5 ყველაზე საშინელი გამოგონება, რომლის გარეშეც სოცოცხლე არ შეგვიძლია

V. ჩემს სიაში მეხუთე ადგილზე მაჯის საათია.

მაჯის საათის გამოგონებამ ადამიანს ცხოვრებით ტკბობის უნარი წაართვა, იმიტომ რომ ამისთვის დრო აღარ რჩება. ყველა სადღაც გარბის კისრისტეხით, ყველას სადღაც ეჩქარება…

საათის გამოგონებამდე ადამიანმა არ იცოდა, რას ნიშნავდა “დროის ფლანგვა”, მას უთვალავი დრო ჰქონდა და ის უკვდავი იყო. 🙂

სხვა რომ არაფერი, საათის გამოგონებამდე, ადამიანები არასდროს არსად აგვიანებდნენ და არც სხვას ელოდნენ საათ-ნახევარი.

IV. მეოთხე ადგილს კალკულატორი იკავებს.

კალკულატორის გამოგონებით დაიწყო ადამიანის გაზარმაცება, ტექნიკაზე დამოკიდებულება და საბოლოოდ – გამოშტერებაც. 🙂

შედეგად, “ვის უნდა 20’000”-ში რომ გახვალ და გკითხავენ, რამდენ ხანს ანდომებს დედამიწა სრული ბრუნის გაკეთებასო, დააღებ პირს…

III. მესამე საპრიზო ადგილზეა კომპიუტერი.

მთელი თავისი თამაშებით, ინტერნეტით, სკაიპით, ფეისბუქით, ი-მეილით, ინტერნეტ-ბიბლიოთეკებით, ინტერნეტ-კინოდარბაზებით და ბლოგოსფეროთი…

ყველაფერ ამას მიაქვს უამრავი დრო. დრო, რომელიც მუშაობისთვისაა  და დრო, რომელიც დასვენებისთვისაა. ყველაფერი ამის გადამკიდე, აღარ გახსოვს, რა არომატი აქვს ახალდაბეჭდილ წიგნს, რა გემო აქვს დიდ ეკრანზე ნანახ ფილმს, რა კარგია, როცა ნამდვილ კორტზე ნამდვილი ჩოგბურთის თამაშისას ქანცი გაგწყდება და ოფლში გაწურული დუშის ქვეშ დადგები.

კომპიუტერთან ჯდომა უარყოფითად აისახება თქვენს ღიპზე… უფრო სწორად, ღიპზე დადებითად აისახება, უარყოფითად აისახება თქვენს სხეულზე.

ერთადერთი, რასაც ჯერ-ჯერობით კომპიუტერი ვერ ცვლის (მმკ-ს ჯინაზე) – ეს ჯანსაღი სექსია :), თუმცა, როგორც ამბობენ, იაპონელი მეცნიერები უკვე გვპირდებიან, რომ მალე კომპიუტერს ლუდის ჩამოსხმას შეასწავლიან…

აი, მაშინ კი მართლა დაგვერხევა.

II. მეორე ადგილზე მობილური ტელეფონია.

მობილური ტელეფონი არის საშუალება ყველასთვის, ვისაც არ ეზარება, გიპოვოთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, თან, ყველაზე შეუფერებელ მომენტში. მიუხედავად ამისა, საკმარისია ისეთ ადგილას აღმოჩნდეთ, სადაც თქვენი ტელეფონი არ იჭერს, გეუფლებათ შიში, რომ ძალიან მნიშვნელოვან ზარს “გამაზავთ”, ღელავთ, სკამზე წრიალებთ და ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გააღწიოთ ამ ჯურღმულიდან სამშვიდობოს, სადაც უკეთესი დაფარვაა… გააღწევთ და პირველი ვისი ზარიც შემოვა, აუცილებლად ის იქნება, ვისი ხმის გაგონებაც იმ წამს ყველაზე ნაკლებად გსურთ – “ბუტერბროდის კანონი” ხომ კვლავ ძალაშია.

I. პირველ ადგილს უკონკურენციოდ ბანკის საკრედიტო ბარათი იკავებს.

პლასტიკურმა ბარათმა სტაცა ხელი ჩვენს ჯიბეს და ის სადღაც ვირტუალურ სამყაროში გადამალა – ამის გამო ფულის ხარჯვა ისე იოლი გახდა, როგორც არასდროს. პლასტიკური ბარათის გადამკიდე, ფულის ხარჯვა ნამდვილი სიამოვნებაა – საღამოს საფულეში ხომ კვლავ იმდენივე ფული გაქვთ, რამდენიც დილით გქონდათ…

2-თვიანი სამოთხე მთავრდება მაშინ, როდესაც ბანკიდან ანგარიში მოგდით. 😦
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

22 thoughts on “5 ყველაზე საშინელი გამოგონება, რომლის გარეშეც სოცოცხლე არ შეგვიძლია”

  1. ჰა ჰაა რა კარგი იყო! ზუსტად მასეა! აუ ლუდის ჩამოსხმა რანაირად იქნება ნეტა:DD ან შიშველი ქალი გამოხტება კომპიდან?:D
    კიდე ყველაზე საშინელი გამოგონება არის პლასტმასი! ვინც ეგ მოიფიქრა რაა!

    Like

    1. ეგ ჩემს სიაშია 5-ეული.
      სხვამ, შეიძლება, 25 დათვალოს.

      აგე, სანტოროს პლასტმასი არ ევასება რაც სიას უსასრულობამდე აფართოებს 🙂

      Like

  2. საათის გარეშე არ შემიძლია. ღამეც კი მიკეთია. ერთი 10 ცალი საათი მაინც მექნება, ზოგი გაფუჭებული :ლოლ: მაგრამ სადაც უნდა წავიდე, ყველგან საათებს ვაშტერდები.

    საშინელი კი არა, ამ სიას სარეცხის მანქანა დაუმატე და მსოფლიოში ყველაზე საკაიფო გამოგონებების სია იქნება (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში).

    Like

    1. საათები მეც ძალიან მიყვარს და რამდენიმე მაქვს… მაგრამ იშვიათად მიკეთია. 🙂
      მობილურში ვნახულობ ხოლმე დროს.

      Like

  3. ..და მაინც, დღევანდელი დღე წარმოუდგენელია ამათ გარეშე,ყველაფრის ზომიერად გამოყენებაა საჭირო, მობილურზე უაზრო წკაპუნი ვნებს ცერა თითებს და მალე უსაშველო ზომის გახდება !! 😀

    Like

  4. მობილურის გარეშე რომ ვარ, ასე მგონია რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი დავკარგე და მოწყენილი ვარ : (

    Like

  5. მშვენიერი ხუთეულია =)
    არ ვიცოდი ბლოგი თუ გქონდა (თუ ფორუმელი vader ხარ, მეორე წინადადება იმ შემთხვევაში მიიღე)

    Like

    1. ის ვარ ნამდვილად… თუმცა, კარგა ხანია იქ აღარ დამიპოსტავს. მეც მომბეზრდა ფორუმი და, ალბათ, მეც მოვბეზრდი ფორუმს 🙂

      Like

      1. ინტერნეტია პატარა 🙂

        ახლა უზრდელურად გამომოვა, მარა ვერ გიხსენებ 😦
        თუმცა, მე უფრო ისინი მახსოვს, ვისთანაც პოლიტიკის განყოფილებაში მქონია კამათი 🙂 გამოდის, რომ შენთან არ მიჩხუბია. რაც თავისთავად კარგია.

        Like

      2. რომ არ გვიჩხუბია კაია და ისე არა უშავს. სხვა ყოფილხარ ესე იგი…ხდება ხოლმე =)

        Like

      3. ფორუმზე იყო დართ ვეიდერი და ლორდ ვეიდერი (მე ანუ). ბევრს ეშლებოდა 🙂

        Like

  6. აქ კომენტარს დავტოვებ რომ ხვალ აქედან გავაგრძელო, დღეს გადავიწვი უკვე იმდენი პოსტი წავიკითხე 🙂 ეს ხუთეული გვიმწარებს სიცოცხლეს რაა 🙂 ისე კალკულატორი და მაჯის საათი არ მაქვს, არც საკრედიტო ბარათი და უკვე აღარც მობილური ტელეფონი, თუმცა კი მალე მექნება ისევ 🙂 აი ლეპ ტოპი რომ გამიფიჭდებოდეს გამიხარდებოდა (?)

    Like

      1. არაა გამორიცხული 🙂 ჯერაც აქ ვარ 🙂 ტყუილად დავტოვე კომენტარი, კიდე ვკითხულობ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: