იუმორი და რეკლამა

სარეკლამო კამპანია რომ იოლად დასამახსოვრებელი და არამოსაწყენი იყოს – იუმორი მთავარი ინგრედიენტია.

ჯეოსელის SMS, როუმინგ და სხვა სერვისების ძველი სარეკლამო კლიპები  არ მაქვს, არადა ნამდვილად სახალისო იყო, ამიტომ ქინძმარაულის რეკლამით დავიწყებ, რომელიც დაამზადა Ogilvy Group-Ukraine (შემოქმედებითი დირექტორი ბართექ რემსი (Bartek Rams)).

ქართული ღვინო – ისეთივე ამაყია, როგორც ქართველები. 🙂

ჩიფსების ამერიკელი მწარმოებლის Doritos-ის რეკლამა. ნაცნობი სიუჟეტია გათამაშებული – ასეთი სხვადასხვა კლიპში არაერთხელ შეგვხვედრია, მაგრამ, მაინც სახალისოა.


Goodby, Silverstein & Partners, რეჟისორი ერიქ ჰეიმბოლდი (Eric Heimbold).

ამერიკული სარეკლამო სააგენტო BBDO მთელს მსოფლიოში წარმართავდა PepsiCo, Inc.-ის გონებამახვილურ სარეკლამო კამპანიას, რომელიც მთავარ კონკურენტთან შედარებით Pepsi-ს უპირატესობაში გვარწმუნებდა. მათ არაერთი ნამდვილი სარეკლამო შედევრი დაამზადეს. მაგალითად ეს (ჩემი საყვარელი ფილმის, “ნათლიის”მოტივებზე):


BBDO, შემოქმედებითი დირექტორები უალიდ ქანანი (Walid Kanaan) და დეივიდ რედმონდი (David Redmond). “ვითო ქორლეონეს” როლში 🙂 ქეით ეიზენბერგია (Hallie Kate Eisenberg).

ან ეს:


BBDO, შემოქმედებითი დირექტორები უალიდ ქანანი (Walid Kanaan) და დეივიდ რედმონდი (David Redmond), რეჟისორი მანუ ქუმანი (Manu Coeman).

ასევე საპირველაპრილო პოსტერი:

Pepsi april fool poster

ან Pepsi MiniMax-ს კლიპი, სადაც Coca-Cola არ ჩანს, მაგრამ კადრს მიღმაა. 🙂


Gitam BBDO (ისრაელი), რეჟისორი იშაი კარნი (Yshai Karni)

”კოკა-კოლას” აბრა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც გვამცნობს, რომ კომპანიის ოფისი მეორე სართულზეა… “პეპსიკომ” იმავე ბოძზე, კონკურენტის აბრის ქვეშ საკუთარი სარეკლამო აბრა მოათავსა, რომელიც შეგვახსენებს, რომ “პეპსი-კოლა” ყველგანაა. 🙂

Pepsi is everywhere(რაღაც ამის მსგავსი – ყაზბეგზე (ისევ პავლოვს რომ ვუძახით ხოლმე) TBC-Bank-ის ფილილის პირდაპირ “საქართველოს ბანკმა” უზარმაზარი სარეკლამო აბრა განათავსა.)

რა თქმა უნდა, ისე არ უნდა გამიგოთ, თითქოს Coca-Cola-ს არვინ სვამდეს… აი, მაგალითად, “კოკა-კოლის” ფანების მიერ შექმნილი პოსტერი. “ლაით კოუკი” ისეთი ჰაეროვანია, რომ პირდაპირ ზეცისკენ მიილტვის… ალბათ, ასეთია სარეკლამო პოსტერის იდეა,

coca-cola lightმაგრამ სინამდვილეში ისე ჩანს, რომ ჭიქას ეს სასმელი არაფრად ეპიტნავება და თავისგან განიზიდავს. 🙂

VW-ის Polo Confidence-ისთვის (თავდაჯერებულობა, გამბედაობა) დამზადებული სარეკლამო კლიპი – ავტომობილი, რომელიც თავდაჯერებულობას გმატებთ.


DDB LONDON, რეჟისორი ნოამ მურო (Noam Murro).

Levi’s 501-ის ორი ძალიან კარგად ცნობილი კლიპი: “ტაქსი” და “ბრმა მამაკაცი”. ეს რეკლამები ისეთივე კლასიკაა, როგორც თავად 501.


Bartle Bogle Hegarty (BBH), რეჟისორი ბეილი უოლში (Baillie Walsh).


Bartle Bogle Hegarty (BBH), რეჟისორი ტარსემ სინგჰი (Tarsem Singh)

ამ კლიპში კი Levi’s თვითირონიას ავლენს და ბოლო კადრებით მისივე რეკლამების ცნობილ კლიშეს და სლოგანს: Live Unbuttoned (შეიხსენი, აიწყვიტე) აშარჟებს.


Playboy-ს სარეკლამო პოსტერი – 31 წელი ბრაზილიაში…

playboy brazilჩვენთან 1-იც ვერ გაძლო. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი რეკლამები აკლდა. 🙂
პოსტერის ავტორები არიან ფაბიო ბარალდი (Fábio Baraldi) და სილვიო ამორიმი (Silvio Amorim), სარეკლამო სააგენტო Neogama/BBH, შემოქმედებითი დირექტორი ალიშანდრი გამა (Alexandre Gama).

ენდი უორჰოლი ამბობდა – ყველა ადამიანი იმსახურებს დიდების 15 წუთსო. “ფლეიბოის” აზრით კი, ყველა ქალი იმსახურებს, გახდეს ჟურნალის თვის გოგო.

Playboy towelპირსახოცზე წარწერაა: მე შემიძლია მარტის ფლეიმეითი გავხდეო.
სარეკლამო სააგენტო Grey, არგენტინა. სამხატვრო დირექტორები დიეგო რუბიო (Diego Rubio) და კრისთიან ფეიხტენშლაგერი (Cristian Feichtenslager), შემოქმედებითი დირექტორები პაბლო ჟილი (Pablo Gil), სებასტიან გარინი (Sebastian Garin) და ალეჟანდრო იგლეზიასი (Alejandro Iglesias).

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მამის დღე აღინიშნება… ჩვენთან, რატომღაც, კაცები დაჩაგრულები ვართ – არც 8-მარტს ჰქონდა ადრე საპირწონე და არც ამჟამინდელ დედის დღეს… ჯანდაბას!

მაგრამ ბევრგან მამის დღე აღინიშნება და აი, ასე გამოიყურება მილოცვა Durex-ისგან:

durex fathers dayვინც ჩვენი კონკურენტების პროდუქციას ენდეთ, მამის დღე გაქვთ მოსალოციო. 🙂 სააგენტო Lowe Bull, სამხრეთ აფრიკა. სამხატვრო დირექტორი მაილს ლორდი (Myles Lord), შემოქმედებითი დირექტორი როჯერ ფოლსი (Roger Paulse).

ეს კი სწორედ ის ტიპია, ვისაც მოსალოცად აქვს საქმე.

Bruketa&Zinic OM, რეჟისორი ნევიო მარაშოვიჩი (Nevio Marasovic).


P.S. სერ უინსთონ ჩერჩილს ერთხელ, თურმე, თანაშემწის აყვანა უნდოდა. ბევრი ეძება თუ ცოტა, ნახა შესაფერისი კანდიდატურა. გაესაუბრა. გამოკითხა იქეთური-აქეთური… ბოლოს ჰკითხა – ცოლი გყავთო? კიო – იმან. შვილიო? თორმეტიო.

ჩერჩილი ჩაფიქრდა, თურმე, და უთხრა:

– მთელმა ინგლისმა იცის, როგორ მიყვარს მე სიგარა, მაგრამ, იცით, ხანდახან უნდა გამოიღოთ ხოლმეო.

თუმცა, გამოღებას მაინც “დურექსი” სჯობს. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
*#* 25-60-60
*#* უითმენი და ლივაისი
*#* 25-ე კადრი
*#* ფრთხილად! ვირუსია!
*#* 99%-იანი რეკლამები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “იუმორი და რეკლამა”

    1. კი, ზუსტადაა ჩვენი ხასიათი დაჭერილი. 🙂
      რასაც ისიც ადასტურებს, რომ ზოგიერთი ჩვენებური ამ რეკლამამ აღაშფოთა და დაცინვად მიიღო.

      Like

  1. მე რაღაც ვერ ჩავწვდი ქინძმარაულის რეკლამას, მეორედ ვნახო??? 😐

    ფლეიბოი მაგარია, ჩვენთან იმიტომ ვერ გაქაჩა, რომ აქ ბოზობა და სიშიშვლე ერთმანეთში აურიეს 😉 პლუს, მარკეტინგულად ვერ გათვალეს.

    Like

    1. გადამრევთ თქვენ.
      ზოგმა ფლეიბოის რეკლამა ვერ აღიქვა, ახლა კიდევ ქინძმარაულიო…

      ყველაფერი ხელისგულზეა 🙂

      Like

  2. ეს ყველასათვის საყვარელი რეკლამებია.
    პ.ს. ლორდ, თიბისიმ შეუკვეთა ადრე BBDO-ს რეკლამა, რომელმაც არ გაამართლა ქართულ ბაზარზე? რაღაც არ მახსოვს ზუსტად, რომელი ქართული კომპანია იყო. მოკლედ ძალიადნ დიდი თანხები ჩაიდო და შედეგი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი.

    Like

  3. რომელი? კახი რომ ურტყამს ჩაქუჩს? 🙂

    არ ვიცი, ნამდვილად.
    ისე, ეგრე უცხოელის დაქირავება არაა სწორი. ეგენი თვითონ სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ პარტნიორებთან ან ფილიალებით რომ მუშაობენ, გიჟები ხომ არ არიან.

    მესტნი სპეციფიკა და ნეპერევოდიმაია იგრა სლოვ ს ისპოლზოვანიემ მესტნოგო დიალეკტა.

    ისე ფასები რეკლამის დამზადებაზე და დატრიალებაზე უკვე ასტრალშია. გონივრულ საზღვრებს გაცდა ასე მგონია კარგა ხანია.

    Like

  4. კარგი პოსტია, მომეწონა!!! (p.s.რაც თურქებმა ჩაიგდეს კოკა-კოლა საქართველოში, მას შემდეგ ხარისხიც დააგდეს და სულელური რეკლამებიც ხო ყელშია ამოსული, “უთხარი შენ თავს…” ამაზე ბანძი რეკლამა ჯერ არ მინახავს)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: