ყველაზე პოლიტიკოსი ნაშები

პოლიტიკოსი, რომელიც გვიყვარს.
ჰო, გვიყვარს… ოღონდ, ისე კი არა, ჩვენ რომ ვიცით უსაშველო – ჯერ 96%-ით შეგვიყვარდება, გამოვალთ და მისი სახელის ყვირილს ვიწყებთ, მერე ხანი გამოხდება და 96%-ით მოვიძულებთ, გამოვალთ და: “გადადექი”, “ჩაუშესკუ” და “იუდა”…

ეგრე არა. აი, მართლა რომ შეგიყვარდება კაცს, ისეთი.

მაგალითად, როგორიცაა იტალიის თანასწორობის მინისტრი მარა კარფანია (Maria Rosaria Carfagna), ყოფილი მოდელი, პარტია “თავისუფალი ხალხის” წევრი.

Mara Carfagna Mara Carfagna 1

ადრე იტალიელი მინისტრის ნახვა რომ მოგენდომებინა, 12 საათამდე წამლად ვერ იშოვიდი – სანამ გაიღვიძებდნენ, ესპრესოს დალევდნენ, ტირამისუს დააყოლებდნენ და სამსახურში ინებებდნენ მიბრძანებას… ახლა კი 6 საათიდან იკავებენ რიგს, რომ სხვებს დაასწრონ და კაბინეტის სხდომის დროს კარგი ადგილი დაიკავონ – მარა კარფანიას გვერდით.

Mara Carfagna1

ერთი წლის წინ  სილვიო ბერლუსკონიმ ასე თქვა – რა  ჯანდაბაა, ამ ევროპარლამენტში მისვლა აღარ მინდა, სულ მოჟამულ და მახინჯ სახეებს ვხედავო და დეპუტატებად რამდენიმე იტალიელი ლამაზმანი წარადგინა. მათ შორის იყო “იტალიელი ბარბი” ტელეწამყვანი და მსახიობი ბარბარა მატერა (Barbara Matera), რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვებაც შეძლო. ისიც მარა კარფანიას თანაპარტიელია.

Barbara Matera1 Barbara Matera

ყველაზე საყვარელი რევოლუციონერი მსოფლიოში, ალბათ, პერუელი კონგრესმენი ლუჩიანა ლეონია (Luciana Milagros León Romero) პარტია “ამერიკის სახალხო რევოლუციური ალიანსიდან”. სექსუალური რევოლუცია პერუში, კარგა ხანია, მომხდარია, ახლა რა რევოლუციისთვის იბრძვის, არ ვიცი.

Luciana Leon Luciana Leon

დემოკრატი ქეირი თორისი (Carey Torrice) მიჩიგანის შტატის მაქომბის საგრაფოს კომისიონერია. ყოფილი ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი უკვე მეორედ აირჩიეს ამ პოსტზე. პოლიტიკოსი კარგ ფორმაში რომ უნდა იყოს, ქეირი ამის საუკეთესო მაგალითს იძლევა.

Carey Torrice1 Caryy Torrice

მშვენიერ ფორმაშია ავსტრალიელი ლეიბორისტი ქეით ელისიც (Kate Ellis), ახალგაზრდობისა და სპორტის ყოფილი მინისტრი. ამჟამად – პარლამენტის წევრია.

Kate Ellis Kate Ellis1

მიქელა ბრამბილა (Michela Vittoria Brambilla) იტალიის ტურიზმის მინისტრის მოადგილე და პარტია “თავისუფალი ხალხის” დამფუძნებელია. ამბობენ, ბერლუსკონი თავის მემკვიდრედ ამზადებსო… მგონი, მომზადებულია უკვე.

Michela Brambilla Michela Brambilla1

თორაიშა ფერისი (Toiréasa Ferris) ირლანდიის  ქალაქ ქერის მერი და პარტია “შინ ფეინის” ქერის საგრაფოს თავმჯდომარე, პირველი ქალი-მერია ამ ქალაქის ისტორიაში. “შინ ფეინი” ირლანდიურად ნიშნავს “ჩვენ თვითონ” და საქართველოში ამ პარტიას პაატა დავითაია ხელმძღვანელობს.

Toireasa Ferris Toireasa Ferris1

ებრაელ მოდელს, ყოფილ სამხედრო მფრინავსა და, ამჟამად, ქნესეთის დეპუტატს პარტიიდან “ისრაელი ჩვენი სახლია” ორლი ლევის (Orly Levy) “ნიუსუიქმა” “ისრაელის სარა ფალინი” შეარქვა. ლევის პოლიტიკა გენებში აქვს –  ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილია.

Orly Levy Orly Levy1

მაროკოულ-ალჟირული წარმოშობის რაშიდა დატი (Rachida Dati) ევროპარლამენტის წევრი, საფრანგეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრია და ერთგვარი ფრანგული პასუხი მარა კარფანიას. 🙂

Rachida Dati Rachida Dati1

ქართველი პოლიტიკოსები ვნუკოვოს აეროპორტში ტრაპიდან ჩამოვლენ თუ არა, ეგრევე ჟირინოვსკის ოფისში რომ გარბიან, განა მართლა ჟირინოვსკი ენატრებათ? ისინი მოსკოვში ლიბერალ-დემოკრატ მაშა მალინოვსკაიას (Мария Малиновская (Садкова)) სანახავად დაძვრებიან. ჩვენი მედია კიდე ტყემალზე ზის და ამ მექალთანეებს მოღალატეებოო უძახის…

Masha Malynovskaya Masha Malynovskaya1

ესტონელი მოდელი და მსახიობი ანა-მარი გალოიანი (Anna-Maria Galojan) დეპუტატობის კანდიდატი იყო ესტონეთის რეფორმისტული პარტიიდან, მუშაობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად, ამჟამად ფულის გაფლნაგვაშია ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ ძიება მიმდინარეობს.

Anna-Maria Galojan Anna-Maria Galojan1

იუნის ოლსენი (Eunice Olsen) სინგაპურის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მოდელი და ტელე-წამყვანია… მამით ნორვეგიელია, დედით – კრეოლი.

Eunice Olsen Eunice Olsen1

“ფრანგი თეთჩერი” – ეკონომისტი საბინ ეროლდი (Sabine Herold) საფრანგეთის ლიბერტარიანული პარტიის “ლიბერალური ალტერნატივა” სპიკერია. პარლამენტში იყრიდა კენჭს, მაგრამ დამარცხდა. იმედია, მომავალ ჯერზე აირჩევენ.

Sabine Herold Sabine Herold1

დუჩეს შვილიშვილი და სოფი ლორენის დისშვილი ალესანდრა მუსოლინი (Alessandra Mussolini) ყოფილი მსახიობი და მოდელი, იტალიისა და ევროპარლამენტის დეპუტატია. ამჟამად ისიც პარტია “თავისუფალი ხალხის” წევრია (ისე, ეს პოლიტიკური პარტიაა თუ იტალიელ კეთილშობილ ლამაზლანთა ნავთსაყუდელი, ვერ გავიგე…).

Аlessandra Mussolini Аlessandra Mussolini1

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს უკრაინელი იულია ტიმოშენკოა (Юлія Тимошенко).  მას დიდი წარდგენა ჩვენთან არ ჭირდება… ფეხები არ უვარგა. იმჰო. 😦

Yulia Tymoshenko Yulia Tymoshenko1

ისევ კარგი ნაცნობი – ყოფილი მოდელი, ალიასქის შტატის ყოფილი გუბერნატორი და ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რესპუბლიკელი სარა ფალინი (Sarah Palin).

Sarah PalinSarah Palin1

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო არგენტინაში ეგეთი პრეზიდენტი ნესტორ კირშნერი… ჰოდა იყო, იყო, იყო და გაუვიდა ბოლოს პრეზიდენტობის ვადა.

ბევრი ეხვეწნენ არგენტინელები – რა გეჩქარება შე კაცო, დაიცადე პატარა ხანსო, მაგრამ ცივ უარზე დადგა – არაო. მეყო ახლა მეო. წავედიო მოკლედ…

საგონებელში ჩავარდნენ არგენტინელები. იფიქრეს, იფიქრეს და ეშმაკური სვლა მოიფიქრეს – პრეზიდენტ კირშნერის მაგივრად მისი ცოლი კრისტინა ფერნანდესი (Cristina Elizabet Fernández de Kirchner) აირჩიეს პრეზიდენტად.

