ყველაზე სპორტული ნაშები

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ტელევიზორსაა მომდგარი… ჰა და ჰა. ამ პოსტით, მინდა, შევეგებო… თუმცა, ქალთა ფეხბურთი ცუდად ვიცი, ამიტომ, ზოგადად სპორტსმენებზე დავწერ.

დავიწყებ ულამაზესი ფეხბურთისა და ულამაზესი ქალების ქვეყანით – ბრაზილიით, მით უმეტეს, რომ ბრაზილიელი ტყუპები ბეატრის (ბია) და ბრანკა ფერესები (Beatriz & Branca Moreira Feres) ნამდვილად იმსახურებენ ამ სიის სათავეში ყოფნას.

Bia and Branca Feres1 Bia and Branca Feres

ისინი სინქრონისტები არიან – სინქრონულ ცურვაში ბრაზილიისა და პან-ამერიკული ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები, უფროსებს შორის ბრაზილიის ჩემპიონები და პან-ამერიკული ჩემპიონატის მესამე ადგილოსნები.

Bia and Branca Feres3

ძველი ბრაზილიური თქმულება ამბობს – თუკი ტყუპებს შორის მოხვდი, სურვილი ჩაიფიქრე და აუცილებლად აგისრულდებაო. ბიასა და ბრანკას შორის თუ მოხვდი მამაძაღლი, რაღა უნდა ჩაიფიქრო – აგსრულებია და ეგაა.

ამანდა ბიარდი (Amanda Ray Beard) ამერიკელი მოცურავე, ამერიკის რეკორდსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედალოსანია.

Amanda Beard1.   Amanda Beard

ამანდა ვეგეტერიანელია. არ ვიცი, ამის ბრალია თუ არა, ასეთ მშვენიერ ფორმაში რომ იმყოფება.

პარაგვაელი შუბის მტყორცნელი ლერინ ფრანკო (Leryn Margarita Franco Montes) სამხრეთ ამერიკის ჩემპიონია ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის. ჯერ-ჯერობით სხვა ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ, ეგ რომ გამოჩნდება სარბიელზე, მთელი სტადიონი ბღავის: “მესროლე ეგ შუბი, ქალბატონო მარგალიტა”-ო.

Leryn Franco Leryn Franco1

ფრანგი მოცურავე ლორ მანოდუ (Laure Manaudou) ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. სპორტული კარიერა 22 წლისამ სულ ახლახანს დაასრულა, ამიტომ მისი გამოტოვება სამართლიანი არ იქნებოდა.

Laure Manaudou Laure Manaudou1

რუსი მარია შარაპოვა (Мария Шарапова) სულ უფრო იშვიათად იგებს, თუმცა, ყველაზე მომხიბლველ სპორტსმენთა სიას მაინც არ ტოვებს.

Maria Sharapova Maria Sharapova1

ანა პაულა მანსინო (Ana Paula Mancino) ბრაზილიელი ფრენბურთელია. იტალიურ კლუბში თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში ვერ ხვდება (ვინ ყავთ, ნეტა, უკეთესი?). ასეთი გარეგნობის პატრონი პლაჟის ფრენბურთს დაამშვენებდა.

Ana Paula Mancino Ana Paula Mancino1

სოფთბოლისა ბევრი არაფერი გამეგება, მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდი ძუძუები სოფთბოლისთვის ხელის შემშლელი არაა, სხვა შემთხვევაში ამერიკელი ჯენი ფინჩი (Jennie Lynn Finch) ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ნამდვილად ვერ გახდებოდა.

Jennie Finch Jennie Finch1

ველო-სპრინტერი ვიქთორია ფენდელთონი (Victoria Pendleton) ბრიტანელი მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ახლა, პატიოსანი ქალი ველოსიპედს რომ შემოაჯდება, მერე პაპიროსსაც მოწევს, მაგრამ მამამისიც ცნობილი ველოსიპედისტი იყო და რა გინდა, რო მოთხოვო.

Victoria Pendleton Victoria Pendleton1

სერბმა ანა ივანოვიჩმა (Ана Ивановић) ბევრის თვალში რუსები ჩამოალაბორანტა ყველაზელამაზ ჩოგბურთელთა სიის პირველი ადგილებიდან. ის საფრანგეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია.

Anna Ivanovich Anna Ivanovich1

ერინ ფილიფსი (Erin Victoria Phillips) ავსტრალიელი კალათბურთელია. ამერიკის პროფესიონალურ ლიგაში თამაშობს და თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.

Erin Phillips Erin Phillips1

უნგრელი რიტა დრავუჩი (Rita Dravucz) წყალბურთელია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

Rita Dravucz1 Rita Dravucz

იტალიელი მოფარიკავე მარგერიტა გრანბასი (Margherita Granbassi) მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელია.

Margherita Granbassi Margherita Granbassi1

ამერიკელი მოცურავე დარა თორესი (Dara Torres) სამივე სინჯის 12 ოლიმპიური მედლის მფლობელია. 43 წლისაა, მაგრამ კარგ სპორტულ ფორმაშია და მშვენივრადაც გამოიყურება.

