შეიყვარე ვუვუზელა!

ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ ვუვუზელაზე, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ.

South-African-boys-blow-t-006 კი ვთქვი, ჩემპიონატის განმავლობაში ბლოგს დავასვენებ-მეთქი, მაგრამ რახან პოსტი ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეზეა, სჯობს, გამოვაქვეყნო.

ვუვუზელა (Vuvuzela – უფრო ზუსტი გამოთქმაა: ვუვუზეილა) დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის საყვირია. გამოირჩევა მონოტონური ტკბილხმოვანებით. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან კარგად გაიცანით, მაგრამ არ მგონია, იცოდეთ, რომ მას ხანგრძლივი და თავგადასავლებით აღსავსე საინტერესო ისტორია აქვს.

ვუვუზელა ტელეეკრანებზე პირველად 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატის დროს გამოჩნდა, მაშინ ის კალისგან დამზადებული და ბევრად უფრო მოკლე იყო. მოგვიანებით კალა – ალუმინმა, ალუმინი კი – პლასტმასამ ჩაანაცვლა.

თუმცა, მკვლევრებმა ვუვუზელას შორეულ წინაპრებს მრავალი საუკუნით დაშორებულ ეპოქებში მიაკვლიეს. ცნობილმა შოტლანდიელმა ანთროპოლოგმა, ისტორიკოსმა და ბიბლიის უზადო მცოდნემ, სერ ჯეიმს ფრეზერმა (Sir James George Frazer) ივარაუდა, რომ იერიქონის გალავნის კედლები სწორედ ვუვუზელას ხმამ დაანგრია.

ვუვუზელას უბადლო მცოდნე იყო ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini). როდესაც 250px-NiccoloPaganiniმოშურნეებმა ვიოლინოს ყველა სიმი გადაუჭრეს, დიდმა მუსიკოსმა ფუტლიარიდან ვუვუზელა ამოიღო და იმაზე დაუკრა… ამის შემდეგ პაგანინისთვის სიმები აღარასდროს გადაუჭრიათ.

ვუვუზელასთვის არაერთი მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი, იგივე იგორ სტრავინსკის (Игорь Стравинский) “სიმფონია სასულე საკრავებისთვის”. ვუვუზელას აქტიურად იყენებს მადრიდის მუნიციპალური სიმფონიური ორკესტრი (Banda Sinfónica Municipal de Madrid), რომლის კონცერტების მუდმივი სტუმარი ესპანეთის მეფე ხუან კარლოსია. “ბითლზის” Yellow Submarine-შიც ისმის ვუვუზელას ხმა.

დღეს ვუვუზელას  მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელი ბევრი კომპანია ამზადებს, მაგრამ მათგან ყველაზე დაფასებული და მუსიკათმცოდნეების მიერ უპირობოდ აღიარებული ფრანგული The Selmer Company-ის ამერიკული შვილობილის The Vincent Bach Corporation-ის მიერ წარმოებული ვუვუზელებია. ამ კომპანიამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვუვუზელების საგანგებო სერიაც გამოუშვა, რომლებიც ცნობილმა დიზაინერებმა – დონა ქარანმა (Donna Karan), ბილ ბლასმა (Bill Blass), ჯორჯო არმანიმ (Giorgio Armani) და ტიერი მიუგლერმა (Thierry Mugler) მოხატეს. 2010 წლის საუკეთესო ვუვუზელისტს კი საჩუქრად “სვაროვსკის” კრისტალებით მორთული ვუვუზელა გადაეცემა.

Jy is my liefde, jy is my vuvuzela!

დაბოლოს, თუ არც მუსიკალური ნიჭი გაქვთ და არც ფეხბურთი გიყვართ – აი, რას ამბობს ახენის უნივერსიტეტის კლინიკის ხელმძღვანელი დოქტორი იურგენ ფლუგე (Jürgen Floege): “ვუვუზელა საუკეთესო საშუალებაა ფილტვების ვარჯიშისთვის. ის ხელს უწყობს ჯანმრთელ სუნთქვას და გეხმარებათ თავი დააღწიოთ სასუნთქი აპარატის პრობლემებს. ერთი საათის განმავლობაში ვუვუზელაზე დაკვრა ორგანიზმიდან გამოდევნის 0,09 გრამ ნიკოტინს,  0,2 გრამ ამიაკსა და 0,5 გრამ კუპრს. ამის გარდა, ვუვუზელაზე დაკვრა წონაში დაკლების მშვენიერი საშუალებაცაა.”

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

ფოტო-დამატება – გამოჩენილი ვუვუზელისტები:
Vuvuzela Hall of Fame (VHF)

Advertisements

11 thoughts on “შეიყვარე ვუვუზელა!

  1. “ტკბილხმოვანება”? ჰმ. მაგ ტკბილხმოვანებამ გამინადგურა ნერვები,უკვე მეზარება ჩემპიონატის ყურება :დ თუმცა,ისტორია კი ჰქონია მდიდარი და საინტერესო

    Like

  2. ვითომ დაგვემშვიდობე და რამდენი პოსტი დაგიწერია.

    საწყალი პაგანინი. ვიოლინოზე რომ ესწავლა დაკვრა მამამისს ტერორში ყავდა და ვუზუზელაზე რა უზამდა. 🙂

    Like

  3. ფეხბურთის ფანს ვერ დაამშვიდებს ეს პოსტი : | სრულიად გულისგამაწვრილებელი და ფეხბურთიდან ყურადღების გადამტანი საშუალებაა. იქ რომ ვიჯდე, სათითაოდ დავაცლიდი პირიდან მაგას მთელ სტადიონს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s