უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით? მეტი უნდა ვიმოძრაოთ? დიდხანს უნდა ვიყოთ სუფთა ჰაერზე? ბევრი ხილი უნდა მივირთვათ?
ეს ყველა, ალბათ, მართლაც საჭიროა, მაგრამ, როგორც მაქს პლანკის სახელობის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, არაფერი ისე არ უხანგრძლივებს მამაკაცს სიცოცხლეს, როგორც ახალგაზრდა ქალი.
გავრცელებულია აზრი, რომ იმ მამაკაცთა თავზე, რომელთა პარტნიორი/ცოლი მათზე ნორჩია, მომეტებული ეჭვიანობის გამო, გულით დაავადებების დომოკლეს მახვილი კიდია, თუმცა, აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ ეს მითი ერთმნიშვნელოვნად უარყო – მამაკაცები, რომელთა პარტნიორი მათზე უმცროსია, უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც, ასე ვთქვათ, ცხოვრების მეგზურად მათი ტოლი ან მათზე უფროსი ქალი აირჩიეს. მეტიც, ქალები, რომლებსაც თავისზე უფროს მამაკაცებთან აქვთ ურთიერთობა, ასევე, იხანგრძლივებენ სიცოცხლეს.
ამის საპირისპიროდ, თავისზე უმცროსი მამაკაცებით გატაცებული ქალები ბედს ეთამაშებიან, – ამტკიცებენ მეცნიერები, – ვინაიდან, ასეთი ურთიერთობების დროს, ნაადრევი სიკვდილიანობის რისკი იზრდება როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
ეს კვლევა 2 მილიონი (!) წყვილის ცხოვრების შესწავლის შედეგებს ეფუძნება.
ჰოდა, რა გამოდის? ის მამაკაცი, რომელიც ძველ პარტნიორს მიატოვებს უფრო ახალგაზრდა ქალის გულისთვის, ყოფილა არა “ნაძირალა”, “მრუში”, “უნამუსო”, “გარყვნილი”, “თქვენი სინსილა გაწყდა თქვენი”, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი და, ამასთან, ალტრუისტი – ეს მამაკაცი ხომ არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ ქალის ჯანმრთელობაზეც ზრუნავს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
: ))))))))))))))))))))
LikeLike
აააჰა სამომავლოდ ცოლის მოყვანაში დამეხმარება ეს პოსტი:DD
LikeLike
ვახხხხ. :)))))))))
LikeLike
lol 😀
LikeLike
ეგ გამოკვლევა ალბათ მამაკაცების დაწერილია.
ქალებს რომ გამოეკვლიათ სხვა შედეგები იქნებოდა 😉
LikeLike
მაქს პლანკის ინსტიტუტში კაცებიც მუშაობენ და ქალებიც. 😉
ეს კვლევა მრავალი წლის დაკვირვების შედეგია და უტყუარ ფაქტებს ეფუძნება.
LikeLike
ლოოოლ,
მაშ ქალები ასაკით უფროს მამაკაცებზე უნდა გათხოვდნენ? :დ :დ
LikeLike
რა უნდა დავწერო არ ვიცი 🙂
5 წლით დიდი ვარ ჩემს ქმარზე
ესე იგი ერთხელაც ვიღაც ახალგაზრდა ნაშოჩკებთან ერთად რო გავჩითო გამიხარდეს? 🙂
LikeLike
ნამდვილად ეგრეა.
ახლა უკვე მეცნიერული კვლევის მონაცემებით დასტურდება.
LikeLike
ეგ კი არა საკუთარი ხელით უნდა მოუყვანო ახალგაზრდა ნაშოჩკები 🙂
LikeLike
რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს, თუარადა მალე მოკვდება? :ინტრიგან:
LikeLike
ფაქტი ჯიუტია – ეგე პირველ ფოტოზე ჰიუ ჰეფნერია. 85 წლისაა და ჩემზე ფრეშად გამოიყურება 🙂
LikeLike
შენი ეგ განცხადება იცი ეხლა რას ნიშნავს? ;დ :დ :ლოლ:
LikeLike
იმას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი კაცს სიცოცხლეს უხანგრძლივებს – როგორც კვლევაშია.
ნიკო ნერგაძესაც შეეძლო ეგრე, ქართული ფლეიბოი რომ შეენარჩუნებინა.
LikeLike