Dara Torres Dara Torres1

ბლანკა ვლაშიჩი (Blanka Vlašić) ხორვატი სიმაღლეში მხტომელია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი.

Blanka VlasicBlanka Vlasic1

სუსანა კალური (Susanna Elisabeth Kallur) შვედი მორბენალია მოკლე დისტანციაზე ბარიერებით. ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია.

Susanna Kallur Susanna Kallur1

ესპანელი ტანმოვარჯიშე ალმუდენა სიდი (Almudena Cid Tostado) დასავლეთ ევროპელთა შორის ყველაზე წარმატებულია, თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელები უმწარებენ სიცოცხლეს და მუდამ მედლების გარეშე რჩება.

Аlmudena Cid Аlmudena Cid1

ლოქელანი მაქმიშელი (Lokelani McMichael) ტრიატლონისტია ჰავაიდან. ერთადერთი ქალია, რომელმაც ყოველწლიური გრძელი დისტანციის ტრიატლონის ტრასა დაძლია ჰავაიში და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

Lokelani McMichaelLokelani McMichael1

ბრაზილიელი მოცურავე ფლავია დერალოლი (Flávia Delaroli) ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენია.

Flavia DelaroliFlavia Delaroli1

ამერიკელი გაბრიელ რისი (Gabrielle Allyse Reece) მსოფლიოს ჩემპიონია პლაჟის ფრენბურთში.

Gabrielle ReeceGabrielle Reece1

ავსტრალიელი ანა როუსონი (Anna Rawson) გოლფისტია, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

Anna RawsonAnna Rawson1

კიდევ ერთი ველოსიპედისტი ჩემს სიაში ავსტრალიელი ნიკი გუდექსია (Niki Gudex), ის მთის ბაიკერია. ჟურნალმა FHM არაერთხელ დაასახელა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ 100 ქალს შორის.

Niki GudexNiki Gudex1

მალია ჯონსი (Malia Jones) სერფინგისტია. ჰავაური, ესპანური, ფილიპინური, გერმანული და ინგლისური გენების კოქტეილით მისი მართლაც რომ გამორჩეული გარეგნობა მივიღეთ.

Malia Jones1Malia Jones

პოლონური წარმოშობის დანიელ ჩოგბურთელს, კაროლინ ვოზნიაცკის (Karolina Woźniacka/Caroline Wozniacki) ჯერ ყველა ტიტული წინ აქვს და ანა ივანოვიჩსაც შეეცილება ყველაზე მომხიბლველი ჩოგბურთელის ამბავში.

Caroline Wozniacki1Caroline Wozniacki

ახალგაზრდაა ამერიკელი სარფერი ქარინა ფეთრონიც (Karina Petroni). მშვენიერი გარეგნობის გარდა, როგორც წერენ, ის ძალიან ჭკვიანია, კარგი სტუდენტია და ფორტეპიანოზეც მუზიცირებს ჯაზს… იდეალია, პრაქტიკულად.

Karina Petroni1Karina Petroni

ამერიკელ გოლფისტ ქრისთი ქერის (Cristie Kerr) კი ტიტულები არ აკლია, ამავე დროს, ის Lacoste-ის სახეცაა.

Cristie KerrCristie Kerr1

დაბოლოს, ფეხბურთის შესახებ:

ერთხელ თბილისში შვედ ქალ ფეხბურთელთა გუნდი იყო ჩამოსული. ხმა გავარდა, მატჩის ბოლოს მაისურებს გაცვლიანო და 80-ათასიანი “დინამოს” სტადიონი გაივსო, ტევა არ იყო. მერე ის გოგოები გახარებულები ამბობდნენ – როგორ ყვარებიათ ქართველებს ქალების ფეხბურთი, სად არ გვითამაშია და 3’000-ზე მეტი მაყურებელი არსად ყოფილაო.

შვედი ფეხბურთელების სურათები არ მაქვს, ამიტომ ამერიკელ სოკერისტ ჰიზერ მითს (Heather Mitts) წარმოგიდგენთ. ის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატი ტრამვის გამო გამოტოვა.

Heather Mitts1Heather Mitts

ესეც, ბობუსი:
ბრაზილიური “ფლეიბოის” სამსოფლიოჩემპიონო ფოტოსესია.

Heather Mitts1

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე ოლიმპიელი ნაშები

Advertisements

19 thoughts on “ყველაზე სპორტული ნაშები

  1. აი ერთი ის მაცოდინა, შარაპოვას რა ჯანდაბა უნდოდა მაგ სიაში. რას გავს… თუ ვინმე ლამაზი ჩოგბურთელი ყოფილა რუსი მანდ, ეგ აუცილებლად ანა კურნიკოვაა. მართალია მე-10 ადგილის ზევით არ წასულა, მაგრამ სილამაზით მართლა მოხიბლა არამარტო როლან გაროსები და უიმბლდონები, არამედ თვით ენრიკიტო.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s