დაწერეთ თითო წერილი ან ამობეჭდეთ ან ხელნაწერი.
იყოს ლექსად, მოთხრობად, უბრალოდ დაწერეთ წერილი, როგორც გეწერებათ.
არ დააკონკტეროთ ადრესატი, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
არ დააკონკრეტოთ ავტორი, რადგან არ იცით, ვისთან მიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ და კვირას, 4 ივლისს, გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს წერილები.
დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
დატოვეთ კაფეებში.
დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.
გადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ “ქარის მოტანილი წერილი” და გაუშვით.
ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და გაუშვით.
სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.
ამ დღის ამბავი ფსიქესგან გავიგე. კი ამბობს, მეც ვიღაცამ მითხრაო, მაგრამ, მგონი, მისი მოგონილია. 🙂 აი, ტალღებს გატანებული წერილების დღის ავტორი კი დანამდვილებითაა ცნობილი – ლესბოსელი ფილოსოფოსი თეოფრასტე, რომელიც ქრისტემდე IV-III საუკუნეებში მოღვაწეობდა. თეოფრასტე ამტკიცებდა, ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის აუზის ნაწილიაო და გიბრალტარის სრუტეში ბოთლით რამდენიმე წერილი ჩააგდო, რომელთა ნაწილმაც მოგვიანებით სიცილიის ნაპირებთან ამოყვინთა.
აქედან მოყოლებული, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ატანდა წერილებს ტალღებს: წარჩინებული თუ მდაბიო, მეფე თუ კარისკაცი, ეპისკოპოსი თუ დიაკონი, გლეხი, მუშა, მეცნიერი, მწერალი თუ სპამერი… თუმცა, ყველაზე ხშირად ამ ხერხს მაინც ზღვაოსნები მიმართავდნენ.
ინდოეთის მაძებარი ქრისტეფორე კოლუმბი თავისი მოგზაურობისას ესპანეთის დედოფალ ისაბელას პატაკებს სწორედ ასე უგზავნიდა. ზოგი წერილი დედოფალმა მიიღო, ზოგი – მისმა მეტისმეტად ეჭვიანმა მეუღლემ, მეფე ფერდინანდმა იგდო ხელთ, ზოგიც – უბრალოდ დაიკარგა… მაგრამ ხელნაწერები, როგორც ცნობილია, არც იწვიან და არც იძირებიან – ოთხი საუკუნის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გზავნილი ამერიკული ხომალდის მატროსებმა იპოვნეს, თურმე, ისევ იმავე გიბრალტარის სრუტეში, თუმცა, ეს ამბავი მხოლოდ გემის ჟურნალიდან დასტურდება, ნაპოვნი წერილი კი არსად ჩანს.
სამაგიეროდ, ზუსტადაა ცნობილი თავგადასავლების მაძიებელ მაცუიამას წერილის ბედი. 1784 წელს იაპონელი ზღვაოსნები წყნარი ოკეანის კუნძულებთან ჩაძირული განძის საძიებლად გაემართნენ. ხომალდი შტორმში მოყვა და ჩაიძირა. რამდენიმე მეზღვაური ბობოქარ ტალღებს დაუსხლტა და რომელიღაც უკაცრიელ კუნძულზე გააღწია, მაგრამ იქ არც მცენარე იყო რამე (ერთი წაქცეული ქოქოსის პალმის გარდა), არც ცხოველი, არც ფრინველი და არც პარასკევა. შტორმს გადარჩენილნი შიმშილით დაიხოცნენ. დანით ქოქოსის პალმის ნაფოტებზე ამოკაწრული ზღვაოსან მაცუიამას გამოსამშვიდობებელი წერილი კი 1935 წელს იაპონიის ნაპირებთან ზღვის წყალმცენარეების შემგროვებელი გემის ბადეს ამოჰყვა.
