სექსი, ვნება და პროვოკაცია – უკვე თბილისში!

Renzo Rossoსექსი, ინდივიდუალიზმი, მკვეთრად გამოხატული მგრძნობელობა, თავაშვებულობა, პროვოკაციულობა, ქცევის დადგენილ ნორმათა უგულებელყოფა და, მიუხედავად სასამართლოში შეტანილი სარჩელებისა და აკრძალული სარეკლამო კამპანიებისა, მილიარდობით გაყიდული ჯინსი და ასეულ მილიონობით თაყვანისმცემელი – ესაა ტანსაცმლისა და აქსესუარების იტალიური მწარმოებელი – “დიზელი”.

კომპანიის ისტორია ვიჩენცას პროვინციის ქალაქ მოლვენაში 1978 წელს დაიწყო. რენცო როსომ (Renzo Rosso) და კომპანია AG Jeans-ის ხელმძღვანელმა ადრიანო გოლდშმიდმა (Adriano Goldschmied) დააფუძნეს Diesel S.p.A. მას შემდეგ რაც 1873 წელს ლევი სთრაუსმა 501 შეკერა, ჯინსის მწარმოებლები სოკოებივით მომრავლდნენ. შესაძლოა, “დიზელიც” გამხდარიყო ერთი მრავალთა შორის, მაგრამ როსოს თავისი გეგმები ქონდა. 70-იანი წლების სანავთობო კრიზისმა დიზელის ძრავების პოპულარობას შეუწყო ხელი, ამდენად, ეს სახელწოდება რენცო როსომ აირჩია, როგორც რევოლუციური ცვლილებებისა და ახალი დროის სიმბოლო და სხვათა კუდში დევნა მას არაფრად ეპიტნავებოდა. 1985 წელს მან გოლდშმიდის წილი გამოისყიდა, 1988 წელს კი მთავარი დიზაინერის პოსტი შესთავაზა ჰოლანდიელ უილბერტ დასს (Wilbert Das) – ადამიანს, რომელსაც მუხრუჭები აქვს მოშლილი. 🙂 რენცო-დასის დუეტმა აფრები აუშვა და “დიზელის” ხელმეორედ დაბადებაც დაიწყო – ამჯერად უკვე ულტრა-თანამედროვე, ავანგარდულ მსოფლიო ბრენდად.

Wilbert Das მანამდე კომპანიის დიზაინერი იყო რენი ბლასელი, რომლის კოლექციებიც გამოიყურებოდა, როგორც კლასიკური, ტრადიციული, ხარისხიანი, მაგრამ კონკურენტების მსგავსი ჯინსის პროდუქცია; უილბერტ დასის კონცეფცია კი იყო ისეთი ტანსაცმლის შექმნა, რომელიც იქნებოდა გამორჩეული, იოლად შესამჩნევი და ადამიანს ჩარჩოებში კი არ მოაქცევდა, არამედ თვითგამოხატვის საშუალებას მისცემდა.

სამოსი ძალიან ბევრს ნიშნავს ადამიანისთვის. ახლა, როგორც ასეულობით წლის უკან, ტანსაცმელი არის ენა, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს და გარშემო მყოფთ ესაუბრება. “დიზელის” ჯინსი თავისუფლებისკენ გიბიძგებთ. “დიზელის” ჯინსი და “დიზელის” ტანსაცმელი ეუბნება ყველას, რომ თქვენთვის საკუთარი “მე” ყველაზე მნიშვნელოვანია!
უილბერტ დასი, კომპანია Diesel-ის მთავარი დიზაინერი

რენცო როსო მის იდეებს სრულად იზიარებდა.

რევოლუციური იყო  უილბერტ დასისა და რენცო როსოს ტანდემის მიდგომა პროდუქციის რეკლამირებისადმი – მათ ხელში “დიზელმა” არა ტანსაცმლის, არამედ, შეიძლება ითქვას, ცხოვრების სტილის გაყიდვა დაიწყო, შესაბამისად, “დიზელის” რეკლამაც ცხოვრების მათეული ფილოსოფიის რეკლამაა. დასისა და როსოსთვის მთავარია, მათ პოტენციურ კლიენტს თვალი აუხილონ, პირობითობისგან გაათავისუფლონ, უფერულ მასას გამოღლიტონ… ეჭვიც არაა, რომ ამის შემდეგ გზა პოტენციურიდან  “დიზელის” მუდმივ კლიენტამდე – უმოკლესია.

დღეს რეკლამის ისტორია ორ ეპოქად იყოფა: “დიზელამდე” და “დიზელის” შემდეგ.
ფილ ნაითი, კომპანია Nike-ის დამფუძნებელი

“დიზელი” თანამშრომლობდა სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოსთან: ინგლისურ Lowe Howard-Spink-თან, ფრანგულ Marcel-თან და EURO RSG-თან, მაგრამ მსოფლიო ბრენდად ის ამერიკული DDB-ს (Doyle, Dane, and Bernbach) შვედური განყოფილების Paradiset/DDB-ს ინოვაციური სარეკლამო კამპანიისა და წარმატებული გლობალური მარკეტინგული სტრატეგიის დახმარებით იქცა. Paradiset/DDB-ს შემოქმედებითი დირექტორი იოაკიმ იონასონი ამბობს, რომ მათ გადაწყვიტეს იმ ინგრედიენტების შეზავება, რაც ახალგაზრდა, ენერგიულ, მამაც და გონიერ ადამიანებს აინტერესებთ – სექსი, ვნება, გამოწვევა, საკუთარი თავის დამკვიდრება, დადგენილი ჩარჩოების მოშლა და, რა თქმა უნდა, იმორი – უხვად.

“დიზელი” თავის რეკლამებში დასცინის სტერეოტიპებს, ფობიებს, ჰეფი ენდებს, დშაქრულ რომანტიკას, ფარისევლებს, მორალისტებს, შეზღუდულ ტვინებსა და დემაგოგიურ აზროვნებას. “დიზელი” არ აღიარებს ავტორიტეტებს – ის ლამობს, თავად გახდეს ავტორიტეტი და როდესაც თქვენ “დიზელს“ ირგებთ საკუთარ ტანზე, უბრალოდ რაღაც ტანსაცმელს კი არ იცვამთ – მთელს სამყაროს იწვევთ დუელში.

Vodpod videos no longer available.

ნუ დაეძებ სხვის ეკლესიას – სჯობს, საკუთარი ეკლესია დააფუძნო!
13 რჩევა “დიზელისგან”, სარეკლამო კამპანია “წარმატებული ცხოვრებისთვის” (სააგენტო KesselsKramer და the Diesel Creative Team
)

“დიზელის” რეკლამებმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურეს. ამავე დროს, ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გამხდარან დავის საგანიც… აუკრძალავთ კიდეც.

Vodpod videos no longer available.

Vodpod videos no longer available.

რენცო როსო სხვადასხვა გამოცემებისა და სააგენტოების მიერ სხვადასხვა წლებში დასახელებულია “წლის ყველაზე წარმატებულ მეწარმედ”, “წლის ადამიანად”, მოხვდა “მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა” სიაში, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს და შეცვალეს მე-20 საუკუნე.

ახალგაზრდები ძალიან შეიცვალნენ. ათეული წლების წინ ისინი გავდნენ ფარას – ყველას ერთნაირად ეცვა, ყველა ერთიმეორეს გავდა. ახლა ისინი უფრო ინდივიდუალისტები გახდნენ – მეტი იციან, უკეთესად არიან განათლებულნი, უკეთ გრძნობენ ეპოქას, მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და ცდილობენ, უფრო თავისუფალნი იყვნენ.
რენცო როსო, კომპანია Diesel-ის  დამფუძნებელი

გარდა ჯინსებისა, “დიზელი” ესაა მაისურები, პერანგები, ქურთუკები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის (ჯონ გალიანოსთან ერთად), პარფიუმერია (აწარმოებს L’Oreal), სათვალეები (Safilo), საათები (Fossil), თეთრეული (ამერიკული ჯგფუფი Mast Industries Inc. – სწორედ ის, ბრენდ Victoria’s Secret-ს რომ ფლობს)… მაგრამ “დიზელის” ყველაზე წარმატებულ და “საფირმო” პროდუქტად მაინც ჯინსი რჩება.

Diesel Granny

1996 წელს ნიუ იორქული მაღაზიის გახსნა იმის ნიშანი იყო, რომ ჯინსების სამშობლომ “დიზელი” თავისად მიიღო. სულ კომპანიის პროდუქცია 5’000-მდე მაღაზიაში იყიდება მსოფლიოს  გარშემო და მათ მალე თბილისური მაღაზიაც შეემატება.

ასე, რომ მმკ-ლებმა, სჯობს, გიგი თევზაძეს თავი დაანებონ და ამ ამბავს მიხედონ, სანამ დროა.

Diesel ante portas!

ნუ დაგავიწყდებათ, რომ წმინდა პეტრე მოციქულის წილხვედრი რომის იმპერია სწორედ “დიზელის” მაღაზიების გახსნის შემდეგ წახდა და დაიქცა.

Vodpod videos no longer available.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

კლასგარეშე წასაკითხად 🙂 :

Diesel Be Stupid by Taa

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

13 thoughts on “სექსი, ვნება და პროვოკაცია – უკვე თბილისში!”

  1. I love Diesel

    მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში მხოლოდ 1 ჯინსი და 1 პერანგი მქონია მათი

    მადლობა პინგბექისთვის 🙂

    Like

    1. გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგადად ფილოსოფია და სარეკლამო კამპანიები უფრო მომწონს, ვიდრე ჯინსები. უკანა ჯიბეები ძაან ჩახუჭუჭებული აქვთ. მე უფრო სადა მიყვარს.

      Like

  2. საინტერესო რეკლამებია. რამდენიმე მართლაც პროვოკაციულია. კიდევ იყო მგონი მონაზონი რომ ჯინსებშია – მგონი, ეგეც დიზელის იყო.
    საინტერესოა, თბილისში რა სარეკლამო კამპანია ექნებათ. 🙂

    ისე, ფემინისტი არ ვარ, მაგრამ ეს შიშველი ქალების ხარჯზე ფულის კეთება არ მომწონს. 🙂

    Like

    1. ბევრი აქვთ. პოსტი მექნება პროვოკაციულ რეკლამებზე და იქ კიდევ დავადიზელებ 🙂

      თბილისში ეჭვი მაქვს ჯერ ლოცვა-კურთხევას აიღებენ და შემდეგ გაუშვებენ “გაქართულებულ” დავარცხნილ-დაუთოებულ რეკლამებს… მაგრამ ვერ გაქაჩავენ ეგრე.

      ისე, ფემინისტი არ ვარ, მაგრამ ეს შიშველი ქალების ხარჯზე ფულის კეთება არ მომწონს.

      ეგ “შიშველი ქალები” მაგ კლიპებში დიდ ფულს იღებენ. თუ ვიღაცის ხარჯზე ხდება რამე – მამაკაცების, რომლებსაც ლამაზი და შიშველი ქალებით გვასულელებენ და გვაიძულებენ რეკლამირებული პროდუქტი შევიძინოთ.
      ასე რომ, არასწორად უყურებ მაგ საკითხს.

      ისე, დიზელის რეკლამებში შიშველი კაცებიც ბევრია. 🙂 უბრალოდ ამ პოსტისთვის ჩემი გემოვნებით შევარჩიე რეკლამები.

      რეკლამაზე პოსტში სხვა სახის რეკლამებსაც დავამატებ ცოტას ქალების გულის გასახარად 🙂

      Like

  3. პროვოკაციული რეკლამა კარგად მუშაობს, ადამიანში რაღაცნაირად არის ჩადებული ავანტიურიზმი, და მგონია ამ შემთხვევაშიც ამ მექნაიზმთან გვაქვს საქმე.

    მათი არაფერი მქონია, ზოგადად არ ვაძლევ რაიმე ბრედში 3-4 ჯერ ძვირს მხოლოდ იმიტომ რომ ეს ბრენდი ცნობილია. ჟმოტი ვარ.

    Like

  4. ჰო ძვირია.

    თუმცა, ამერიკის საშოფინგო სამოთხესთან შედარებით ყველაფერი ძვირია ევროპაში.
    30-დოლარიანი ლივაისი 80 ევრო ღირს. 🙂

    Like

  5. მეც არაფერი მაქვს დიზელის.
    გესის ჯონსები მაცვია 🙂

    თუ მაღაზია გაიხსნა, ვნახავ ერთი კარგად.

    და სად იხსნება, თუ საიდუმლო არაა?
    შენ ხომ არ ხსნი? მკითხველებისთვის ფასდაკლება არ იქნება? 🙂

    Like

    1. და სად იხსნება, თუ საიდუმლო არაა?

      საბურთალოზე.

      შენ ხომ არ ხსნი?

      არა 🙂
      ჩემი გემოვნება რომ იყოს, რომელიმე სხვა ბრენდს უფრო შემოვიყვანდი.

      მკითხველებისთვის ფასდაკლება არ იქნება?

      როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, Может быть, еще ключ от квартиры, где деньги лежат? 🙂

      ის ხუმრობით, ვინაიდან სინამდვილეში მე ვაფასებ ჩემს მკითხველებს.
      http://wp.me/pBTza-qx

      Like

    1. ვახსენე. გამოგრჩა – ბოლოს მაქ ლინკი.

      თან ეგ კამპანია უკვე პოსტ-დასისეული დიზელია მე კი უფრო როსო-დასის პერიოდი მაინტერესებდა. რამდენად შეინარჩუნებს დიზელი დიზელობას დასის გარეშე ეგ ჯერ ვნახოთ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: