ვინ გახდება ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული?

ესპანეთი? ესპანეთს საოცრად დაბალანსებული შემადგენლობა ყავს, იმდენად თანაბარი ძალისა, რომ ძნელიც კია იმის თქმა, რომელია იქ ძირითადი შემადგენლობა და რომელი – სათადარიგო. ამ გუნდის კონსტრუქტორივით გადაწყობაა შესაძლებელი, ისე, რომ კონკრეტულ მატჩს საუკეთესოდ მოერგოს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ესპანეთის ნაკრებს გენიალური მწვრთნელიც ყავს.

მაგრამ, მის წინააღმდეგ სტატისტიკა და მსოფლიოს ჩემპიონატის ტრადიციებია. მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთში ის ტიტულია, რომელსაც, როგორც წესი, ერთი და იმავე გუნდებისგან შემდგარი კასტა ინაწილებს. ახალი ჩემპიონი იშვიათად ჩნდება. ბოლოს ეს ფრანგებმა მოახერხეს, მაგრამ ისიც – მხოლოდ სახლში და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი – ზიდანი ყავდათ. ჩემპიონატი რომ ესპანეთში იმართებოდეს, ესპანეთის ნკარები ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნებოდა. სამხრეთ აფრიკაში – მისი შანსები საგრძნობლად მცირდება.

ინგლისი? კიდევ ერთი გუნდი შესანიშნავი შემადგენლობითა და მწვრთნელით… მაგრამ, ინგლისზეც იგივე უნდა ვთქვა, რაც ესპანეთზე ვთქვი. მართალია, ინგლისელები უკვე იყვნენ ჩემპიონები, მაგრამ ეს ნახევარი საუკუნის წინ მოხდა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ინგლისელები შინ თამაშობდნენ. ამ ჩემპიონატის შესახებ უმარავი რამ წამიკითხავს – თუ როგორ დაამტვრიეს პელე, როგორ დანიშნეს ბრაზილიელთა თამაშებზე ინგლისელი მსაჯები… მაგრამ ეს იქეთ იყოს. მთავარია, რომ ინგლისი ათეული წლებია  უკვე მუდმივ ფავორიტად რჩება და ჩემპიონატს ვერ იგებს. სავარაუდოდ, ახლაც იგივე განმეორდება.

არგენტინა? არგენტინაზე რა უნდა ვთქვა? ამ გუნდში უამრავი ტალანტია და დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – მესი… მაგრამ მათ ყავთ  მარადონა. ის, ვის სახელზეც არგენტინაში ეკლესიაა აგებული, ვინც არგენტინის ნაკრების ცხონება იყო, ახლა შეიძლება, მის კოშმარად იქცეს. ის, ვინც მექსიკაში არგენტინას თასი მოაგებინა, ახლა – დააკარგვინებს.

მაშ, ვინ დარჩა?

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
P.S.

ეს, ალბათ, ბოლო პოსტია ამ ბლოგზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.

შეირგეთ! 🙂

UPDATED: (4 ივლისი, 2010)

პროგნოზმა ჩაისვარა. 😦

Advertisements

23 thoughts on “ვინ გახდება ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული?

  1. ვერ ვიტყვი რომ იტალია მოიგებს, მაგრამ აი ბრაზილია ნაღდად ვერ მოიგებს. პროსტო ვარიანტი არაა ამ გუნდით რომ ბრაზილიამ ჩემპიონატო მოიგოს. გოლის გამტანი არ გყავთ, ბიჭო რას მოიგებთ.
    იყავი ობიექტური! 🙂

    Like

    • ერთხელ თამაში იყო და სტადიონი ყვიროდა: დინამო! დინამო! “დინამო” კიდე აგებდა.
      ირაკლი აბაშიძეც ყოფილა სტადიონზე და უთქვამს:
      – ახლა მე რამდენიც არ უნდა მიძახოს ჩემმა ცოლმა ირაკლი! ირაკლიო! მაინც არაფერი გამომივაო.

      ასე, რომ მარტო მონდომება და გამხნევება არ კმარა ყოველთვის.

      Like

    • იმ გუნდებისთვის ვისთვისაც ერთადერთი შედეგი – გამარჯვებაა, ვინ როდის შეხვდება მნიშვნელობა არ აქვს.
      ესპანეთზე დავწერე პოსტში. ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ შანსები არ აქვს.

      ბრაზილია-არგენტინა იქნებოდა კარგი ფინალი. 🙂

      Like

  2. გეთანხმები, მარადონა ბეწვის ხიდს გადის :დ

    მაგრამ….

    შეიძლება რამე გამოგვრჩეს პროგნოზებში : )

    მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ არგენტინა ან პორტუგალია ან იტალია გავა : )

    Like

  3. რა უცნაურია… ჩემს გარშემო ყველა პროგნოზირებდა რომ ესპანეთუ მოიგებდა, ტელევიზია–რადიოთი ვერაფერს გაიგებდი, ვინც ვის ბალეშიკობდა იმას ვარაუდობდა 🙂 ყველაფერი ობიექტურად მოხდა რა 🙂 ინგლისი საშინელ ფორმაში იყო, დაღლილგანადგურებული 🙂 საფრანგეთზე რა ვთქვა არ ვიცი, არგენტინას მარადონამ დააკლო თუ დააკლო თორეე.. 🙂 ბრაზილიას ფორვარდი არ ყავდა, ურუგვაი იმდენ ხანს სირბილს ვერ ქაჩავდა, იტალიამ ერთი ეტაპი დაასრულა გარკვეულწილად, მაგის დრო ნამდვილად არ იყო 🙂
    ჰოლანდია კარგად თამაშობდა, მაგრამ მაინც ტაქტიკის და ერთი ფეხბურთელის ხარჯზე.. გერმანია ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის საშუალო იყო ყველაფრით 🙂 ცხადი ჩანდა ვინ მოიგებდა რა, ყველანაირად ცხადი 🙂 იაპონია იყო კიდე საყვარელი გუნდი 🙂
    გული დამწყდა, რომ გერმანია–ჰოლანდიის და არგენტინა–ესპანეთის თამაშები ვერ ვნახე, საინტერესო იქნებოდა…
    წავედი სანამ გამაგდეს ამხელა კომენტარით 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s