თუ თვალახვეული გსურს ყოფნა, შენი ნებაა, მაგრამ ასე სამყაროს ვერ შეიმეცნებ.
მირიამ მაქება
საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანი, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი ცხონებული ასე ამბობდა ხოლმე – მეო სამი დიდი მეგობარი მყავსო: ამერიკელი მუშების უფლებების დამცველი ანჯელა დევისი, ყველა აფრიკელის მამა და მარჩენალი უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი და აპარტეიდთან მებრძოლი მირიამ მაქება.
მირიამ მაქება (Zenzile “Miriam” Makeba), “დედა აფრიკა”, “მსოფლიო მუსიკის განძი” 1932 წლის 4 მარტს იოჰანესბურგში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფრიად შეჭირვებულად ცხოვრობდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ახლობლებმა მირიამის მუსიკალურ ნიჭს ყურადღება მიაქციეს და გოგონა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, სადაც 8-წლიანი სპეციალიზირებული განათლება მიიღო. კლასიკური მუსიკის ცოდნამ, როგორც თავად მაქება ამბობდა, მის სამომავლო კარიერასა და გამორჩეული ხელწერის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი.
მირიამი მღეროდა საეკლესიო ქოროში, მისი ბიძაშვილის სამოყვარულო ჯგუფში, გამოდიოდა ქუჩის მუსიკოსებთან ერთადაც… 50-იანებში ის The Manhattan Brothers-ის სოლისტად მიიწვიეს. Manhattan Brothers ძირითადად რეგთაიმს უკრავდა. მაქებას ჯაზი ბავშვობიდან უყვარდა (მისი ძმა გატაცებული იყო ჯაზით და ფირფიტებს აგროვებდა. როგორც მოგვიანებით მირიამი იგონებდა, ჯერ კიდევ პატარა ასაკში უსმენდა ამ ჩანაწერებს და ცდილობდა ბილი ჰოლიდეისთვის, ელა ფიცჯერალდისთვის, სარა ვოუნისთვის ხმის აყოლებას), Manhattan Brothers-ში მის ნიჭს მიეცა გზა ფართო. ის შენიშნეს. 1959 წელს სამხრეთ აფრიკელმა მესაყვირემ და კომპოზიტორმა ჰიუ მასექელამ მირიამ მაქებას ქალის მთავარი პარტია ანდო ჯაზ-ოპერაში “მეფე ქონგი” (King Kong)
- Hugh Ramopolo Masekela – ერთ-ერთი გამორჩეული სახელია ეთნო-ჯაზის ისტორიაში. საყვირს ის MSM-ში (მანჰეთენის მუსიკალურ სკოლაში/Manhattan School of Music) დაეუფლა – სასწავლებელში, რომელიც ამაყობს ისეთი კურსდამთავრებულებით, როგორებიც არიან თანამედროვეობის უდიდესი, IMHO :), ბასისტი რონ ქართერი, დეივ გრუზინი, ჰერბი ჰენქოქი, ფლეიტისტი ჰერბი მენი, იუსეფ ლათიფი, გენიალური დრამერი მაქს როუჩი და ჩვენი ძმა და მეგობარი ბილი ჯოელი. გარდა ჯაზისა მასექელა მონაწილეობდა ფოლ საიმონისა და 60-იანების ძალინ ცნობილი და ძალიან კარგი ჯგუფის, The Byrds-ის ჩანაწერებშიც. მოგვიანებით ის და მირიამი დაქორწინდნენ.
მაქებამ საკუთარი ჯგუფიც შექმნა, The Skylarks და ამერიკული, ევროპული და აფრიკული რიტმების შერწყმა დაიწყო. ეს არის სტილი მარაბი (Marabi) და კუელა (Kwela), რომელიც დღეს მსოფლიო ეთნო-ჯაზის ან, როგორც ხშირად უწოდებენ, მსოფლიო მუსიკის (World Music) ნამდვილი საგანძურია. World Music–ის ფასეულობა ისაა, რომ ის, ერთი მხრივ, უნიკალურია და არავის გავს, მეორე მხრივ კი, საყოველთაოა და ყველასათვის გასაგები… საქართველოში სწორედ ამ გზას გაჰყვნენ ნინო ქათამაძე, “ადიო”, “შინი”…
რატომ უწოდებენ ამ მუსიკას “მსოფლიო მუსიკას”? ვფიქრობ, ადამიანებს სურთ, თავაზიანები იყვნენ. მათ იმის თქმა სურთ, რომ ეს მუსიკა მესამე სამყაროდანაა. ადრე ჩვენს ქვეყნებს განუვითარებელს უწოდებდნენ, ახლა – განვითარებადი შეარქვეს. უბრალოდ, ასე უფრო თავაზიანია.
მირიამ მაქება
იმავდროულად, საკუთარი პოპულარობა მუსიკოსმა ადამიანის უფლებებისთვის საბრძოლველად გამოიყენა – 1959 წელს მაქება გადაიღეს ანტი-აპარტეიდულ ფილმში “აფრიკავ, დაბრუნდი” (Come Back, Africa). ფილმის პრემიერას ვენეციის კინოფესტივალზე თავად მუსიკოსიც დაესწრო, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ კი მისი საზღვარგარეთ ყოფნით ისარგებლა და მოქალაქეობა ჩამოართვა, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არ განუცხადებიათ, მაგრამ, როდესაც მირიამის დედა გარდაიცვალა, ის სამშობლოში არ შეუშვეს და პასპორტი ჩამოართვეს, როგორც გაუქმებული. ამის შემდეგ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მას საპატიო მოქალაქეობა შესთავაზა და “დედა აფრიკა” მსოფლიოს მოქალაქე გახდა.
მირიამ მაქებას ამერიკულ კარიერას ხელი შესანიშნავმა მუსიკოსმა ჰარი ბელაფონთემ (Harold George “Harry” Belafonte, Jr.) შეუწყო. მათმა ერთობლივმა ალბომმა An Evening With Belafonte/Makeba (1965) გრემი დაიმსახურა. მანამდე, 1960 წელს მაქებამ მონაწილეობა მიიღო ბელაფონთეს ალბომის, Belafonte Returns to Carnegie Hall ჩაწერაში.
- ბელაფონთე ცალკე პოსტს იმსახურებს. არა მხოლოდ იმ მუსიკისთვის, რაც მან შექმნა, არამედ იმისთვისაც, რამდენ ნიჭიერ ადამიანს დაეხმარა. ბობ დილანის დებიუტი სწორედ ჰარი ბელაფონთეს სინგლის The Midnight Special ჩაწერისას შედგა – ორი ძაან მაგარი კაცი შეხვდა ერთმანეთს და მაგრადაც შეუბერეს. ამ სიმღერის ბევრი ვარიანტი არსებობს – იმდენჯერ ჩაწერეს, სანამ იდეალურ ჟღერადობას არ მიაგნეს. 1962 წელს მოხვდა ბელაფონთეს ალბომში.
ასევე, მგონი, ცალკეცაა გამოსული ყველა ვარიანტი ერთად. გადმოწერე და ისიამოვნე. არ ინანებ! 🙂
მირიამ მაქება უამრავი მუსიკალური თუ არა-მუსიკალური ჯილდოს მფლობელია. სრული სია შეგიძლიათ აქ იხილოთ. იყო გაეროს მშვიდობის ელჩი. რა თქმა უნდა, აპარტეიდის გაუქმების შემდეგ სამხრეთ აფრიკის მოქალაქეობაც აღუდგინეს. სხვადასხვა გამოცემის მიერ მაქება ყველა დროის ყველაზე ცნობილ სამხრეთ აფრიკელთა შორის არაერთგზისაა დასახელებული.
მჯერა, რომ ყველაფრის სიმღერა შემიძლია.
მირიამ მაქება
2008 წლის 9 ნოემბერს იტალიის ქალაქ კასტელ ვოლტურნოში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც იტალიელი მწერლისა და ჟურნალისტის, ნეაპოლურ მაფიასთან, კამორასთან მებრძოლ რობერტო სავიანოს მხარდასაჭერად იმართებოდა, მაქება ცუდად გახდა. თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიციის, Pata Pata-ს შესრულებისას გულის შეტევა დაემართა და კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა.
ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე “დედა აფრიკა” ვეღარ იმღერებს, თუმცა, მისი ხმა მაინც გაიჟღერებს და მისი გამოსახულებაც გამოჩნდება, როგორც ის ფასეულობა, რომელიც მარადიულია და რომლითაც სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო კულტურა გაამდიდრა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
My Lord მომწონს ეს აფრიკელი ქალბატონი, აფრიკაც, ჯაზიც და დიდი მადლობა არ ვიცოდი მის შესახებ 🙂
LikeLike
საინტერესოა. ახლა ორივე ყური მაქებეს მუსიკისკენ მაქვს მიპყრობილი და რა კარგია რომ ვუვუზელებზე სასიამოვნო ჟღერადობაც არსებობს დედამიწაზე. :))
LikeLike
etno-jazi zalian momcons da amashi sheni damsahurebaa! 🙂
is tu gaxsovs mestiashi rom gkonda makeba camogebuli da svanebi rom gadavriet ra jandabebs usmento? :):)
LikeLike
აქ როგორ მომაგენი? :):)
მესტიაში არ იყო ეგ. თუ იმ მთა-ღრეებში რომ გადაიკარგეთ და არავინ იცოდა სად იყავით და ჯალაბობაში პანიკა აიწია იმ ვოიაჟს გულისხმობ, მე არ ვყოფილვარ თქვენთან ერთად.
მაქებას ალბომი მანამდე გაჩუქე მე და ეგ წაიღე ალბათ მოსასმენად.
ყოველ შემთხვევაში მე იქ არ ვყოფილვარ.
🙂
LikeLike
me kai xania, mogageni, sxvata shoris 🙂
albomi rom machuke mahsovs. ufro scorad me vichuqe. 🙂 zaan ar gindoda, mara bolos mainc dagcincle :):)
svanetshi ar ikavi, martali xar. gamaxsenda.
ise, camasulikavi is jobda.
LikeLike
ხოხ… იმსიმაღლეზე რომ არ ავიდე, აქ ვერ მოვუსმენ მაქებას? :):)
იცი შენ. я за комфорт и горячую воду. 🙂
ჰოდა, იკითხე ჩუმად. 🙂
ნაცნობები აჩათავებენ მერე ყველაფერს.
თუ რამე გაქვს საჭორაო, ტელეფონით დამირეკე. 🙂
LikeLike
მჯერა, რომ ყველაფრის სიმღერა შემიძლია – მაგარი ქალის აზრიანი სიტყვები 🙂
LikeLike
ჯაზზე ვერც ისე ვკაიფობ, მაგრამ დილანი-ბელაფონტეს დუეტმა მაგრად გაასწორა. არ მქონდა მოსმენილი და დიდი მადლობა ლინკისთვის!
+1
LikeLike
ნუ ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარს ასეთი პოსტები ამ ბლოგზე და ძალიან არ მიყვარს ვიბრატორებზე, პენისებზე, დეისაძეებზე და სექსებზე პოსტები. 🙂
LikeLike
ლოლ, თავიდან არ მეცნო ეს ქალი, მაგრამ როგორც კი ვიდეოს მოვუსმინე, გამახსენდა :დ :დ :დ
ადრე რადიოში მოვუსმინე რამდენჯერმე, მომწონდა მაშინ…
პ.ს. ნინო ქათამაძე კიდე სხვა გზითც დადიოდა, როცა გაჩეჩილი გამოდიოდა სცენაზე :დ
LikeLike
ნინოზე ცუდი ამ ბლოგზე არ ითქმება 🙂
ვინც კი მღერის ქართულად, იმათ შორის ნინო ჩემთვის არის ნომერი ერთი.
ყველა დანარჩენის თავზეც გავიარე.
🙂
LikeLike
იი, არადა ცუდი არაფერი გამიფიქრია :დ
სხვა გზა = სხვა მომღერლის გავლენა
მე ვერ დავინახე ეთნო ჯაზის გავლენა, ნუ ჰა, სულიკოს ინტერპრეტაცია? მაგრამ სულიკო რომ ეთნო არაა? 🙂
თანაც ადრე მართლა გაჩეჩილი თმებით იყო, რამდენიმე წელია შეკრული თმებით გამოდის : )
LikeLike
გავლენაა არაა. მე ვფიქრობ, ეგაა ზოგადად მსოფლიო მუსიკა. 🙂
ბევრ სიმღერაში ისმის ჩვენი ფოლკის მოტივები, განსაკუთრებით როცა ნინო იმპროვიზირებს, მაგ დროსაც.
ისე, სულიკო ძალიან კარგია და ყვავილების ყვეყანაც, მაგრამ მე მაინც ტურფა მიყვარს ყველაზე მეტად.
LikeLike
მეც ახლა გავიგე ;))
მაგარია ვიწერ ალბომებს ;))
LikeLike
შედეგები ასეთია:
12 ადამიანმა გადმოქაჩა პირველი დისკი
8-მ მეორე დისკი (ალბათ ჯერ პირველს უსმენს და ფიქრობს, ღირ თუ არა გაგრძელება :).
და 32 ადამიანმა კი – დილანისა და ბელაფონთეს სინგლი… დილანი უყვართ საქართველოში.
იმედი მაქვს, ვინც გადმოქაჩა ეს თუ ის – ისიამოვნა და არ მოტყუვდა. 🙂
LikeLike
ვადერ მეორე ნაწილს ვეღარ ვიწერ და თუ შეგიძლია შეასწორე აბა ლინკი 😉
LikeLike
სწორედაც რომ “მჯერა, რომ ყველაფრის მღერა შემიძლია”. ძალიან მიყვარს ეს აფრიკელი რა, აი ძალიან ძალიან. სასწაული სიმღერები აქვს
LikeLike
დღევანდელი დუდლი თუ ნახე, ლორდ?
LikeLike
შენ თუ ნახე ჩემი დუდლი მაგნუმში წუხელღამ? 🙂
LikeLike
გვიან 🙂 რომ მენახა, აქ ამ კითხვას ხომ აღარ დავწერდი 🙂
LikeLike