რა მოხდებოდა, შინდლერს რომ ძუძუები ქონოდა?

Signore & Hartleyგიჟური კითხვაა?

ალბათ.

თუმცა, სწორედ ეს კითხვა დაებადა ამერიკელ პაროდისტსა და რეჟისორს ენდი სიგნორის (Andy Signore), რომელმაც სცენარისტ დენიელ ჰართლისთან (Daniel Hartley) ერთად საკულტო ამერიკული კინოფილმების ცნობილი ეპიზოდები ხელახლა გადაიღო… ბიკინებიანი მაგარი ნაშების მონაწილეობით.

აი, ასე გამოიყურება სიგნორის ვერსიაში ლაიამ ნისონის და ბენ ქინგსლის მიერ შინდლერის სიის შედგენის ეპიზოდი.

ეს კი ზე-გენიალური “12 განრისხებული მამაკაცია” – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფილმი. სიდნი ლიუმეთთან დანის დარტყმის ეპიზოდში ჰენრი ფონდა და ლი ჯეი ქობი მონაწილეობენ, სიგნორისთან – თავადაც ხედავთ.

(კლიპებს ასაკობრივი ცენზი შეზღუდვა აქვთ. Youtube-ზე დაურეგისტრირებელ იუზერებს არ უჩვენებს, ასე რომ, Log In, Pls.).

და კიდევ – ორი:

“გამძვინვარებული ხარი” (სქორსეზეს ფილმი დე ნიროთი მთავარ როლში).

“პორტში” (ელია ქაზანის ფილმი, რომელიც არ მინახავს. ეგონათ, რომ მარლონ ბრანდოს თამაში შეუდარებელი იყო, მაგრამ, სიგნორიმ მასაც მოუძებნა ალტერნატივა).

აი, ასეთია ჰოლივუდის პასუხი იაპონურ თეატრ “კაბუკის”.

სიგნორი-ჰართლი ძალიან სასაცილო კლიპებს, კინო და სარეკლამო პაროდიებს და პოლიტიკურ სკეტჩებს იღებენ. 2007 წელს მათმა United 300 (300-ის პაროდია) MTV-ს ჯილდოც მოიპოვა. მათი პროდუქციის უდიდესი ნაწილი იუთუბისა და მსგავსი არხების მეშვეობით ვრცელდება.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://www.youtube.com/secretsaucetv

Advertisements

13 thoughts on “რა მოხდებოდა, შინდლერს რომ ძუძუები ქონოდა?

  1. არის თემები, რომლებიც არ შეიძლება იყოს ღადავის ობიექტი. ერთერთი ასეთი არის შინდლერის სია. 11 სექტემბერზე იღადაონ თუ ეგეთი ზეიუმორისტები არიან.

    Like

    • მართალი ხარ.
      თუმცა, სფილბერგი საკულტო რეჟისორია და ეგ მისი ერთ-ერთი საკულტო ფილმი – უფრო ამ კუთხით მოხვდა მაგათ სიაში. თავისთავად ამბავი და თემა საფრთხილოა რა თქმა უნდა. თუმცა – მიზანი უფრო სფილბერგი იყო და ჰოლივუდი ზოგადად.

      არ ვიცი ოლივიერო ტოსკანის სარეკლამო ნამუშევრები თუ გინახავს. მე მქონდა ბედნიერება მის სემინარს დავსწრებოდი. მაგ ადამიანისთვის მართლა არ არსებობს ტაბუირებული თემა, მათ შორის ფაშისტური წარსული იტალიის და ხშირად, გეჩვენება, რომ ზედმეტები მოსდის… მაგრამ მერე რომ უფიქრდები, იმდენად ნიჭიერად აკეთებს, რომ დამოკიდებულაბა გეცვლება…

      ისე, უნდა დავწერო ერთი მაგ ადამიანზე, თუ შევძელი.
      ჩემი ბლოგის ძირითად თემატიკაშიც ჯდება.

      Like

    • რავი, კინაღამ წავშალე ეს პოსტი. 🙂

      რატომ. არიან ვორდპრესზე სხვებიც.
      მე რომ მკითხო, ვორდპრესზე უფრო მეტნიც არიან, ვიდრე სხვა პლატფორმებზე.
      ზოგი კი მართლა ძალიან მაგარი ბლოგია ვორდპრესზე, მაგალითად, ნინო ტეფნაძის.

      Like

  2. საჯდომები კაი იყო :დ

    მაგრამა, ღადავიც არის და ღადავიც. ნუ ეს გასაგებია, ტაბუდადებული თემა არ არსებობსო მათთვის, მაგრამ ნუთუ ხუმრობას ზღვარი არ აქვს? მაგათთვის ეტყობა არა : (

    Like

    • David Birman-ის კომენტარის შემდეგ, კინაღამ წავშალე ეს პოსტი… მერე მაინც დავტოვე.
      მიზეზი ერთია – საფრთხილო თემები არის, მაგრამ თუ გემოვნებით აკეთებ და არა საწყენად, შეიძლება ტაბუ ახსნა.
      თან მიზანში მაინც ფილმია ამოღებული და არა თემატიკა.

      Like

  3. მოკლეა :დ ზოგადად კი, არაფერი ტაბუირებული შინდლერის სიაში არ არის და თუ კარგად გააღადავებენ–ასწორებს. პ.ს. მეც ძალიან მიყვარს . კომენდანტი რომ გადაწყვეტს ცოტა ხნით მიმტევებელი იყოს ეგ არის სუპერ. ფაინსია სასწაული მანდ

    Like

  4. თემატიკა კია მძიმე, მაგრამ აქ ფაქტს არ დასცინიან. განსხვავებით , ვთქვათ იმ შარლის და სამების კარიკატურისგან განსხვავებით.

    ასე რომ–არანაირი ტაბუ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s