რ2-მა გუშინ კურიერში სიუჟეტი მიუძღვნა ინტერნეტ-მაღაზიების მიერ გადაგდებულ ქართველ შოპოჰოლიკებს… ზოგს ის საქონელი არ ჩამოუვიდა, რაც გამოიწერა, ზოგს ფალსიფიცირებული საქონელი ჩამოუვიდა, ზოგსაც საერთოდ არაფერი ჩამოსვლია და ფულსაც აღარ უბრუნებენ.
ასეთი ფაქტები მართლაც ხდება და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონია, გუშინდელი კურიერის სიუჟეტის ქარი ისევ იქედან უბერავს, საიდანაც არცთუ დიდი ხნის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ქარი უბერავდა – როდესაც იმპორტისას 1’500-ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმი 300-ლარამდე ჩამოიყვანეს… თუ ასე არ არის და მართლა პრობლემაზე სურდათ საუბარი – დაშინების ნაცვლად, ჯობდა ის განემარტათ, რატომ და როდის ხდება ასეთი იაღლიშები და როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან. თორემ, ინტერნეტ-ვაჭრობით უკვე უამრავი ადამიანია დაზარალებული და ჰაი და ჰუი – უბრალოდ ტყუილია. ამაზე განუზომლად ბევრად მეტი ადამიანი დაზარალებულია ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი “დოლ’ჩე და გაბანებით” და “ემპორიო არმიან’ებით”.
ამქვეყნიური სამოთხე არ არსებობს. მათ შორის ინტერნეტშიც. უფასო ყველი კი მხოლოდ სათაგურშია. თუ შენ უკვეთავ, ვთქვათ, Lacoste-ს მაისურს 25 დოლარად, უნდა იმისთვისაც მზად იყო, რომ ჩამოგივა ფეიკი, რახიტიანი ნიანგის ლოგოთი, იაფფასიანი პლასტმასის ღილებით, გარეცხვის შემდეგ გაუვა ფერი… ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში – სულ არაფერი ჩამოგივა. სიუჟეტში ამბობენ, ინტერნეტ სივრცეში ასობით გვერდია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის ნაწარმს სთავაზობსო… ასობითაცაა და ასი-ათასობითაც, მაგრამ ყველადან კი არ უნდა გამოიწეროთ. 🙂 თბილისში უამრავი კაფე-ბარია, მაგრამ ყველგან კი არ დავდივარ. სადაც სისუფთავეა, ზრდილობიანი მომსახურე პერსონალი და კარგი სამზარეულოა – იქ მირჩევნია სიარული.
ამიტომ, ერიდეთ კაცმა-არ-იცის-რა-კანტორაა მაღაზიებს.
ერიდეთ ფალსიფიცირების ოაზისებს – ჩინეთში, ტაივანზე, ანტარქტიდის მეოთხე აისბერგის 30 პინგვინის სახელობის ქუჩაზე რეგისტრირებულ მაღაზიებს.
ასე რომ, ძალად ნუ გადაიგდებთ თავს და არ დარჩებით გადადგებული.
ამავე დროს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ:
პრაქტიკულად ყველა ნორმალურ ბრენდს თავისი ინტერნეტ-მაღაზია აქვს.
პრაქტიკულად ყველა მოლს (სავაჭრო ცენტრს) ასევე აქვს თავისი ინტერნეტ-მაღაზია.
ბოლოს და ბოლოს არსებობს ამაზონი, რომლის მიმართ კლიენტთა კეთილგანწყობა 100-ქულიან შკალაზე 84 ქულით ფასდება… იქნებ, კურიერის ვერსიით, ეს ნაკლული 16 ქულა სულ ქართველ მყიდველებზე მოდის? რა ვიცი, რა ვიცი… “ამაზონ”-ის ლოგო კი გამოაჩინეს დიდის ამბით სიუჟეტში, არადა “ამაზონით” დაზარალებული არვინ უჩვენებიათ, ჰოდა, ამ მეთოდს რა ქვია, რ2-ის ჟურნალისტებს ჩემგან, ალბათ, არ ესწავლებათ.
რაც შეეხება ფულის ჩამოჭრას – დებეტ-ბარათებიდან ფული ჩამოგეჭრებათ შეკვეთის განთავსებისთანავე, მაშინ, როდესაც საკრედიტო ბარათებიდან (არ ვგულისხმობ, მაინცადამაინც ორანჯს, ან თუნდაც – AmEx-ს, არამედ – ჩვეულებრივ VISA-ს და MasterCard-ს) თანხა დაგებლოკებათ და ჩამოგეჭრებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქონელი გამოიგზავნება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამდენად, “ფული საკრედიტო ბარათით წინასწარ გადაიხადესო”, სიუჟეტი რომ გვიმტკიცებდა – ძნელი დასაჯერებელია. თუ ინტერნეტ-მაღაზია ასეთ რამეს ითხოვს – გაეცალეთ!!! ელემენტარულია, უოთსონ, ელემენტარული!
რაც შეეხება ფოსტას.
მე პირადად USA2Georgia-ს კლიენტი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ამერიკელი სატრანსპორტო პარტნიორის საწყობებში ხშირად ხდება მიღებული ტვირთის გადაფუთვა (ზომა-წონის შემცირებისა და ტრანსპორტირების ფასის შემცირების მიზნით) – ანუ ამანათის ყუთი იხსნება – არასდროს, არასდროს მქონია შემთხვევა, რომ რამე შეეცვალათ, ან რამე მოეკლოთ… თუმცა, არც არაფერი დაუმატებიათ. 🙂
მაშინაც კი, როდესაც მაღაზია უფასო შიფინგს მთავაზობს საქართველოში, მაინც USA2Georgia-თი ჩამოტანა მიჩევნია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – როდესაც ტვირთი იგზავნება ავსტრალიიდან, კანადიდან ან აშშ-დან ჩვეულებრივი ფოსტით – ის ერთი თვე და მეტი ხანი მოდის და გზად უამრავ აეროპორტის საწყობსა და უამრავ ხელს გამოივლის. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. მირჩევნია, ტრანსპორტირების ფული გადავიხადო და დაზღვეული ვიყო. თან, დროშიც ვიგებ.
დაბოლოს. ფალსიფიცირებული, ვადაგასული და უხარისხო პროდუქციით რომაა გავსებული საქართველოს ბაზრობები ერთი და მაღაზიები – მეორე, მაგას მიხედე, ხვედელიძე, მაგას. დაანებე ინტერნეტს თავი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
USA2Georgia-ს თანამშრომელი არ ვარ.
P.P.S.
არც ამაზონის. თუმცა, არ ვიტყოდი უარს. 🙂
ასევე:
სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის
Amazon.com – იქ, სადაც ელექტრონული კომერცია იწყება
Zere.ge – იშოფინგე როგორც ჩვენ, იშოფინგე ჩვენთან ერთად, იშოფინგე ჩვენზე უკეთესად
რავი მე არაფერში არ გადავუგივარ
ყველაფერი პატისნად ჩამომივიდა რაც კი გამომიწერია
LikeLike
მერე გუშინ გეთქვა ეგ, მე რომ მეუბნები ახლა 🙂
LikeLike
ahla adgebian da im 300 larsac gaaukmeben da 1 dolariani rame rom shemoitano – imasac dabegraven da magit damtavrdeba.
LikeLike
მე კი USA2GEORGIAსაც და LOGIXსაც ძალიან ვემადლიერები. არასოდეს არ მქონია მათგან ჩამოტანაზე, ოპერატიულობაზე, ტვირთის სიმთელეზე და ა. შ. პრობლემა.
გეთანხმები აბსოლიტურად, რომ მიკერძოებული სიუჟეტი იყო. არადა თითქოს ტყუილიც არ უთქვმთ, მაგრამ სიმართლის პაწაწინა ნაწილი მოგვაწოდეს იმგვარად, ინტერნეტშოპინგში გამოუცდელ ადამიანს ონლაინ მაღაზიებისაკენ გახედვის სურვილს კარგა ხნით რომ დაუკარგავს.
მეც 1500 ლარიანი განუბაჟებელი მინიმუმის დაწევის ჭეშმარიტი მიზეზებისა და მავანთა ლობირების სუნი მეცა.
რაც შეეხება რჩევებს, ერთს დავამატებდი: როდესაც პლასტიკური ბარათის მონაცემები შეგყავთ საიტზე, აუცილებლად დააკვირდით მისამართების ზოლს: http://-ს ნაცვლად https:// უნდა ეწეროს. ეს ნიშნავს, რომ საიტი დამატებითაა დაცული, რათა თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები არ მოიპარონ ჰაკერებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საიტის ნდობა არ ღირს.
პ.ს. ძალიან სასიამოვნო ენით წერ – ერთი სიამოვნებაა შენი პოსტების კითხვა 🙂
LikeLike
იმ ანეკდოტს გავს – წვერს კი გავიპარსავ, მარა იდეებ რა უყოო 🙂
გენები მავალდებულებს კარგად ვწერო 🙂
LikeLike
me Logix-it vsargeblob da zalian kmakopili var.
chveulebrivi postit erthel gamovicere da 2 tvemodioda. mirchevnia Logix-it chamovitano.
LikeLike
ra genebi?
mokevi aba
sad davaregistriro gravatari?
LikeLike
თუ მოვქექე, ჩემ წინაპრებს შორის არიან გამომცემლები და ლიტერატორები. ჰოდა მთლად არ იკარგება ეტყობა ეგეთი რამეები. 🙂
აჰა წამარიაჟების პონტში: http://www.manuscript.ge/index.php?m=387
LikeLike
დამამშვიდე და მითხარი, რომ 300 ლარიან ზღვარს კიდევ უფრო დაბლა არ დაწევენ
LikeLike
ეგერ ზედა კომენტარში Lado წერს რომ 1 დოლარსაც გაგვაბაჟებინებენო…
ჰოდა თუ ეგ ლადო გურგენიზეა, დაეჯერება 🙂
LikeLike
ანტი-ინტერნეტ-შოპინგის პროპაგანდის გარდა სხვა მიზეზი შეიძლება ისაა რომ ჟურნალისტი უბრალოდ საკითხის აზრზე არ არის რაც ჩვენთან გასაკვირი ნაღდად არაა 🙂
LikeLike
ეს ის შემთხვევაა, როცა არა-პროფესიონალიზმი უკეთესი ვარიანტია. 🙂
შენი ნიკი ნამეტანი ფორუმულია 🙂
LikeLike
გრეით! მაგიჟებს ქართული ტვ სიუჟეტები, სკანდალზე მორგებული და მადისკრედიტირებელი (თუ როგორცაა) სიუჟეტებია.
ამ სიუჟეტშიც ჩანდა უსა2გეორგია და უარყოფით კონტექსტის გამო შეიძლება ნდობა დაეკარგოს ადამიანს მათ მიმართ, არადა, ჩვეული ქართული ნიუანსური ხარვეზების გარდა, საკმაოდ საიმედო და ხელმისაწვდომი გადამზიდველია.
LikeLike
არასოდეს არაფერი პრობლემა არ მქონია გამოწერისას.
უბრალოდ მართლა ჭღპღ საიტებიდან არ უნდა გამოიწერო და ეგაა რა.
ხოდა მე ლოჯიქსისა და ბესტექსის მომხმარებელი ვარ და ძალიან მომწონს მათი მომსახურება.
მეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ამაზონში. ძალიან პატივსაცემი კლიენტი ვარ თითქმის ერთი წელია.
LikeLike