რა სარგებლობა მოაქვთ (ლამაზ) ქალებს?

Bublikov პოეტებისთვის და ფილოსოფოსებისთვის ლამაზი ქალი – ესაა მუზა, რომელიც მამაკაცებს დიად საქმეებზე შთააგონებს, ის, ვის გარეშე არაფერი იარსებებდა. თანამედროვე ფემინისტები ამტკიცებენ, რომ ქალ-თანამშრომელთა რიცხვის ზრდა სხვადასხვა დაწესებულებაში, შესრულებული სამუშას ხარისხს აამაღლებს და მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.

ასეა თუ არა სინამდვილეში?

მეცნიერებმა ვალენსიის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, დაედგინათ, თუ რა ზემოქმედება აქვს ქალს მამაკაცის შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

ამისთვის მამაკაცები ორ ჯგუფად გადაანაწილეს და თავსატეხების (სუდოკუს) ამოხსნა სთხოვეს. ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ მკვლევრები: მამაკაცი და ლამაზი ქალი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.

ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ თუკი ოთახში მხოლოდ მამაკაცები რჩებოდნენ, მათ მიერ ნაჩვენები შედეგები იყო ბევრად უკეთესი, ვიდრე მაშინ, როდესაც ოთახში მათთან ერთად ლამაზი ქალი იმყოფებოდა.

ამბობენ, რომ არტურო ტოსკანინი თავის ორკესტრში ქალ-მუსიკოსებს არ იყვანდა. როდესაც ამის მიზეზი კითხეს, მაესტროს უთქვამს:
– თუკი ქალი ლამაზია, ის ჩემს მუსიკოსებს უშლის ხელს, ხოლო თუ ულამაზო, მეტწილად – მეო.

ქალის გვერდით მამაკაცის ორგანიზმში იმატებს ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სტრესის გამომწვევია. რაც მეტია კორტიზოლი, მით მეტია სტრესი. რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო მეტ კორტიზოლს გამოიმუშავებს მამაკაცის ორგანიზმი –  ამ ვითარებაში მამაკაცის ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი შესაძლებლობები კი არ იმატებს, არამედ – მცირდება, – ამტკიცებენ ვალენსიელი მეცნიერები.

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ძველი ფილმია ეგეთი “სამსახურებრივი რომანი” (Служебный роман). იქ ეგეთი პერსონაჟია გვარად ბუბლიკოვი. სამსახურში ზის კიბესთან და ამ კიბეზე ადი-ჩამოდიან ქალები. ჰოდა, საწყალ ბუბლიკოვს ყურადღება ეფანტება და სამუშაოს გულს ვერ უდებს, რის გამოც არც პრემია ერგება და არც ხელფასის მომატება.

ბოლოს, მოკვდება, საწყალი.

Attractive women boost men’s stress

Why Men Die?

***
დაბოლოს ერთი იგავი (არასრულწლოვან მკითხველებს, ვთხოვ, სხვა ბლოგზე გადართონ):

ტვინს დაბადების დღე აქვს. ორგანოები რიგ-რიგობით განსხვავებულებითა და ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ.
ჯერ გული დგება:
– მე ვადღეგრძელებ ტვინს, რომლის გარეშე ჩემი შრომა სულ ტყუილი იქნებოდაო. მრავალი წელი იცოცხლე და იდღეგრძელეო.
პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი აჩერებს: “ჯერ არაა შენი დროო!”
პენისი ჯდება და დგება კუჭი:
– დიდო ტვინო, რა აზრი ექნება ჩემს სიცოცხლეს, შენ რომ არა მყავდეო. დღეგრძელი იყავ და საკვებით მომარაგება ჩემზე იყოსო!
კვლავ პენისს სურს, ადღეგრძელოს, მაგრამ ტვინი უყვირის: “ხომ გითხარი, ჯერ შენი დრო არააო!”
დგებიან ფილტვები:
– ტვინო, შენ გაგიმარჯოს, ალალი იყოს შენზე ჰაერი, ჩვენ რომ გაწვდითო!
პენისი ისევ ცდილობს ადღეგრძელოს, ტვინი კი უყვირის: “რამდენჯერ უნდა გითხრა, ჯერ შენი დრო არააო!”
პენისი გაბრაზდება: რა უბედურება, მეც მინდა გადღეგრძელო, ჩემი რიგი აღარ მოვიდაო?
ტვინი ამბობს: ვიცი შენი დღეგრძელობა – შენ რო დგები, მე აღარავის ვახსოვარ და ყველა შენ ჭკუაზე დადისო!
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

15 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვთ (ლამაზ) ქალებს?”

  1. ექსპერიმენტს აკვირდებოდნენ მკვლევრები: მამაკაცი და ლამაზი ქალი

    აი ეგ ქალი როგორ შეარჩიეს? ზოგს ქერა ქალები მოწონს, ზოგს წითური მოწონს, ზოგს მაღალი, ზოგს დაბალი, რა კრიტერიუმით შეარჩიეს “ლამაზი” ქალი? იქნებ მამაკაცებს სულ არ მოეწონათ და იმიტომაც დაეწყოთ სტრესი?

    Like

    1. არის რაღაც კრიტერიუმები, რაზეც უმრავლესი მამაკაცებისა თანხმდება. ყოველ შემთხვევაში, გამოკითხვები ამას ადასტურებს.

      Like

  2. ქალებზე პოსტების სიმრავლე გაზაფხულია და გასაგებია, მაგრამ ჩემპიონატი იწყება და ფეხბურთზე როდის დაწერ? იჩქარე, სანამ ჯერ კიდევ ბრაზილიის იმედები გაქვს. 🙂

    Like

    1. ჩემპიონატი როგორ იწერება, ჯერ ეგ დაისწავლე და მერე იკაიფე მსოფლიოს მომავალ ჩემპიონზე. გაიგევი, ამიგო?

      Like

  3. ვიცი შენი დღეგრძელობა – შენ რო დგები, მე აღარავის ვახსოვარ და ყველა შენ ჭკუაზე დადისო!

    😀 😀 😀 😀 😀 😀
    ტვინი მაინც ტვინია რააა – ჭკვიააააან 🙂

    Like

  4. ჰაჰაჰაააააააააა, მაგარი იგავი იყო.
    ბუბლიკოვზე იმას ვკაიფობ, მაღალ ქუსლებსა და მოკლე ქვედაბოლოიან ქალებს რომ უყურებს სულ :)))))))

    Like

  5. არა რა ცუდი ვინცხა ვარ!
    (არასრულწლოვან მკითხველებს, ვთხოვ, სხვა ბლოგზე გადართონ) – (არავის ბრძანებას არ ვითვალისწინებ, თხოვნებს – კი, მაგრამ (მარა) ახლა არ შეგისრულე) არც მინანია! 😉
    მაგარი იყო! 😀 😀 😀
    ხო რაც შეეხება თემას, ვეთანხმები მეცნიერებს. 🙂 როცა რამის კარგაად გაკეთება გინდა მაშინ მთლიანად ამ საკითხზე უნდა იყო კონცენტრირებული. ამ დროს კი კონცენტრირება შეუძლებელია. (“ერთ ქარქაშში 2 ხმალი არ ეგების” თან მუშაობა, ანალიზი და კონცენტრაცია და ამავდროულად ფიქრი, რა მაგარი და ლამაზი ქალია, შეუძლებელია! 🙂 ) ასეთ დროს არათუ იმატებს, საერთოდაც ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს რაც გააჩნია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: