თაგვების მეფე

Logitech logo 1976 წელს სთენფორდის უნივერსიტეტის ორმა მაგისტრანტმა შვეიცარელმა დანიელ ბორელმა (Daniel Borel) და იტალიელმა პიერლუიჯი ზაპაკოსტამ (Pierluigi Zappacosta) გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის შეეთავაზებინათ მათი ინოვაციური იდეები კომპიუტერული პროგრამირების დარგში. მათი სთენფორდული საუბრები 4 წლის შემდეგ განსხეულდა ტექსტის დამუშავების პროგრამაში, რომელიც მეგობრებმა შვეიცარულ კომპანია Bobst-ს მიყიდეს. წარმატებამ ისინი შეაგულიანა და 1981 წელს იტალიელ ფინანსისტს, ჯაკომო მარინის (Giacomo Marini) შეუამხანაგდნენ და 2 ოქტომბერს პატარა შვეიცარულ სოფელ აფლში, ბორელის სიმამრის ფერმაში მდგარ ფარდულში კომპანია “ლოჟიტეკი” (Logitech International S.A) დააფუძნეს. Logiciel ფრანგულად პროგრამული უზრუნველყოფაა, ამდენად, “ლოჟიტეკი”, წესით და კანონით, software კომპანია უნდა ყოფილიყო – მათ კომპანია Ricoh-თან გრაფიკული რედაქტორის შექმნის კონტრაქტსაც მოაწერეს ხელი, მაგრამ 1981 წელი ხომ კომპიუტერული თაგვის დაბადების წელიცაა – ეს დამთხვევაა, თუმცა უბრალოს ვერაფრით ვუწოდებთ: “ლოჟიტეკი” ხომ სულ მალე თაგვების მეფე გახდა და მისი მონარქიული ძალაუფლება დღესაც აბსოლუტურია.

Pierluigi Zappacosta, Daniel Borel, Giacomo Marini 1982 წელს კომპანიამ ოკეანე გადალახა და ფალო-ალტოში Ricoh-ის მეზობლად თავისი კალიფორნიული ოფისი გახსნა. არქიტექტორულ ფირმებთან თანამშრომლობამ და გრაფიკულ რედაქტორებზე მუშაობამ განაპირობა “ლოჟიტეკის” ინჟინრების დაინტერესება კომპიუტერული თაგვით. იმავე წლის ოქტომბერში ლას ვეგასის Comdex trade გამოფენის დროს ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა Logitech Logitech P4 P4. დებიუტი წარმატებული გამოდგა – კომპანიამ ხელი მოაწერა თაგვების მიწოდების კონტრაქტს Apollo Computer-თან და Hewlett-Packard-თან, საგანგებოდ რომლისთვისაც განსხვავებული, 2-ღილაკიანი მოდელი შექმნა.

“ლოჟიტეკმა” პარტნიორობა Michrosoft-საც შესთავაზა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბილ გეითსი თაგვებში დიდ სარგებელს ვერ ხედავდა, ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივი მოლაპარაკებები არაფრით დამთავრდა, რითიც ისარგებლა სთივ ჯობსმა და ახალი Logitech C7 Macintosh-თან სრულად თავსებადი გახდა. თაგვის ეს მოდელი არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობდა და დიდწილად განამტკიცა კომპანიის მზარდი რეპუტაცია და ლიდერის სტატუსი. 1986-88 წლებში “ლოჟიტეკი” აფუძნებს წარმოებას ტაი-ვანსა და ირლანდიაში, იწყებს აქციების გაყიდვას ციურიხის საფონდო ბირჟაზე, მისი წლიური ბრუნვა 40 მილიონ დოლარს აჭარბებს.

კომპანიის დიზაინერებმა შეიმუშავეს თაგვის ახლებური კორპუსის კონცეფცია, Logitech 1st logo რომლის მიხადვითაც მას მაგიდის ზედაპირზე მოთავსებული ადამიანის ხელის გულის ფორმა უნდა გაემეორებინა, რის შედეგადაც 1989 წელს გაჩნდა Logitech S9 – პირველი არა ბრტყელი ზედაპირის მქონე თაგვი. “ლოჟიტეკის” დიზაინერთა დამსახურებაა, აგრეთვე, სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის თაგვების გამოჩენა, რათა ნებისმიერი ასაკის, სქესის, გემოვნების, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანმა “მოირგოს”.

1991 წელს კომპანიამ კიდევ ერთი გარღვევა მოახდინა, როდესაც ბაზარზე პირველი უკაბელო Logitech MouseMan® Cordless გამოიტანა.

1994 წელს გაიყიდა 100-მემილიონე “ლოჟიტეკის” თაგვი.

2000 წელს კი გამოჩნდა Cordless MouseMan® Optical – უკაბელო ოპტიკური თაგვი.

დღეისთვის “ლოჟიტეკის” მიერ გაყიდული თაგვების რაოდენობა მილიარდს აცდა,  ასე რომ, ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. 🙂

დავამატებ მხოლოდ, რომ კომპანია აწარმოებს არა მხოლოდ თაგვებს, არამედ კლავიატურებს, ჯოისტიკებს, ვებ-კამერებს, ყურსაცმებს და სხვა ვიდეო-აუდიო დანადგარებს, პორტატულ სკანერებს, ციფრულ კალმისტრებს…სრული სია იხილეთ აქ.

Logitech International S.A ბრუნვა 2 მილიარდ დოლარს აღემატება, თანამშრომელთა რაოდენობა კი 6’000-ს.

მე პირადად კარგა ხანია უკვე “ლოჟიტეკის” პერიფერიულ მოწყობილობებს ვიყენებ – ყველაფერი იდეალურად მუშაობს და არაჩვეულებრივად მოსახერხებელია… მართალია, ასე პოპულარულ Genius-თან შედარებით საკმაოდ ძვირიცაა, მაგრამ, როგორც კისა ვორობიანინოვი იტყოდა, “ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვაჭრობა უადგილოა!”
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “თაგვების მეფე”

    1. მე ახალი თაგვი ვიყიდე, როცა ლეპტოპი გამოვცვალე. მაგრამ წინა თაგვი მეგობარს ვაჩუქე და მუშაობს მასთან მშვენივრად. 🙂
      კამერაც, მიკროფონ-ყურსასმენიც მაგათი მაქვს… რავი. 100% ამართლებს ეს ფირმა.

      Like

  1. თაგვების ისტორიაც გავიგეეთ!! ნეტა კატებზე თუ ფიქრობს ვინმე! 😀

    P.S.

    შენს ახალ პოსტებს გვიან რატომ მიგდებს ჩემი ბლოგი ვერ ვხვდები…

    Like

    1. სულკატიანები 🙂

      შენს ახალ პოსტებს გვიან რატომ მიგდებს ჩემი ბლოგი ვერ ვხვდები…

      ალბათ ბლოგსპოტს არ ევასება ვორდპრესი 🙂

      არადა ვორდპრესი ჯობს. აი სადმე კომენტარს რომ დაწერ და ვინმე გიპასუხებს – მარტივად ხედავ. ბლოგსპოტზე კაცმა არ იცის… თან კომენტარების დატოვებაც ზოგადად უფრო ფრენდლია ვორდპრესზე.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: