ლეგენდა, სახელად ლინდა (მე-100 პოსტი!)

We don’t wake up for less than $10,000 a day.
Linda Evangelista to Vogue

Linda Evangelista ეს მე-100 პოსტია ჩემს ბლოგზე.

ამიტომ ის თანამედროვეობის ყველაზე ლამაზ ქალს მინდა, მივუძღვნა და თან ბლოგის ძირითად თემატიკასაც დავუბრუნდები, თორემ ამ ბოლო დროს ყველაფერს მივედ-მოვედე ტუალეტებიდან ავატარამდე. 🙂

მგონი, სწორედ ის ეგონათ “მეორე მილა” (აი ამ ფოტო-კოლაჟზე)… რაღაცით, მართლაც, გვანან ერთმანეთს, თუმცა, ის მეორე მილა იოვოვიჩი არ არის. ის ერთადერთი ლინდა ევანჯელისთაა.

ლინდა იყო ერთ-ერთი პირველი, ვისაც სუპერ-მოდელი უწოდეს, ვისაც უზარმაზარ ჰონორარებს სთავაზობდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ რომელიმე ივენთზე ((რა ჯანდაბაა ეს ივენთი… რა, ქართული შესატყვისი არ გვაქვს??? © ლევან ღვინჯილია)) უბრალოდ გამოჩენილიყო, ვინც გახდა ისეთივე პოპულარული, როგორც კინოვარსკვლავები… და, რაც მთავარია, ლინდა იყო (და არის) ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი ქალი.

ლინდა ევანჯელისთა (Linda Evangelista) იტალიური წარმოშობის კანადელია. პირველად 1978 წელს გახდა ცნობილი, როდესაც სილამაზის კონკურსში Miss Teen Niagara გაიმარჯვა. ის მაშინ 12 წლისა იყო. მოგვიანებით ხელშეკრულება გააფორმა სააგენტო Elite Model Management-თან და ჯერ ნიუ იორქის, შემდეგ კი პარიზის პოდიუმებზე გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს მოდის სამყარო გატაცებული იყო ხან მობიჭო და უნისექსი მოდელებით, ხან გრანჟით, ხან პოსტ-პანკითა და ხანაც უმკერდო და უფორმო ქეით მოსსა და Co.-ს აკერპებდა, გემოვნების ეს ცვალებადობა ვერაფერს აკლებდა ლინდა ევანჯელისთას პოპულარობას. ლინდა იყო ერთ-ერთი ექვს ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად სუპერ-მოდელს შორის, რომლებიც ამკვიდრებდნენ კიდეც სილამაზის სტანდარტს.

კარლ ლაგერფელდი მას უწოდებდა “საუკეთესოს საუკეთესოთა შორის” (top of the tops). ჯონ გალიანომ, კითხვაზე, თუ ვის დაასახელებდა მსოფლიოში საუკეთესო მოდელად, ასე უპასუხა: “ეჭვგარეშეა – ლინდას”.

ლინდა ევანჯელისთა წარმოადგენდა მოდის სახლებს: Anne Klein, Donna Karan, Linda Evangelista for VersacePerry Ellis,  Ralph Lauren, Calvin Klein, Chanel, Yves Saint Laurent, Christian Dior,  Hermès, Valentino, Gianni Versace… როდესაც, პოპულარობის პიკზე, შეწყვიტა კარიერა და ცოლად გაყვა ფეხბურთელ ფაბიენ ბარტეზს – საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარეს… თუმცა, ეს  მის ცხოვრებაში არც პირველი ქორწინება იყო და არც კარიერის დასრულების პირველი მცდელობა – ის ხშირად მიდიოდა და კვლავ უბრუნდებოდა მოდის სამყაროს. ახლაც მონაწილეობს ფოტო სესიებში და, შიგადაშიგ, ჩნდება პოდიუმზეც – ბოლოს, 2 წლის წინ, პარიზში დიორის სახლის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ შოუზე შემოდგომის კოლექცია წარადგინა.

მის გარეშე ასეთი შთაგონება არ იარსებებდა. მისი გავლენა ყველა ფოტოგრაფსა თუ სტილისტზე განუზომელია… თუკი 60-70-იანების მოდელებზე საუბრობთ და ყველაზე დიდი სახელი – ვერუშკაა, 80-90-იანებში იგივეა – ლინდა.
სტეფანო გაბანა ლინდა ევანჯელისთას შესახებ.

Linda for L'oreal 1997 წელს ამერიკულმა ტელე-არხმა VH1 დააჯილდოვა ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის (Lifetime Achievement Award), ჟურნალმა People კი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა.

2003 წელს თორონთოში კანადის დიდების ხეივანში (Canada’s Walk of Fame) ლინდა ევანჯელისთას ვარსკვლავი გაიხსნა.

2005 წელს ფონდმა Women’s World Award ის “მსოფლიო ელეგანტურობის ხატად” (World Style Icon) დაასახელა.

იმავე წელს შიდსთან ბრძოლის ფონდმა AID for AIDS ლინდა ევანჯელისთას საქველმოქმედო საქმიანობა წლიური ჯილდოთი HERO (ქართულად ნიშნავს “გმირს”) აღნიშნა.

ლინდა გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში (სადაც, ძირითადად, საკუთარ თავს განასახიერებს) – მათ შორისაა რობერთ ოლთმანის Prêt-à-Porter და რამდენიმე ტელე-სერიალში (მათ შორის Sex and the City-ს ერთ ეპიზოდშიც). მონაწილეობს, ასევე, ჯორჯ მაიქლის ორ კლიპში Freedom ‘90 და Too Funky.

სხვათა შორის, თავადაც გატაცებულია მუსიკით და აკორდეონზე უკრავს… როგორც ამბობენ, არცთუ ცუდად… თუმცა,  სულ რომ შუშაზე რკინას აჭრიალებდეს, მე პირადად მაინც დიდი გულისყურით მოვუსმენდი. 😉
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://www.levangelista.net/

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “ლეგენდა, სახელად ლინდა (მე-100 პოსტი!)”

  1. მეექვსე კლასში ამ ლეგენდის გამოსახულებიანი რვეულები მქონდა 🙂 ძალიან მიხაროდა იმიტომ რომ პოლონეთიდან ჩამომიტანა დედამ და ანალოგიური რვეულები კლასში არავის ჰქონდა :))) ხოდა მის მერე მომწონს ეს ქალი 🙂

    Like

    1. შენ თავად ხარ ბლოგერი და საკუთარ თავზე პოსტების ფუფუნება გაქ, საწყალ ლინდას არ აქვს ბლოგი. ამიტომ მე ვწერ 🙂

      Like

      1. მეთქი რავი, ეგება გვარი აქვს გადაკეთებული-თქო… 🙂 იმიტომ რომ ტრადიციული ქართული ოჯახია ქართველი მამაკაცი და სლავი ქალი. თქვენ რაღაც უკუღმა გამოგსვლიათ.
        🙂

        Like

  2. მთელი ცხოვრება ლინდა მეგონა პოლონელი და თანაც ევანჯელისტა კი არა “ევანგელისტა” 😀 😀 სიბერემდე სწავლისააო, კაკ გავარიტსა.
    მე მაინც მილა იოვოვიჩი მირჩევნია და რაც უნდა, ის იძახონ მოდელიორებმა და ა.შ.

    შერეული რასის/ეროვნების/სისხლის ადამიანები მართლა ლამაზები არიან და ია ტოჟე ზა 😀

    Like

  3. მილაც კაი გოგოა.
    მილას ინტერვიუ მაქ კაი ხანია უკვე გამომცემლობაში “ჩაშვებული”… დავამთავრებ თაარგმნას და გამოვამზეურებ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: