Wორდპრესზე სიახლეა.
კარგი ერთი, გამაკვირვეო – მეტყვით. ამ ბოლო დროს აქ ხომ უკვე იმდენი სიახლეა, რომ ძნელიც კია, გამოედევნო, მაგრამ დღეს ძალიან სახალისო და მოსახერხებელი Like & Reblog (მოიწონე და გადაბლოგე) შესაძლებლობაც დაემატა.
რას ნიშნავს ეს და რასთან ერთად უნდა მივირთვათ?
ვთქვათ, რამე საინტერესო პოსტს გადაეყარეთ Wორდპრესულ ბლოგზე. ეკრანის თავზე საგანგებო ოფციები გაქვთ, ვარსკვლავითა და წარწერით Like.
აჭერთ მოწონების ღილაკს და Wორდპრესი იმახსოვრებს თქვენს არჩევანს – ნებისმიერ დროს, როცა კი გაგეხარდებათ, შეგიძლიათ მარტივად, ერთი პაწია კლიკით ხელახლა დაუბრუნდეთ მოწონებულ პოსტ(ებ)ს.
ამასთან, რჩეული პოსტი შეგიძლიათ საკუთარ ბლოგზეც გადაბლოგოთ. მთლიანად ან ნაწილობრივ, დაურთოთ საკუთარი შენიშნვები, მოსაზრებები, პროლოგი თუ ეპილოგი… რაც გაგეხარდებათ.
და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ (და სხვაც დაარწმუნოთ), რომ ჩვენ, Wორდპრესელები ჭეშმარიტად ერთი გუნდი ვართ!
Original post:
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
vah ra sainteresoa ki ara da momewona es siaxle 😛
LikeLike
რა ექსპრეს-კომენტარი იყო, დაპოსტვა ძლივს მოვასწარი 🙂
ჰო მაგარი რამეა. ვორდპრესი აღარ ხუმრობს.
LikeLike
xels uwyoben mashasadame plagiatizmis ganvitarebas!!
LikeLike
პირიქით 🙂
პლაგიატია პირდაპირ რომ აწაპნი წყაროს მითითების გარეშე – აქ კი საავტორო უფლებები დაცულია.
ხელს უწყობენ ბლოგსპოტის დაძირვას.
LikeLike
maase gaagrzelon 😀
LikeLike
ხელს უწყობენ ბლოგსპოტის დაძირვას.
mivesalmebodi
ver vitan blogspotis komentarebis sistemas 🙂
LikeLike
მაგის გარდა ბლოგის ავტორებისთვისაც აქვს მინუსები – ისეთი ინტეგრაცია ბლოგების ერთმანეთთან, როგორც Wორდპრესშია არ არის. აქ სად რა როდის დავაკომენტე – ყველაფერს მიჩვენებს და თუ სადმე ვინმემ დამაკომენტა ან მიპასუხა – მაგასაც.
ბლოგსპოტში ზიხარ ჭურში 🙂
რაკი ორივე პლატფორმაზე მაქვს ბლოგები – შედარების კარგი საშუალებაც მაქვს.
LikeLike
ექსელენტე 🙂
LikeLike
ბლოგსპოტი მაკმაყოფილებს! :))
მართალია წორდფრესი უკეთესია, ეს ფაქტია! მაგრამ ისე შევეჩვია ბლოგპოსტს, რომ წორდპრესზე ჯერ არ დაუმატებიათ ისეთი ფუნქცია, რომელიც თავისკენ გადმომიპირებდა. ზესასწაულს ველოდები :))))
პ.ს. ერთი ბლოგი წორდპრესზეც უნდა გახვსნა 🙂
LikeLike
გახსენი კლონი. მე ვორდპრესზე წაგიკითხავ და დავაკომენტებ და სხვებმა რაც უნდა ის ქნან. 🙂
LikeLike
ნამდვილად კარგი სიახლეა “თანაგუნდელო” :))
LikeLike