ჰოდა, ნესტორაც რაღას იზამდა ახლა – ცოლს მარტოს ხომ არ მიატოვებდა ამ გაჭირვებაში? და დარჩა ისიც იქვე, შორიახლოს.

Cristina Fernandez Cristina Fernandez1

P.S.

ქართველებმა ყველანაირი არჩევანი ხომ ვცადეთ? ყველაზე ეროვნულის. ყველაზე მსოფლიო პოლიტიკოსის. ყველაზე ახალგაზრდის და ენერგიულის. ვცადოთ ახლა ყველაზე ლამაზის, რა იქნება?

ოღონდ, ნანკა კალატოზიშვილის – არა. გემოვნების ამბავია, მაგრამ სიტყვათწყობაზე “ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი” მე პირადად მაკა ასათიანი მახსენდება და მაკა რომ მახსენდება, სხვას მერე ვეღარვის ვიხსენებ. 🙂 ქვეყანას ამით არც არაფერი ეშველება, მაგრამ ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსების სიის სათავეში ხომ მოვექცევით?

*****

BONUS

2007 წელს ბელგიის სენატის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან “არა” (Nee) ტანია დერვო (Tania Derveaux) ყოველი ხმისთვის ორალურ სექსს შეჰპირდა ამომრჩევლებს. ეს იყო სატირა კონკურენტი პარტიების საარჩევნო კამპანიებზე, რომლებიც ამომრჩევლებს სამუშაო ადგილებს ჰპირდებოდნენ. მე ვერ გპირდებით სამუშაო ადგილებს (jobs), – ამბობდა ტანია, – სამაგიეროდ, შემიძლია, მინეტს (blowjob) შეგპირდეთო.

Tania Derveaux Tania Derveaux1

არ აირჩიეს.

ქართველები – ავირჩევდით.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე ფანტასტიკური ნაშები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

20 thoughts on “ყველაზე პოლიტიკოსი ნაშები”

  1. იტალიელი ქალები ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში! აგერ, ხო დადასტურდა.

    ჩვენც გვყავს მაგდა ანიკაშვილი ;0

    Like

  2. მუშაობდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად

    რომელ დარგში ნეტა? 🙂

    Like

  3. ვაჰ რა ნაშობა გაიჩითაა;)) მაგარი ქალები არიან, მიბაძონ ხიდაშელმა, თევდორაძემ, გრიგოლიამ და ა.შ.

    Like

  4. აუ იტალია მართლა საღოლ რა…
    ტყუილად არ ვაფრენ მაგ ქვეყანაზე.

    ჩვენთან ერთადერთი ლამაზი გოგო მაგდა ანიკაშვილია.

    Like

    1. შენ ხარ Gio-ს რეინკარნაცია 🙂 ერთნაირი გემოვნება გქონიათ.
      იმედია მსოფლიო ჩემპიონატზეც სული არ წაგიწყმდება და იტალიას არ უგულშემატკვირებ 🙂

      Like

  5. სამწუხაროდ, ამ პოსტს რომ ვწერდი იმ ინფორმაციის ჩარჩოებში ვიყავი, რაც მქონდა.
    ნორვეგიელ და შვედ პოლიტიკოს ქალებზე იქ არაფერი ეწერა, არადა – საინტერესოა. იმიტომ რომ მაგარი ქალების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე ჩემი შთაბეჭდილებით სწორედ სკანდინავია ლიდერობს. 🙂
    შემდეგ, ალბათ, ჰოლანდია მოდის და იტალიაც რა თქმა უნდა. თუმცა იტალიაში სამხრეთელი იტალიელები და ჩრდილოელები ძალიან განსხვავდებიან 🙂

    Like

  6. ჰხოდა შემომეკითხა ეს პოსტიც 🙂
    ახლა ჩვენს ხომ გვყვას ლამაზი მინისტრები თან ძალიანაც ლამაზები ❤

    Like

    1. კი, ვერა ქობალია უეჭველი მოხვდებოდა ამ სიაში – ამ პოსტის დაწერიდან შეიცვლა რაღაცები ჩვენთანაც და არა-ჩვენთანაც.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: