ბარათები ინდივიდუალური vs. ბარათები უნივერსალური

კიდევ ერთხელ დაგროვების ბარათების შესახებ

Card-Holder ვინაიდან თაამ ჩემს დამოკიდებულებას დაგროვებითი ბარათების შესახებ “ძალიან სკეპტიკური” უწოდა, ახლა მინდა მისი სიტყვები გავამართლო. 🙂 ოღონდ, ცოტა სხვა კუთხით.

სხვადასხვა სახის ერთგულების ბარათები გაყიდვების ხელშეწყობის შესანიშნავი საშუალებაა და მათ უნივერსალიზაციას მყიდველისთვის მთელი რიგი პლიუსები მოაქვს – არ გჭირდებათ უამრავი სხვადასხვა ბარათის ქონა, ქულებს აგროვებთ მრავალ სხვადასხვა ადგილას, აგროვებთ უფრო სწრაფად (თუმცა, ეს კიდევ ცალკე საკითხია – თავისთავად ქულები ხომ არაფერს ნიშნავს) და ა.შ. მაგრამ არაუნივერსალურ (ინდივიდუალურ) დაგროვებისა თუ წახალისების ბარათებსაც აქვთ უპირატესობები.

პირველ ყოვლისა, ის ამძაფრებს კონკურენციას სეგმენტში – ეს კი, მყიდველისთვის ყოველთვის კარგია. რა თქმა უნდა, ერთი უნივერსალური ბარათის ქოლგის ქვეშაც რჩება მანევრის ადგილი – კომპანიებს ინდივიდუალურად შეუძლიათ დააწესონ, თუ რამდენი ქულა დაგროვდება მათთან დახარჯულ, სიტყვაზე, 10 ლარზე (მაგალითად, უნიქარდის სისტემაში მოქცეული ვულე-ვუ 4,6 ხოლო ლუტეცია 3,7 ქულას იმეტებს), მაგრამ საკუთარ ბარათთან მიმართებით, კომპანიას ბევრად მეტი თავისუფლება აქვს – აი, სად შეუძლიათ მარკეტოლოგებს ფრთების გაშლა! ფრთაგაშლილი მარკეტოლოგი კი დიდი ძალაა. მის თავში რა იდეები შეიძლება დატრიალდეს, თავადაც არ იცის. 🙂

ამდენად, ინდივიდუალური ბარათები მოქმედების მეტ თავისუფლებას იძლევა. შესაძლებელია, მათზე დამატებითი ბონუსების სისტემის შემოღება (მაგალითად, ზღარბი-ბარათით კინოთეტრებში „რუსთაველი“ და“ამირანი“ ბილეთების ფასდაკლებით შეძენა შეგიძლიათ), გათამაშებებში ჩართვა, შესაძლებელია, განსაზღვრული რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, ფასდაკლების შეთავაზება და/ან მათი გადაცვლა VIP ბარათზე… ინდივიდუალური ბარათი ხელს უწყობს განსაკუთრებული ემოციური კავშირის დამყარებას კლიენტსა და კომპანიას შორის. ეს “თქვენი” მაღაზიაა. თქვენ “მისი” კლიენტი ხართ… მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ბარათი თქვენს გარდა ათასობით სხვა მომხარებელსაც აქვს, გამოკვლევები ადასტურებენ – ადამიანი თავს ერთგვარად ვალდებულადაც თვლის, საქონელი სწორედ იმ მაღაზიაში შეიძინოს, რომლის ერთგულების ბარათიც აქვს… სხვადასხვა სახის გამორჩეული (VIP) ბარათების მფლობელთა შორის, ეს სურვილი კიდევ უფრო ძლიერია. ამდენად, კომპანიისთვისაც, ზოგადად, უფრო ხელსაყრელია  წახალისების მეთოდების ინდივიდუალურად დამკვიდრება.

ზოგადად, კომუნიკაცია კომპანია-კლიენტი ძალიან მნიშვნელოვანია. იმის თქმა, რომ საქართველოში ეს არ ესმით – უსამართლობა იქნებოდა. თავის 10 წლის იუბილეზე “ჯეოსელმა” მისი ყველაზე ერთგული აბონენტებიც არ დაივიწყა – ყველა მათგანი დააჯილდოვა პატარ-პატარა საჩუქრებით და სახელობითი “ჯეო-ბარ10”-ით, რომელიც რიგ სერვისებსა და მომსახურებაზე და მობილური ტელეფონების რამდენიმე მაღაზიაში ფასდაკლებით სარგებლობის უფლებას იძლევა, ამის გარდა, ეს აბონენტები “ჯეოსელისა” და საკუთარ დაბადების დღეებზე საუბრის უფასო წუთებს იღებენ. ასე რომ, კომპანია ამართლებს მშვენივრად მოფიქრებულ სლოგანს  – ის ნამდვილად ჩემი ქსელია. 🙂

ბოლოს დავამატებდი, რომ სამწუხაროდ დაგროვების ბარათების ბუმის ფონზე ფასდაკლების ბარათები საქართველოში ნაკლებ გავრცელებულია. რამდენიმე არის. მაგალითად, მე “ლუტეციის” ბარათი მაქვს, თუმცა, ეს უფრო გამონაკლისია. თავის დროზე “მექსი” სთავაზობდა კლიენტებს დისკონტ-ბარათებს. არა, “სთავაზობდა” ხმამაღალი ნათქვამია – კლიენტი თავად თუ არ მოითხოვდა, არავინ არაფერს სთავაზობდა. მეტიც, ყველა გამყიდველმა არც იცოდა ასეთი აქციის შესახებ და, რა გასაკვირია, რომ აქცია ჩაიფერფლა.

მოკლედ, ერთი ცნობილი საარჩევნო კლიპისა არ იყოს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ბატონო მარკეტოლოგებო, თუ არადა, გევედი მე ონლაინ-მაღაზიებში. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “ბარათები ინდივიდუალური vs. ბარათები უნივერსალური”

    1. ვერ დაგეთანხმები, რომ ყოველთვის სიაფანდურია.
      მიყიდია რაღაცეები სეილებზე და მართლა არ გამოსულა ცუდი ფასი, თუნდაც ინტერნეტ-მაღაზიებთან შედარებითაც კი.
      იმ სეგმენტებში, სადაც კონკურენცია არაა დაბალი – ფასდაკლებებიც მართლა ფასდაკლებაა.

      აი, კომპიუტერებში და მობილურებში სერიოზულად გვიჭირს.

      Like

  1. უნივერსალურიც კარგია და ინდივიდუალურიც. პოპულარებს ვაგროვებ და ვხარჯავ კიდეც. იუნიქარდზე კაი იყო ზაფხულამდე ბევრი რომ დამიგროვდეს, მაგრამ ამ ზაფხულამდე არ გამოვა. შემდეგ ზაფხულს იქნებ დასასვენებლაც მაგ ქულებითაც წავიდე. 🙂

    ოცნება….

    Like

  2. მე ჯერჯერობით მხოლოდ პოპულის ბარათი მაქვს და ერთხელ უკვე ავიღე 5 ლარიანი საჩუქარი :))

    P.S.
    ეს პოსტი რომ წავიკითხე დეჟავუსავით მქონდა, თითქოს ეს კომენტარი სხვა დროსაც დამეწეროს აქ…

    Like

    1. ჰო პოპული და უნიქარდი ვერ დამეგობრდნენ ჯერ.

      დაჟავიუ მა რა არის… მგონი მესამე პოსტი დავწერე უკვე უნიქარდზე 🙂

      Like

  3. მე მაგალითად უნიქარს მხოლოდ იმას ვუჩივი რომ პეესპე არ ყავთ
    ავერსზე ბანძი აფთიაქები არ არსებობს დედამიწაზე

    რაც შეეხება ქულებს და სარგებელს, ცოტა ხანში ახალი კატალოგი ექნებათ საზაფხულო, სადაც გაცილებით ნაკლები ქულებით კარგ საჩუქრებს მივიღებთ

    and still:
    I LOVE YOUR BLOG

    და კიდევ ერთხელ მშვიდობაში ნიანგი და კენგურუ

    Like

    1. პოპული რომ არ ყავთ მე ეგ არ მომწონს. თუმცა, პოპულის ბარათზე ქულები მემატება და მემატება. სხვა თუ არაფერი შოკოლადს და იოგურტს ვყიდულობ ყოველ დღე ლამის. და ლუდ ხშირად. ახლა ხომ საერთოდ – მსოფლიო ჩემპიონატია კარზე მომდგარი 🙂

      შენც GPS-ში იარე. 🙂

      I love you too.
      🙂

      Like

  4. მე მაქვს უნიკარდი და პსპ-ეს ბარათი.

    ვულევუში ისედაც ძვირი ღირს პროდუქცია ისი პარისთან შედარებით.

    ხოდა ნეტავ არსებობდეს ერთიანი დაგროვების ბარათი.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: