როგორ მიაჩმორეს ფრანგებმა ვუვუზელა

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გამოსვლით ვერ დაიკვეხნის, ამ ქვეყანამ ერთი გამარჯვება მაინც მოიპოვა – ფრანგული ტელეარხი CANAL+ პირველია, ვინც მოახერხა და ვუვუზელა დაჯაბნა. მათ, ვინც არგენტინა-სამხრეთ კორეის მატჩის ტრანსლაციას CANAL+-ის მეშვეობით ადევნებდა თვალს, სიურპრიზი ელოდა – ვუვუზელები დადუმებულიყვნენ.

გულშემატკივრებს ერთი პირობა კი ეგონათ, ფიფას მესვეურებმა მრავალრიცხოვანი თხოვნები გულთან ახლოს მიიტანეს და ვუვუზელები აკრძალესო, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერში “დამნაშავე” Audionamix და მათი ახალი ტექნოლოგია აღმოჩნდა.

  • Audionamix ტელე-კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ფრანგული კომპანიაა და მისი სპეციალიზაცია ხმის დამუშავება, გადაცემა და ეფექტებია.

Audionamix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივიე ათიამ (Olivier Attia) განაცხადა, რომ ვუვუზელების ზმუილი მას ფეხბურთით ტკბობის საშუალებას არ აძლევდა და ინჟინერთა ჯგუფს მიზნად ვუვუზელას ხმის “ამოჭრა” დაუსახა, მათაც არ გააწბილეს და შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის სამხრეთ აფრიკიდან მომავალი ტელესიგნალის მეყსეულად გაფილტრვა. ტელეკომპანია CANAL+-ის სპორტული გადაცემების დირექტორი სირილ ლინეთი (Cyril Linette) ადასტურებს, რომ Audionamix-ის შეთავაზებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ტრანსლაცია “პრაქტიკულად იდეალური” იყო – ვუვუზელას ზმუილი გაქრა, ხოლო ყველა დანარჩენი: სტადიონის გუგუნი, გულშემატკივართა შეძახილები, ბურთის დარტყმისა თუ მსაჯის სასტვენის ხმა მშვენივრად ისმოდა.

ასე რომ, ფრანგი გულშემატკივრები ვუვუზელებს დაემშვიდობნენ… ისევე როგორც – საკუთარ ნაკრებსაც. 🙂

P.S.

საინტერესოა, სად არიან ამ დროს უფლებადამცველები? სად არის “ფრიდომ ჰაუსი”? სად არიან “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე”? რომელ საზღვრებს მიღმა გადაკარგულში აგდიან? დღისით, მზისით, შუაგულ ევროპაში ჩვენ ვხედავთ აშკარა ცენზურას!

ესეც რომ არა, ვუვუზელების ჩახშობა არის შეტევა სამხრეთ აფრიკულ კულტურასა და ტრადიციებზე და ამ ყველაფერს რასობრივი დისკრიმინაციის სუნი უდის!
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
შეიყვარე ვუვუზელა!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

13 thoughts on “როგორ მიაჩმორეს ფრანგებმა ვუვუზელა”

  1. ჩვენ ეგ მაინც არ გვეღირსება, მაგრამ კარგია ნტვ ფუტბოლი თუ მაინც იყიდის, თორემ ევროპული ლიგის თამაშებზეც გამოჩნდება ეგ ვუვუზელები და იგივე დღეში ვიქნებით.

    Like

    1. არ მგონია რაღაც ისეთი ძვირი იყოს, რომ რ2 ვერ იყიდოს ლიგის თამაშებისთვის, რავი… გარკვეული დიაპაზონის ხმას ცნობს და შლის. ანტი-ვირუსივით მუშაობს რა. 🙂

      შენ ეგა თქვი ვუვუზელას გამომგონებლებმა თუ იჩალიჩეს რამე და ხმის დიაპაზონი შეუცვალეს 🙂 აი მაშინ ვეღარ ამოჭრის. :):)
      ხო იცი, ყოველ ვირუსზე ანტი-ვირუსია და ყოველ ანტი-ვირუსზე ახალი ვირუსი. 🙂

      Like

    1. ხომ გაფარჩაკდით? ახლა 10 საათზე ჩართე ტელევიზორი და უყურე კლასს. 🙂

      კსტატი, მე ვაპირებ დიდი ეკრანზე ყურებას და თუ გული არ გაგისკდება, შემოგვიერთდი! 🙂

      Like

  2. არა, რა რასიზმი.
    მავნე ყოფილა სმენისთვის
    და ფეხბურთის ცუდი ხარისხი კიდე ნუ გვიკვირს, ფეხბურთელებზე დადებითად ვერ იმოქმედებს გაბმული ბზუილი. ჩვენ ეკრანებთან ვწუხდებით და იქ რა ხდება… : )

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: