“დაე, იყოს სექსი!” – აცხადებენ ქრისტიანული სექს-შოფის Christian Love Toys მესვეურები და თავიანთ ქრისტესმიერ დებსა და ძმებს სხვადასხვა სახის ინტიმურ სათამაშოებსა და ატრიბუტიკას სთავაზობენ. ინგლისური Guardian-ის ჟურნალისტი ქეს ელიოთი დაინტერესდა, თუ რით განსხვავდებიან ქრისტიანული და არაქრისტიანული სექს-მაღაზიები და Christian Love Toys-ის მფლობელებმა განუმარტეს, რომ თუ დანარჩენ სექს-შოფებში წარმოდგენილია პროდუქცია ყველასთვის: ტრადიციული და არატრადიციული, დაქორწინებული და დაუქორწინებელი, ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილებისთვის, ქრისტიანული სექს-შოფი პროდუქციას მხოლოდ კანონიერ ქორწინებაში მყოფ მორწმუნე წყვილებს სთავაზობს.
აქამდე ასეთ წყვილებს ინტიმური ატრიბუტიკის შეძენა შეეძლოთ მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომლებიც ყველა სახის, მათ შორის ქრისტიანთათვის მიუღებელი და პორნოგრაფიული პროდუქციითაც ვაჭრობენ, ამიტომ ამ მაღაზიებში ვაჭრობა მათთვის არაკომფორტული და მათი გრძნობებისა და სულიერებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ძნელია ემსახურებოდე ღმერთსა და შენს მეუღლეს და, ამავე დროს, გონება დაიცვა იმ საცდურისგან, რაც ამგვარი მაღაზიების თვალიერებისას გელის. მათგან განსხვავებით, Christian Love Toys-ზე არ ჩანს შიშველი თუ ნახევრად-შიშველი სხეულის გამოსახულებები, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელნი აქ სათავისოს ვერაფერს ნახავენ, მაღაზიაში არ იყიდება სადო-მაზო ატრიბუტიკა და იმ სახის ლიტერატურა, რაც ქრისტიანთათვის მიუღებელია – პორნო-ჟურნალებიდან დაწყებული და “კამა სუტრით” დამთავრებული.
სამაგიეროდ, მაღაზიის კლიენტებს შეუძლიათ ჩემოტვირთონ ბიბლიის ტექსტი და იხილონ უამრავი ლინკი სხვადასხვა ქრისტიანულ რესურსზე, რომელიც მოწოდებულია იქეთკენ, რომ მათი ქორწინება და ურთიერთსიყვარული კიდევ უფრო გაამყაროს.
და, რაც მთავარია, შეიტყონ თუ, ბოლოს და ბოლოს, სად მდებარეობს ეს მაგიური “ჯი წერტილი” (G-Spot).
მაგრამ, რა ქნან მუსლიმმა წყვილებმა? რა მტკვარში დურთონ თავი?
როგორც Times-ის ჟურნალისტი როჯერ ბოიესი წერს, მათ სექს-შოფი El Asira ელით. მართალია, სათამაშოებსა და სხვადასხვა ატრიბუტიკას იქ ვერ ნახავენ, სამაგიეროდ, შეუძლიათ შეიძინონ ლუბრიკანტები, გელები მასაჟისთვის და აფროდიზიაკებიც კი. მაღაზიის მფლობელები თავიანთი წამოწყების შესახებ მუსლიმ სასულიერო პირებს დაეკითხნენ. იმამმა ბულარია ჰუარიმ მათ განუცხადა, რომ “ისლამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მამაკაციცა და ქალიც განიცდიდნენ ორგაზმს, თუკი ქალმა ორგაზმი ვერ განიცადა, – განმარტა იმამმა, – ის გაუკუღმართებულ გზას მოძებნის, როგორიცაა მასტურბაცია და ვიბრატორები”. კიდევ ერთმა იმამმა აბდულ ჯაბარმა კი დასძინა, რომ სექსუალური სტიმულაციის პროდუქციის გაყიდვა ყურანს არ ეწინააღმდეგება, თუკი მათ შორის სექს-ატრიბუტიკა არ იქნება და მხოლოდ ქორწინებაში მყოფ წყვილებზე გაიყიდება. მიუხედავად სასულიერო პირების ასეთი მხარდაჭერისა, მაღაზიის მფლობელებს ეშინოდათ, რომ მათი წამოწყება (მუსლიმურ თემში მომეტებული სიფრთხილის, შიშისა თუ სხვა ფაქტორების გამო) მაინცადამაინც დიდ ინტერესს ვერ გამოიწვევდა, მაგრამ პირველ ოთხ დღეში 70’000-მა დაწკაპუნებამ (ანუ კლიკმა) აჩვენა, რომ ამგვარ მაღაზიაზე მოთხოვნა დიდი ყოფილა.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
:))))))))))))))))))))))))))
ჩვენთან კიდევ არის სექს-შოპი თუ მოისპო ????
LikeLike
ის ადრე რომ იყო დაარბიეს და დაახურინეს.
LikeLike
რა მაგარი სტატიაა;))
ჩვენ ნეტა როდის გვეღირსება მასეთი მაღაზია:D
20 welshi:D
LikeLike
ვაუ! რა “პრადვინუტი” ხალხია 😀
LikeLike
ახლა მმკ მითუმეტეს არ გაახარებს :))))
LikeLike
ლოლ
LikeLike
mmk chumad sheukvetavs…..:D
LikeLike
🙂
LikeLike
ox es sheshlili sheshlili samyaro 😀
LikeLike
ra dacera am deisizem iseti ro sxvaze veraferze cert blogerebi?
gaviaret, ra.
LikeLike
მაგ თემაზე მე მართლაც დავწერე, მაგრამ ჩემს მეორე ბლოგზე. თუ იმ პოსტს აქ პასუხობ, არ ვიცი და თუ სექს-შოფების ამ პოსტს გულისხმობ, ეგ დეისაძესთან კავშირში არაა. ამ პოსტის წერა რომ დავიწყე დეისაძე ვინ იყო, სულ არ ვიცოდი. უბრალოდ თაიმსის სტატია ვნახე და დამაინტერესა. That’s all folks.
LikeLike
რა მაგარია 🙂 ჩვენთან ჯერ კიდევ წიგნებს წვავენ.
LikeLike
ვიბრატორებს რომ გამოიტანან დასაწვავად, მერე ნახე რა ამბავი იქნება.
LikeLike
ფფფფჰჰჰ
მაგას ჭეშმარიტი მმკ–ელი საჯაროდ ხელს მოკიდებს კი არა, არც შეხედავს 😀
LikeLike
mmk elebi unda gamovushva shentan 😀 😀
LikeLike
მომაგნეს უშენოდაც: http://www.facebook.com/photo.php?pid=330489&l=06db421a9d&id=100000101194662
LikeLike
ეგ იმამები გლიჯავენ. 🙂
LikeLike
რა საცოდაობა ქვეყანაში ვცხოვრობთ
ხალხს ერთი სექს შოპიც არ აქვს 😦
LikeLike