რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?

Unsolicited Gift ბრიტანელი ექიმი დენის ფრიდმანი ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯიდან (Royal College of Psychiatrists), თავის წიგნში “მოუთხოვნადი საჩუქარი: რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით” (The Unsolicited Gift: Why We Do What We Do) ბავშვის ფსიქიკაზე ძიძების ზეგავლენაზე მსჯელობს.

გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ბიჭს, რომლის აღზრდაშიც დედას ძიძა ეხმარება, უჩნდება განცდა, რომ მხოლოდ ერთი ქალი მასზე საკმარისად კარგად ვერ იზრუნებს. ასეთ მამაკაცებს უჭირთ პარტნიორისადმი ერთგულების შენარჩუნება. მაშინაც კი, თუ ეს ურთიერთობები ხანგრძლივია, მაშინაც, თუ ქორწინებით დასრულდა – ძიძის მიერ აღზრდილი მამაკაცი მუდმივად განწყობილია “მეორე ქალის” მოძებნისთვის. ასეთი მამაკაცების ცდუნება განსაკუთრებულად ადვილია და ისინი სხვა ქალების მიერ გამოგზავნილი “სიგნალების” მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან – შედეგად, სამსახურებრივი თუ სხვა სახის რომანები ამ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი მოვლანაა. ამ ყველაფერს ისინი პარტნიორის/ცოლის ღალატად არ მიიჩნევენ და სინდისის ქეჯნას არ განიცდიან.

დედებო, როდესაც თქვენ თქვენი ბიჭისთვის ძიძას ქირაობთ – მას “მეორე ქალის” სტერეოტიპს უყალიბებთ! – წერს დოქტორი ფრიდმანი.Hot Baby Sitters მაგრამ ფსიქოლოგის გამოკვლევებს თუ ვენდობით, საქმე არც ძიძის მიერ აღზრდილ გოგონებს აქვთ კარგად. დედასთან განშორება მათში “სიცარიელის” შეგრძნებას წარმოშობს. ეს გოგონები დედის მზრუნველობის ნაკლებობას განიცდიან, რასაც ძიძა (სუროგატი დედა) სრულად ვერ ავსებს, შედეგად, მომავალში ასეთ ქალებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცება. ისინი ფულზე და ფულიან მამაკაცებზე მონადირენი ხდებიან, რაც მათ ბავშვობის დროინდელი “დეფიციტის” ამოსავსებად სჭირდებათ. მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა ასეთი ქალებისთვის ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა. ამავდროულად, ეს ქალები, ხშირად, ძალაუფლების მოყვარული დესპოტები არიან (დოქტორი ფრიდმანის წინა გამოკვლევა სწორედ მრავალი ძიძის მიერ აღზრდილი ინგლისის სამეფო კარის დედოფლებს ეძღვნებოდა).
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Daily Telegraph

P.S.
ეს კი ამ პოსტის ფოტო-დამატება 🙂

დიდები და პატარები

Advertisements

8 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვთ ძიძებს?

    • შენ ბავშს აუყვანე ეგეთი და ორივე იხალისებთ 😉 მე უნდა გასწავლო ყველაფერი???

      არ დავლიოთ ფეშენ არაყი? 😉

      აუ, ვინც შენ ჩემი ბლოგი მოგასწავლა, იმის ცოდვა… 🙂
      ტელეფონი გადაუხდელობის გამო გაგითიშეს? თუ რა კომენტარებით მელაპარაკები?
      და ნუ მიოფებ პოსტებს თორე, მოდერაცია ტყუილად კი არ მაქ ჩართული. :]

      Like

  1. ეჰჰ, ჩემო ვადერ
    მე არ ვიცი გყავს თუ არა შენ შვილი
    მაგრამ თუ გყავს გეცოდინება რამხელა სიყვარული არის და რა ძნელია მთელი დღე სამსახურში იყო და ძიძამ ზარდოს შენი შვილი
    მითუმეტეს რომ გეტირება ხოლმე დილაობით და შენტან ყოფნის მეტი არაფერი რომ არ უნდა

    მაგრამ აბა სხვა რა გზა გვაქვს? 😦
    დამასევდიანე ეხლა შენ მე

    Like

  2. ვაიმე ქევანას კომენტი რა შოკია :))) იმიტომ, რომ აი ვერ იტან შენს შვილს, არ გევასება და გირჩევნია სხვამ გაგიზარდოს, აი ასე ძალაინ მარტივად უნდა გააზრდევინო შენი შვილი სხვას, რა სამწუხაროა რომ საუკუნის წინანდელი პოსტია და აღნიშნული ქევანა ვერ წაიკითხავს ჩემს პასუხს, არადა შემიძლია დილამდე ჩავუჯდე ამ თემას 🙂
    ისე მე რომ ძიძა ამყავდა, ჩემმა ქმარმა დამიწესა აუცილებელი პირობები – დიდი ძუძუები და სიმპათიური, მხოლოდ ამ შემთხვევაში მთანხმდებოდა თანხის გადახდას, ჰოდა ავიყვანე ეგეთი, ოღონდ 55 წლის

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s