ფილმმა “სუროგატები” (Surrogates) კორპორაცია Sony გამახსენა და მათი სათამაშო Aibo ERS (ანუ რობოტი ხელოვნური ინტელექტით, მოდელი ERS, რომელიც “სონის რობოტ ძაღლადაა” ცნობილი).
ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა. კომპანიის ინჟინრების მიზანი იყო ისეთი სათამაშოს შექმნა, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მიმსგავსებული “პროტოტიპს”. Aibo ERS მოძრაობს, როგორც ცოცხალი ძაღლი, თამაშობს, როგორც ცოცხალი ძაღლი, რეაგირებს დღე-ღამის ცვლაზე, შეხებაზე, დატვირთულია ემოციებით – ხალისობს, როდესაც ეფერებიან და ეთამაშებიან, წყინს და იბუტება, თუკი მიატოვებენ. ამასთან, მას ნამდვილ ძაღლთან შედარებით, რამდენიმე დიდი უპირატესობა აქვს – არ ფსამს იატაკზე, არ ღრღნის ავეჯს, არ კბენს სტუმრებს და ნებისმიერ მომანტში მისი გამორთვაა შესაძლებელი…
ეს ყველაფერი კომპანია “სონის” მესვეურთა აზრით.
მიუხედავად იმისა, რომ სონის გენერალური მენეჯერის ტადაშო ოცუკის განცხადებით, ცოცხალი ორგანიზმების ჩანაცვლებისკენ ისინი არ ისწრაფვიან და არ ფიქრობენ, რომ ღმერთის ადგილის დაჭერა შეუძლიათ, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის, ტოშიდატა დოის მტკიცებით, მომავალი ინტელექტუალური რობოტებისაა. მისი მოსაზრებით, Aibo მზადაა ემსახუროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილი ძაღლის ყოლა არ შეუძლიათ და აღავსოს მათი ცხოვრება სიხალისით, რაც ოჯახში ძაღლის ყოლას მოაქვს ხოლმე, თანაც, იმ სირთულეების გარეშე, რაც ძაღლის მოვლას უკავშირდება.
ჰოდა, ეს ყველაფერი გამახსენდა, როდესაც ფილმი “სუროგატები” ვნახე. იქ ნაჩვენებ მომავალს სწორედ “სონის” მიერ შექმნილმა ძაღლმა დაუდო დასაბამი. ბავშვები, რომელთაც ძაღლის ყოლა სურთ, მშობლები კი გოშია-რობოტს აჩუქებენ – აქაოდა არ იფსამს და არ იკბინებაო, რომ გაიზრდებიან, სწორედ ისეთ სამყაროს შექმნიან, რაც ფილმშია.
უფრო სწორად – შექმნიდნენ… ვინაიდან, რობოტი ძაღლის გაყიდვების ვარდნამ 2006 წელს აიძულა “სონი” პროექტი Aibo შეეჩერებინა.
2006 წლის 31 მარტი არის დღე, როდესაც უკანასკნელი Aibo ERS დამზადდა. დღე, როდესაც გადარჩა ადამიანი. 🙂
***
P.S.
ტოკიოს სადგურში, მრავალი წლით ადრე, სანამ “სონი” თავის რობოტს შექმნიდა, აკიტა ინუს ჯიშის ძაღლს ძეგლი დაუდგეს. ეს ძაღლი სახელად ჰატიკო ტოკიოს უნივერიტესტის პროფესორს, ჰიდესაბურო ენოს ეკუთვნოდა. ის ყოველ დილით აცილებდა პატრონს სამსახურში და საღამოს კი რკინიგზის სადგურთან ხვდებოდა.
1925 წლის მაისში უნივერსიტეტში ყოფნისას პროფესორს სისიხლი ჩაექცა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ 10 წლის განმავლობაში ჰატიკო ყოველ საღამოს მიდიოდა რკინიგზის სადგურში და მატარებელს ხვდებოდა პატრონის მოლოდინში.
სხვა მსგავსი შემთხვევებიცაა, სხვათა შორის, ცნობილი.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გული ამიჩუყდა. ცოცხალს ვერავითარი რობოტი შეცვლის.
აი წიგნის განვითარებას შევეგუე უკვე, მარა რობოტებით ჩანაცვლებას ვერასოდეს…
LikeLike
ისე, წესით “ჩ”-ა, მაგრამ ჩვენთან ფილმს რატომღაც ჰატიკო ქვია.
მსგავსი შემთხვევა ცნობილია ამერიკაში, მონთანის შტატში როდესაც ნაგაზი სახელად შეფ პატრონის კუბოს გაყვა სადგურზე და როდესაც ის ვაგონზე შედეს და წაიღეს, დარჩა იქ და 6 წელი გაატარა იმ სადგურზე.
და სქაი-ტერიერი ბობი, რომელლმაც ედინბურგში 14 წელი გაატარა პატრონის საფლავთან.
ამათაც ძეგლები უდგათ.
LikeLike
kino hatikoze ♥
LikeLike
საბჭოთა ფილმი იყო “შავყურა თეთრი ბიმი” რაც მე მაგ ფილმზე მაქ ნატირები. 🙂
იქაც პატრონი უკვდება ძაღლს და სხვასთან ვერ ძლებს და კვდება თვითონაც. ნამდვილი ამბავის მიხედვით გადაიღეს თუ მოგონილია არ ვიცი.
LikeLike
ეგ ფილმი მეც მინახავს. ძაან კარგი ძაღლია – სეტერია, თუ სწორედ მახსოვს. არ მიყვარდა მე ეგ ფილმი მაგ დასასრულის გამო.
ლესი იყო შოტლანდიურ ნაგაზზე – ეგ უფრო მხიარული ფილმი იყო.
LikeLike
ისე, მგონი ბიმის პატრონი არ კვდება. სანამ საავადმყოფოში წევს მანამ კვდება ბიმი. ასე მახსოვს. ძალიან დიდი ქნის წინ მაქვს ნანახი.
LikeLike
მომავალი ტერმინატორებისაა? 😦
LikeLike
mezizgeba kvela filmi robotebze
da ujasebze
da gigantur mcerebze
da varskvlavur omebze 🙂
😀 😀 😀 😀 😀 😀
LikeLike