იდეალურად ჩაცმული ქალი

რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რატომ მარტო მამაკაცების ბრენდებზე, მოდაზე და დრეს-კოდზე წერო. მეც გადავწყვიტე გენდერული თანასწორობის დაცვა და  ქალების მოდაზე და საკულტო ფილმზე “სექსი დიდ ქალაქში”-ც კი დავწერე ორიოდ სიტყვა. პოსტი გამოვიდა (მკითხველთა რაოდენობით ვმსჯელობ), ამიტომ თემას გავაგრძელებ და დავწერ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური ქალი ჩვენი, მამაკაცების შეხედულებით.

საკუთარი გემოვნება რომ არ მოგახვიოთ თავს, მეტი ობიექტურობისთვის ცოტა განვაზოგადებ გაზეთ Sunday Life-ისა და ჟურნალ Men’sHealth-ის დახმარებით, რომლებმაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა მამაკაცთა შორის.

Angelina Jolie with PandaSunday Life-ის მამაკაც მკითხველთა აზრით, ქალს უნდა ეცვას მოკლე, ვიწრო ქვედაბოლო ან საშუალო სიგრძის ვიწრო ქვედაბოლო ჭრილით.

ქალის საოფისე ტანსაცმელს შორის მამაკაცებმა საშუალო ვიწრო ქვედაბოლოს მიანიჭეს უპირატესობა, მოკლე, წელში გამოყვანილ პიჯაკთან ერთად. წელში გამოყვანილმა ჟილეტმაც დაიმსახურა მამაკაცთა მოწონება. ყოველდღიური და სპორტული სტილიდან კი მამაკაცებმა გამოარჩიეს ვიწრო ჯინსის შარვალი მასთან შეხამებული ჩექმებით. წვეულებისთვის ქალის იდეალურ არჩევნად მამაკაცებს მიაჩნიათ წელში გამოყვანილი საღამოს კაბები ღრმად ამოჭრილი ზურგით და ფეხსაცმელები მაღალ ქუსლებზე (“შპილკებზე”).

ქალები წელში გამოყვანილი ქამრიანი პალტოებით, სიფრიფანა, ნახევრად-გამჭვირვალე კოფტებით მამაკაცებს ასევე მოსწონთ.

თუმცა, აბსოლუტური ლიდერი მაინც ტოპია (ბრეტელების გარეშე) და მაისურები ლათინური ასო V ფორმის ჭრილით.

წინდებიდან მამაკაცებს ყველაზე მეტად შავი ფერის, ნახევრად გამჭვირვალე კოლჰოტი მოსწონთ, ბადისებრი და ნახატებიანი წინდები კი ვულგარულად მონათლეს.

suede boots by Pied a Terreმამაკაცებმა ასევე გამოარჩიეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ნატის (ზამშის) ჩექმები მუხლებამდე. თოფსაიდერები, მასიური ქუსლები და მეტისმეტად გრძელი და ცხვირ-წაწვეტილი ფეხსაცმელი მამაკაცებმა ზედმეტად უხეშად და “აგრესიულად” მიიჩნიეს.

ტუნიკები, ფაშფაშა კაბები და ამ სტილის მეტისმეტად ფართო, თავისუფალი ტანსაცმელი მამაკაცებს აგრეთვე არ მოსწონთ. ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარად ჩაცმული ქალი “ფეხმძიმედ მყოფს” აგონებს. მამაკაცები ასევე უარყოფენ “ტომრისებრ” შარვლებს, უნისექს სტილს, ყველა სახის უქუსლო ფეხსაცმელს (სანდლების ჩათვლით), ფართოფარფლებიან ქუდებს (დაერხა, ბრიტანეთის დედოფალს) და დიდრონ მზის სათვალეებს (ვინაიდან, ეს ორი – ქალის სახის აღქმაში უშლით ხელს).

Men’sHealth-ის გამოკითხვის შედეგებიც, ბევრწილად, Sunday Life-ის მსგავსია.

evening dress by John Charlesმოკლე და მუხლამდე ქვედატანი (ეს მეორე – შესაბამისი ჭრილით გვერდზე), დეკოლტირებული კაბები და ნახევრად-გამჭვირვალე ბლუზები – აბსოლუტური ლიდერები გახდნენ. მოწონებული იყო, აგრეთვე, ვიწრო ჯინსის შარვლებიც, თუმცა, არა ჩექმებთან, არამედ – მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად.

სამკაულით დახუნძლული ქალები მამაკაცებს არ მოსწონთ. ისინი მყვირალა მაკიაჟის წინააღმდეგნიც არიან.

გამოკითხულთა უმრავლესობამ ჯენტლმენურად აღნიშნა, რომ მათ ნებისმიერი თმის ფერის ქალები მოსწონთ, თუკი ეს ბუნებრივი თმის ფერია. მამაკაცები ასევე წინააღმდეგნი არიან კონტაქტური ლინზების, რომლებიც ქალს თვალის ფერს უცვლიან (მოკლედ – არ გვიყვარს რა, როცა გვადურაქებენ! Smile)

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების დიდ აღფრთოვანებას არც ტატუ იწვევს.

ახლა კი, ჩაიხედეთ სარკეში და შეაფასეთ საკუთარი თავი მამაკაცების თვალით.

შედეგების შესახებ, შეგიძლიათ, კომენტარებში მომწეროთ. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

თქვენ ეს-ეს არის წაიკითხეთ პოსტი იდეალურად ჩაცმული ქალების შესახებ, ხოლო პოსტი იდეალურად გახდილი ქალების შესახებ – იხილეთ აქ.

Advertisements

21 thoughts on “იდეალურად ჩაცმული ქალი

  1. ხო ნუ საღამოს კაბა უკან ზურგამოჭრილი მაქვს და შესაბამის ადგილებში მაცვია 🙂 🙂 კაბაზე ამოღებული ზურგი მთავარი შტრიხია ჩემთვის

    სამსახურში ვცდილობ მაქსიმალურად კომფორტულად ვიყო, როგორც მაღალქუსლიანებზე ისე დაბალზე.

    ფართოფარფლიან ქუდებს და სათვალეებს საერთოდ არ ვიყენებ. :))) არ მიყვარს ვერ ვიტან ქუდი კიდევ შეიძლება ზღვაზე ავიტანო.

    თვალის და თმის ფერიც ბუნებრივი მაქვს

    მაკიაჟს არ ვიყენებ

    ტატუ არ მაქვს

    მოკლედ ნეგატივი ვარ რა 😀 😀 😀 😀

    Like

  2. ჰოდა მე ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ აი ჯული დელფისნაირი ქალი რომ ვნახო სადმე, ან მერილ სტრიპისნაირი, ან ჯულიანა მურისნაირი, ან კინოლ კიდმანისნაირი აი ისეთი ქალები მინდა:D

    Like

    • ლიტერატურული ზანგები დავიქირავე.
      მე იდეებს ვაწვდი – ისინი წერენ. 🙂

      Like

    • ამ ბლოგზე დიუმაც ვარ, ფოლქნერიც და ედგარ ალან ფოუც.
      🙂

      P.S.
      ყოჩაღ! ქართული ანბანით წერე აწი, თორემ დაგჭიპავ! 🙂

      Like

  3. ეგრე პირდებით თქვენ ყველა და მერე წამოგორდებით დივანზე პივით და მიშტერებიხართ ფეხბურთს.
    ვიღას ახსოვს დაჭიპვები… 🙂

    Like

    • 🙂

      ეგ შენ პატივცემულს უთხარი. 🙂 აქ რას წერ?
      ჩეთი კი არაა.

      და არც დაჭიპვის მნიშვნელობა გცოდნია, კარგად. 🙂

      გევედი ახლა მე.
      და თემას ნუ აცდები!

      P.S.
      ამიტომ არ მიყვარს ნაცნობები რომ შემოესევიან რა ბლოგს…
      მადლობა კომენტარების მოდერაციას 🙂

      Like

    • ორიგინალური არ ვიქნები – მინი, მიჭრილ-მოჭრილი და ამოჭრილი მეც მიყვარს. 🙂

      თუმცა, სანდლებიც მომწონს. თუ ქალს ლამაზი წვივები აქვს – სანდლებიც კარგია.

      Like

  4. ზურგამოღებულ კაბებს წვეულებებზე ვიცვამ.
    ქუსლებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
    მოკლე და სწორ ,საოფისე “იუბკებს” ვერ ვიტან,ბებრულია,ვულგარული და მარტივი,ანუ სტილს ეგ ვერ შექმნის. სათვალეებიც ყოველთვის მიკეთია,თანაც მოზრდილი 🙂 თავისუფალი კაბებიც მიყვარს. ვერ ჩავჯექი მამაკაცების გემოვნებაში და ეგაა 🙂 🙂 🙂

    Like

  5. ნებისმიერი თმის ფერის ქალები მოსწონთ, თუკი ეს ბუნებრივი თმის ფერია. მამაკაცები ასევე წინააღმდეგნი არიან კონტაქტური ლინზების, რომლებიც ქალს თვალის ფერს უცვლიან (მოკლედ – არ გვიყვარს რა, როცა გვადურაქებენ!

    100%-იანია!
    კიდევ სილიკონის ტუჩები და მკერდი!

    Like

    • სილიკონი სულ სხვა ამბავია.

      წარმოიდგინე – დაგევასა ქერა ცისფერთვალება ქალი, შევიდა სააბაზანოში და იქედან გამოული შავთმიანი და შავთვალება შეგრჩა.

      სილიკონი კიდევ ძუძუებიდან დაბანით არ ირეცხება 🙂
      სილიკონი მუდამ შენთანაა. ასე, რომ ეს გადურაქებად არ მიმაჩნია.

      Like

  6. იდეალურად ჩაცმული ქალი ისაა, ვინც გემოვნებით და მოხდენით იცმევს, იმჰო 🙂

    ასევე კაცის შემთხვევაშიც..

    თუმცა ეს პოსტი გემრიელი იყო წასაკითხად :დ
    ჰიჰი, ვერ უყურებთ, ჩემი და მამაკაცების გემოვნება დაემთხვა ერთ–ერთი მაინც: წვეტიან ცხვირიანი ფეხსაცმელები არ მიყვარს 🙂

    Like

  7. თუმცა, აბსოლუტური ლიდერი მაინც ტოპია (ბრეტელების გარეშე) და მაისურები ლათინური ასო V ფორმის ჭრილით.

    kidev kargi Tore lamis vifiqre davigupe meTqi 😀

    mikle iubkebi ar mikvars magram shortebi didi siamovnebit
    umoklesebic daje
    makiajs vxmarob magram ara shemacuxebels
    tatu ar maqvs da verc verasodes meqneba- ver avitan chems sxeulze mudmiv naxats
    magal quslianebi macvia umetes cilad, tu bavshvs ar vaseirneb

    kidev ra gamomrcha?

    + siamovnebit avkrdzalavdi dedamicaze busxalteris tarebas
    samsaxurshi rom cud tonad ar chaitvlebodes eg iqneboda idealuri 😀 😀 😀

    Like

  8. ეს პოსტი ადრეც წავიკითხე , კაია ძაან და კომენტარები აქვს სუპერ :))) მე ვჯდები ფაქტიურად გემოვნებაში, ერთი ეგაა, რომ განსაკუთრებულად ზურგამოღებული კაბები არ მაქვს, უფრო დეკოლტეს ვანიჭებ უპირატესობას. მომდგარი ფანქარი ქვედაბოლოები ჩემი ფავორიტი სამოსია, ზამთარ-ზაფხულ. ჰო, სამკაულებს კი ვიკეთებ ბევრს და ხშირად გავუკრიტიკებივარ ჩემს თანამშრომელ კაცებს, ქმარსაც, რა არის ოქროულობის მაღაზია მგონიხარო.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s