მაცუიამაზე სვებედნიერი აღმოჩნდა ბრიტანელი მაიორი მაქგრეგორი, რომელმაც 1825 წელს ალმოდებული ხომალდიდან “ქენთი” ასეთი წერილი გადაისროლა: “გემი იწვის. ელისაბეთი, მარმა და მე ვემუდარებით მხსნელს, მიიბაროს ჩვენი სულები. მისი მოწყალების იმედით მშვიდად ვეგებებით საზარელ დასასრულსა და სამუდამო განსასვენებელს. მაიორი მაქგრეგორი”. 2 წლის შემდეგ ბოთლში მოთავსებული ეს ბარათი ტალღებმა ბაჰამის კუნძულებზე გამორიყა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დასაღუპად განწირულ მაქგრეგორს ხომალდმა “ქამბრიამ” მიუსწრო და ცოლთან, შვილთან და სხვა 250-მდე მგზავრთან ერთად (სულ “ქენთზე” 640 კაცი იმყოფებოდა) გადაარჩინა.
1775 წელს ინგლისური გემი “გრენლანდია” არქტიკულ ოკეანეში “გაყინულ ხომალდს” გადააწყდა. მის ჟურნალში ბოლო ჩანაწერი 1762 წლის 14 ნოემბრით თარიღდებოდა. არქტიკული ყინულების ტყვეობაში მოქცეულმა ეკიპაჟმა განსაცდელს თავი ვეღარ დააღწია და საკუთარ ხომალდთან ერთად გაიყინა.
1888 წელს ამერიკული ხომალდი “უაითი” დაზიანდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟი დასახმარებლად მისულმა გემმა გადაარჩინა, მაგრამ “უაითი” არ ჩაძირულა და მოგზაურობა განაგრძო. ყველასაგან მიტოვებული და მივიწყებული 11 თვის განმავლობაში სერავდა ოკეანეს, სანამ ტალღებმა შოტლანდიის მახლობლად ლუისის კუნძულზე არ გარიყა. ეგეც თქვენ ლეგენდა “მფრინავ ჰოლანდიელზე”.
(ბოლო ორი ამბავი ამ პოსტის თემას არ ეხებაო, მეტყვით… ეგებ, არც ეხებოდეს, თუმცა, ამ გემებიდანაც გაატანეს, ალბათ, წერილები ტალღებს. ჯერ ნაპოვნი არაა მხოლოდ).
ჩვენმა თანამემამულემ დეფიმ კი ტალღებს თავისი ლექსები გაატანა. ერთ-ერთი ბოთლი თევზსაჭერი გემის ქართული ეკიპაჟის ბადეს ამოჰყვა და ავტორს უკან დაუბრუნდა.
აი, ესეთი ამბებიც ხდება.
ფსიქე კი გვეუბნება – ქარს გაატანეთო.
არა, გენაცვალე, სად გვაქვს ჩვენ ქარს გასატანებელი წერილები. ჩვენ, ქართველი ბლოგერები, მომავალი თაობებისთვის ვწერთ და უკვდავებას ვუმზერთ თვალებში!
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
gaatanettqo qars da miutans vinmes aucileblad 🙂
p.s. rogorc yoveltvis saintereso posti iyo lord da me ar vicodi pirveli istoria
LikeLike
OMG! You are so quick!
🙂
LikeLike
ვა, წავიდე დავწერო რამე კაი…
ჩემს ბრძნულ აზრბს ზღვაში გავუშვებ ლოლ
LikeLike
დაწერე, ჰუისთონ, დაწერე.
კაი რამეებს წერ ხოლმე შენ.
თუმცა – იშვიათად. 🙂
LikeLike
მეზობელ სახლში ვინმე კაი ბიჭი რომ შევარჩიო და იმის ფანჯარაში რომ შევაფრინო ქაღალდის თვითმფრინავზე დაწერილი წერილი არ შეიძლება?
LikeLike
ფანჯარა გავაღე უკვე და ველოდები
LikeLike
ლესბოსელი ფილოსოფოსი თეოფრასტე მაგარია 🙂
LikeLike
ბათუმში თუ ჩააგდებ ზღვაში წერილს დუნგას არ მიუვა? 🙂
LikeLike
ვაჰ რა საინტერესო ისტორიებია 😉
მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ წერილებში, იმიტომ რომ იმიტომ 😀
LikeLike
ახლა ზუსტად საერთაშორისო ზღვაოსნობაში ვარ, დავწერ წერილს და ტალღებს გავატან!
LikeLike
მაგრამ “უაითი” არ ჩაძირულა და მოგზაურობა განაგრძო. ყველასაგან მიტოვებული და მივიწყებული 11 თვის განმავლობაში სერავდა ოკეანეს, სანამ ტალღებმა შოტლანდიის მახლობლად ლუისის კუნძულზე არ გარიყა.
ვაიმე, ამეტირა. 🙂
LikeLike
ბავშვობაში წავიკითხე წიგნი ჩაძირული გემების ისტორია. ძალიან საინტერესო იყო.
ტიტანიკის ამბავი და ბევრი სხვა გემის.
მფრინავ ჰოლანდიელებზეც იყო მოყოლილი.
უნდა, მოვნახო ერთი, გადავიკითხო თავიდან. 🙂
LikeLike
არის ეგეთი წიგნი – საზღვაო კატასტროფების საიდუმლოებები. მაგით ვისარგებლე, სხვათა შორის. 🙂
მგონი, შენც მაგ წიგნს გულისხმობ?
საინტერესოა მართლაც. მეც სიამოვნებით წავიკითხე ბავშვობაში… თუ რამე არის კატასტროფებში სასიამოვნო. 🙂
LikeLike
filosofosi tanac lesboseli?
sainteresoa 🙂
LikeLike
რა ყველა ამ ლესბოსელს გადაეკიდეთ. 😉
ლესბოსელი იმიტომ კი არ იყო, რომ ლესბოსელი იყო, არამედ, იმიტომ რომ იყო ლესბოსელი – ე.ი. კუნძულ ლესბოსიდან.
და თეოფრასტეს დედის დაფეხმძიმების ფაქტი თეოფრასტეზე, მეცნიერულად ადასტურებს რომ ლესბოსზე არა მარტო ლესბოსელები ცხოვრობდნენ. 🙂
LikeLike
პუშკინისა არ იყოს, კარგი პასუხი გამიცია :))
გადაიკითხეთ კომენტარის კლასიკოსები
LikeLike
amas qvia kvelaferze maqvs pasuxio 🙂
LikeLike
მე გამიტანებია ბოთლისთვის წერილი ბავშვობაში. და ვდარაჯობდი კიდეც წერილიან ბოთლებს,მაგრამ არასდროს მინახავს 🙂 მეც წავიკითხე ფეისბუქზე ქარის მოტანილი წერილების შესახებ,მომეწონა და წერილიც გავამზადე,მაგრამ გადავიფიქრე ქარისთვის გატანება.
LikeLike
მაგ იდეის ავტორს თავადაც არ დაუწერია წერილი 🙂
ისე, თუ კარგი გამოგივიდა, ბლოგზე ატვირთე და წავიკიტხავთ, ცოდოა დასაკარგად.
LikeLike
საინტერესო სტატიაა. კომენტარებიც ვნახე 🙂 არადა ამ იდეის ავტორმა სწორედ მაგ წელს 7 ძალიან ვრცელი წერილი დავწერე, მახსოვს, რომ გავათენე წერაში. მინდოდა, ბევრ ადამიანს შეხვედროდა წერილი. დავტოვე კიდეც და წლების მერე სადღაც ფოტოც ვნახე, ჩემი ერთ-ერთი წერილი უპოია ვიღაცას. რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ჩემი იყო. უკვე მეცხრე წელია წელს, 22 სექტემბერი დავადგინე თარიღი და 2011 წლიდან 22 სექტემბერია, უცვლელი თარიღი. და უკვე იმდენი წერილი იწერება, მე აღარ მჭირდება ბევრი წერილის წერა, ისედაც ბევრი წერს და ბევრი პოულობს ^_^
LikeLiked by 1 person
იდეის ავტორში სხვას ვგულისხმობდი, რომელიც, თურმე, არ ყოფილა ავტორი. 🙂
თავად არც იბრალებდა, მე დავაბრალე.
LikeLike
წერილს არა და საშობაოდ ღია ბარათებს კი ვაგზავნი ხოლმე. ამ დიგიტალიზირებულ დროს ეგ ერთი ტრადიცია შემომრჩა
LikeLike