ორიოდ დღის წინ ყოვლისმცოდნე “გუგლმა” ჩემს ბლოგზე “ტრაკის” მძებნელი ადამიანი შემოიყვანა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა მან, რასაც ეძებდა, თუ “გუგლის” აფერისტობის მორიგი მსხვერპლი გახდა. ყოველ შემთხვავაში, ბლოგინგის მეორე კანონის თანახმად, ახლა ამ უცნობი მკითხველის ინტერესი უნდა დავაკმაყოფილო.
ისმინე, ტრაკის მძებნელო…
მიუნხენი (სხვათა შორის, უფრო ზუსტია მ(ი)უნჩენი – ჩემი ბავარიელი მეგობარი რაღაც ამგვარად გამოთქვამს :)) რა ხანია საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც ლუდის ფესტივალის დედაქალაქი, მაგრამ 2007 წელს ის, აგრეთვე, ტრაკების ფესტივალის დედაქალაქად იქცა – გერმანულმა თეთრეულის მწარმოებელმა კომპანიამ Sloggi (Triumph International AG) სწორედ მიუნხენი აირჩია დედამიწის ყველაზე ლამაზი ტრაკის გამოსავლენი პირველი კონკურსის ჩასატარებლად დევიზით: “დამანახე შენი სლოგი” (“Show Me Your Sloggi”)
42 ულამაზესი ტრაკის მფლობელი ფინალისტი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ბავარიის ულამაზეს დედაქალაქში შეიკრიბა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა. ჟიურის თავმჯდომარის რეი ქოქსის აზრით, ყველაზე ლამაზი ტრაკის კონკურსი, სილამაზის სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, ყველაზე ობიექტურია. აქ ჩაწყობა და მაიმუნობა გამორიცხულია. ყველაფერი, როგორც იტყვიან, სახეზეა… თუმცა, ისა, სახეზე როგორ იქნება… ყველაფერი ტრაკზეა მოკლედ და ჟიურის ვერდიქტიც სამართლიანია. (Reuters video).
პირველი ისტორიული კონკურსის გამარჯვებული ქალებს შორის ბულგარელი კრისტინა დიმიტროვა გახდა, რომელმაც ესპანელ მარია გონზალესსა და პორტუგალიელ მარტა მორეირას აჯობა. მამაკაცებს შორის კი გამარჯვება რუმინელ ანდრეი ანდრეის ერგო.
- ლათინთა ტრაკების მოყვარულნო,
გამაგრდით! საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ყველაზე ლამაზი ტრაკები ლათინურ ამერიკაშია, კვლავ ძალაშია, თუნდაც იმიტომ, რომ მომდევნო წლის პაექრობის დროს აღმოსავლეთ ევროპული ტრაკების ტრიუმფს ბრაზილიელმა მელანი ნუნიესმა მოუღო ბოლო. სხვათა შორის, მეორე კონკურსის დასკვნით ეტაპს პარიზმა უმასპინძლა.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტრაკის მფლობელებს ჯილდოდ 10’000 ევრო და კომპანიასთან 1 წლიანი სარეკლამო კონტრაქტი გადაეცათ. ამასთან, მათი ტრაკები გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ დააზღვია.
ცუდი პირობები არაა, რას იტყვით?
ჰოდა, ვისაც მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურს და საკუთარ ტრაკში დარწმუნებულია, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია ქ-ნ ანე რააბს მიმართოს:
Anne Raab
Marsstraße 40
80335 München
Telephone:
089 / 51 11-8218
ქალბატონებს შეგიძლიათ საკონკურსო ფოტოები მეც გამომიგზავნოთ. სიამოვნებით გამოვაქვეყნებ. ყველა ეროვნული საქმის მხარდამჭერი ვარ! 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ახლა ვნახე BigCrow-ს პოსტი ფლეშმობი ”კინოთეატრი” ჰოდა, ეგ კი კაია, მაგრამ იმავე პოსტში ნახსენები უშარვლო ფლეშმობი ნამდვილად წაადგებოდა ყველაზე ლამაზი ტრაკის ეროვნული კონკურსანტების შერჩევის საქმეს. 🙂
მიუნხენი მიუნხენია, მიუნჩენს ანგლოსაქსები ამბობენ.
იტალიელები მონაკო დი ბავიერას უწოდებენ
ფრანგები – მუნშენს
მაგრამ ქალაქს მაინც მიუნხენი ქვია 🙂
LikeLike
ეგ ინგლისურად ჟღერს როგორც “მიუნიჰ/ქ”.
გერმანულადაა ზუსტად მ(ი)უნჩენ… ან უფრო მ(ი)უნ-ჰ-ენ.
ქართველებმა კი, რა თქმა უნდა, კვლავ რუსული ვერსია ავირჩიეთ.
LikeLike
ha ha haaa:DDD
LikeLike
როგორ ზრუნავ თითოეულ იუზერზე, შემთხვევითზეც კი! 😉
LikeLike
შემთხვევითიო და აგე ნახე:

ახალი შედეგები 🙂
LikeLike
mgoni sajdomi ufro important aris, vidre mkerdi :)qalis garegnobas vgulisxmob
LikeLike
ინგლისელიც და ფრანგიც ქალს გზას უთმობენ.
ინგლისელი იმიტომ, რომ ჯენტლმენია.
ფრანგი იმიტომ, რომ უკნიდანაც შეაფასოს.
LikeLike
მეტირება
რამდენი უნდა ივარჯიშო ნეტა ადამიანმა
სლავა ბოგუ ჩამოკიდული და ბანძი არ მაქვს
მაგრამ განვაგრძობ ვარჯიშს 🙂
LikeLike
ლათინურ ამერიკაში ბუნებრივადა აქვთ. ვარჯიშის გარეშე 😉
LikeLike
xoo vici
borotebi egeni
gushin praimshi fitnesze davicke siaruli da iq agmovachine dundulebis trenajori :d
da shemikvarda
LikeLike
ლოოოოოოლ…. კინაღამ გადმოვარდი სკამიდან სიცილისგან…
ხო, ლათინთა საჯდომების ქება მეც მსმენია. გამიგონია, ბუნებრივად აქვთო, უფრო სწორედ, ბურთებივით…
აი ეროვნული საქმის მხარდამჭერი ვიქნებიო, ისაო ესაო, აქ ამ საკითხში ცოტა მეცოდება Lord Vader–ი, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ ქართველ ქალებს საჯდომი ნორმალური არ აქვთო, ანუ ბურთებივით არ აქვთო.
LikeLike
ნუ ახლა საკონკურსოდ 2-3 მოიძებნება იმედია.
ეგრე როგორ გაგვწირავს ბუნება…
LikeLike
🙂 : ) : )
დაუნდობელები ხართ
LikeLike
ბუნებრივად არ ვიცი
მაგრამ ქართული ცეკვების ვარჯიშები მაგრად აყენებს ტაკოს დამიჯერე
და მერე ქართველებშიც ხომ არიან გოგოები რომლებიც ყურადღებას აქცევენ ამ ადგილებს და ცდილობენ დახვეწაზე
ყველაფერი კარგი ვერ გექნება ყველას – სამწუხაროდ
LikeLike
ისე, საძიებელ გრაფაში ამ ფრაზამაც მიიქცია ჩემი ყურადღება:
მაკა ასათიანის სახლი შვეიცარიაში–ო… ლოოოოლ, რას არ ნახავს ადამიანი…
LikeLike
ჰო ეგ უკვე გავარჩიეთ ფეისბუქში მე და მაგ სახლის პატრონმა.
LikeLike
ამ ბლოგის ფართო თემატიკით განცვიფრებული ვარ.
ერიკ კლაპტონიდან, ალისადან, ლაპიდუსიდან, ტრაკებამდე 😀
LikeLike
:D:D
LikeLike
გამარჯვებული კაცების ტრაკები რატო არ დადე? 🙂
LikeLike
ჩვენთვის ამ შემთხვევაში როგორც ჭადრაკში – პრიორიტეტი ქალთა შეჯიბრის მოგებაა.
LikeLike
დისკრიმინაციაა!
LikeLike
ise scoria es gogo
shexedavda kaci 😀
LikeLike
ხო ისე, მამაკაცთა საჯდომების ფოტოც უნდა დაიდოს. გენდერული თანასწორობისთვის 😀
LikeLike
მართალია, უნდა დაიდოს. კაცი უტრაკობით დაიწუნება და არა ტრაკით 🙂 🙂 🙂
LikeLike
აქ უამრავი პოსტია და გაწვალდები ეგრე ფურცვლით 🙂
ზემოთ, “რუკა” ნახე იქ დაჯგუფებულია თემატურად 🙂
LikeLike
au lord, recent komentebi charte raa 🙂
ufro iolia nmkitxvelisatvis
LikeLike
კვირაში ერთხელ რაღაც სარეკლამო ლინკები მხვდება და სად ვდიო მერე მე მაგათ? 🙂
კაცი არა. ქალი შეიძლება, შეხედავდა 🙂
LikeLike
მოვითოვთ! მკითხველი ყოველთვის მართალიას პრინციპი არ მოქმედებს აქ? 🙂
LikeLike
Levi’s Big Sale აქცია დაიწყო ამაზონზე. და არ გამაზოთ.
LikeLike
ეეე ეს რა სატყუარა იყო
სადაა დიდი ფოტოები 😀
LikeLike
დაკლიკე და გაიზრდება 🙂
უფრო მსხვილი პლანით ეროვნული ტრაკები რომ იყოს კი ბატონო. ახლა უცხოტომელთა ტრაკებს ხომ არ დავაპიარებ. ისიც, უფასოდ.
LikeLike
ვაიმეეე, რომელი კაცუნა დავხატო ეხლა აქ რომ ჩემი სიცილის ხარისხი გადმოსცეს? სამსახურიდან ნამდვილად გამაგდებენ ტრაკების ჭვრეტისას თუ შემომისწრეს 🙂 🙂 ტრაკის მძებნელს რა უჭრს და ჟიურის თავმჯდომარე თუ გადარჩა ცოცხალი, ხომ ფეთქვს? : D 😀 თან ჩემი ცხოვრების არსებულ ეტაპზე ზუსტად „სადიას ბარკლებთან“ ბრძოლით ვარ დაკავებული და ძალიან აქტუალური იყო. ერთი სიტყვით, გვერდი ერთმნიშვნელოვნად „დავასუბსქრაიბე“ 🙂 🙂 🙂
LikeLike
სწავლის ძირი მწარე არის… გავერკვევი თანდათან, იმედია 🙂 🙂
LikeLike
“მიუნჰ/ხენია სწორი ვერსია. ანუ “ხ”–სა და “ჰ”–ს შორის. რადგან ch ხან ისე გამოითქმის, ხან ისე, ხან ორივენაირად.
მაგალითად ich იჰ არ არის და არც იხ. საშუალოა.
პოსტს რაც შეეხება, P.S. მაგარი იყო 😀 😀
LikeLike
“ყველაფერი ტრაკზეა” კაი იყო 😀
LikeLike
Pretty section of content! 🙂
LikeLike
კონკურსზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამას წინათ ვნახეთ ერთ აფროამერიკელზე ისეთი ტრაკი (1 დაბაში მუსაობდა მიმტანად) ტურისტულ ჯგუფებად დავდიოდით ექსკურსიაზე სანახავად. როგორც ერთმა აღნიშნა–მისი ტრაკი პარიზში უნდა ინახებოდეს ეტალონად. ხოდა აფსუსი არაა ის მოყვარული იყოს და არა პროფესიონალი?
LikeLike
მერე მანდ ვერ წავედით ლუდზე? 😦 გეთქვა წინაზე
LikeLike
საქრათველოში არაა სამწუხაროდ :)) ისე სხვა მხრივაც (გარეგნობით) კაი გოგო იყო, მაგრამ, ცოა მაინც ტეხავს სახე რომ ტრაკის მიერ აწეულ ტამასამდე ვერ ქაჩავს:))
LikeLike
ან ბედი გინდა ადამიანს ან სილიკონი რა
LikeLike