მოდი, აიწიე კაბა

Blonde Dynamite ფინ-აფი (Pin-up) მე-20 საუკუნის შუა წლების პუპულარული სტილია მხატვრობაში. ფინ-აფ ნახატი არის პლაკატი (Pin up – შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც კედელზე გაკვრა) გოგონების გამოსახულებით, რომელთაც, როგორც წესი, კაბა წამოუფრიალდებათ ხოლმე. ფინ-აფი განსაკუთრებით პოპულარული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან გახდა – ფინ-აფ გოგონების გამოსახულებით არაერთი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი იყო დამშვენებული – მფრინავები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი სურათი მტრის პილოტებს მზერას მოწყვეტდა და მოწინააღმდეგე იოლ სამიზნედ იქცეოდა, თუმცა ფინ-აფ ნახატები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. მხატვრობის ეს სტილი პოპულარული იყო და არის ევროპაშიც (ზოგიერთი მკვლევარი მის სამშობლოდ სწორედ ინგლისს და არა ამერიკას მიიჩნევს), თუმცა, დიდება და ბრწყინვალება მან სწორედ ამერიკაში მოიპოვა.

ფინ-აფი წარმატებით გამოიყენებოდა რეკლამებში. ის აიტაცეს ფოტოგრაფებმა და კინორეჟისორებმაც – 1944 წელს ამერიკის კინორეჟისორთა გილდიის დამფუძნებელმა ბრიუს ჰამბერსთოუნმა (H. Bruce Humberstone) გადაიღო ფილმი “ფინ-აფ გოგონა” (Pin Up Girl) ბეთი გრეიბლით (Elizabeth Ruth Betty Grable) მთავარ  როლში (ბეთი გრეიბლი, შესაძლოა, გინახავთ ფილმში “როგორ ვიქორწინოთ მილიონერზე” (How to Marry a Millionaire), სადაც მერილინ მონროც თამაშობს). სწორედ ფინ-აფით იყო შთაგონებული ეპიზოდი ბილი უაილდერის (Billy Wilder) ფილმში “შვიდი წლის თავზე” (The Seven Year Itch), სადაც მერილინ მონროს ნიავი კაბას უფრიალებს.  (სხვათა შორის, Rotten Tomatoes-მა ეს ეპიზოდს მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ეპიზოდადაც დაასახელა). საყურადღებოა, რომ მონროს გმირს ფილმში სახელი არ აქვს და უბრალოდ “გოგონა” (The Girl) ქვია. Monroe Pin-up

გრეიბლისა და მონროს გარდა, სხვადასხვა დროს ფინ-აფ გოგონა არაერთი ცნობილი მსახიობი გამხდარა, მარტო მერი ფიქფორდის (Mary Pickford), მარლენ დითრიხის (Marlene Dietrich), გრეთა გარბოს (Greta Garbo) და ინგრიდ ბერგმანის (Ingrid Bergman) დასახელებაც კმარა… ცნობილი ფინ-აფ გოგონა იყო ვერონიქა ლეიქიც (Veronica Lake) – ქიმ ბეისინჯერი (Kim Basinger) მის ორეულს თამაშობს ფილმში “ლოს ანჯელესის საიდუმლოებანი” (L.A. Confidential).

ლინი (ქიმ ბეისინჯერი) – შენ პირველი მამაკაცი ხარ ხუთი წლის მანძილზე, ვინც პირველივე წუთს არ მითხრა, რომ ვერონიქა ლეიქივით გამოვიყურები.
ბადი (რასელ ქროუ) – შენ ვერონიქა ლეიქზე უკეთესად გამოიყურები.
ლოს ანჯელესის საიდუმლოებები

სინდისი არ მომცემს უფლებას, გამოვტოვო ბრიჟიტ ბარდო (Brigitte Bardot), ჯინა ლოლობრიჯიდა (Gina Lollobrigida) და სოფია ლორენი (Sophia Loren)… ლეგენდარული მოდელი თვიგი (Twiggy),  რაქელ უელჩი (Raquel Welch), ჟაქლინ ბისე (Jacqueline Bisset)… რა თქმა უნდა, ფამელა ანდერსონი (Pamela Anderson), ქარმენ ელექთრა (Carmen Electra) და ბეთი ფეიჯის (Bettie Page) კლონი – დითა ვონ თისი (Dita Von Teese)…

ფინ-აფით იყო შთაგონებული გოგონების გამოსახულებებით დამშვენებული Zippo-ს სანთებელათა მთელი სერია (ამ კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ, წაიკითხოთ ბრენდისთან, აქ).

როგორც ამბობენ, პირველი, ვინც მოახერხა და ცნობილი მსახიობები ფინ-აფისთვის დაითანხმა, როლფ არმსთრონგი (Rolf Armstrong) იყო (სწორედ მან დახატა პირველმა ფიქფორდი და გარბო), მაგრამ მე სხვა მხატვრის შემოქმედება უფრო მომწონს – ეს არის გილ ელვგრენი (Gil Elvgren). ის 1914 წელს მინესოთაში დაიბადა, მხატვრობას მინეაფოლისის ხელოვნების ინსტიტუტსა და სახელგანთქმულ “ამერიკის ხელოვნების აკადემიაში” (American Academy of Art) დაეუფლა (სადაც, მოგვიანებით, თავადაც ასწავლიდა) და მშობლიურ შტატში, ცნობილ სარეკლამო სააგენტოში Brown & Bigelow დაიწყო მუშაობა. სწორედ მას ეკუთვნის “კოკა-კოლას” სარეკლამო პოსტერების კლასიკური სერია, თუმცა, ეს  სხვა პოსტის თემაა. რაც შეეხება ფინ-აფს, ელვგრენი ქმნიდა კომპოზიციებს, სადაც მოდელის ხასიათი, გუნებაა ნაჩვენები. მას, უდავოდ, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და მისი ფინ-აფ გოგონები ყოველთვის ძალიან ცოცხალი და ბუნებრივები არიან.

როგორც ბლოგერები იტყვიან, ინჯოი:


Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “მოდი, აიწიე კაბა”

  1. Pin-up ასეთი სერიოზული საქმე თუ იყო არ ვიცოდი 🙂

    მოდელების სია მართლაც შთამბეჭდავია.

    Like

  2. აი მეკი მეგონა, რომ ამ ყველაფრის თავი მერლინ მონრო იყო 😉
    სოფი ლორენის და გრეტა გარბოს სურათები ხომ არ იცი მსგავს სტილში თუ დევს სადმე. მაინტერესებს.

    Like

    1. არ ვიცი. თან შეიძლება 100% არც გავდეს და ვერც მიხვდე, რომელი სურათის ნატურად იყვნენ…
      თუმცა, პოსტში რომ ლინკი მაქვს ფინ-აფ ფაილებზე – მიყევი და იქ ძალიან ბევრი მხატვრის შემოქმედებაა. იქ იქნება სავარაუდოდ.

      Like

  3. ნუ მერილინის ფოტო რომ ყველაზე ცნობილი და თვალისმომწყვეტია, ეგ ხო ფფაქტია.

    კიმი ძალიან მომწონს ვერონიკას ორეულის როლში. საერთოდ ეგ ფილმი მიყვარს. თავის რასელ ქროუ კევინ სპეისიანად. მაგ ფილმს ძალიან ჰგავს ფილმი სახელწოდებით “შავი ორქიდეა.”

    Like

  4. გამოხმაურება: იხდი? ვიხდი! « Style of Life

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: