რას გვიშვრება ეს უნიქარდი? :)

wallet დაგროვების ბარათების ბუმმა რომ საქართველომდეც მოაღწია, ვინ არ იცის – ჩაიხედე საკუთარ საფულეში, და თუ იქ ერთ დაგროვების ბარათს მაინც ვერ აღმოაჩენ, ძალიან გამიკვირდება… სხვა თუ არაფერი, სტილი-ბარათი ხომ მაინცა გაქვს? 🙂

ახლა კი, “უნიქარდის” გამოჩენით, ალბათ, უნივერსალური დაგროვების ბარათ(ებ)ის ბუმიც დაიწყება. და კარგია, თუ დაიწყება.

დასავლეთში ეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. როდესაც მამაკაცებს საფულის საბარათე განყოფილებაში ცარიელი ადგილი არ დარჩათ და ქალები კი ხელჩანთაში უამრავ სხვა ბარათს შორის საჭირო ბარათის ძებნით დაიღალნენ – კორპორაცია Western Union-ის თანამშრომლებმა სქოთ ფეინთინმა, გეილ გალუფომ და მელანი რობერთსმა მიიღეს პატენტი “ერთგულების უნივერსალურ მეთოდიკასა და სისტემაზე” (დასავლეთში დაგროვების ბარათებს – ერთგულების ბარათები / Loyalty Cards ქვიათ).

ჰოდა დაიწყო და დატრიალდა…

ამჟამად მსოფლიოში არა ერთი კომპანიაა, რომელიც უნივერსალურ ბარათებს თავაზობს. შემოთავაზება, მცირე განსხვავებებით, ერთმანეთის მსგავსია: ზოგი – უკვე არსებულ ბარათებს კრებს ერთად, უფრო მეტი – კიდევ ახლებსაც უმატებს. ისეც არის, როდესაც ფიზიკურად არანაირი ბარათი არ გჭირდებათ – ამათგან ყველაზე თანამედროვე და რევოლუციური CardStar-ია, რომლის ამოქმედებისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამა თქვენს მობილურ ტელეფონში ჩატვირთოთ, რის შემდეგაც სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში მობილურის სკანირება ხდება და ქულებიც დარიცხულია (თუმცა, თითეულ ბარათზე – ცალ-ცალკე).

მოკლედ, სისტემა და მეთოდიკა მრავალფეროვანია და გამართული, ბევრგან მუშაობს და, თავისთავად, “საეჭვო” და “აფერისტული” (ინტერნეტ სივრცეში ასეთი ეჭვები ბევრი გამოითქვა) აქ არაფერია.

რა თქმა უნდა, ის საჩუქარი, რომელსაც დაგროვების ბარათზე დარიცხული ქულებით ირჩევთ, მთლად “უფასო” არ არის, მაგრამ არც მთლად ის ყველია, სათაგურში რომ დევს.

დაგროვების ბარათი ვაჭრობის წახალისებისთვისაა საჭირო და ეს გამოცდილი და ნაცადი ხერხია –   ბარათის მფლობელს “აიძულებს” დახარჯოს მეტი, ვიდრე ამას ბარათის გარეშე გააკეთებდა… ძალით არა (ამიტომაც მოვიშველიე ბრჭყალები), მაგრამ ქვეცნობიერად თქვენ მეტი თანხის და უფრო ხშირად დასახარჯად ხართ განწყობილი ბარათით ხელში, ვიდრე ბარათის გარეშე. რა თქმა უნდა, გააჩნია საქონელს, ფასს, კონკურენციის დონეს, მაგრამ სხვადასხვა გამოკვლევებით ეს “საბარათე ხელგაშლილობა” 10-15%-მდეც კი აღწევს.

ცხადია, უშუალო კონკურენტების ერთ ბარათზე მიბმა, მათ გაყიდვებზე ნაკლებ UniCard_crპოზიტიურად აისახება. მაგალითად სუპერმარკეტების ორი ქსელი (ყველამ იცის, რომელიც) საკუთარი ბარათებით თუ კლიენტს “იბამს” და კონკურენტს ართმევს, უნივერსალური ბარათით ეს “კვანძი” სუსტდება, თუმცა, შეიძლება ამუშავდეს სხვა ფაქტორი: ჩარევას რომ ჩაყოლა ჯობია – ის და კიდევ – სტატისტიკა. თუ უნივერსალური ბარათი ბევრად მეტი ადამიანის ჯიბეში აღმოჩნდება, ვიდრე ამ ორი ქსელის საკუთარი ბარათის მფლობელთა ჯამია, გაყიდვებზე გავლენა კვლავ საკმარისად პოზიტიური იქნება, საკმარისად პოზიტიური იმისთვის, რომ ის კონკურენტი, რომელიც ჯერ-ჯერობით სისტემაში ჩართვისგან თავს იკავებს, “უნიქარდს” მიუერთდეს.

დაბოლოს თავად “უნიქარდზე” – კომპანიის ხელში უნიკალური და უაღრესად ფასეული საბაზრო ინფორმაცია მოიყრის თავს – არსებული თუ პოტენციური კლიენტების ქცევის შესასწავლად კომპანიები უდიდეს თანხას და დროს ხარჯავენ. სანდო მარკეტინგული კვლევა ძვირი სიამოვნებაა და იაფი არ ღირს (მათ შორის საქართველოშიც). ამდენად, “უნიქარდი” იმ ინფორმაციის მფლობელი ხდება, რომლის ფასიც ბარათის დამზადების და მომსახურების საფასურზე ბევრად მეტი ღირს (და ბარათის ასაღებად საჭირო “მოულოდნელად” გრძელი კითხვარის შევსებაც, სულაც არ გახლავთ მოულოდნელი).

P.S.

ერთი კასრ თაფლში რომ წვეთი კუპრიც არ აღმოჩნდეს, როგორ იქნება, მით უფრო ხომ – საქართველოში. სავაჭრო ობიექტში, რომელიც “უნიქარდის” კატალოგშია მითითებული და რომლის კარზეც “უნიქარდის” სტიკერი ამაყად იწონებს თავს – “უნიქარდის” ბარათი ვერ გაატარეს. “ჯერ არ ჩაურთავთ-ო…”

კი, ბატონო, ვიცი, რომ სადაური წესია და აქაური წესია, მაგრამ როდემდე? ხომ შეიძლება, რაღაც მივიყვანოთ ჯერ ბოლომდე და მერე დავიძახოთ ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთო და გავმართოთ ხმაურიანი პრეზენტაცია?
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
კიდევ ერთხელ დაგროვების ბარათების შესახებ

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “რას გვიშვრება ეს უნიქარდი? :)”

  1. მეც ავიღე უკვე და ძალიან დამწყდა გული, რომ ადგილების არჩევანი, სადაც მისი გამოყენებაა შესაძლებელი, მაინც ცოტა (მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, სია გრძელიც მოგეჩვენებათ)

    Like

    1. ვინც ვითომ არის, ისიც რომ არაა ჩართული?
      😦

      ზოგადად, ინტერნეტ-ვაჭრობის გათვალისწინებით ძაან ბევრს ვერ დააგროვებ. აი ამაზონი და კო. რომ იყოს სიაში მაშინ უცებ დავაგროვებდი ქულებს. 🙂

      Like

  2. აი სწორი მარკეტინგი რამდენს ნიშნავს
    ჩვენთან სანამ ტერმინალები არ მოიტანეს და ყველაფერი გამართულად არ ამუშავდა მანამდე სტიკერები არ გავაკარით

    :ამაყივარ:

    მე მაქვს უნიქარდი დარიცხული მოგებული 500 ქულით და არ ვუყურებ ამ დაგროვებას ასე პესიმისტურად
    თუმცა ძალიან კარგი პოსტი იყო და ჭკვიანი ფრაზა :

    კომპანიის ხელში უნიკალური და უაღრესად ფასეული საბაზრო ინფორმაცია მოიყრის თავს – არსებული თუ პოტენციური კლიენტების ქცევის შესასწავლად კომპანიები უდიდეს თანხას და დროს ხარჯავენ. სანდო მარკეტინგული კვლევა ძვირი სიამოვნებაა და იაფი არ ღირს (მათ შორის საქართველოშიც). ამდენად, “უნიქარდი” იმ ინფორმაციის მფლობელი ხდება, რომლის ფასიც ბარათის დამზადების და მომსახურების საფასურზე ბევრად მეტი ღირს

    აბსოლუტურად გეთანხმები!!!!

    Like

    1. თუმცა ძალიან კარგი პოსტი იყო და ჭკვიანი ფრაზა

      მეც გეთანხმები.
      კიდევ მეტადაც გავამძაფრებდი: ჭკვიანი ავტორის ჭკვიანი ფრაზა.

      🙂

      Like

  3. ინფორმაციაზე საინტერესოა. ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება ხომ აკრძალულია? თუ არა? როგორც უნდა ისე გამოიყენებს მაგ ინფორმაციას?

    Like

    1. რა ინფორმაციას გულისხმობ, გააჩნია.
      ბანკის ოფიცერმა რო იცის ადამიანზე, იმდენი არავინ იცის, მაგრამ გამჟღავნების უფლება არ აქვს. 🙂
      აქაც იგივეა – ნიკამ სად რა და როდის იყიდა – ეს ინფორმაცია დაცულია კანონმდებლობით, მაგრამ ის თუ ვთქვათ თბილისის X რაიონის X-Y ასაკის მამაკაც თუ ქალ კლიენტებს რა ინტერესები აქვთ როგორც მყიდველებს, როგორია მათი ქცევა და გემოვნება როგორც მყიდველების – ასეთი სტატისტიკური ინფორმაციის უკვე სანდო და დიდი ბაზა ექნება კომპანიას ასე 6 თვეში და როგორ გამოიყენებს – შეზღუდული არაა (თუ აიღე ბარათი – ჩახედე ხელშეკრულების პირობებს ;))

      Like

  4. ეს დაგროვებითი ბარათები კარგი, მაგრამ ყველაზე მეტად ერთ-ერთ რესტორანში რომ ვნახე აღნიშნული სახის ბარათი მაშინ გამიკვირდა. დაგროვების სისტემამ საერთოდ დაგლიჯა, 50 ლარზე 5 ხინკალი 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: