რა ღირს სექსი დიდ ქალაქში?

Остап наклонился к замочной скважине, приставил ко рту ладонь трубой и внятно сказал:
– Почем опиум для народа?
За дверью молчали.
Двенадцать стульев, И.Ильф, Е.Петров

SATC2 ე.წ. ჩადგმებზე (Product Placement / Embedded Marketing) ერთხელ უკვე დავწერე –  რომელიმე ფილმში გამოყენებული “რეკვიზიტი” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ), აგრეთვე, სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორნის, სასტუმროს, მაღაზიის… როგორც წესი, შემთხვევით არაფერი ჩნდება – ეს ყველაფერი რეკლამაა. ძალიან ძვირადღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტურიც.

ამგვარი რეკლამებითაა გადახუნძლული “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) ტელესერიალი და ახლა უკვე კინოფილმები. მე არ მინახავს (მელოდრამებს არ ვუყურებ და არც არანაირ სერიალებს, თუ არ ჩავთვლით “ქოლომბოს”, “პუაროსა” და “შერლოქ ჰოლმსს”):), მაგრამ ასე ამბობენ.

სთეფანი როზენბლუმი “ნიუ იორქ თაიმსიდან” დაინტერესდა, თუ რა თანხის გაღება მოგიწევთ, თუკი ფილმის გმირების გემოვნებას გამოედევნებით.

მაგალითად, თუ ქერი ბრედშოუს (Carrie Bradshaw) ჩაცმულობა გხიბლავთ, კრისტიან ლუბუტანის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში 800,  ჰალსთონ ჰერითაჯის საკოქტეილო კაბაში კი 350-400 დოლარის გაღება მოგიწევთ.Sara Jessica Parker as Carrie Bradshaw

  • Christian Louboutin – ფეხსაცმელების ფრანგი დიზაინერია. მიახლოებით ისეთივე საკულტო ფიგურაა, როგორც თათა ვარდანაშვილი.
  • Halston Heritadge – ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა.

შარლოთ იორქ-გოლდენბლათს (Charlotte York-Goldenblatt) დემოკრატიული გემოვნება აქვს – არცთუ ძვირი ლივაისის ჯინსი, DKNY პერანგები, და ნარცისო როდრიგეზის 800 დოლარიანი კაბა.

მირანდა ჰობისის (Miranda Hobbes) გველის ტყავის ჩანთა ნენსი გონსალესისგან 2’000 დოლარი დაგიჯდებათ.

  • Narciso Rodriguez – კუბური წარმოშობის ამერიკელი დიზაინერია. არაჩვეულებრივი პარფიუმი აქვს. 🙂
  • Nancy Gonzalez – ხელჩანთების კოლუმბიელი დიზაინერია. ამჟამად ნიუ იორქში მოღვაწეობს.

თუ სამანთა ჯონსის (Samantha Johnes) სტილი უფრო ახლოსაა თქვენთვის, ფათრისია ფილდის  აბრეშუმის შარფი 120 დოლარად შეგიძლიათ, შეიძინოთ.

  • Patricia Field –  Sex and the City-ს სერიალისა და ფილმების კოსტიუმების დიზაინერია.

SATC2 Arabian გარდა მაგისა, ფილმში “მონაწილეობს” მართლა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გემოვნების დიზაინერის ოსკარ დე ლა რენტას ვარდისფერი კაბა, ვალენტინოს სამკაული, ვივიენ ვესთვუდის ქუდი, ივ სენ ლორანის ხელჩანთა (შარლოთ იორქ-გოლდენბლათი); ბილ ბლასის ქამარი, კრისტიან დიორის საყურე (სამანთა ჯონსი); ბრაიან ეთვუდის ფეხსაცმელი, ქელვინ ქლაინის სათვალე, ჯორჯო არმანის შარფი (ქერი ბრედშოუ); შანელის შარფი, თომ ფორდის მზის სათვალე, რალფ ლორენის ბლუზა (მირენდა ჰობისი) და სხვა უამრავი…

თუმცა, ამ ყველაფრის საბიუჯეტო არჩევანიც არსებობს – მაღაზიები Dillard’s, Asos, Victoria’s Secret, Alloy… გთავაზობენ ყველაფერ ზემოხსენებულის მსგავსს, მაგრამ – რამდენჯერმე უფრო იაფად. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

You Don’t Need a Mr. Big

P.S.

ამ პოსტს ვამთავრებდი, როცა ისიც გავიგე, თუ რა უნდა დალიოთ, თუკი ამ სერიალის მოყვარული ხართ: Sex and the City Cocktails

P.P.S.

რამდენიმე მკითხველმა მითხრა, რატომ მარტო მამაკაცების ბრენდებზე, მოდაზე და დრეს-კოდზე წერო. გენდერულ თანასწორობას არღვევო. ჰოდა, აი ეს პოსტი მათ ეძღვნებათ. 🙂

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “რა ღირს სექსი დიდ ქალაქში?”

  1. we all need a Mr.big 🙂

    მანოლო ბლანიკი ამ სერიალის შემდეგ გახდა საოცრად პოპულარული 🙂
    ფილმის პირველ ნაწილში LV რეკლამაა, კიდევ სთარბაკსის,მაქბუკის და სხვა …

    Like

    1. ეგენი იმ სტატიაში არ ეწერა, თავად კიდე არ მინახავს 🙂

      იმ ფილმის დედა ვატირე, სადაც ქიმ ქეთრალია ყველაზე ლამაზი 🙂

      Like

      1. სექსშია ჯადოქარი, ლამაზის რა მოგხსენო :)ნუ გააცამტვერე ჩვენი “ბიბლია”

        Like

      2. სხვებს ჯობია. 🙂

        თორე მე რო გადამეღო ეგ ფილმი ითამაშებდნენ:
        ჯოლი, იოვოვიჩი, ლივ თაილერი და ლიზ ჰარლი.

        Like

  2. ასეთ რამეებზე ყურადღება მას შემდეგ გავამახვილე, რაც სტატია წავიკითხე რომ თურმე ლედი გაგას და ბიონსეს “ტელეპჰონე” -ში მთელი ასეთი ამბები ხდებოდა: საათი, სოც. ჩათი, რესტორანი, მანქანა და ა.შ.
    სექსი დიდ ქალაქში ხო ფეშენია მთლიანად. და ალბათ “ეშმაკი ატარებს პრადას” აქაც იქნება მსგავსი გამოყენებები.

    Like

  3. Christian Louboutin – ფეხსაცმელების ფრანგი დიზაინერია. მიახლოებით ისეთივე საკულტო ფიგურაა, როგორც თათა ვარდანაშვილი.

    OMG
    ar gcxvenia vader? 😀 😀 😀

    Like

    1. რა ჩემი ბრალია – სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარე და კითხვაზე – ფეხსაცმლის დიზაინერი დამისახელეთ-მეთქი ყველას ვარდანაშვილი გაახსენდა.

      Like

  4. მადლობა ლინკისთვის 🙂

    ლაბუტინის ფეხსაცმელები საოცრად მომწონს, 80%
    რატომღაც საოცრად მოერგო ჩემს გემოვნებას

    სხვა სამოსს რაც შეეხება – საერთოდ ეს სერიალი გემოვნების ეტალონად აღიარეს
    და ახლა ალბათ ძალიან ბევრი დიზაინერი თავპირს იმტვრევს რომ მათი სამოსი ამ ოთხეულიდან რომელიმეს ტანზე აღმოჩნდეს

    ნეტა ბოტეგა ვენეტაც ოცნებობდეს მისი კაბები ჩემს ტანზე აღმოჩნდეს 😀 😀 😀 😀

    Like

  5. Narciso Rodriguez – კუბური წარმოშობის ამერიკელი დიზაინერია. არაჩვეულებრივი პარფიუმი აქვს.

    100% გეთანხმები!
    🙂

    Like

  6. ფილმი პირველი ძალიან კარგი გამოვიდა, კი რეკლამაა ყველაფრის გამოჩენა ფილმში (მაგ აუდის რეკლამაზე რომელი ფილმი გაგახსენდათ აბა მამაკაცებოო?) 🙂 მაგრამ მთავარია რომ რეკლამით რაღაცას არ უნდა ატენიდე მაყურებელს, არამედ როგორც უყურებს გაიქცეს და იყიდოს ზუსტად ეგეთი ან რაღაც მსგავსი მაინც 🙂 ძალიან შიკია, ძალიან გლამურია და სასიამოვნო საყურებელია (განტვირთვა), მეორე ფილმიც რაღაც ძალიან ფერადი ჩანს უკვე მხიბლავს პრომოებით :)))))

    მე ბრედშოუს ჩაცმულობა მომწონს 🙂

    Like

  7. შარლოტას სულაც არ აქვს დემოკრატიული გემოვნება ))) ძალიან ძვირფასი მწვანე კაბა ეცვა ბოლო ფილმში

    Victoria’s Secret-ში კი, სამწუხაროდ, მიმსგავსებული ნივთებიც კი არ იყიდება :/

    Like

    1. ჰო… სამწუხაროდ არც ფილმი მინახავს, არც სერიალი. მიმოხილვებს ვენდე 🙂
      DKNY-დან როდრიგესამდე… დემოკრატიული თუ არა – უნივერსალური მაინც გამოდის. 🙂

      Victoria’s Secret-ში კი, სამწუხაროდ, მიმსგავსებული ნივთებიც კი არ იყიდება :/

      სამაგიეროდ მაგარი თეთრეულია და ჩვენებები აქვთ ბომბა. 🙂 თავიანთი ანგელოზებით.

      Like

  8. აი-აი-აიი 😦 კაცს ამისთანა პოსტი დაგიწერია და ფილმი არ გინახავს, აი გამაოგნებელი ამბავია რა! არაა ქიმ ქეთროლი ყველაზე ლამაზი ქალი, ვინ მოგატყუა ერთი, პროსტა სექსის დედოსტატია, მაგრად ევასება კაცები. აი ეგ გამორჩეული შტრიხი აქვს მაგის გმირს. მოგეწონება ლორდ, დამიჯერე, შენ, რომელიც მოდაში და ფილმებში ერკვევი, ნუ სავარაუდოდ ქალებიც გეყვარება, იუმორი გევასება, აი არ შეიძლება რომ არ მოგეწონოს. იხალისებ, თან ძალიან ლამაზი ფილმია, მართლა, ჯერ მარტო მაგათი ყურება რად ღირს, ზემოთ რომ ჩამოგითვლია. ..

    Like

    1. ყველაზე ლამაზი არაა მარა იმ სამს ჯობია 🙂 თორემ ეგრე მე ივა ლანგლორია მევასება. სხვა სერიალიდან, რომელიც ასევე არმინახავს. 🙂

      Like

  9. აი ევა როგორ უნდა გევასებოდეს ეგ არ მესმის, მართლა. სასოწარკვეთილებში მიყვარს, კარგი როლი აქვს, მაგრამ ზოგადად არ ვაფასებ დიდად. გაშხმაკული ქალია რაღაცნაირი, შენთან ბოდიში მომითხოვია 🙂

    Like

    1. ალბათ, არც არანაირი მიზეზი არაა, რომ მევასებოდეს. 🙂 სრულიად იმის საპირისპირო გარეგნობა აქვს, მე რომ მევასება ზოგადად, მარა… ხდება ხოლმე ამოუხსნელი პარადოქსები. 🙂
      თან ზოგჯერ ძაან კაი ტიპია.

      მიდი და ნუ დაგევასება.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: