგნები მაინტერესებს, მაგრამ არაა
გაიზარდა ალბათ ოსტატობის მხრივ. საინტერესოა როგორ წერს.
LikeLike
საინტერესოა კი რა ცვლილება მოხდა, თუ რა თქმა უნდა ის რაც უკვე დაწერა მხოლოდ “ამბოხი” არ იყო… თემატიკას ან სტილს თუ შეიცვლიდა ნეტავ
LikeLike
ჩავინიშნავ მელისას ბლოგს 🙂
LikeLike