საზაფხულო პოსტი: მზე, ზღვა და “კუპალნიკი”

ბლოგებს თუ გადახედავ – დღეს სამი მთავარი საწუხარია: ვინ გახდება ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, სად წავიდეთ დასასვენებლად და როგორი უნდა იყოს საზაფხულო გარდერობი.

Michael Kors bikiniგანსაკუთრებით, ქალთა სქესი ღელავს. საბანაო კოსტიუმებს (ანუ “კუპალნიკებს”) არჩევს და მიმოიხილავს…

ლამაზ “კუპალნიკს” მართლაც რა სჯობს, თუმცა, იოლი ასარჩევი არაა და არც იაფი სიამოვნებაა.

აი, მაგალითად, მაიქლ ქორსის მიერ ინგლისური კომპანია Vix-ისთვის დამზადებული ეს “ფარშევანგისებრი” ბიკინი (მარცხენა სურათი) 115 აშშ დოლარი ღირს, D&G-ს “ჟირაფისებრი” საბანაო კოსტიუმი კი (მარჯვენა სურათი) – 225 აშშ დოლარი.

ამას გარდა, სეზონზე ერთი კომპლექტი ხომ არ გეყოფათ? D&G sweamsuitმინიმუმ ოთხი მაინცაა საჭირო (დილისა და საღამოსი და ორი დღე ზედიზედ ერთსა და იმავეს ჩაცმაც ტეხს Winking smile).

მაგრამ არის მშვენიერი გამოსავალი – დაისვენეთ იქ, სადაც თქვენი საცურაო კოსტიუმი არვის დააინტერესებს და არც თქვენ აიტკიებთ თავს, რა ჩაიცვათ და საფულეს – რა იყიდოთ.

The World’s Best Nude Beaches

10. Bellevue Beach დანიის დედაქალაქიდან 10 კილომეტრშია, კლაპენბურგში. აქ კამკამა წყალი და წმინდა ოქროსფერი ქვიშის სანაპირო გელით.

9. Gunnison Beach ნიუ ჯერსისთანაა სენდი ჰუქში. ეს პლაჟი ე.წ. clothing optional ტიპისაა – თუ გსურთ საბანაო კოსტიუმის ტარება – არვინ გიშლით, თუ არადა – ტანთ გაიძარცვეთ და შეერწყეთ ბუნებას.

8. Cap d’Agde სახელგანთქმულ ფრანგულ ლაჟვარდოვან სანაპიროზეა. ეს ადგილი ცნობილია, როგორც “შიშველი ქალაქი” – ბანაობისა და მზის აბაზანის მიღების გარდა, შეგიძლიათ შიშვლად იტანტალოთ ქალაქის ქუჩებში, კაფეში მიირთვათ უგემრიელესი კრუასანი შოკოლადით, ეწვიოთ ბანკს, სადაც გადაცვლით დოლარებს ევროებზე და პირუკუ კარგი კურსით და სადაც სულ ნარჩევ-ნარჩევი შიშველი ბანკირები მოგემსახურებიან.

7. Morfa Dyffryn უელსში მდებარეობს, თავისი კილომეტრ-ნახევრიანი სანაპიროთია ცნობილი და კონსერვატორი ინგლისელების საყვარელი ნავსაყუდელია. აქ არვინ წაგიკითხავთ ნოტაციებსა და მორალს.

6. კიდევ უფრო დიდ სივრცეზეა გადაშლილი Orient Beach, რომელიც კარიბის ზღვის კუნძულ სენ მარტენზე მდებარეობს. აქაც ჩვეულებრივი ამბავია “შიშველი საუზმე” – ბევრ კაფესა თუ მაღაზიაზე თავს იწონებს აბრა”: “No shirt, no problem.”

nude-beaches

5. Tulum Beach მექსიკის კურორტ ტულუმის ცნობილი სანაპიროა. აქ ტანსაცმელი არსად დაგჭირდებათ გარდა რესტორნებისა, სადაც ჰალსტუხის, კოსტიუმისა და საღამოს კაბის მაგივრობას შორტი, T-shirt, მინი-ქვედაბოლო და გამჭვირვალე ბლუზა გაგიწევთ.

4. Baker Beach სან ფრანცისქოდან სულ რამდენიმე წუთის სამგზავროა და ადგილობრივთა საყვარელი დასასვენებელი ადგილი. ხანგრძლივი და მომქანცველი სამუშაო დღის შემდეგ მრავალი მოეშურება აქეთ, რათა ძალები აღიდგინოს და ჩამავალი მზის სხივებში გახვეული Golden Gate Bridge-ის არაჩვეულებრივი ხედით დატკბეს .

3. Mazo Beach მდინარე ვისქონსინის სანაპიროზეა. ამ სიაში ის გამორჩეულად თბილი ატმოსფეროსა და საუკეთესო მომსახურების წყალობით მოხვდა. ე.წ. ანიმატორები, მსახიობები, მუსიკოსები მოწყენის საშუალებას არ მოგცემენ. სწორედ აქ ეწყობა შიშველი ოლიმპიური თამაშობები და შიშველი ქანთრისა და ბლუზის სტიქიური ფესტივალიც იმართება.

2. Swanbourne Beach ავსტრალიის ქალაქ ფერთის სანაპიროა, განთქმული წყლით, რომელიც თბილი და კამკამაა, მზით, რომელიც არ წვავს და თეთრი ფერის წმინდა, რბილი ქვიშით. აქაური პლაჟი clothing optional ტიპისაა.

1. ესპანური იბისის გარეშე ეს სია ნაკლული იქნებოდა. წარმოგიდგენთ Playa d’Es Cavallet-ს. აქ ყველაფერი ნათელია – ჩრდილოეთ ნაწილში ოჯახები ეფიცხებიან მზეს, სამხრეთ ნაწილში, მეტწილად – გეები, შუა ნაწილში კი ცოლ-შვილითა და ხანგრძლივი ურთიერთობებით დაუმძიმებელი ლაღი ადამიანები ისვენებენ. პატრიოტთა ბანაკებისგან განსხვავებით, აქ ბუჩქები არაა, სამაგიეროდ არის უზარმაზარი დიუნები – სილის ბორცვები – რომლებსაც წყვილები მშვენივრად იყენებენ. Smile

ყველაფერ ამის გამო, Travelers Digestმა Playa d’Es Cavallet მსოფლიოს საუკეთესო ნატურისტულ (ნუდისტურ) კურორტად დაასახელა.

Bonus

შვედეთში ორიოდ წლის წინ ევროპაში პირველი B&B (Bread & Breakfast) სასტუმრო გაიხსნა ნატურისტებისთვის, მას Hylteberga gård ეწოდება. ზღვის სანაპიროზე არაა – ის უფრო ქალაქს გარიდებული სოფლის იდილიის, ტყის, კემპინგების და სიგრილის მოყვარულთათვისაა. ყველაზე ცხელ სეზონშიც კი, ტემპერატურა 23 გრადუსზე მაღლა არ ადის.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
Revealed: the first naturist B&B in Europe

და კიდევ ეს პოსტი:
ლიბიკა სილვესტრისი წერს საცურაო კოსტიუმებზე

Advertisements

9 thoughts on “საზაფხულო პოსტი: მზე, ზღვა და “კუპალნიკი”

  1. რა ვუყო ახლა მე ამ ფუფუნებას, მაინც ბათუმში მივდივარ :))) ზაფხული ბათუმში ჯერ არ გამიმაზავს, უკვე 25-ე ჯერია :))

    პ.ს.ისე კი მე მაინც მალდივის კუნძულებზე ვიფიქრებ ♥ ოცნება, რომლის აღსრულებისათვის ვემზადები :)))

    Like

    • ბარემ ჩემი ტელეფონი ნომერი მიგეწერა და უფრო გამოვაქვეყნებდი :):)

      ჭკვიანი ადამიანი მგონიხარ და ის არ იცი, რომ ეს საჯარო სივრცეა და ყველაფერი არ უნდა დააკომენტო 🙂

      Like

    • clothing optional – შეგიძლია სხვების სიშიშვლით დატკბე 🙂

      თუმცა, როცა ყველა შიშველია გრუშომ – ვეღარ ტკბები… ნუ პირველი 10 წუთი კიდევ თავლებს აცეცებ აქეთ-იქეთ და მერე ეჩვევი და ყურადღებასაც ვერ აქცევ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s