25-60-60

წინა რეკლამურ პოსტში “სპრინტერულ” რეკლამაზე ვწერდი, რომლის მიზანიც მეყსეული ეფექტის მიღწევა და რეკლამირებული საქონლის გაყიდვების სწრაფი ზრდაა. ესეთი რეკლმა გავს სამზარეულოდან გამოსული შემწვარი გოჭის ოხშივარს, რომელიც ისეთი გემრიელია, რომ მაძღარსაც გაცდუნებს. 🙂

მაგრამ არსებობს “სტაიერული” რეკლამაც, რომელიც ბრენდის მიმართ გარკვეული დამოკიდებულების შემქნაზე “მუშაობს” და ხანგრძლივმოქმედ ეფექტზეა გათვლილი. ასეთი რეკლამა კარგ ვისკის გავს, რომელსაც ნება-ნება წრუპავ და მასაც ნელ-ნელა მიყავხარ “კონდიციამდე”. 🙂

ეს რეკლამა ცდილობს შეგიქმნას გარკვეული განწყობა. ერთი შეხედვით, არ არის ფოკუსირებული პოტენციური კლიენტის კონკრეტულ, მარტივ მოთხოვნილებებზე, არამედ ცდილობს, შექმნას ასოციაციური კავშირი ადამიანის “კომპლექსურ” გრძნობებს (სიამაყეს, პატრიოტიზმს, ვნებას, თავმოყვარეობას…) და რომელიმე ბრენდს შორის.

ამის მაგალითი იყო სწორედ სიუზან ჰოფმანისეული გენიალური სარეკლამო კამპანია “ლივაისს+უითმენი“, რომელზედაც ადრე დავწერე.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის (ფუნქციონალური და იმიჯური / სპრინტერული და სტაიერული) რეკლამა ყოველთვის არ არის მკაცრად განცალკევებული. მათ შორის ურთიერთგადაფარვა და ურთიერთშერევაც ხშირად ხდება.

აი, ჩემი საყვარელი ლუდის “Guinness”-ის ცინცხალი რეკლამა “გააცოცხლე სამყარო” (World (Bring It To Life)), რომელიც AMV BBDO-ს შემოქმედებითმა დირექტორმა პოლ ბრაზიემ (Paul Brazier) და კლიპის რეჟისორმა ჯონი გრინმა (Johnny Green) შექმნეს. ძლიერი მამაკაცები – რომლებიც ერთგვარ დემიურგებს განასახიერებენ – სამყაროს ქმნიან და სიცოცხლეს აძლევენ დასაბამს… ამავე დროს, კლიპში ბევრი წყალია, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს როგორც სიცოცხლის წარმოშობასთან, ასევე ლუდთან და წყურვილისა და გაგრილების მოთხოვნილებასთან.

ლეგენდარული კლიპების მთელი სერია, რომელიც RSA Films-მა PepsiCo-ს დაკვეთით დაამზადა სლოგანით: “ახალი თაობის არჩევანი” (The Choice Of A New Generation). სარეკლამო კამპანია 1984-1991 წლებში წარმოებდა და ის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. სლოგანმა ტელეეკრანებიდან ხალხში გადაინაცვლა. ამის მაგალითად ერთი ასეთი შემთხვევაც გამოდგება, რომლის შესახებაც ჩემი ლექტორისგან ვიცი – თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა პროფესორმა, რომელიც აქ ტრენინგებს ატარებდა და უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, ლანჩის დროს იკითხა – “პეპსი” არ გაქვთო? და დაამატა, ჩემი თაობის არჩევანი ხომ “პეპსიაო”. 🙂

Vodpod videos no longer available.

დავამატებ მხოლოდ, რომ კლიპის რეჟისორი თვით რიდლი სქოთია (Ridley Scott).

Brooks Brothers” ამტკიცებს, რომ ბრუქსების თაობა – კარგი გემოვნების თაობაა და ეს კარგი გემოვნება ყველაფერში ვლინდება – იმაშიც, რა გაცვია და იმაშიც, რა მუსიკას უსმენ. პოსტერზე შესანიშნავი ჯაზის მესაყვირე უინთონ მარსალისი და მისი ჯგუფია. ფოტოს ავტორია დიეგო უხიტელი (Diego Uchitel).

brooks brothers Cool

Levi’s” კი ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა (ამერიკა) “კოსტუმიან ტიპებს” არ აუშენებიათ 🙂 პოსტერის იდეის ავტორი უკვე ნახსენები სიუზან ჰოფმანია.

Levis

ამავე იდეას აგრძელებს რეკლამების გურუს მაიქლ ჰაუსმანის (Michael Haussman) მიერ გადაღებული ხახვის ქერქი (Onion Peel). გლამური – სცენისთვისაა და როდესაც მას მოიშორებ, როგორც ხახვს შემოაცლი ქერქს – ხელთ ნამდვილი ფასეულობა გრჩება – Levi’s.

ადა ალექსანდერმა (Ada Alexander) და ჟან სედრიქმა (Jeanne Cedric) სარეკლამო სააგენტოდან Megalo შექმნეს ფუტურისტული კლიპი, რომელიც გვარწმუნებს, რომ “Lacoste” ის ფასეულობაა, რაც დროს უძლებს, შორეულ მომავალშიც იარსებებს და კვლავ ინოვაციების სათავეში იქნება – კლიპი მომავლის ჩოგბურთის ირგვლივაა აგებული და მისი სლოგანია: “ხელახლა გამოვიგონოთ თამაში” (Let’s Reinvent The Game).

ისე კი, ქართულ სინამდვილეში იყო ძალიან ეფექტური, ამასთან იაფად და ყოველგვარი კრეატივისა და რიდლი სქოთების გარეშე გაკეთებული რეკლამა ავეჯის გადაზიდვაზე. გახსოვთ?

იმ რეკლამამ სამუდამოდ დაუკავშირა ერთმანეთს “ავეჯის გადაზიდვა” და “25-60-60”.

ჰოდა, კაცმა რომ თქვას, ამაზე დიადი მიზანი რეკლამას არც აქვს. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:

უითმენი და ლივაისი
25-ე კადრი
ფრთხილად! ვირუსია!
99%-იანი რეკლამები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “25-60-60”

    1. Pepsi სარეკლამო კამპანია ერთ-ერთი საუკეთესოა მთლიანობაში და რამდენიმე რეკლამის ნამდვილი გენიოსი მუშაობდა… კიდევ დავწერ მაგეებზეც.

      Like

  1. ზოგი რეკლამა ისეთია – ვერც ბავშვი და ვერც დიდი ვერ გაიგებს რა უნდათ. 🙂

    ისე მაგარი რამეა. და რთული. მაგრამ 30 სატელევიზიო წამში 2 მილიონს რო გადაიხდი (ამერიკაში) … სიგიჟის ზღვარს გაცდა უკვე 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: