ყველაზე ოლიმპიელი ნაშები

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა ბევრი რამით დაგვამახსოვრდება.

უმძიმესი ტრაგედიით. ამაზე ბევრი ითქვა და აღარ მსურს გამეორება.

არაჩვეულებრივი ლამაზი და ორიგინალური გახსნის ცერემონიით.

ჩემს საყვარელ ზამთრის სახეობა ჰოკეიში კანადელთა ტრიუმფით.

რუსების გაფარჩაკებით.

ელენე გედევანიშვილის სამწუხარო შეცდომითა და, ამის შედეგად, 10-ეულს მიღმა დარჩენით.

და კიდევ ლამაზი ქალებით, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ნებისმიერ (მათ შორის სპორტულ) სანახაობას.

2010 წლის ყველაზე ოლიმპიელი ნაშები:

ინგლისელი მოთხილამურე შემი ელქოთი (Chemmy Alcott), ვანქუვერის ოლიმპიადაზე მე-11 შედეგი აჩვენა;

Chemmy Alcott

ამერიკელი შორთ თრექისტი ელისონ ბეივერი (Allison Baver), 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი;

Allison Baver

კანადის კერლინგის ნაკრების კაპიტანი შეირალ ბერნარდი (Cheryl Bernard), ვანქუვერის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ყველაზე უფროსია ასაკით ამ სიაში;

Cheryl Bernard

კანადელი ჰოკეისტი, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი თესა ბონომი (Tessa Bonhomme). კანადელ ქალ ჰოკეისტებზე აქაც დავწერე;

Tessa Bonhomme

სნოუბორდისტი თორა ბრაითი (Torah Bright), რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ სრულიადაც არა საზამთრო ქვეყნიდან – ავსტრალიიდანაა, ვანქუვერში ოქროს მედალი მოიპოვა;

Torah Bright

ნორვეგიელი სნოუბორდისტი ლინ ჰოუგი (Linn Haug), ვანქუვერის ოლიმპიადაზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი 27-ე იყო;

Linn Haug

ნორვეგიელი მოთხილამურე, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი თურის იოაუგი (Therese Johaug);

Therese Johaug

ფინელი მოციგურავე ქიირა ქორფი (Kiira Korpi), 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მე-11 იყო;

Kiira Korpi

ამერიკელი მოთხილამურე ჯულია მანქუზო (Julia Mancuso) ვანქუვერის ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის მედალოსანი;

Julia Mancuso

ვანქუვერის ოლიმპიადის კიდევ ერთი ორგზის ვერცხლის მედალოსანი, მოთხილამურე ტინა მაზე (Tina Maze) სლოვენიიდან;

Tina Maze

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, გერმანელი ბიატლონისტი მაგდალენა ნოინერი (Magdalena Neuner);

Magdalena Neuner

ამერიკელი სკელეტონისტი ნოელ ფაიქას-ფეისი (Noelle Pikus-Pace), 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მე-4 ადგილი დაიკავა;

Noelle Pikus-Pace

გერმანელი მოთხილამურე მარია რიში (Maria Riesch) ვანქუვერის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი;

Maria Riesch

ამერიკელი ფრისტაილერი ლეისი შნუური (Lacy Schnoor), მიუხედავად გვარისა, მაგარი გოგოა და ყველაფერი ადგილზე აქვს. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 შედეგი აჩვენა;

Lacy Schnoor

ამერიკის ქალ ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე ქელი სთექი (Kelli Stack), ვანქუვერის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი;

Kelli Stack

კანადელი ჰოკეისტი, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული შანონ საბადოში (Shannon Szabados);

Shannon Szabados

ამერიკელი მოთხილამურე ლინზი ვონი (Lindsey Vonn), 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

Lindsey Vonn

***

ფრისტაილერი ქრისთი ლესქინენი (Kristi Leskinen) აშშ-ის ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა, მაგრამ ამ სიიდან რა სინდისით ამოვაგდო? 🙂

Kristi Leskinen

ავსტრიელ ქერლინგისტ ქლაუდია თოოსს (Claudia Toth) ვანქუვერის ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი ასევე არ მიეცა;

Claudia Toth

ნორვეგიელმა მოთხილამურემ ქარი თრაამ (Kari Traa) სპორტს უკვე თავი დაანება, მიუხედავად ამისა, გამოკითხვებში ისიც დაასახელეს… იმიტომ რომ, ასეთი სპორტსმენი ქალები მამაკაცებს უცებ არ გვავიწყდება. 🙂

Kari Traa

სხვათა შორის, ქარი დიზაინერია და ზამთრის და სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს. ნორვეგიელ დიზაინერთა საბჭოს ჯილდოც აქვს მოპოვებული.

ბონუსი

ნორვეგიული დესანტი: 🙂

ჟურნალისტი და მსახიობი სოლვაი ქლოფენი (Solveig Kloppen), მოდელი და ტელეწამყვანი დორთე სქაფელი (Dorthe Skappel), ქარი თრაა (Kari Traa), ხელბურთელი მია ჰუნდვინი (Mia Hundvin) და ტელეწამყვანი ელინ თვედთი (Elin Tvedt).

TL Design

(2005 წლის ფოტოსესია კოსმეტიკური კომპანიის Tone Lise Gruppens – TL Design-ისთვის, ამავდროულად ეს იყო PR აქცია ტრეფიკინგის პრობლემებისადმი ყურადღების მისაქცევად).
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე სპორტული ნაშები

Advertisements

10 thoughts on “ყველაზე ოლიმპიელი ნაშები

  1. ქალის აზრი: ფოტოებზე დაყრდნობით, ყველაზე მაგარ ფორმაში ქრისთი ლესქინენია.
    ზოგი რა კუნთაა…
    მაგრამ კანადელ ქალ ჰოკეისტებზე ბევრი ვიცინე =)

    Like

    • კაცის აზრი 🙂 : კუნთებს გააჩნია.
      აი, მაგალითად, ელისონ ბეივერს რა ადგილასაც უჩანს ფოტოზე კუნთები – ეგ კარგი კუნთებია.

      Like

  2. პირველი მაგარი გოგოა. კიდე თორა ბრაითი, შნური და ლესქინენი.

    მაგრამ მაინც პლაჟის ფრენბურთის ყურება მირჩევნია.
    🙂

    Like

  3. ჩემი ხმა Cheryl Bernard–ს. შეიძლება, ჩამოთვლილთაგან ყველაზე ნაკლებად ნაშა ოლიმპიელია, მაგრამ ხასითი ეტყობა და “ფისო” გამოხედვა არ აქვს. Maria Riesch–ც კარგია.

    Like

    • კერლინგი მაგ ქალმა შემაყვარა 🙂
      ამ სიაში ბევრზე 2-ჯერ უფროსია ასაკით ამიტომაც არ გავს “ბარბის”.

      Like

  4. გადააკვდა ეს ბიჭი ნაშებს 🙂

    მომწონს ახალი დიზაინი
    უფრო დერსკია

    მაგრამ ტერიერებიიც მიყვარს 🙂

    Like

    • ნაშებმა კლიკების რაოდენობით მასონებიც კი დაამარცხეს.
      ბლოგინგის მეორე კანონი კი გვეუბნება, რომ ბლოგერმა უნდა გაითვალისწინოს მკითხველის სურვილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
      😉

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s