ყველაზე შიშველი სტიუარდესები მსოფლიოში

ყოფილხართ ესპანეთში? გიფრენიათ Air Comet-ის თვითმფრინავით? მე – არა.
არც თქვენ?
ჰოდა, უკვე გვიანაა. ვეღარც იფრენთ, ვინაიდან ავიაკომპანია გაკოტრდა.
გაკოტრდა და სტიუარდესების 9 თვის სახელფასო დავალიანებამაც თქვენი ჭირი წაიღო…
პროფ-კავშირებმა და სასამართლომ რომ ვერაფერი გააწყო და დავალიანება გადაუხდელი დარჩა, გოგონებმა ტანთ გაიხადეს და nude-კალენდრისთვის გადაიღეს. ყურადღება მოგვაქციეთო…

Vodpod videos no longer available.

გაკორტებული ავიაკომპანიის მესვეურებისა არ ვიცი და დანარჩენი მამაკაცების ყურადღება ნამდვილად მიიპყრეს.
მათი ფოტოებით აჭრელებულია მსოფლიო მედია და CNN-ზეც კი დაუთმეს დრო.
ნამდვილად ღირდა.
Air Comet-ს მომხიბლველი სტიუარდესები ყოლია. 🙂

კალენდრის ფასი 15 ევროა.

ისე, აქამდე რომ გადაეღოთ ესეთი ფოტოები, ეგებ კლიენტურა არ მოკლებოდათ და არც გაკოტრებულიყვნენ?

ავია-კომპანიების თანამშრომელთა შიშველი თუ ნახევრად-შიშველი სარეკლამო ფოტო-სესიები ხომ ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად 2008 წელს ბრიტანული Ryanair-ის სტიუარდესების კალენდარი გამოვიდა. ჰოდა, დღემდე დაფრინავენ მშვენივრად და მგზავრების სიმცირეც არ აწუხებთ.
მშვენიერი თანამშრომლები ყავთ. თბილისში რომ დაფრინავს BMA იმაზე ბევრად უკეთესი!

2009 წელს კი  სარეკლამო სააგენტო 99 Auckland-მა Air New Zealand-ის დაკვეთით დაამზადა სარეკლამო კლიპი, რომელშიც თავად ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ჩათვლით – ყველა მათგანი შიშველია, მხოლოდ ბოდი-ფეინთი უფარავთ სხეულს.

“ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და ყველაფერი გამჭვირვალეა, ამიტომ ჩვენი კლიენტები სრულად იღებენ ყველაფერს, რის საფასურსაც იხდიან” – ასეთი მარტივია ამ რეკლამის იდეა, რომელსაც შესაფერისი საუნთრექიც მიყვება – “ჩემს კანქვეშ” (Under My Skin) ახალზელანდიელი მომღერლის ჯინ ვიგმორის (Gin Wigmore) შესრულებით.

Vodpod videos no longer available.

რეჟისორი: ქევინ დენჰოლმი (Kevin Denholm, Exposure Films)

P.S.

“აირზენა” კი წუწუნებს – არიქა, კონკურენტებისგან დაგვიცავითო.
მეტი კრეატივი, მეგობრებო!!!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “ყველაზე შიშველი სტიუარდესები მსოფლიოში”

    1. მერე დაფრინავდი? და რატომ წამოხვედი დიდი ავიაციიდან? სამშობლო მთები მოგენატრა მიმინოსავით?

      ისე სტურდესები უნდა შეარჩიონ როგორც მოდელებს არჩევენ. თვითმფრინავები ვარდება ტყაპა-ტყუპით და ლამაზი ქალის გვერდით სიკვდილი მაინც ნაკლებად გულდასაწყვეტია.

      Like

  1. მე მაშინ ჯობსჯიზე ვნახე ვაკანსია და ისე გავგზავნე სივი

    ასე არ ვიცი სად როდის და როგორ ხდება 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: