ფანტასტიკა ძალიან მიყვარს.
კარგი ფანტასტიკა – მით უფრო. 🙂
ჰოდა, ყველაზე მაგარი ფანტასტიკური მსახიობი ქალების ჩემეული ოცდაცოტამეტეული ასეთია:
1. ანჯელინა ჯოლი – ლარა ქროფთი (“ლარა ქროფთი: სამარხების მძარცველი”, 2001, “ლარა ქროფთი: სამარხების მძარცველი – სიცოცხლის აკვანი”, 2003) და მეთაური ფრენქი ქუქი (“ცის კაპიტანი და ხვალინდელი დღის სამყარო”, 2004);
ანჯელინა პირველია ლამაზი ქალების ნებისმიერ სიაში, რა პარამეტრებითაც არ უნდა დაალაგოთ – “ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ქალები”, “ყველაზე ლამაზი ამერიკელი ქალები”, “ყველაზე ლამაზი დედამიწელი ქალები”… ასე რომ, ფანტასტიკურ სიაშიც პირველია. ჰოდა, კინოკომიქს “ცის კაპიტანში”, ყველაფერთან ერთად, ჯოლი ნათლად აჩვენებს, რა განსხვავებაა მართლა გადასარევ ქალსა და მამიკოს ფულებით გაქაჩულ პლუშის თოჯინას (ანუ გვინეთ ფელთროუს) შორის.
2. მილა იოვოვიჩი – ლილუ (“მეხუთე ელემენტი”, 1997);
იოვოვიჩი კიდევ რამდენიმე ფანტასტიკურ ფილმშია გადაღებული (“ულტრაიისფერი”, “ბოროტების სავანე”), მაგრამ ბესონის “მეხუთე ელემენტი” შედევრია და მილაც ამ ფილმში შეუდარებელია ,თუმცა “ბოროტების სავანეში” ასევე ძაან სექსუალურად გამოიყურება.
3. ქეით ბექინსეილი – ანა (“ვან ჰელსინგი”, 2004) და სილენე (“სხვა სამყარო”, 2003, “სხვა სამყარო: ევოლუცია”, 2006);
ბექინსეილი, თურმე, ბავშვობაში ანორექსიით იყო დაავადებული. მოგვიანებით, წონაში მოიმატა, თან, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც საჭირო იყო 🙂 და გადასარევად გამოიყურება. სხვათა შორის, ქეით ბექინსეილს ალისას როლიც აქვს შესრულებული, ოღონდ ტელეფილმში.
4. ქიმ ბეისინჯერი – სელესთ მართინი (“ჩემი დედინაცვალი უცხოპლანეტელია”, 1991) და ჰოლი ვუდი (“მაგარი (დახატული) სამყარო”, 1992);
დახატულიც და რეალურიც მაგარი ქალია. “ბეთმენში” რომ თამაშობს, ეგეც არ დამვიწყნია, მაგრამ იქ მისი როლი უფრო ლამაზი ანტურაჟისთვისაა… თუმცა, “ბეთმენისთვის”, ისევე როგორც “დედინაცვლისთვის” ნომინირებული იყო კინოფანტასტიკის პრესტიჟულ ჯილდო – სატურნზე.
5. შარლიზ თერონი – იან ფლაქსი (“იან ფლაქსი”, 2005);
ეს ფილმი ერთი დიდი იდიოტობაა. ერთადერთი, რის გამოც მისი ნახვა ღირს – შარლიზ თერონია.
ამ პოსტის თემატიკა არაა, მაგრამ ბეისინჯერი და თერონი ერთად მონაწილეობენ გილერმო არიაგას კინოდრამაში “ალმოდებული დაბლობი”, რომელიც 2008 წელს ოქროს ლომზეც იყო ნომინირებული… მძიმე ფილმია. ახლობელი ადამიანების რთულ ურთიერთობებზე და ცუდ ამბებზე. არ მიყვარს ასეთები, მაგრამ ბეისინჯერისა და თერონის ხათრით გადავწყვიტე, მენახა და არ მინანია. კარგი ფილმი აღმოჩნდა.
6. ლივ თაილერი – არვენი (“ბეჭდების მბრძანებელი” ტრილოგია, 2001-2003);
“აეროსმითი” ძაან კარგი ჯგუფია. მიყვარს მაგათი კომპოზიციები, მაგრამ ლივ თაილერზე უკეთესი სთივენ თაილერს არაფერი შეუქმნია. 🙂 ალბათ, ვერც შექმნის.
7. უმა თურმანი – შხამიანი სურო (“ბეთმენი და რობინი”, 1997);
ქიმ ბეისინჯერისგან განსხვავებით, უმა თურმანის ბეთმენური როლი მხოლოდ ლამაზი ანტურაჟისთვის არ არის მოგონილი… თუმცა, მე უმა “მოკალი ბილში” უფრო მომწონს, მაგრამ თემატურადაა აცდენილი ამ პოსტს.
8. ლიზ ჰარლი – ეშმაკი (“სურვილით დაბრმავებული”, 2000) და ვანესა ქენსინგთონი (“ოსთინ ფაუერსი: საერთაშორისო მასშტაბის ადამიანი-გამოცანა”, 1997, “ოსთინ ფაუერსი: ჯაშუში, რომელმაც შემაბა”, 1999);
მასზე ინგლისური პრესა წერს, რომ ის “ცნობილი გახდა, როგორც ჰიუ გრანთის გერლფრენდი ახლა კი ჰიუ გრანთის ყოფილ გელფრენდადაა ცნობილი”… სინამდვილეში, ჰიუ გრანთია ცნობილი, როგორც ბედნიერი ადამიანი, რომელსაც ასეთი გელფრენდი ყავდა.
9. შერონ სთოუნი – ლორულ ჰიდეირი (“ქალი-კატა”, 2004);
სთოუნის მთავარი ფილმი რომელია – ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამ თემაში ვერ ჯდება. ფილმებს “სფერო” და “გაიხსენო ყველაფერი” გამოვტოვებ – ფანტასტიკა კია, მაგრამ პირველი ძალიან მოსაწყენი რამეა, მეორე კი – კარგი ფილმია, მაგრამ სთოუნი სულ ორიოდ ეპიზოდში ჩნდება… თუმცა, შვარცენეგერის გალახვას მაინც ასწრებს. 🙂
10. დენის რიჩარდსი – ქარმენ იბანიესი (“ვარსკვლავური დესანტი”, 1997);
ეს არის ფილმი, სადაც დენის რიჩარდსი გიგანტურ ჭია-ღუებს ებრძვის. 🙂 სხვათა შორის, კარგი მწერლის რობერთ ჰაინლაინის რომანის ეკრანიზაციაა… უბრალოდ, ჰაინლაინსაც აქვს უკეთესი ნაწარმოებები და ვერჰუვენსაც აქვს უკეთესი ფილმები გადაღებული. სამაგიეროდ, დენის რიჩარდსი რულამს.
11. მეგან ფოქსი – მიქაელა ბეინსი (“ტრანსფორმერები”, 2007, “ტრანსფორმერები: დამხობილთა შურისძიება”, 2009);
ფილმები – კრეტინობაა. ნაშა – კარგია. ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს. არის მასში რაღაც ჯოლისეული.
12. დებრა ქარა ანგერი – თრიში (“პარანოია 1.0”, 2004), სარა თეითი (“თეთრი ხმაური”, 2005), დოქტორი ჯონსონი/სარა ბარინგთონი (“მთიელი 3: ბოლო განზომილება”, 1994);
მისტიკური და საშინელებათა ფილმების დედოფალი. ყველასგან გამორჩეული და არასტანდარტული გარეგნობის არაჩვეულებრივი ქალი.
ასევე თამაშობს “საილენთ ჰილ”-ში, დეივიდ ქრონენბერგის “ავარია”-ში და დეივიდ ფინჩერის გენიალურ “თამაშში”.
13. ნათაშა ჰენსთრიჯი – სილ (“სახეობა” (“არსება”), 1, 2, 3 1995, 1998, 2004);
წარმატებული კინოდებიუტი და კიდევ ერთი მოდელი ჰოლივუდში… ამ ქალს უცნაური გარეგნობა აქვს – ხან ფორმაშია, ხან – არა. ზოგჯერ კარგად გამოიყურება, ზოგჯერ კი, უბრალოდ – ცუდად… თუმცა, თვალების ფერი ყოველთვის გადასარევი აქვს.
14. ჰელი ბერი – შტორმი (“იქს-ადამიანები”, 2000, “X2: იქს-ადამიანები ერთად”, 2003, “იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა”, 2006) და ქალი-კატა (“ქალი-კატა”, 2004);
ჰელი ბერის მუტანტებშიც ეთქმის სიტყვა, კატებშიც და მამაკაცებს ხომ საერთოდ არ ტოვებს გულგრილს. როგორც ბერლუსქონი იტყოდა, ლამაზი მზემოკიდებული ქალია. 🙂
15. ფამკე იანსენი – ფენიქსი (“იქს-ადამიანები”, 2000, “X2: იქს-ადამიანები ერთად”, 2003, “იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა”, 2006);
მომწონს ეს ქალი და რა ვქნა. 🙂
16. რებექა რომეინი – მისტიკი (“იქს-ადამიანები”, 2000, “X2: იქს-ადამიანები ერთად”, 2003, “იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა”, 2006);
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ტრილოგია რებექა რომეინი აკვალანგისტის ლურჯი კოსტიუმით დაიარება, მაინც მშვენივრად ჩანს, რა ქალია… აი, საიდან მოაფიქრდა ქემერონს ლურჯი ადამაინები “ავატარისთვის”. 🙂
17. რაქელ უელჩი – ქორა (“ფანტასტიკური მოგზაურობა”, 1966) და ლოანა (“მილიონი წელი ჩვენს ერამდე”, 1966);
“ფანტასტიკური მოგზაურობით” თვით აიზექ აზიმოვი დაინტერესდა, რომელმაც ფილმის სცენარის მიხედვით ამავე სახელწოდების რომანი დაწერა. “მილიონი წელი” კი ვინც ნახა თავის დროზე, ყველა რაქელ უელჩით დარეტიანებული დადიოდა. სურათიდან ჩანს – რატომაც. სხვათა შორის, მარჯვენა ფოტოზე რაქელი 60 წელს კარგა გადაცილებულია უკვე… 70-ს უკაკუნებს კიდეც. ყველა ქალს ვუსურვებ, მაგ ასაკში რაქელ უელჩზე უარესად არ გამოიყურებოდნენ.
18. რეიჩელ ნიქოლსი – სქარლეთი (“ჯი აი ჯო: კობრას ნახტომი”, 2009);
კარგად გაკეთებული კინო-კომიქსი ორთაბრძოლის სცენებითა და მაგარი ნაშებით. მათ შორისაა ნიქოლსიც. ისე ანგელოზის გარეგნობა აქვს, თუმცა, ფილმში მაგარი მებრძოლი გოგოა.
ფილმში ჩეხი მოდელი კაროლინა კურკოვაც ჩნდება ერთი-ორჯერ… და კიდევ რეჟისორმა სთივენ სომერსმა გი დე მოფასანის სანუკვარი ოცნება აასრულა და ეფელის კოშკი დაშალა. 🙂
19. ქრისთანა ლოქენი – T-X (“ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი”, 2003);
წესით და კანონით, მეორე ფილმის შემდეგ ტერმინატორიანა უნდა შეეწყვიტათ – არ ღირდა გაფუჭება… თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველაზე სექსუალური ანდროიდი არ გვეყოლებოდა.
ქრისთიანა ლოქენს ორი დიდი პლიუსი აქვს. ერთი რომ გენები აქვს კარგი – დედა მოდელი ყავს, მამა კი მწერალი და მეორე რომ ნორვეგიელია… ნორვეგიელი ქალები – Jeg lengter etter deg!
20. ნიქოლ ქიდმანი – ქეროლ ბენელი (“შემოჭრა”, 2007);
ერთ-ერთი ყველაზე იდიოტური Sci-fi/საშინელებათა ფილმია, რაც მინახავს. სამაგიეროდ, ნიქოლს აქვს 112 სანტიმეტრი სიგრძის ულამაზესი ფეხები.
21. სიენა მილერი – ბარონესა (“ჯი აი ჯო: კობრას ნახტომი”, 2009) და ვიქთორია ფორესთერი (“ვარსკვლავთა მტვერი”, 2007);
პირველი ფილმი ზემოთაც ვახსენე, მეორე კი პრემია ჰიუგოთი დაჯილდოებული ზღაპარი-ფენტეზია უდიდესი მსახიობებით (ო’თული, დე ნირო, იან მაქელანი) და ამ ინგლისელი ლამაზმანით.
22. ჯენიფერ გარნერი – ელქთრა (“ელექთრა”, 2005);
მსახიობი “რექსონას” სარეკლამო კლიპიდან. 😉 თუმცა, “ელექთრა” ის შემთხვევაა, როცა ქალი და როლი ერთმანეთს არაჩვეულებრივად მოუხდნენ.
23. ქილი ლე ბროქი – ლისა (“უცნაური მეცნიერება”, 1985 );
მოდელი, ერთობ უნიჭო მსახიობი, თავისზე უფრო უნიჭო მსახიობის – სთივენ სიგალის ყოფილი ცოლი, სამაგიეროდ – ლამაზი ქალი.
24. ლინდა ჰარისონი – ნოვა (“მაიმუნების პლანეტა”, 1968);
ამ ფილმის გამოტოვება არ იქნებოდა. ერთი რომ, ფრანგი მწერლის ფიერ ბულის შესანიშნავი ანტი-უტოპიის მიხედვითაა გადაღებული და მეორე რომ, ლინდა ჰარისონის ჩაცმულობა რაქელ უელჩისას გავს და ძალიან უხდება. 🙂
25. ფამელა ანდერსონი – ბარბ უაირი (“ბარბ უაირი ”, 1996);
ყოფილი მაშველი ფამელა ამ ფილმში ყველას ხოცავს, ვინც არ დაევასება. ვარგა ეს ფილმი რამედ? არა. ანდერსონმა თამში იცის? არა. აბა რა დარჩა? ძუძუები. ეს კი ცოტა არაა.
***
ბონუსი:
არის ეგეთი თამაში – Command & Conquer: Red Alert. სტრატეგიების მოყვარულებს ეცოდინებათ. კლასიკაა.
ჰოდა, მართალია კომპიუტერული თამაშია და არა ფილმი, მაგრამ ბევრი ჩანართი ვიდეო-კლიპია, რომლებშიც მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორისაა, სხვათა შორის, ნათაშა ჰენსთრიჯიც და კიდევ:
ქერი ვუჰრერი – აგენტი თანია ადამსი
ჯემა ათქინსონი – ლეიტენანტი ევა მაქქენა
ივანა მილიჩევიც – დაშა ფედეროვიჩი
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
rebekas da nikolis garda arc erti ar momcons 😀
unda gadavxedo gemovnebas rogorc chans :S
LikeLike
ეგ ორი მეც მეც მომწონს 🙂
უბრალოდ, შენ ძალიან წუნია ადამიანი ხარ.
შემდეგ პოსტში სიას გავაფართოვებ. დამატებით პერსონაჟებს შემოვიყვან. 🙂
LikeLike
ფანტასტიკური ნაშები დაბრუნდნენ
მაინც ყველაზე ლამაზები ნიკოლი და რებეკა არიან, უფრო სწორად რებეკა და ნიკოლი :წუბ:
და სხვებიც :დ
LikeLike
არადა მაგ ფილმებიდან შენ ალბათ ჰა და ჰა 3 გქონდეს ნანახი… 🙂
ნუ “ბეთმენი”, “იქსმენი” და “ბეჭდების მბრძანებლი”
LikeLike
aba ki, me5 elementi maqvs nanaxi uxovar drooshi da kim besinjeri rom ucxoplaneteli dedinacvalia is.
eqsmeni ar minaxavs :”>
LikeLike
რებექაო და იმიტომ ვთქვი Xმენი. მეთქი მისი ხათრით მაინც ნახავდა-თქო 🙂
თორემ, ლოგიკურად არ უნდა გენახა 🙂
ბეჭდების მბრძანებელიც არ მოგეწონა???
ახლა მაგაზეც არ დამაწერინო პოსტი 🙂
LikeLike
რებეკა Fემე Fატალეში მომწონს :X
ხომ ხედავ ბეჭდების მბრძანებელზე ცუდი არაფერი არ მითქვამს, რაც არ მითქვამს ნუ მაბრალებ :))
LikeLike
უი ‘ე’ქსმენი რატომ ვთქვი =)))))
ცავედი მე, უკაცრავად გაოფებისთვის 😦
LikeLike
არ გითქვამს… მარა რავი, ვიფიქრე ჩემს სულიერ მდგომარეობას უფრთხილდება-თქო 🙂
კაია თუ მოგეწონა.
LikeLike
რა ამის პასუხია, მაგრამ.. (ნაწილობრივ პასუხიც არის) შენ არ იცი, კარიბის ზღვის მეკობრეები რომ ჩემს საყვარელ ფილმებში შედის =)))
LikeLike
ჯონი დეფი ძალიან მაგარია.
თუმცა, ეგ ფილმი მაინც არაა არც ფანტასტიკა და არც ფენტეზი.
ზღაპარია. კარგი ზღაპარი, მარა მაინც ზღაპარი.
მბრძანებელი – ფენტეზია. თან ძალიან სერიოზულ ლეტარატურულ პირველწყაროზე დგას.
LikeLike
მე მაინც ლარა კროფტს გამოვარცევდი
ფეხზე დამაგრებული იარაღი ისე მხიბლავდა ხოლმე რო სუნთქვა მეკვროდა პირველად რომ ვუყურე ამ ფილმს 🙂
LikeLike
მარტო შენ არხარ ეგეთი – ანჯელინას ფეხების დანახვაზე მეც სუნთქვა მეკვრის ხოლმე 🙂
მერე კომბინიზონი გინდა რამე ეგეთი. იარაღი ქე გაქ და 🙂
რაღაც ჟურნალში ვნახე ცნობილი რუსი ქალების ფოტოსესია სხვადასხვა ფილმებიდან კადრებს იმეორებდნენ.
LikeLike
პოსტის ავტორ ლორდ ვეიდერს ვარსკვლავური ომების გამორჩენა ფანტასტიკის სიიდან რით აიხსნება? :):)
LikeLike
პოსტის ავტორს არაფერი გამორჩენია 🙂
უბრალოდ ქალთა სახეები “ვარსკვლავურ ომებში” უკეთესიც შეიძლებოდა. 🙂
ისე, ნათალი ფორთმანზეც და ქერი ფიშერზეც დავწერე ადრე:
http://wp.me/paDYr-h
ისე, ბევრმა არ იცის, რომ “ვარსკვლავურ ომებში” ქირა ნაითლიც თამაშობს:
http://wp.me/paDYr-y
LikeLike
ჩემი ლარა, ჩემიიი… ჯოლი მაგარია, ქრისტინა ლოქენიც მომწონს, კიდმანიც და შარლიზიც….
გამიკვირდა ყბადაღებული სკარლეტ იოჰანსონი რომ არ გყავს სიაში, ლოოოლ… სადაც მეგან ფოქსი (sorry, I don’t like her), იქვე სკარლეტასაც ველოდი :დ
და ეს პამელა ანდერსონი გყავს სიაში და გამიკვირდა კარმენ ელექტრა რომ არ ახსენე არსად, არადა არც მას აქვს ნაკლები ძუძუ :დ
LikeLike
ეხლა ნახე ეგ ნაშები? 🙂
ფანტასტიკურში არ ჯდება იოჰანსონი. ვერ ვიხსენებ ფანტასტიკურ ფილმში მაგის როლს.
თუმცა, რომ ეთამაშა, მაინც არ ჩავსვამდი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.
იგივეა ელექტრაზე. ელექტრას ფანტასტიკურ ფილმსაც ვერ ვიხსენებ. ფემს კი ნათამაშები აქვს და მისი გამოტოვება არ იქნებოდა სამართლიანი.
ბოლო-ბოლო ქალმა ამხელა შრომა ჩადო თავის ძუძუებში და რატომ უნდა დავუკარგოთ?
LikeLike
მილა Resident Evil-ში! იეს!
LikeLike
მე სიის თავში ლივ ტაილერს მოვათავსებდი,ულამაზესი არვენია,ნამდვილი ელფი 🙂
LikeLike
რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი ქეით ბლანშეთზე 😦
LikeLike
ქეით ბლანშეთი ნაშა არაა :დ
LikeLike
ქეით ბლანშეთს ძალიან დიდი პირი აქვს.
ჯექსონს ჯობდა მის ნაცვლად ბეჭდების მბრძანებელში მილა იოვოვიჩი გადაეღო.
LikeLike
უი არა, მილა არ გამოდგებოდა მაგ როლზე : ) მილას ეხლა რაც აქვს ის როლები უხდება და წაადგება, ანუ რეზიდენტ ევილ–შია როა ისეთი როლები მოუხდება 🙂
ჟანა დარკშიც მაგარ იყო…
LikeLike
მილას რომ არ მოუხდება და მილა რომ არ მოუხდება ეგეთი რა როლია. 🙂
უბრალოდ წიგნში ელფების დედოფალი ძალიან ლამაზია და ბლანშეთი ვერ ქაჩავს, მით უმეტეს, როცა ლივიცაა ფილმში.
LikeLike
ბევრი არ მომეწონა 🙂 უფრო მეტი მომეწონა. ჯოლი და მილა ზუსტად პირველ მეორე ადგილის ღირსები არიან 🙂 ჰოდა ვაპირებდი დამეწერა რომელი მომწონს და რომელი არა, მაგრამ პამელათი ისე გამიფუჭდა ხასიათი გეშველა, ხმასაც აღარ ამოვიღებ 🙂 პამელას ძუძუები თუ მოსაწონია, მაშინ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს 🙂 ქალმა ათჯერ გაიდიდა და დაიპატარავა, სეზონურ მოდას დასდევს, ეხლა ვეღარ ირკვევა საიდან ეწყება და სად უმთავრდება ეგ ხორცმეტები. ეგეთი მკერდი ხო იაპონელ სუმოისტებსაც აქვთ 🙂
LikeLike