ჯენიფერ ბელის აფერა

იცით, ვინ არის ჯენიფერ ბელი?

ერთი მხიარული ახალგაზრდა ქალია. ამერიკელი მწერალი. იუმორით, ირონიითა და, ზოგჯერ, სარკაზმით შეზავებულ წიგნებს წერს. ასე ამბობენ. ჯერომ სელინჯერსაც ადარებენ. მე, სამწუხაროდ, არ წამიკითხავს.

მისი არსებობის ამბავი სულ ახლახანს გავიგე ქევინისგინ – ჩემი კარგი ნაცნობისა და კოლეგისგან… მართალია ქევინი, ჩემგან განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში თამაშობს – “მაქინზელია”  (ეს კი იგივეა, რაც ფეხბურთელისთვის – “ბლანკოსობა”) მაგრამ, სადაც არ უნდა თამაშობდეს კიარადა მუშაობდეს, ამერიკელია და როგორც ყველა (უმრავლესი) ამერიკელი – იდეალისტი.

ჰოდა, ასეთი რამ მომიყვა, თავისი იდეალისტური გადმოსახედიდან აღშფოთებულმა – წარმოგიდგენია, ერთმა მწერალმა, წიგნი რომ კარგად გაყიდულიყო, მსახიობები დაიქირავა, რომლებსაც ხალხმრავალ ადგილებში – მეტროში, სკვერებში, კაფეებში, ქუჩაში მისი ახლადგამოცემული წიგნი უნდა გადაეშალათ და გულიანად გადაეკისკისათ ხოლმეო (მსახიობები ქალები იყვნენ) – აქაოდა, აი რა მაგარ და მხიარულ რამესა ვკითხულობთო…

სწორედ ეს მწერალი ყოფილა ჯენიფერ ბელი (Jennifer Belle), ახლადგამოცემული წიგნი კი – The Seven Year Bitch.

ქევინისთვის ჯენიფერ ბელის საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკური რეკლამის ნიმუშია, პირდაპირ რომ ვთქვათ კი – უსინდისო აფერისტობა. ყველას ვეუბნები, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებაო… აკი, მითხრა მეც. მეც ხომ შევდივარ “ყველაში”.

თუმცა, ნებისმიერი რეკლამა, გარკვეული თვალსაზრისით, “ფეიქია”. განა, მართლა ასე გადარეულია დეივიდ ბექჰემი Pepsi-ზე? მართლა Clear-ით იბანს კრიშტიანო რონალდუ თავს? ე.წ. ცნობადი სახეების მონაწილეობა სარეკლამო კამპანიებში ცალკე თემაა, მაგრამ, ზოგადად, კვლევები ადასტურებს – მათი გამოჩენა პოზიტიურ ეფექტს ქმნის და აძლიერებს. ვიცით, რომ სარეკლამო კლიპია, ვიცით, რომ მასში მონაწილეობისთვის ეს ადამიანები ანაზღაურებას იღებენ… მაგრამ ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ “მოვტყუვდეთ” და ეს ამბავი ჯენიფერს არ მოუგონია…

თუმცა ამერიკელები, ზემოთაც ვთქვი, იდეალისტები არიან. ჯენიფერის ეშმაკობით შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, გაბრაზდნენ და The Seven Year Bitch “ამაზონის” ბესთსელერთა ნუსხაში 100’000-ს იქეთაა. ცუდია.

არადა, რაც ჯენიფერ ბელმა მოიფიქრა, ადასტურებს, რომ ის ძალიან გონებამახვილი ადამიანია, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ასეთსავე მხიარულ და სახალისო წიგნებს წერს.

P.S.

ახლა თბილისის ერთ-ერთ სკვერში ვზივარ, ნოუთბუქი მაქვს გაშლილი და ამ პოსტს ვწერ. ეგერ კი ვიღაც ქალი ზის, “კვირის პალიტრა” გაუშლია და სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს კითხულობს. თან დედა-დედა ეს რა ჭკვიანი კაციაო, – იძახის ხმამაღლა…

წავიდე ერთი, გაზეთის ჯიხური მოვძებნო…

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Kevin, take it easy, please! 🙂

http://www.jenniferbelle.com/books.html

Advertisements

24 thoughts on “ჯენიფერ ბელის აფერა

  1. შენს ამერიკელ მეგობარს ვეთანხმები.
    ეს მართლა მოტყუებაა.
    აი, კლიპი რომ გადაეღო – ეგ კი, მაგრამ ქუჩაში რომ ხედავ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას კითხულობენ და სინამდვილეში ამაში ფული აქვთ გადახდილი და მსახიობები არიან აფერისტობაა მართლაც.

    Like

    • გარკვეული თვალსაზრიით – კი. ამიტომაც დავარქვი სათაურად – აფერა.
      თუმცა, არც იმდენად. 🙂

      იუმორით და ნიჭით გაკეთებული საკმაოდ უწყინარი აფერა.
      როგორც ამერიკელებსვე უყვართ ტქმა – Take it easy.

      Like

  2. ამის კლასიკური მაგალითია, სანფრანცისკოში ეფლის მაღაზიის წინ, აიფონის გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე გაშლილი კარვები, სადაც ეფლომანები ღამეს ათევდნენ და ნანატრ წუთს ელოდებოდნენ.
    პირველად, ასეთი კარავი iPhone 3G-ს გაყიდვამდე ერთი დღით ადრე დაიდგა და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ფაქტი მოდელირებული იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რომ მალე ეს რეალურ ტრადიციად ქცეულიყო.

    მოკლედ როგორც David Ogilvy იტყოდა: Advertising is only evil when it advertises evil things. : )

    Like

  3. მე-4-ის მოლოდინში რომ იყო კარვები კი ვნახე. 🙂

    სავარაუდოდ ეგეთები ხშირად ხდება, მაგრამ უფრო იშვიათად მჟღავნდება. 🙂

    Like

  4. იუმორით, ირონიითა და, ზოგჯერ, სარკაზმით შეზავებულ წიგნებს წერს. ასე ამბობენ. ჯერომ სელინჯერსაც ადარებენ.

    თუ ეგეთი მაგარია, რად უნდოდა ასეთი პიარი?

    Like

  5. ზუსტად ეგეთი კომენტარებით, რომ ცუდად მოიქცა ბეილი და მიუღებელია, ჩამოუყალიბდათ მსგავსი შეხედულება სხვებსაც. ია ტაკ დუმაიუ
    ანუ განწყობა გადამდებია

    Like

    • ჩვენთანაც არ მოეწონათ, ფაქტია. 🙂

      ამ პოსტს 8 ხმა აქვს და საშუალო ქულა – 2.
      ასე არც ერთი ჩემი პოსტი არ გაუბანძებიათ. 🙂
      ჰოდა, ეგ 2-იანი ალბათ ჯენიფერის აფერის დამსახურება უფროა, ვიდრე იმის, რომ პოსტი გამომივიდა ნამეტნავად უხეირო.

      Like

    • ზუსტად ამის დაწერა მინდოდა, პოსტი რომ დაგეწერა დადებითად “აი რა კრეატიული იდეაა” სულ სხვა რეაქციებს მიიღებდი.

      Like

      • პროფესიონალურმა ეთიკამ შემიშალა ხელი. 🙂

        იდეა კრეატიულია და ცოტათი გავამართლე კიდეც… მაგრამ პატიოსანი და ეთიკური რეკლამის საზღვრებს მართლაც ცდება.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s