გამიგონია, თეატრი გარდერობიდან იწყებაო. არ ვიცი, ვინ თქვა. კიდევ პიესაში პირველ მოქმედებაში თუ კედელზე თოფია, მესამეში გაისვრისო – ეს, მგონი, ანტონ პალიჩის სიტყვებია… არ ვიცი, მართლა ისვრის, თუ არა – მე ერთი დოუხვეწავი და ხეპრე ადამიანი ვარ, თეატრში და ოპერაში სიარულს “ავატარის” ყურება და პოპ-კორნის კნატუნი მირჩევნია.
კიდევ იმას იტყვიან ხოლმე – ქვეყანა ვაგზლიდან იწყებაო… აი, ეს კი სიმართლეა. ფრანკფურტში ვინც მატარებლითაა ჩაგრიხინებული, რკინიგზის სადგურიდან გამოხვალ და – ერთ მხარეს სექს-შოფებია, მეორე მხარეს ბანკების ცათამბჯენები მოჩანს და მესამე მხარეს კი დიდი პარკია, საიდანაც შილერის და გოეთეს ქანდაკებები გიმზერენ. ჰოდა, ლუდსა და ღორის კანჭს თუ დაამატებ – მთელი გერმანიაც ეგაა, მეტი კი არაფერი…
თუმცა, ძაან შორს წავედი. მოკლედ, თეატრი არ ვიცი და ჩემი ბლოგ(ებ)ი ნამდვილად Windows Live Writer-იდან იწყება.პოსტებს რამდენიმე სხვადასხვა ბლოგზე ვაქვეყნებ. ამასთან, თითო პოსტისთვის დაწერიდან სანამ ის on-line სინათლეს იხილავდეს საშუალოდ 5 დღე მაინც მჭირდება – უნდა მოვიფიქრო, დავწერო, დავასურათო, გადავიკითხო და გამოვაქვეყნო… რაკიღა, ეს დღეები ერთმანეთის მიწყობილი არაა – ერთი ალთასაა – მეორე ბალთას, ხშირად ერთდროულად 10-20 დაუმთავრებელი პოსტი (დრაფტი) მიგროვდება ხოლმე (ამ წუთას – 16 მაქვს… თუმცა, ახლა ამ პოსტს საბოლოოდ ჩავასწორებ, გამოვაქვეყნებ და 15 დარჩება :)), თან – სხვადასხვა ბლოგისთვის… ჰოდა, ჩემნაირი (ალბათ, მოუწესრიგებელი ქვია) ბლოგერისთვის Windows Live Writer მისწრებაა – არ მჭირდება სხვადასხვა ბლოგის სხვადასხვა არქივში ქექვა საკუთარი დაუმთავრებელი პოსტების მოსაძებნად – ყველა აგერ მაქვს – ცხვირწინ… თუ თვალწინ. ძალიან მოსახერხებელია. ცხადია, წერითაც Live Writer-ში ვწერ და გამოქვეყნებითაც პირდაპირ Live Writer-იდან ვაქვეყნებ.
პროგრამა უფასოა და საიტზე უამრავი დამატებითი ფლაგინიც აქვს – ყველა იპოვის საკბილოს. პირადად მე სმაილიკების დამატების, სურათების მოძიების, სქემებისა და გრაფიკების ფლაგინებს ვიყენებ. მოძიებული სურათები შეგიძლიათ სხვა ინტერნეტ-წყაროებიდან დაურთოთ პოსტს ბლოგზე აუტვირთავად, ატვირთოთ თქვენს ბლოგზე ან Windows Live-ის სერვერზე საკუთარი საქაღალდე გახსნათ და იქ შეინახოთ – და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, Windows Live Writer-იდან გაუსვლელად.
პროგრამას სინქრონიზაციის ფუნქციაც აქვს – ანუ, არა მხოლოდ ოფლაინ დრაფტებთან შეგიძლიათ იმუშაოთ, არამედ ბლოგზე უკვე ატვირთული გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი პოსტებიც შეგიძლიათ, ჩაასწოროთ, მიშალოთ-მოშალოთ და რაც გაგეხარდებათ. სფელინგიც აქვს – თუმცა, ეს მხოლოდ ინგლისურენოვანი პოსტებისთვის გამოგადგებათ. ქართულიზა – ბოდიშიო.
Windows Live Writer-ისთვის სულ ერთია, რა პლატფორმაზე დგახართ: ვორდპრესელი ხართ, ბლოგგერელი თუ სადღაცსხვაგანელი – ნებისმიერს ცნობს და მშვენივრად ერგება.
***
ბარემ აქვე დავწერ, რომ სხვისი ბლოგები ჩემთვის Bloglines-ით იწყება. ბევრმა წაიკითხეთ ალბათ Dodka-ს პოსტი-გამოკითხვა, რომელ ინტერნეტ-გვერდებს სტუმრობთ ყოველ დღეო. მაშინ დავფიქრდი და ესეთი ჩემთვის მხოლოდ http://www.bloglines.com/myblogs-ი აღმოჩნდა. იქ გადავავლებ ხოლმე დილაობით თვალს დაფავორიტებულ ელექტრონულ მედიას და დაფავორიტებულ ბლოგებსაც.
გუგლ რიდერიც ვცადე, ნეთვორქ ბლოგებიც (ფეისბუქზე სულაც ნეთვორქ ბლოგების ხათრით დავრეგისტრირდი) და, სულ ბოლოს, ბლოგროლ.ჯი და ბლოგროლ.დიზაინ.ჯიც (ნუ, ესენი მაინც უფრო ლოკალური მოხმარებისაა)… შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ვერ ვკითხულობ გემრიელად – ისევ ბლოგლაინს დავუბრუნდი და სხვებს თავი დავანებე. ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელია.
დაბუკმარკებულ ბლოგებს არ ჩამოვთვლი… გემოვნებას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ზოგს მღვედლი მოწონს, ზოსაც, მღვდლის ცოლი ურჩევნია, მაგრამ კომუნა.ჯი კი აუცილებლად უნდა დააფავორიტოთ თქვენც. ალბათ, გაქვთ კიდეც დაფავორიტებული – კომუნა ქართული ბლოფოსფეროს რიდერს დაიჯესტია. ბევრი ბლოგის შესახებ სწორედ მათი წყალობით გავიგე. ბევრი პოსტი სწორედ მათი წყალობით წავიკითხე. ძალიან სასარგებლო ქართული რესურსია… და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემმა პოსტებმაც მიიპყრეს კომუნარების ყურადღება. 🙂 კომუნა.ჯი ნამდვილად იმსახურებს ბლოგერებისა და ბლოგის მკითხველების მადლობას.
P.S.
ბლოგერმა kevana-მ დამიკომენტა, “საინტერესო თემაა, როგორ წერ პოსტებს”-ო და ა.შ. აი, ასე ვწერ ჩემ პოსტებს და ასე ვკითხულობ სხვის პოსტებს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მე რომ იცოდე როგორ ვწერ პოსტებს:DD ქვის ხანაში ვარ.
ჩემ კომპში ფოლდერი მაქვს გახსნილი, იქ ვაგროვებ ვორდის დოკუმენტებს და თუ რამე იდეა მომდის ჯერ ვორდში ვწერ, მერე convert.ge-ზე ვაქართულებ და მერე ბლოგზე ვდებ:DD პრიკოლ ნუ. ყველა პოსტი ეგრე დავწერე, მივეჩვიე უკვე. 😀
LikeLike
Windows Live Writer მიახლოებულია ვორდთან… ნუ პრინციპი მსგავსია. სცადე. უფასო პროგრამაა.
LikeLike
ტიტული ნუ წამართვი, ძმაო.. ქვის ხანის ბლოგერი მე ვარ ^^
LikeLike
მთავარია, რას წერ 🙂
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა 🙂
LikeLike
აუცილებლად უნდა ვცადო, მე ვორდის მეშვეობით ვაქვეყნებ (განსაკუთრებიც როდესაც ცხრილის ან რაიმე დიაგრამის გაკეთება მიწევს), ხანდახან უბრალოდ ვორდის დოკუმენტიდან ეგრევე ვაკოპირებ ბლოგერში და ა.შ. არასოდეს დამიწერია პოსტი პირდაპირ ბლოგერში 🙂 ისე კი როდესაც ვიწყებ წერას იმ დღესვე ვასრულებ პოსტს არ მიყვარს გადადება. პოსტის წერის პროცესი ჩემთან ერთ ამოსუნთქვას ჰგავს 🙂
LikeLike
ise agcere rom unda vcado blogeroba mec 🙂
LikeLike
Windows Live Writer კარიგ რამე ჩანს, თუ ბლოგზე სურათის ატვირთვა აღარ დამჭირდება, ისე ჩასვავს, მაშინ ჩემთვის ყოფილა ზედგამოჭრილი : )
დროის პრობლემა და დრაფტები… ეგ არის თუ არის…
რამდენი პროცედურების გავლა სჭირდება პოსტს რომ ბლოგის შუქი იხილოს 😦
პ.ს. პრაღაზე რა კარგი ბლოგი გქონია,
uhuh, ბიწიერების მერხი… რა საოცარია მაინც ადამიანის გონება…. აბა სად როდენი და სად ლეა ვივოტი :დ :დ
LikeLike
თვითონ ატვირთავს 🙂 შენ ოფლაინ ჩასვამ, მოარგებ როგორც გინდა და მერე თვითონ გადააქ პოსტთან ერთდ. თან თუ გინდა ჩარჩოში ჩასვამ თუ გინდა ჩრდილებს დაამატებ… მოკლედ შენ გემოზე მოარგებ სურთს.
თუმცა, სურათების ძებნის ფლაჯინიც აქვს და სადღაც სხვაგან ნაპოვნი სურათიც შეუძლია მილინკოს…
მე რაც ეგ პროგრამა გავჩითე, მაგის მერე უფრო გემრიელად ვპოსტავ 🙂
LikeLike
Windows Live Writer-ს ვერაფერი გავუგე თავის დროზე. დაილოცოს ბლოგერის ფანჯარა და ქართული უნიკოდი.
LikeLike
მეც უნდა ვცადო :)) თქვენ თუ ქვის ხანისები გქვიათ, მაშინ მე ძველი ქვის ხანიდან ვარ, ეხლაც მეწერინება ხანდახან რვეულსა და ბლოკნოტში, მერე გადმომაქვს ხოლმე აქანე… თუმცა ამასაც თავისი მიზეზები აქვს, ვისაც როგო უხერხდება რა 🙂
LikeLike